23/04/2018 – 11:55
მთავარი ეკონომიკა

0 535

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3200 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3200 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3423 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0223 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5861 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5976 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0115 ლარი შეადგინა.

0 648

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარის კურსზე ძირითადად იმოქმედებს საგარეო და კოსმოსური ფაქტორები“, – ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორების შესახებ იუმორისტულ პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აქვეყნებს.

„დღეს ამინდის ტემპერატურა აიწევს, ამიტომ ლარი დაიწევს!

გირჩევთ ფული გადაახურდაოთ ჩრდილში, დილით ადრე და საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.

ეროვნული ბანკი, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან ერთად, მუდმივად აკვირდება მზის აქტივობას!

ჩვენ ვმუშაობთ ერთად!

ჩვენ გაგიყვანთ სწორ კურსზე!

ნდობა ჩვენი, ფული თქვენი!

საქართველოს მთავრობის ინფორმბიურო“, – წერს გოცირიძე

0 1535

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 
როგორც  ეკონომიკის სამინისტროდან გახდა ცნობილი, აეროპორტის გაფართოების საჭიროება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, ვინაიდან 2015 წელს მგზავრთა რაოდენობამ 1 800 000 გადააჭარბა. ახალი მოფრენის ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უკვე 2017 წლის ბოლოდან მოემსახურება. ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვ. მ. იქნება და მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. 

0 1152

აჭარის რეგიონს კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო – “კასტელო მარე” შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განხორციელებული მსხვილი ბიზნესპროექტი, რომელშიც 25-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას.

“ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემოგარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს”, -განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და დამსწრეთ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო.

“აჭარაში ხორციელდება უამრავი ძალიან ლამაზი პროექტი, ეს კუთხე დღითიდღე იცვლება და იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და არა მხოლოდ. ბათუმი ხდება ასევე ბიზნესქალაქი და ბიზნესცენტრი, რასაც დამერწმუნეთ, სრულიად სხვა საფეხურზე აჰყავს ამ რეგიონის მნიშვნელობა. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აჭარის მასშტაბით, ეს გახლავთ ზემო აჭარის კურორტების განვითარება, ეს არის გოდერძის სამთო- სათხილამურო კურორტი და წელს ჩვენ უკვე დავაკონტრაქტეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც გოდერძის კურორტზე აშენდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ სულ უახლოეს დღეებში ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური განვითარებისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური ოთხწლიანი გეგმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, რაც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

“3 წელიწადში ანაკლიაში დასრულდება პირველი ფაზა, პირველი ღრმაწყლოვანი პორტის საქართველოში, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე კონტრაქტს ვაწერთ ხელს, რომლის მიხედვითაც ინვესტორები დაიწყებენ მუშაობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განმარტებით, ბაკურიანში უკვე დაიწყო კოხტა – მიტარბის განვითარების პროექტი, რაც სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობით ხორციელდება. პრემიერის ინფორმაციით, ერთ თვეში ბაკურიანში ამოქმედდება ახალ ატრაქციონი – ალპური ციგების გასართობი კომპლექსი, რომელიც ზაფხულის მიმართულების განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

“ბოლო ორ თვეში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება – 25 პროცენტზე მაღალი ზრდა, რაც არის მართლაც უპრეცენდენტო. ჩვენ თვალითაც ვამჩნევთ ტურიზმის ზრდას, ტურისტების მოზღვავებას საქართველოში. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას და ტუსიზმის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა 27-29 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილ ვიზიტს, სადაც მისი თქმით, შედგება შეხვედრა შვეიცვარიის მთის განვითარების სამინისტროსთან.

“მე ორშაბათს მივემგზავრები შვეიცარიაში, სადაც მექნება შვეიცვარიის მთის განვითარების სამინსიტროსთან საინტერესო შეხვედრა. ეს ვიზიტი სპეციალურად დაიგეგმა ამ შეხვედრისათვის, სადაც ჩვენ დავიწყებთ მთა-თუშეთის განვითრების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით. ეს იქნება კომპლექსური გეგმა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თეთნულდის განვითარების გეგმაზე და განაცხადა, რომ კურორტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური კურორტი, სადაც ერთმანეთს შეერწყმება კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური მუზეუმები, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები და საუკეთესო სათხილამურო ტრასები.

“ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი თანამოქალაქეების ნუგეშისცემაზე, უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე და ამ მიზნების გარშემო უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე. კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, 4–ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.

0 520

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საკონდიტრო საწარმო “ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.
აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.
გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს.
საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა აბაშელებს მხარდაჭერა აღუთქვა ყველა საინტერესო ბიზნესპროექტის განხორციელებაში. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან

0 793

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის დოლართან მნიშვნელოვნად გაუფასურებას დიდ ბრიტანეთში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, და მას ერთჯერად გავლენას უწოდებს. შეგახსენებთ, ლარი დოლართან მიმართებით, დღეისთვის, 5 თეთრით გაუფასურდა.მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მოლოდინების გავლენის გარეშე, მაშინ გადაახურდავონ ვალუტა, როცა მათ ეს სჭირდებათ.
„ეს არის ერთჯერადი გავლენები, რომელიც მოხდა ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე, ევროკავშირიდან, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად, ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვემს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს მათ სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ – როცა ეს მათ სჭირდებათ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, მოსახლეობა გადაწყვეტილებებს არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ჰყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქით, ასევე, ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინონ ვალუტის გადახურდავება ერთ მხარეს ან მეორე მხარეს, როცა ეს მათ სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე“, – აცხადებს მინისტრი.

0 515

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2240 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2240 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0112 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5111 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5095 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

0 542

შეხვდე ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და რომელმაც შეცვალა ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა, ძალიან საინტერესოა , – ამის შესახებ საზოგადოება 20/30-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ იმ კითხვის პასუხად განუცხადა, თუ რა მანდატით ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებსა და ექსპერტებს.

„შეხვდე ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი. ადამიანი, რომელმაც სულ რაღაც 4 წლის წინ შექმნა პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეცვალა რეალობა და დააკომპლექტა მთავრობა, ბუნებრივია არის ძალიან საინტერესო. შესაბამისად, ფორმატს რას დავარქმევთ, ეს იყო საზოგადოება 20/30-ის, თუ „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებული, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჩვენ ყველამ ერთად ვისაუბრეთ ქვეყნის მომავალზე და იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დოვლათი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, იყო თანხმობა იმ საკითხზე, რომ ბიზნესი გააგრძელებს მთავრობის კრიტიკას იმ საკითხებზე, რომელშიც არ ეთანხმება, თუმცა ამავდროულად ნათელია, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მომართულია იმ რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც ბიზნეს-სექტორს სჭირდება.

0 679

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1790 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1790 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1360 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0430 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4512 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3953 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0559 ლარი შეადგინა.

0 480

ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ივნისის თვეში ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას – „ივნისი – ქართული ღვინის თვე აშშ-ში“, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართება.