17/02/2018 – 23:33
მთავარი Featured
Featured posts

0 350

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გამართლდა.
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები, რომელიც საქმეში დევს, არასაკმარისად მიიჩნია და კეზერაშვილი, ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდზე, გაამართლა.
ცნობისათვის, პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა.
საქმის მასალების თანახმად, 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა, გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი. პროკურატურის ცნობით, რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, ნიჟარაძეებმა კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.

რამდენიმე საცხობმა პურის ფასი უკვე გაზარდა – ამის შესახებ, რადიო “პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საცხობების ნაწილში პური 5-10 თეთრით არის გაძვირებული.
„ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება – ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს,“-აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება. როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა,

ორივე ტარიფი ფქვილის ფასზე მოქმედებს და წინასწარი დათვლებით, ფასი 1 ტომარაზე დაახლოებით 20-50 თეთრის ფარგლებში გაიზრდება.

0 289

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება, პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ”,-ამის შესახებ თბილისის, მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაცია არასწორია და მატება არ მომხდარა.
„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ეს არის ნორმალური. ეს ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად და შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

0 248

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ,,შენი მედია გუნდს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, ლევან მაისურაძე საკუთარი სურვილით, უწყებაში საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლა როტაციის წესს არ უკავშირდება. უწყებაში კი რეორგანიზაცია არ იგეგმება.

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ლევან მაისურაძე 2017 წლის ივნისში გიორგი მღებრიშვილმა დანიშნა. რამდენიმე თვეა მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი აღარაა და იგი საქმიანობას, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს.

მაისურაძე  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტშიც მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.

ლევან მაისურაძემ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა, რომელმაც როტაციის პრინციპით 11-12 მარტის აქციების შემდეგ რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა.

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვას ბელაქანის რაიონული სასამართლო დღეს განაგრძობს. შესაძლოა დღეს ბოლო სხდომა იყოს, რის შემდეგაც მოსამართლე უკვე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. როდის იქნება განაჩენი, ამ ეტაპზე უცნობია.

ბრალდება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული და მას ამჯერადაც დაესწრება ადამიანის უფლებათა სახლისა და 42-ე მუხლის წარმომადგნელი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოდან ჩადის.

 

0 124

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის ზოგადად სახელმწიფოს და კონკრეტული პოლიტიკური პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირადად ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, ბევრი კითხვაა როგორც თბილისის, ასევე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

„ყველაზე დიდი ჩავარდნა, რისთვისაც უნდა დადგეს იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ამაში მიუძღვის ბრალი, იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა გათავისუფლებული ჩატაევი თავის დროზე, როგორ დატოვა მან ქვეყანა და მას მერე, რაც მან ჩაიდინა სასტიკი ტერორისტული აქტი სტამბოლში, რაც დადასტურდა მისი კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ის იქნა შეყვანილი ყველა შავ სიაში, რომელიც არსებობს ტერორისტებთან დაკავშირებით – ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მოხდა მისი უკან დაბრუნება საქართველოში. ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი, სადაც იკვეთება აუცილებლად კონკრეტული პოლიტიკოსების პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ამის მიღმა, ბუნებრივია, არის ლეგიტიმური კითხვები, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციებს როგორც თბილისში, ასევე პანკისში. ეს კითხვები პირველ რიგში უკავშირდება იმას, იყო თუ არა ძალა გამოყენებული გადამეტებულად მაჩალიკაშვილთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ კითხვა ჩნდება, რამდენად საჭირო იყო მისი ასე გაწირვა და მისთვის თავში სროლა.

ამასთან, ჩნდება კითხვები – დროულად აღმოუჩნე​ს თუ არა მას სამედიცინო დახმარება საქართველოში, ასევე, რამდენად იყო შესაძლებელი უფრო ადრე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, –აღნიშნულია ინფორმაციაში.

0 160

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პანკისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

“მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას – ეს არის ტერორიზმი –  გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევას თანბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე  და საფრთხილო.

ჩვენმა  სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა – ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტურმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს.

სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.

მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ  აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.

ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჯამში მონიტორინგი ჩაუტარდა თანამდებობის პირთა 287 ქონებრივ დეკლარაციას. აქედან 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა, ხოლო 3 დეკლარაცია დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე. საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია დადებითად შეფასდა.

ბიუროს ცნობით, დეკლარაციების შემოწმების დროს უარყოფითად შეფასების საფუძველი შემდეგი ძირითადი დარღვევები გახდა: შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში); დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში; სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს და ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არდაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის

 დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად. ამასთან, საჯარო ბიუროს ინფორმაციით, დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო ზოგიერთი თანამდებობის პირები დაჯარიმდნენ. მათ შორის არიან: 6 მოსამართლე, პრეზიდენტის მრჩეველი; თბილისის საკრებულოს შემთხვევაში დაჯარიმდა – 1 პირი, გამგეობების თანამდებობის პირებიდან დაჯარიმდა 5 დეკლარანტი, თბილისის მერიის სსიპ-ების თანამდებობის პირებიდან კი 2 მათგანი დაჯარიმდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით,დაჯარიმებულთა სიაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; სემეკ-ის წევრი გოჩა შონია; ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია; საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

0 287

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურად არის ჩადებული. ადვოკატი საქმეზე გამოძიების მუხლის გაფაკვალიფიცირებას მოითხოვს.

“ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მას სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთი არის სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ვერ მოასწრებდა ფიზიკურად სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება.
თვითმხილველი არავინ არის. პირველ სართულზე დაკავებული იყო დედა და მამა. სპეცრაზმელები არ ელოდნენ რომ გვერდით ოთახში იყო მისი და. რამდენიმე საათის შემდგომ შეიყვანეს მისი მამა ოთახში და მან ნახა, რომ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი, გარდა იმ ხელყუმბარისა, რომელიც ოთახში იყო დადებული. იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ, მათ თავისუფლად ჩადეს საქმეში ეს ხელყუმბარა.

ზუსტად რა ეტაპზეა გამოძიება არ მაქვს პასუხი. მასალებს პირადად არ გავცნობივარ. მოვითხოვეთ უკვე, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოგვიწევს განცხადების შეცვლა და დედის ან მამის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს მისი გადაკვალიფიცირება და გამოძიება გაგრძელდეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული” განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.