14/11/2018 – 06:17
მთავარი პოლიტიკა

0 206

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დღეიდან, 22 აგვისტოდან, მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ახალდანიშნული გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის არის. ბესიკ ამირანაშვილი თანამშრომლებს რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარუდგინა.

“ვიდრე ბესიკ ამირანაშვილი ოფიციალურად დაინიშნებოდა, მე გავიკითხე მისი საქმიანობა და ერთი ჩრდილი ვერ ვნახე”, – განაცხადა შეხვედრაზე სოზარ სუბარმა.

ახლლდანიშნული მხარის რწმუნებულის განმარტებით მთავარი გამოწვევა რეგიონიში ეკონომიკური პრობლემებია: “მადლობა პრემიერს რომ ამ ლამაზ რეგიონის გუბერნატორად დამნიშნა, ჩემს პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებ. პრემიერის დავალებაა რომ ხალხთან აქტიური კომუნიკაცია მქონდეს. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ერთად გადავჭრით პრობლემებს”.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2016–2017 წლებში კი შს მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

0 212

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გოგაშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.

0 598

პრემიერმა, სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

“სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარმოგიდგენთ ბესიკ ამირანაშვილს, დღემდე ის იკავებდა შსს სამინისტროს იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას და წარმატებებს ვუსურვებ მას ამ საქმიანობაში”,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარდგენისას.

სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, შს სამინისტროში სხვადსხვა პოზიცია ეკავა, მათ შორის მინისტრის მოადგილის პოსტიც.

მამუკა ბახტაძემ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად კიდევ ექვსი რეგიონის:სამეგრელოს, გურიის, მცხეთა–მთიანეთის,ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და იმერეთის გუბერნატორები წარადგინა.

“ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება,სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლება, ამის გადასაჭრელად დაგეგმილი პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი. ის გეგმები, რომელიც ჩვენ დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის უნდა განხორცილედეს შეუფერხებლად და სრულყოფილად, ძალიან მაღალი დონის დისციპლინით. რწმუნებულებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავა”,–განაცხადა ბახტაძემ გუბერნატორების წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის – სამცხე – ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა – მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.რამდენიმე თვე გუბერნატორის ადგილი ვაკანტური იყო იმერეთის რეგიონშიც.

0 569

ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.

სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება.

20180112174430

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება.

ShowPerson

ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება.

resize_mPujM3w42hRZpNkT6BW15y8gFqESseJa_980x590

შიდა ქართლში – ალეკო ხოჯევანიშვილი.

xojevanishvili-770x513

იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს.

1457610566215195

სამცხე- ჯავახეთს კი ბესიკ ამირანაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.

 

 

0 155

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ტვინის განძრევისკენ მოუწოდა, რადგან როგორც მან აღნიშნა, იმაზე, თუ რომელ სასახლეში განთავსდება პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საკუთარი მოსაზრება უკვე დააფიქსირა.

მისივე თქმით, ორბელიანის სასახლე სრულიად საკმარისია.
„სასახლესთან დაკავშირებით, ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ხვალ, ვრცელ გამოსვლაში, სადაც ყველაფერზე იქნება საუბარი, ამ თემაზე ჩემს პოზიციას გავიმეორებ, მაგრამ უკვე არის ნათქვამი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის სრულიად შესაბამისია ორბელიანების სასახლე, მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში. მე ისიც ვთქვი, რომ ჩემ სახლში ვიცხოვრებ. ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

0 264

WhatsApp-ი მალე აღარ გამოიყენებს მიმოწერის დაშიფვრის რთულ სისტემას და ამით უსაფრთხოების სამსახურებს მომხმარებლების მესიჯების წაკითხვას გაუმარტივებს. ამის შესახებ პოსრტალი Akket-ი წერს.

ეს ნაბიჯი WhatsApp-მა კომპანია Facebook-ის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც ფაქტიურად ფლობს კიდეც WhatsApp-ს.

Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ასეთი მოთხოვნა აშშ-ის ხელისუფლებისგან მოდის, ამიტომ 2019 წლისთვის WhatsApp-ი დაშიფვრის სუსტი სისტემით იმუშავებს, რაც უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურებს გაუადვილებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და ამით შეაჩერონ როგორც ტერორისტების, ასევე ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების დანაშაულებრივი მოქმედებები.

ცუკერბერგმა ასევე თქვა, რომ WhatsApp-ში მალე რეკლამებიც განთავსება, რაც პოპულარულ მესინჯერს მოგებას მოუტანს.

0 196

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა და როგორც  შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კობახიძე საქმის კურსში ჩააყენა, რომ დღეს 17:00 საათზე განცხადების გაკეთებას აპირებს.

ჩაერთვება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში და მას, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება თუ არა მმართველი გუნდის მხარდაჭერა, ზურაბიშვილმა აღნიშნული კითხვა კვლავ  უპასუხოდ დატოვა.

0 208

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჟურნალისტებს დღეს დასწრების საშუალება არ მიეცათ. მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე სხდომის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს საგარეო სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „შენი მედია გუნდი“ უცვლელად გთავაზობთ.
”გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრონველსაყოფად”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. „კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება.
დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.
შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

0 511

ქალაქ თბილისის პროკურორად დანიშნული მალხაზ კაპანაძე 1985 წელს დაიბადა. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2009-2010 წლებში მალხაზ კაპანაძემ კარიერა დაიწყო თბილისის პროკურატურის სტაჟიორად, ხოლო სტაჟირების გავლის შემდეგ საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე დაინიშნა. 2010-2012 წლებში მუშაობა განაგრძო თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში ეკავა თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის, შემდგომ საგამოძიებო ნაწილის პროკურორის თანამდებობა. 2013 წელს მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო 2013-2015 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს პროკურორად. 2015 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობას დეპარტამენტების ხელმძღვანელებად გააგრძელებენ.
„სულ საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა.
საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, -აცხადებენ პროკურატურაში.