19/10/2018 – 09:30
მთავარი ეკონომიკა

0 1593

21-22 ნოემბერს ფრანკფურტში ” ბიზნეს იდეები საქართველოსათვის – სემინარი ქართველი მიგრანტებისათვის” გაიმართება. პროგრამის ფარგლებში მიგრანტები მიიღებენ უფასო კონსულტაციას როგორც გერმანული, ასევე ქართული მხარისაგან. გაეცნობიან საქართველოს ბაზარზე არსებულ შანსებსა და სირთულეებს.  ეს პროექტი გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს  საშუალებას აძლევს, გაიცნონ გერმანელი და ქართველი ექსპერტები, დაამყარონ ახალი კონტაქტები და განიხილონ იდეის განხორციელების გზები!

რაც მთავარია, ეს სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებაა. სემინარი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და წელიწადში 2 ჯერ გერმანიაში იმართება. 

სემინარის ორგანიზატორები არიან: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ ის საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი, CIM გერმანიის ცენტრალური დასაქმების სააგენტო ZAV. პროგრამა დაფინასებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს და ევროკავშირის მიერ.

 სემინარზე მოწვეული არიან: საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე და  ,,Georgia Insight“ – ის დირექტორი ბატონი კახა თევდორაშვილი.

 

 

 

 

 

0 884

აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს. წინასწარი ინფრომაციით უხვი ნალექის შედეგად ბათუმში დატბორილ 403 ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწევა, 280-მდე საცხოვრებელს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, გზების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

0 2826

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის მატარებლის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ჩვიდმეტამდე სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბათუმის სხვა მოქალაქეებმა აქციიდან საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ღამის მატარებლის ხაზის აღდგენა აუცილებელია, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა იმპირებს შეექმნათ, რომელთაც მგზავრობა მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში შეუძლიათ. ბათუმელების განცხადებით, თუ თბილისი-ბათუმის მიმართულებით, ღამის მატარებელი არ აღდგება, ისინი საპროტესტო აქციებს გამართვაენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებელი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გაუქმდა.

ავტორი:მარი კეკელიძე

0 1103

ბათუმის აგროპროდუქტებისა და ტექნოლოგიების მეოთხე საერთაშორისო გამოფენა 21 ნოემბერს გაიხსნება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგროსექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და ახალ ტექნოლოგიებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, იტალიის, პოლონეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ თავნიანთი პროდუქციისა და სერვისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ფართო საზოგადოებას.
აგროპროდუქტებისა და ტექნოლოგიების მეოთხე საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია კომპანია GeoNetExpo, რომელიც Batumi International Agri-Products and Technology Fair 2014 ფარგლებში გაიმართება.
ასევე, გამოფენის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის სოფლი მეურნეობის სამინისტრი, ბათუმის მერია და აჭარის სავაჭრო პალატა. ღონისძიების დახურვის ოფიციალური ცერემონია 23 ნოემბნერს გაიმართება

ავტორი: მარი კეკელიძე

0 1389

შესაძლოა, სუბსიდირების თანხა გლეხებმა წელსაც მიიღონ. პროცედურების გამარტივებასა და მოსახლეობის დროულ ინფორმირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ განკარგულების პროექტი უკვე მზად არის. დამტკიცების შემთხვევაში, სტანდარტულ მანდარიზე 15, ხოლო არასტანდარტულზე 10 თეთრი გაიცემა. დოკუმენდაციის შეგროვების გასამარტივებლად აჭარის სოფლის მუერნეობის სამინისტროსთან ერთად, მთავრობისა და შემოსავლების სამსხურის წარმომადგენლებიც მუშაობენ. ავთანდილ მესხიძის განცხადებით, ციტრუსის გატანის დროს საქართველოს საბაჟოზე ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის აუცილებლობაზეც არის საუბარი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც რეგიონიდან ციტრუსი გააქვთ, წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ, რომელსაც ბათუმში რამდენიმე ორგანიზაცია გასცემს.

ავტორი: მარი კეკელიძე

მეთვრამეტე საუკუნიდან რუსეთი მისი ნედლეულით და ხალხის რესურსით გახდა  გრანდიოზული არენა ორი დიდი კლანისთვის თანამედროვე ისტორიაში.

მსოფლიოში ბევრი იდუმალი მოვლენა ხდება. მათი ახსნა ძალიან რთულია, რომ არა გარე ძალები, რომლებიც  გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მათი  გავლენა მსოფლიოზე უფრო მეტია ვიდრე ჩვენ გვგონია.  რუსეთში და პოსტ  საბჭოთა  ტერიტორიაზე  გაჩაღდა უთანხმოება  გავლენიან კლანებს შორის. ამაში შედის  უმსხვილესი კომპანიები და მთელი მრეწველობები. იუკოსის და ხოდორკოვსკის საქმე, რომელის ბრძოლა  ‘’ნორილსკის ნიკელის’’ მიღმა ტრიალებდა და ასევე საქმე  ‘’ბაშნევტი’’ – ეს ყველაფერი არის როტშილდერის და როკფელერების ბრძოლა  რუსეთის ეკონომიკის  მითვისებისთვის.

 

                                             თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი  ტყუილია?

    მოგეხსნებათ თანამედროვე მსოფლიოს მართავს კაპიტალი. სამწუხაროდ ეს არის რეალური სურათი გუშინდელის შესაძლებელია ხვალინდელისაც. მოხდა ისე, რომ სანამ არის ფული (თუ არ ჩავთვლით გიჟებს და წმინდანებს) უმეტესობა იბრძვის მისი დაუფლებისთვის.   ზოგს  შეიძლება ეს ძალიანაც კარგად გამოუვიდეს ზოგს არა. ასეთია ცხოვრების კანონი.  აშკარაა, რომ ვისაც ძალიან ბევრი კაპიტალი აქვს ის შეეცდება შეინარჩუნოს ის, ან უფრო უკეთესი, გააორმაგოს. რომ მიაღწიო ამას შენ გჭირდება ძალაუფლება.  აქედან გამოდის დასკვნა რომ, რეალურ ძალაუფლებას ფლობს ის ვისაც დიდი კაპიტალი აქვს.  რეალურად ზუსტად ასეთი ხალხი (უფრო სწორად დაჯგუფება) მართავს მსოფლიო ეკონომიკას და პოლიტიკას.  მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალი უსაზღვროა, ამ დაჯგუფებებს შორის არის სასტიკი კონკურენცია  სიმდიდრის დაუფლებისათვის.   რომ არ მოხდეს  კაპიტალის უაზროდ ფლანგვა  დაჯგუფებები  იძულებულნი არიან მოილაპარაკონ.  შეუძლებელია ამ  ბრალდებებს  წინააღმდეგი გამოუჩნდეს. მაგრამ ესენი არიან მოკლე შინაარსი ‘’შეთქმულების თეორიის’’.  ამის გაგონებისას ზოგს  ღიმილი უჩნდება სახეზე  და ამბობს ‘’კი, კი გამიგია ამდაგვარი სისულელეები’’.

  მოხდა ისე, რომ ‘’შეთქმულების თეორიას’’ უმეტესობა აღიქვამს როგორც სისულელეს და არ ცდილობს დაფიქრდეს იმაზე ,ამ უაზრობაში არის თუ არა ნაციონალური  მარცვალი.  ამიტომ გაჩნდა ეს სტატია, რომ გავერკვიოთ რა არის  ‘’შეთქმულების თეორია’’.

 

                                                              შეთქმულება თუ  ლობიზმი?

დაწყება უნდა დავიწყოთ, განმარტებით,  ჯორჯ ენტინი საპატიო პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტის. ‘’შეთქმულების თეორიის’’  და  კონსპირაციულ მენტალიტეტის’’ წიგნში წერია:  ‘’შეთქმულება  ეს არის  უკანონო ქმედება  მცირე, საიდუმლოდ მომუშავე დაჯგუფების, რომელსაც იდეად აქვთ შეცვალონ ისტორიის განვითარება, მაგალითად მთავრობის დამხობა. ხოლო თეორია შეთქმულება არის ახსნა მოვლენა ან  რამდენიმე მოვლენა როგორც  შედეგი შეთქმულების’’.

კარგი  ახსნაა თუმცა აქაც არის ერთი მაგრამ.  რატომ უნდა იყოს  შეთქმულების ქმედებები მაინც და მაინც უკანონო?  შეიძლება უბრალოდ მიიღო კანონი, რომელიც საბოლოოდ მიგიყვანს შენს მიზნამდე. შედეგად მივიღებთ  სიტუაციას, რის შედეგადაც  გავლენიანი ჯგუფი არაოფიციალურად  მიზნად ისახავს    გეგმას, რომელსაც ახორციელებს ყველა მისთვის ხელმისაწვდომი ქმედებით.
ასეთი სიტუაციები  ყველგანაა.  არავის გაუკვირდება, რომ ვიღაც ფინანსურ-სამრეწველო კომპანია  გზას უხსნის  თავის ადამიანს დუმაში ან გუბერნატორის თანამდებობაზე, რაზეც ხარჯავს ყველა ხელმისაწვდომ რესურს.  ხანდახან ხდება ისეც, რომ სახელწიფოში მოდის ისეთი ადამიანი ვისაც ადრე კრიმინალთან შეხება ჰქონდა.  ასე ხდება ყველგან და არც იციან რომ ‘’თეორიის შეთქმულება’’ ამ დროს ძალაშია.  ყველა ამას აღიქვამს როგორც ჩვეულებრივ მომენტს, როდესაც პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ჩადის სხვა ქვეყანაში ვიზიტით და ლობირებას უწევს მსხვილ ნაციონალურ კომპანიას. ეს აღიქმება, როგორც სახელმწიფო ინტერესების პირველ პლანზე წამოწევას.
ინტერნაციონალური ბიზნესი, რომელიც ახლა გლობალიზაციის ეტაპზეა, ინტერესები ფინანსურ-სამრეწველო კომპანიებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთმანეთს უკავშირდებიან . უპირველესად ეს ჯგუფი არის ‘’როტშილდები და როკფელერები’’ ხოლო სხვა ჯგუფები ან მარცხდებიან ან მათზე არიან დამოკიდებულნი.

 

                                                   როტშილდერი ნაპოლეონის წინააღმდეგ

ისტორია რუსეთსა და როტშილდებთან დაიწყო XVIII საუკუნეში.  რუსეთის იმპერატრიცამ ეკატერინა II  უარი უთხრა  ინგლისის მეფეს  გიორგი III-ს  ეგზეკუციის კორპუსისთვის (20 ათასი კაზაკები) შეაჩერონ ამბოხება კოლონიებში. ამაზე დათანხმდა  პრინცი ვილგელმ I სანსოსკი, რვა მილიონი ობლიგაციების საფასურად. მისმა მენეჯერმა როტშილდმა აიღო ობლიგაციები და მიითვისა.   ასე დაიწყო როტშილდერის ოჯახის ფინანსური ძალაუფლება.  როტშილდი  ასევე მონაწილეობდა  და აფინანსებდა  ფრანგულ რევოლუციის მომზადებას.

ნაპოლეონის ბრძოლები იყო სრულყოფილი მექანიზმი ფულის კეთების საერთაშორისო ბანკირებისთვის.  როტშილდერის ოჯახმა ბევრი სარგებელი მიიღო საბანკო ანგარიშებისგან (ლონდონი-პარიზი-ფრანკფურტი-ვენა-ნეაპოლი), რომელმაც დაფარა დიდი ნაწილი ევროპისა. ნაპოლეონის  ეპოქის ბოლოს  მარტო საფრანგეთის  ოჯახის განშტოება  ღირდა 600მილიონი ფრანკი რაც  საფრანგეთის სხვა ბანკებს 150მილიონით აჭარბებდა.  ნატან როტშილდმა  ანგლიის ბანკი გახადა ოჯახის საკუთრება. (რომელიც 1694 წელიდან  კერძო ბანკი იყო).

 

                                                   როტშილდერი რუბლის წინააღმდეგ

    1818 წელს  ინგლისმა გააუქმა ვერცხლი და ოქროზე გადავიდა.   ამ დროისათვის როტშილდები აკონტროლებდნენ  ოქროს საბადოს დიდ ნაწილს და აფიქსირებდნენ მის ფასს.  ოქროზე  ფულის დადება ხორციელდებოდა დღეში ორჯერ  ლონდონის ოქროს ბირჟაზე ხუთი მოწინავე დილერით.  ისინი ფასზე თანხმდებოდნენ და ამ თანხით უნდა გაეყიდათ ოქრო იმ დღეს. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება რომელიმე მხრიდან ოქროზე  უკვე ითვლებოდა, რომ მათი ფული ბანკ ლონდონის (როტშილდების) მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

1839-1843 წელს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა  წარადგინა  ფულის რეფორმა  რომელიც გაამყარებდა  ვერცხლის კურს. რეფორმის გასაკეთებლად მან  დაუჩქარა ვერცხლის შეგროვება, მიიღო  ეკონომიის დაზოგვა  და სამხედრო ხარჯები შეამცირა ორჯერ. მოიზიდა მოსახლეობა მოგებული ბილეთებით და ობლიგაციებით. 1843 წელს  გამოვიდა ქაღალდის ფული- საკრედიტო რუბლი, რომელიც ვერცხლზე თავისუფლად იცვლებოდა თანაფარდობით 1:1რუბლი.
საინტერესოა ამერიკულ-რუსული ისტორიაც. ბევრი რამ როტშილდებთან არის დაკავშირებული.  როდესაც იყო სამოქალაქო ომი როტშილდები ორივე მხარეს აფინანსებდა. ლონდონის ბანკი აფინანსებდა ჩრდილოეთის არმიას ხოლო საფრანგეთის ბანკი-სამხრეთის.  როდესაც ლინკოლნმა გაიგო ეს მან 1862 და 1863  უარი განაცხადა დიდი პროცენტების გადახდა როტშილდებისთვის.  მან გასცა ბრძანება, რომ გამოეშვათ დოლარი, რომ ჩრდილოეთის არმიას დახმარებოდა.  1864 წელს ლინკოლნმა გაიგო, რომ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II  გამოვიდა როტშილდების წინააღმდეგ რადგან ისინი აპირებდნენ აეღოთ კონტროლის ქვეს ნაციონალური რუსული ბაკი. იგივე გადაწყვიტა ლინკოლნმა ამერიკაში და დახმარება თხოვა სამოქალაქო ომში ალექსანდრეს. ალექსანდრე II დათანხმდა და გაგზავნა ჯარი.  ლინკოლნმა ომი მოიგო მაგრამ როტშილდები გაბრაზებულები დარჩნენ.

 

                                                      როკფელერები და რუსული რევოლუცია

მთავარი მიზანი როტშილდების რუსეთში XIX იყო ნავთობის დაქვემდებარება ბაქოში. ეს გეგმა მიღწეული იქნა რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად. რუსეთმა-ბათუმი მიიღო.  მაგრამ ამ ბრძოლას გარე ძალებიც ყავდა, რაშიც რუსეთს არანაირი საქმე არ ქონდა. ინგლისი თავიდანვე უარზე იყო. პეტრ შუვალოვი, რომელიც ალექსანდრე II -ს დავალებით მართავდა საიდუმლო მოლაპარაკებას ბრიტანეთის მთავრობასთან. იგი აცნობებდა იმპერატორს  იგლის-თურქეთის საიდუმლო ხელშეკრულებაზე. ‘’თუ ბათუმს, არდაღანს, კარს ან  რომელიმე ეს იქნება რუსეთის  დაქვემდებარებაში, ინგლისი მზად არის თურქეთს დაეხმაროს ჯარით’’ ნათქვამია ხელშეკრულებაში. თუმცა რაღაც მიზეზების გამო ინგლისი საბოლოოდ დათანხმდა და რუსეთს გადასცა.
რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ კულისებიდან ამ საქმეს მართავდა საფრანგეთის საბანკო სახლი როტშილდების და ამერიკული ნავთობის კომპანია ‘’სტანდარტ ოილი’’, რომელიც  როკფელერის  იყო.  როტშილდს უნდოდა, რომ ბათუმი რუსეთის ფედერაციას გადასცემოდა, ხოლო როკფელერი ყველანაირად ცდილობდა არ შესულიყო როტშილდერი კავკასიაში. საქმე დასრულდა იმით, რომ 25 აგვისტოს 1878 წელს ბათუმი შევიდა რუსეთის არმია.   ამის მერე 1886 წლიდან  საფრანგეთის ბანკის სახლი ‘’ძმები როტშილდერები’’  იყიდეს აქციები  კასპი-შავის ზღვის  ნავთობგადამამუშავებელი და სავაჭრო კომპანია, საიდანაც დაიწყო აქტიური მონაწილეობა  კავკასიაში  ნავთობის მოპოვების.  1888 წელს ოჯახმა მიიღო  თითქმის ყველა ვაგონი კავკასიის რკინიგზისგან. საბოლოოდ   ბაქოს ნავთობი მთლიანად როტშილდერის ხელში ხოლო ამერიკის შემდეგ რუსეთი გახდა უმსხვილესი კომპანია   ნავთობის  მოწოდებაში.   როკფელერი ამას წყნარად ვერ უყურებდა.  გამოსავალი გახდა რუსეთის რევოლუცია.  როგორც ამერიკის კონგრესის დოკუმენტებში წერია  ჯონ დ. როკფელერ XX საუკუნიდან  დიდი ფონანსრუ დახმარებას უწევდა  ლენინს და ტროცკის. გაამაგრა  უშედეგო რევოლუცია 1905წელს. აქტიური მუშაობა დაიწყო 1917წელს  იანვრიდან  როდესაც როკფელერის პარტნიორი იაკობ შიფი აფინანსებდა  ტროცკის  რომ სოციალური რევოლუცია მოეხდინა რუსეთში.  საბოლოოდ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. რუსეთი ჩაება რევოლუციაში და სამოქალაქო ომში,  დაკარგა თავისი პოზიციები ნავთობზე მსოფლიო ბაზარზე და ასე მიიღო როკფელერმა რუსეთის ნავთობის გაყიდვა-1926წელს  «Standard Oil-ის» სახელით   1927 წელს კი New York-ის   «Standard Oil-ლმა» რუსეთში ააშენა ნავთობგადამამუშავებელი  ქარხანა.  აი ასე როკფელერმა შეიტანა ბოლშევისტურ ეკონომიკაში წვლილი.

 

                                                საიდუმლო მეგობრები საბჭოთა კავშირში

1932 წლის 10 ივლის კონგრესის წინაშე წარსდგა საბანკო კომიტეტის წევრი    ლუის მაკფადენი. მან განაცხადა: გახსენით წიგნები  ვოენტორის  საბჭოთა კავშირის სავაჭრო ორგანიზაცია New York-ში, სახელმწიფო ბანკი საბჭოთა კავშირის და თქვენ გაკვირვებული დარჩებით რამდენი თანხა წავიდა ამერიკიდან, რუსეთში.  პირველი ასეთი გარიგება  გაკეთდა  ‘’სახელწმიფო ბანკი სსსრ’’ და „Standard Oil“ ‘’New York’’-თან.
ამერიკელმა პროფესორმა ენტონ სატონმა განაცხადა, როკფელერები ეხმარებოდნენ ტექნოლოგიებით და ფინანსებით საბჭოთა კავშირს მთელი მისი არსებობა.   ბევრი გემი იწყობდა საბჭოთა კავშირის გარეთ. ასევე მანქანები, ტანკები, იარაღი, თვითმფრინავი აწყობილია დასავლეთში.
როკფელერი ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ლიდერებს -1964 ნიკია ხრუშჩოვს (2 თვით ადრე მისი გადადგომიდან) 1973წელს  ალექსანდრე კოსიგინიმ.  და ყველა შეხვედრაზე მსჯელობდნენ სავაჭრო და ეკონომიკურ განვითარებაზე.  1989წელს როკფელერი ეწვია საბჭოთა კავშირს დელეგაციასთან ერთად სადაც  შეხვდა გორბაჩოვს და განიხილავდნენ  როგორ ჩაებმება საბჭოთა კავშირი მსოფლიო ეკონომიკაში.  ასევე 1992წელს გორბაჩოვი როკფელერს  New York-ში ეწვია. ამ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და  ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო ფინანსური დახმარება 75 მილიონი დოლარი რომ გაეკეთებინა გლობალური ფონდი ‘’პრეზიდენტის ბიბლიოთეკა ამერიკის მიხედვით’’

 

                                              როკფელერების გამოთიშვა

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის მთელი ისტორიის განმავლობაში უცხოურ ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებს შორის ყველაზე გავლენიანი იყო როკფელერების კლანი. ამასთან  არ აპირებდნენ შეგუებას მათი მთავარი კონკურენტები – როტშილდები.

თუკი 1991 წლის  ჩანაწერს დავუჯერებთ, როტშილდების დინასტია ამზადებდა გეოპოლიტიკურ შეთქმულებას სსსრ-ის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საჭიროა გავიხსენოთ რამდენიმე წლით ადრე მომხდარი მოვლენები. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა  მიხეილ გორბაჩოვმა სპეციალური ნებართვა გასცა მოსკოვში დაარსებულიყო ძლიერი საერთაშორისო კომერციული ბანკი , სახელწოდებით „ ეროვნული პროგრამების დაფინანსების ბანკი“. ამ დაწესებულების მთავარი აქციონერი კი გახდებოდა როტშილდების კლანის შვეიცარიული ბანკი, რომლის სახელწოდებაც იყო „  Banque Privee Edmond de Rothschild SA“. როტშილდებს ჰქონდათ ამბიცია , გაეკონტროლებინათ საბჭოთა კავშირის მთლიანი ეკონომიკური სისტემა. აქედან გამომდინარე, მათ  სსსრ-ის ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ კომისიას მოსთხოვეს ჩაეტარებინათ მთელი ქვეყნის ამავე რესურსების ინვენტარიზაცია. აქ კი უკვე  „კა გე ბე“ ჩაერია. მათი ინფორმაციით „ეროვნული პროგრამების დაფინანსების ბანკის“ პარტნიორები – როტშილდები დაკავშირებულნი იყვნენ საერთაშორისო მაფიასთან ( მათ შორის, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ნარკომაფიაზე).  აღმოჩნდა, რომ ნარკობიზნესით მიღებული შემოსავალი შვეიცარიაში მიედინებოდა და ამ თანხების დიდი ნაწილი სწორედ როტშილდების ბანკში ირიცხებოდა. ცალსახა იყო, რომ დიდი სკანდალი მზადდებოდა, რომელიც როტშილდების კლანს კარგს არაფერს უქადდა, თუმცა აქ მოხდა გადამწყვეტი შემთხვევა- სსსრ დაიშალა და როტშილდებმა შეძლეს აღედგინათ უწინდელი ძალაუფლება, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაკარგეს. საბოლოოდ როტშილდებმა დაიკავეს როკფელერების ადგილი.

ფაქტი ერთია, რუსეთის ისტორია მოწმეა იმისა, რომ როტშილდები ყოველთვის აღწევდნენ დასახულ მიზანს. განსაჯეთ ეს თავად.

მიხაილ ხადარკოვსკის დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ,ბრიტანულ პრესაში დაიბეჭდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხადარკოვსკიმ, უკვე პატიმრობის პერიოდში, ნავთობკომპანია „ЮКОС“-ში თავისი აქციების 53% გადასცა იაკობო როტშილდს. ეს გადაწყვეტილება იყო ადრე დადებული ხელშეკრულების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება. ამ კონტრაქტის თანახმად, ხადარკოვსკი ვალდებული იყო გადაეცა წილი როტშილდისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ის ვეღარ გაუძღვებოდა საქმეს. ამ შემთხვევაში პატიმრობა სწორედ ასეთ გარემოებას წარმოადგენდა. ექსპერტების თქმით, ეს ხელშეკრულება სინამდვილეში ფარსი იყო  და რეალურად ყველაფრის ერთპიროვნული მმართველი სწორედ როტშილდი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მოსაზრების თანახმად ხადარკოვსკის დაპატიმრების საქმეში როკფელერების ხელი ერია. სწორედ ამერიკული ნავთობკომპანია „Exxonmobil“-ის მფლობელი როკფელერები ცდილობდნენ „ЮКОС“-ის შეერთებას თუმცა ვერ  შეძლეს ამერიკაში მიმდინარე სასამართლო პროცესის გამო. შტატ ალაბამას კანონმდებლობის თანახმად,  „Exxonmobil“-ი დაჯარიმდა 11,8 მილიარდი დოლარით ფინანსური მაქინაციების, შემოსავლების დაფარვისა და გადასახადების თავიდან არიდების გამო. საინტერესო და ყურადსაღებია ერთი ფაქტი:  ალაბამას გუბერნატორმა, ბობ რაილმა, სიამაყით განაცხადა თავის ვებ-გვერდზე, რომ ის მასონთა ჯგუფს ეკუთვნოდა, ხოლო მასონები ტრადიციულად როტშილდებთან ასოცირდებოდნენ თავიდანვე.

როტშილდები არ იქნებოდნენ როტშილდები, მათი ყველა ნაბიჯი ასე მარტივად გასათვლელი რომ იყოს. გარდა „ЮКОС“-ისა, ნავთობის მრეწველობის სფეროში რუსეთში არსებობს კიდევ ერთი კომპანია- “British Petroleum”. სწორედ BP-სა და “Роснефть“-ს შორის დადებული გარიგება აქციათა მიმოცვლის შესახებ ითვლებოდა საუკუნის გარიგებად. ამან როკფელერების გაღიზიანება გამოიწვია, რამდენადაც საქმე არ ეხებოდა მხოლოდ აქციათა მიმოცვლას. ეს იქნებოდა გლობალური თანამშრომლობა, რომელიც უკავშირდებოდა სტრატეგოულად მნშვნელოვანი რეგიონის გაკონტროლებას. სწორედ ამ გარემოებამ წარმოშვა  საჭიროება შემდგომი სასამართლო პროცესისა, რომელიც დაუპირისპირდა აღნიშნულ გარიგებას. სავარაუდოდ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

ნათანიელ როტშილდმა თავისი ყურადღება ასევე მიაპყრო კომპანია  „Башнефть“-ს ( რომელიც არც ისე დიდი ხანია რაც საკმაოდ პერსპექტიულად დასახელდა ) და ასევე კვლავაც “Роснефть“-ს. როტშილდმა გადაწყვიტა გამოესყიდა მათი აქციები, რომლებიც ეკუთვნის ოლიგარქ ვლადიმირ  ევტუშენკოვს.

 

                                               „მე დავაბრუნე როტშილდები რუსეთში“

მოცემულ ვითარებაში, როტშილდების ინტერესს წარმოადგენს ყველა არსებული სტრატეგიული და წამყვანი სფერო. საკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ კომპანია „UC Rusal“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელაი ნათანიელ როტშილდი. სწორედ მისი სიტყვებია – „ მე დავაბრუნე როტშილდები რუსეთში“. მან ეს ფრაზა გაზეთ „Ведомости“-სთან ინტერვიუს დროს წარმოსთქვა. ნათანიელ როტშილდის თქმით ის უკვე დიდი ხანია მეგობრობს „РУСАЛ“-ის მთავარ აქციონერთან – დერიპასკთან და ასევე  Норникель-ის თანამფლობელთან, პოტანინთან, რომელიც ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსაც მართავს.

აქვე ღირს გავიხსენოთ 2011 წლის იანვარში ე.წ ორგანიზაცია „холодный термояд“-ის მიერ გაკებეთებული განცხადება , რომელიც ეხებოდა საოცრად იაფი ელექტროენერგიის მიღებას წყალბადისა და ნიკელის მეშვეობით. საქმე ისაა, რომ ამ განცხადებას ძალიან უცნაურად დაემთხვა ნათანიელ როტშილდის შესვლა „Норникель“-ის დირექტორთა საბჭოში. ეს კომპანია კი არის სწორედ ნიკელის უმსხვილესი მწარმოებელი. რამდენადაც ის ასეთი სტრატეგიული აღმოჩნდა, ბრძოლა „Норникель“-ისათვის გაგრძელდება

 

აღსანიშნავია, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლა მხოლოდ ამ საკითხთან მიმართებაში არ იქნება. პრესაში მოხვდა დოკუმენტი, რომელიც 2010 წლის 25 ოქტომბრით თარიღდება. ეს ეხება სახელმწიფო საკუთრების პრივატიზების საკითხს, რომლის ძალითაც დასაშვები იქნება ეს ქონება მიეყიდოს რამდენიმე უფლებამოსილ ორგანოს, რომლთა ჩამონათვალი თავად აღნიშნული ოფიციალური საბუთით განისაზღვრა. მათ შორის მოხვდნენ „შვეიცარიის საკრედიტო ბანკი“, „გერმანული ბანკი“ , „მორგანის საერთაშორისო ბანკი“ და სხვა… ეს დოკუმენტი ძალაში უნდა შესულიყო და საჭირო ღონისძიებები გატარებულიყო 2011-2013 წლებში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრივატიზების საკითხი შეეხო საზღვაო პორტებსაც, ეს კი საკმაოდ დიდი ბერკეტია, რამდენადაც ვინც მასზე გავლენას მოიპოვებს, საშუალება ექნება რეგულარულად მონაწილეობდეს საშინაო ვაჭრობაში.

აქედან გამომდინარე, ძირითადი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება და ის მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არ წარიმართება. არსებული და გამყარებული ვარაუდით, ძალაუფლებისათვის დაპირისპირება ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვაქვეყნებსაც მოიცავს, სადაც ამ ბოლო დროს ძალას იკრებს ინტეგრაციის პროცესები. როტშილდებს ეს შესანიშნავად ესმით, იმდენად, რომ თავიანთი პოზიციები ისეთ არამომგებიან ადგილასაც გაამყარეს, როგორიცაა ბელარუსია. 2009 წელს ბელარუსის ხელისუფლების თხოვნით როტშილდების ფინანსური სპეციალისტების ჯგუფმა შეაფასა ბელარუსიის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის- БПС ბანკის საბაზრო ღირებულება. 2009 წლის ბოლოს ეს ბანკი იყიდა რუსეთის კომერციულმა ბანკმა 280,7 მილიონ დოლარად. ბელარუსიის მხარე სავსებით კმაყოფილი დარჩა  შედეგით და გადაწყვიტა ეს თანამშრომლობა გაეგრძელებინა. ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაწყვიტა კვლავ მოეწვია როტშილდების ფინანსური ჯგუფი რათა მათ ამჯერად ქვეყანაში არსებული პრივატიზებული საწარმოები შეეფასებინათ. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ამ ჯგუფის მმართველ  დირექტორთან პირადი შეხვედრისას გააჟღერა.

ერთი რამ ცხადია, როკფელერები და როტშილდები ახერხებენ, რომ მთელ რიგ გარიგებებში არ გამოჩნდნენ, აქედან გამომდინარე რთულია იმის დამტკიცება, თუ რამდენად დიდია მათი გავლენა რუსეთზე და მთლიან პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე. საბოლოოდ მსოფლიო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ყველა მმართველი კლანი იძულებულია ერთმანეთთან ითანამშრომლოს, ისინი ქმნიან სამრეწველო ინდუსტრიაში, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული თამაშების საერთო წესებს. ამ ვითარებაში, ფინანსურ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები თითქოს ქედმაღლურად არიდებენ თვალს ასეთ რეალობას.

რაც შეეხება რუსეთს, მას აქვს რეალურად მომგებიანი პოზიცია. ამ სახელმწიფოს შეუძლია ისარგებლოს კლანებს შორის გაჩაღებული ფინანსური კონკურენციით და  გამოიყენოს საკუთარი მიზნებისათვის. ამ ქვეყნის მმართველი ძალებისათვის უგუნური გადაწყვეტილება იქნებოდა შეგუებოდა დაქვემდებარებულ როლს და არ ეცადა მოეპოვებინა ამ პროცესებში ერთ-ერთი მმართველი სუბიექტის სტატუსი, მიუხედავად დიდი სირთულეებისა.  მიზნის მისაღწევად  საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩინეთთან თანამშრომლობა, რომელიც როტშილდების „სამფლობელოდ“ მიიჩნევა ( სწორედ აქ გადაიტანა როტშილდების კლანმა თავისი ძირითადი ბაზა).

ამ მოვლენების ანალიზის საფუძველზე, სავსებით გონივრულია ვიფიქროთ, რომ სანამ როკფელერები და როტშილდები თავის „ჭადრაკის პარტიას ასრულებენ“, მოსკოვი და პეკინი რეალურ სარგებელს მიიღებს და ეს ორი კლანი შესაძლოა , მოტყუებულისა და „სულელის“ როლში აღმოჩნდეს.

 

10617468_10204550355545955_444908372_n

 

ავტორი : ალექსანდრე ჯაში; ნინო იმერლიშვილი

 

 

 

 

0 1278

არასაპარლამენტო ოპოზიცია და პოლიტიკური ექსპერტები რუსთავის მერობის, ყოფილი კანდიდატის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურებიან და ამ ფაქტის შესახებ სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მათი უმრავლესობა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და იმედოვნებენ, რომ ამ საქმეს პროკურქატურა ობიექტურად გამოიძიებს. განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ექსპერტი მამუკა არეშიძე. ექსპერტის თქმით ეს საქმე ბურუსით არის მოცული, ხოლო შალვა ნათელაშვილი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ხელისუფლებას უკავშირებს. როგორც მან აღნიშნა რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ისეთ ინფორმაციას ფლობდა, რომელიც ხელისუფლებას საფრხთეს შეუქმნიდა.

ავტორი:ქეთი ქებაძე

0 1335

დღეიდან ქართულ ეროვნულ ვალუტას, ლარს თავისი სიმბოლო ექნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ვალუტის გამარჯვებული სიმბოლო, ავტორთან ერთად, წარუდგინა. მხატვარ მალხაზ შველიძეს სერტიფიკატი გადაეცა. ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ ჰერალდიკის საბჭოს წევრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.

10500319_622993257797517_1561904250825095435_n

რაც შეეხება ლარის სიმბოლოს საერთაშორისო ელექტრონულ სისტემაში თავსებადობის საკითხს, კერძოდ უნიკოდის სიმბოლოთა სტანდარტში რეგისტრაციის პროცესს, იგი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

 

ავტორები: ბაჩო გოგრიჭიანი, რეზი ცანავა.

0 1848

 

მარიამ სილაგაძე  ახალ სახლში რამდენიმე დღის წინ გადავიდა. მისი ოთხოთახიანი ბინა საბურთალოზე, ახლად აშენებული სახლის მე-9 სართულზეა. ბინა მარიამის უმთავრეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარემონტებულია და აქვს ცენტრალური გათბობა.

95კვ. მ. ფართის ბინა მარიამმა  87 000 აშშ დოლარად იყიდა. მანამდე კი 135 კვ. მ. ფართის ბინა გაყიდა, ისიც ახლად გარემონტებული, საბურთალოზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლში. ყიდვა-გაყიდვის პროცესს წელიწადზე  მეტი დასჭირდა.

    “ფული მჭირდებოდა და ბინა ამიტომ გავყიდე, მაგრამ თუ მასში 2008 წლის აგვისტომდე 100, 000 დოლარს მთავაზობდნენ, 2 წლის შემდეგ 75, 000 დოლარი ძლივს ავიღე”.

უძრავი ქონების ბაზრის სტაგნაცია 2008 წლის სექტემბრიდან დაიწყო. დეველოპერთა ცუდი მენეჯმენტით გამოწვეული პრობლემები რუსეთის სამხედრო აგრესიამ და გლობალურმა საფინანსო კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა. ბინებზე მოთხოვნა დაეცა, ფულადი გზავნილები შემცირდა, კრედიტების გაცემა შეიზღუდა – ამ ყველაფრის გამო სამშენებლო კომპანიები ფინანსების გარეშე დარჩნენ და იძულებულნი გახდნენ, უკვე დაწყებული პროექტების უდიდესი ნაწილი შეეჩერებინათ. თბილისი დაუმთავრებელი მშენებლობების ქალაქად გადაიქცა. ომიდან ერთი წლის თავზე, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები დაახლოებით 30 პროცენტით იყო შემცირებული, გაყიდვები კი – 80 პროცენტით.

ამ ეტაპზე, სიტუაცია შეარებით გამოსწორდა,  თუმცა, სტატისტიკა მაინც უღიმღამოდ გამოიყურება, 2009 წელთან შედარებით, 2010-ში ფასებმა ოდნავ მოიმატა, მაგრამ თუ 2011 წლის პირველი კვარტლის ფასებს შევადარებთ წინა წლის იმავე პერიოდს, ვნახავთ, რომ ბინების მეორად ბაზარზე ფასი ისევ 3 პროცენტით ნაკლებია. გარდა ამისა, თუ აგვისტოს ომამდე უძრავი ქონების ბაზარზე 250 სამშენებლო კომპანია საქმიანობდა, თბილისში ახლა სულ 34 სამშენებლო კომპანია ახორციელებს 70 დეველოპერულ პროექტს. კვარტალში დაახლოებით 4 ახალი მშენებლობა სრულდება, რაც კრიზისამდელ დონეს მაინც ბევრად ჩამორჩება.

  “ნიკოლოზ დაბრუნდაშვილი- ექსპერტი – “უძრავი ქონების ბაზარზე ფასს მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს. იმის გამო, რომ მოთხოვნა შემცირდა, შემცირდა ფასიც. მოთხოვნის შემცირება კი, თავის მხრივ, ბანკების მიერ იპოთეკური დაკრედიტების შეჩერებამ გამოიწვია. 2008 წლის აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის გამო საბანკო სექტორი იპოთეკურ სესხებს თითქმის აღარ გასცემდა. უძრავი ქონების გაყიდვა კი დიდადაა დამოკიდებული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე”.

ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნა უკვე დასრულებულ  მშენებლობებში, ახალ ბინებზეა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დეველოპერულ კომპანიებს აღარ ენდობა და “ჰაერში” ფულს აღარ დებს. ბაზრის გამოცოცხლებას ხელი საბანკო სექტორმა შეუწყო. გაჩნდა საბანკო გარანტიები, მაგრამ ბანკები სესხების გაცემას მაინც მეტი სიფრთხილით ეკიდებიან და კლიენტის გადახდისუნარიანობას სკრუპულოზურად ამოწმებენ. ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაინც ძველი პრაქტიკა მეორდება – ხშირ შემთხვევაში, საბანკო კრედიტი იმ ბინითაა უზრუნველყოფილი, რომელსაც კლიენტი ყიდულობს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მარიამ სილაგაძეს ბინის გაყიდვა წელიწადის  განმავლობაში გაუჭირდა, სწორედ ეს პირობა იყო: “ბინა ბევრს მოსწონდა, მაგრამ უმრავლესობას საჭირო თანხა სრულად არ ჰქონდა და ბანკიდან სესხის გამოტანას, სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი გირაოში ჩემი ბინის ჩადებას მთავაზობდა. ასეთ ხალხს ვერ ვენდე”.

ნანა სიხარულიძე მაკლერად მუშაობს. ნანა ამბობს, რომ კრიზისის შემდეგ მუშაობა,სამაკლერო სფეროშიც გაჭირდა, რადგან გამყიდველიც ცოტაა და მყიდველიც, თან კრიზისის შემდეგ ბევრი ადამიანი ცდილობს ბინის საქმე მაკლერის გვერდის ავლით მოაგვაროს. “იცით, ეს როგორ ხდება? წაიყვან ადამიანს ბინის სანახავად და გეუბნება, რომ არ მოსწონს. მერე იგებ, რომ ძალიანაც მოსწონებია, მაგრამ თვითონ სააგენტოში აღარ ჩნდება და ჩვენ მიერ შეთავაზებულ ბინას მისი ოჯახის სხვა წევრი ყიდულობს. ასეთ მომხმარებელთან მაკლერი უძლურია, რადგან კანონი არ გვიცავს”.

ყველაზე სწრაფად და დიდი რაოდენობით თბილისში 1 და 2-ოთახიანი ბინები იყიდება. ყველაზე გაცხოველებული ვაჭრობა კი დღეს დედაქალაქის პერიფერიულ უბნებში, ძირითადად გლდანისა და ისანი-სამგორის რაიონებშია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი დაბალი ფასიცაა – ბინები ყველაზე იაფი კვლავაც სწორედ ქალაქის განაპირა რაიონებში ღირს: გლდანში, ნაძალადევსა და ისანი-სამგორის რაიონში 1 კვ. მ. საცხოვრებელი ფართის ფასი 350-400 აშშ დოლარია. ამაზე უფრო დაბალ ფასად კი ბინები შეიძლება მუხიანსა და თემქაზე შეიძინოთ. ტრადიციულად ყველაზე პრესტიჟულ უბნებში – ვაკეში, ვერაზე, ავლაბრის ნაწილსა და მთაწმინდაზე კი მეორად ბინებში 1 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი 1000-1300 აშშ დოლარს აღწევს, საბურთალოზე, ორთაჭალასა და ავლაბრის ნაკლებად პრესტიჟულ ნაწილში – 700-900 აშშ დოლარს.

განსხვავებული ფასი აქვს საცხოვრებელ ფართს ახლად აშენებულ სახლებში. ახალ მშენებლობებში 1 კვ. მ. ფართი 850-900 დოლარი ღირს. თუმცა, თბილისელთა ნაწილს, რომელსაც ახალი ბინის შესაძენად ფინანსური შესაძლებლობა ჰყოფნის, ურჩევნია, თანხა სწორედ ახალ, კომფორტულ სახლში დააბანდოს. თუმცა, ჯერ კიდევ წლინახევრის წინ, მსგავსი ტენდენცია უძრავი ქონების ბაზარზე იშვიათად ფიქსირდებოდა. მაგალითად, პრესტიჟული პროექტი “სახლი ოპერასთან” კომპანია “აიდეკომ” 2007 წელს დაიწყო, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო შეაჩერა და მხოლოდ შარშან შეძლო გაგრძელება.

შესაბამისად, კრიზისიდან არცთუ დიდი დროის გასვლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაუჩნდა მცირე, მაგრამ გარანტირებული კლიენტი პრესტიჟულ, გამორჩეულად მაღალი კლასის სახლებს. ამ ბინების ფასს კვლავაც სტანდარტული ფაქტორები – მდებარეობა, მშენებლობის დროს გამოყენებული მასალა, ხედი, საპარკინგე ფართი და ბინის ჩაბარების პირობები განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო დროს იმატა იმ კლიენტების რიცხვმაც, რომლებიც სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან წვრილმანებს აქცევენ გადამწყვეტ ყურადღებას.

თბილისში დაახლოებით მსგავს პირობებს საკუთარ კლიენტებს რამდენიმე კომპანია სთავაზობს. ამჟამად თბილისში 3-4 ასეთი პრესტიჟული სახლი შენდება. “ბაგები სითის” საცხოვრებელ სახლში 1 კვ. მ. ფართი 1500-დან 1900 დოლარამდე ღირს. შევჩენკოს ქუჩაზე “კაპიტალ ვოსტოკის” სახლში კი 1 კვ. მ-ის ფასი 2200-4000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.  პრესტიჟულ მშენებლობებს მიეკუთვნება პროექტიც “სახლი ოპერასთან”, იქ 1 კვ. მ.-ის ფასი 1500-2500 დოლარია.

ექსპერტები, გრძელვადიან პერსპექტივაში უძრავი ქონების ბაზარზე საცხოვრებელი ბინების გაძვირებას პროგნოზირებენ, მაგრამ არც ისე სწრაფი ტემპით, როგორც ეს კრიზისამდე იყო. ფასის მატებას, ექსპერტ დაბრუნდაშვილის  აზრით, გამოიწვევს ის პერსპექტივაც, რასაც თბილისის უძრავი ქონება, ევროპის ქალაქებთან შედარებით ფლობს: “ჩვენთან უძრავი ქონება ყველაზე იაფია და ყველაზე მაღალშემოსავლიანიც: ადამიანმა საცხოვრებელი ბინა რომ იყიდოს და შემდეგ გააქირავოს, ევროპის ქალაქებთან შედარებით ბევრად მაღალ შემოსავალს  მიიღებს. ამიტომ, ბაზარზე საცხოვრებელი ბინის ყიდვის და შემდეგ მისი გაქირავების სტიმული ჩნდება.

2009 წელს საქართველოში 317 საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობა დასრულდა. აქედან 124 დამთავრებული სახლი თბილისზე მოდის.

2010 წელს უძრავი ქონების ბაზარი წინა წელთან შედარებით 13,2 პროცენტით გაიზარდა.

სამშენებლო ბიზნესში სიტუაცია, წინა წლებთან შედარებით,  გამოსწორებულია და უფრო გიზარდა გაყიდვების რაოდენობაც, რაც ექსპერტებსა და სამშენებლო  ბიზნესის მეწარმეებს იმედს აძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი მშენებლობები დაიწყოს საქართველოს მასშტაბით.

ავტორი: ბაჩო გოგრიჭიანი

0 901

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ 2014   წლის იანვარ-აპრილის სავაჭრო ბრუნვები შეაჯამა. მიხელ ჯანელიძის თქმით, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ზრდა შეინიშნება. საგარეო ვაჭრობა, იანვარ-აპრილის მონაცემებით, 2013 წლის  ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით  14 %-ით გაიზარდა და  3 441 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  ასევე გაზრდილია საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობაც, რომელმაც 14 %-ით მოიმატა და 897 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 26 %-ია.

ავტორი: ბაჩო გოგრიჭიანი, რევაზ ცანავა