22/10/2018 – 23:09
მთავარი საერთო

0 270

შსს-მ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავა. ამასთან დაკავშრებით განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გააკეთა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში.

გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” განაცხადა ჭელიძემ.

 

0 61

კომპანია  QNET  საქმიანობის 20 წლის თავს აღნიშნავს, საიბიულეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებსა და კონფერენციებს მართავს, დღეს გამოფენას თბილისმა უმასპინძლა, ღონისძიებაზე კომპანიის ხელმძღვანელებმა მომხმარებელებს პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს.

კომპანია  QNET  საქმიანობის 20 წლის თავს აღნიშნავს, საიბიულეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებსა და კონფერენციებს მართავს, დღეს გამოფენას თბილისმა უმასპინძლა, ღონისძიებაზე კომპანიის ხელმძღვანელებმა მომხმარებელებს პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს.

საიუბილეო გამოფენაზე ლენტი გაიჭრა, საერთაშორისო კომპანია QNET მსოფლიოს ბაზრებზე მოღვაწეობის 20 წლის თავს აღნიშნავს. ღონისძიებას თბილისში ლიდერები სხვადასხვა ქვეყნიდან შეუერთდნენ. საგამოფენო სივრცეში, სადაც QNET-ის პროდუქცია წარმოდგენილი, მომხმარებელს უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელებმა გააცნეს. როგორ დაიწყო ქსელური მარკეტინგის პრინციპებით ეს ბიზნესი 20 წლის წინ და რა მიზნებია დღეს.

დევიდ შარმა: ამ ბიზნეს მოდელმა მუშაობა 20 წლის წინ დაიწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდეთ. დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, ეს მომავლის ბიზნესია რადგან მთავარი რასაც ჩვენი საქმიანობისთვის ვიყენებთ არის  ინტერნეტი. ერთ -ერთი ყველაზე ფასეული ინსტრუმენტი დღეს. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ხალხთან მისვლას და მრავალ ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ, ამისთვის ვმუშაობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან და მიმწოდებლებთან განსხვავებულ ბაზრებზე, ისევე როგორც დღეს საქართველოში.

ირინა პოლიკოვა: ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდებით ამ რეგიონში, 20 წლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით გამოფენების სერია გავმართეთ ყაზახეთში, რუსეთში და ახლა უკვე საქართველოში, ეს არა ჩვეულებრივი შესაძლებლობაა ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებისა და მათი პოტენციური კლიენტებისთვის, რომ მათ უფრო ახლოს გაიცნონ კომპანია, ნახონ პროდუქცია დასვან კითხვები, თავად გამოცადონ წარმოდგენილი პროდუქცია და რა თქმა უნდა, დაამყარონ კომუნიკაცია ჩვენს ლიდერებთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

საერთაშორისო კომპანიის მენეჯმენტში ქართული ხაზი რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, დღეს კი საიუბილეო თარიღზე კომპანიის ქართველი წარმომადგენლები მომხმარებლებს უხსნიან სად და როგორ იწარმოება QNET-ის პროდუქცია დაწყებული თავის მოვლის საშუალებებით დასრულებული სამოგზაურო პაკეტებით მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში.

იასე ზაუტაშვილი: სხვათაშორის ყველასთვის საინტერესო უნდა იყო, რომ ეს პროდუქცია რომელიც აქ არის წარმოდგენილი, არის საკმაოდ მრავალფეროვანი, ექსკლუზიურად ნაწარმოები კომპანია QNET-ის მიერ და ის ყბა დაღებული თმა, რომელიც ხშირად გვესმის თითქოს კომპანიის შესახებ არის ორგვარი შეხედულება და ეჭვები, დღეს ყველას შეუძლია თვანლათლივ დაინახოს რამხელა სპექტრია ამ პროდუქციის.

მეტი თვალსაჩინოებისთვის სტუმრები, QNET-ის იმ წარმომადგენლებსაც გაესაუბრნენ რომლებიც ამ ბიზნესში ქართული წარმომადგენლობის დაარსების დღიდან არიან.

მაგდა პაპუნაშვილი: ეს არის ერთგავრი სკოლა, ერთგვარი ინსტიტუტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მომავალში გვქონდეს საკუთარი ბიზნესი, ქსელი. საქართველოსთვის ეს ახალი ინდუსტრია არის შედარებით განვითარებულ ქვეყნებთან და ამიტომ სამწუხაროდ არის გუნდები, რომლებმაც ჯერ არ იციან ეს მიმართულება, არ იციან სწორი მართვა, არ აქვთ ბიზნესს განათლება, თუმცა არსებობს ისეთი გუნდებიც, რომლებიც სწორედ ამ ცოდნაზე დაყრდნობით და განვითარებით ანვითარებენ თავიანთ გუნდებს.

ამ ბიზნესს მოდელზე კომპანია და მისი მენეჯმენტი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ამ ღონისძიებებზე წელს კიდევ ისაუბრებს.

QNET-ის 20 წლიანი საქმიანობის შესაჯამებლად მთავარი კონფერენცია სექტემებრში დუბაიში გაიმართება.

0 193

მზრუნველობამოკლებული ბავშვების დღის ცენტრ ,,ლაზარეს“ , შობა-ახალი წელი კომპანია QNET-ის წარმომადგენლებმა, ტკბილეულითა და საჩუქრებით მიულოცეს. კომპანიამ, ასევე უზრუნველყო 18 ბავშვის საახალწლო განწყობის ამაღლება და მათ ვენდისში უმასპინძლეს, სადაც სპეციალურად ,,ლაზარეს“ აღსაზრდელებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა.

კომპანია QNET -ი მომავალშიც გეგმავს მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიების ჩატარებას.

ჟანა ნათობიშვილი: მზრუნველობამოკლებული ბავშვების დღის ცენტრ ,,ლაზარეს“ დირექტორი.

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ,,QNET“-ს, რადგან ბავშვები იმდენად გახარებულები არიან, რომ მიჭირს მათი ემოციების სიტყვებით გამოხატვა. იშვიათად ხდება, როცა ამდენი ადამიანი ასე მობილიზირებულად არის ჩართული სიკეთის კეთებაში, ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასათვის, თუ როგორ შეიძლება სიყვარულითა და თანადგომით, ბევრი კეთილი საქმის კეთება და ბავშვების გაბედნიერება. ასე რომ მადლობა თქვენ ამ დღის ასე ლამაზად ორგანიზებისთვის“.

დიანა ყრუიშვილი: კომპანია QNET -ის წევრი.

,,მადლიერი ვართ პირველ რიგში კომპანია QNET -ის, რადგან მათი მხარდაჭერით განხორციელდა ეს ღონისძიება, რაც მთავარია ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, გუშინდელი ღონისძიებით. ეს არის კიდევ უფრო დიდი სტიმული თითოეული აიარისთვის, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტი შემართებით შევძლებთ ბევრი კარგის საქმის გაკეთებას”.

ცნობილი ფეხბურთელის ლიონელ მესის ძმა პოლიციამ დააკავა. დაკავების მიზეზი მატიაშ მესის კუთვნილ იახტაზე აღმოჩენილი სისხლის კვალი და ცეცხლსასროლი იარაღი გახდა.

ჯერჯერობით იდუმალებითაა მოცული თუ რა მოხდა ლიონელ მესის იახტაზე. პოლიციამ საქმეს უკვე იძიებს. უცნობია, ვის ეკუთვნის სისხლის კვალიც.

ლიონელ მესის ძმა პოლიციამ ერთხელ უკვე დააჯარიმა, მაშინ საქმე ნარკოტიკების მოხმარებას ეხებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაში ბრალდება გაცილებით მძიმეა და შესაძლოა მას ციხეში ჩაჯდომა რამდენიმე წლით მოუწიოს.

0 252

საქართველოს 2004 წელს დაბადებულთა ნაკრები ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაება. პირველ მატჩში ქართველებმა კალათბურთელებმა ლატვიური „იუგლა” გაანადგურეს. ქორქიასა და მაისურაძის გუნდმა ბალტიისპირელებს 75:39 მოუგო. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურად ითამაშა. ყველაზე მაღალი შედეგი ლერი ბოკუჩავამ დააფიქსირა, რომელმაც 11 წუთში 13 ქულა ჩააგდო.

ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პერსპექტიული 14-წლამდელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საერთაშორისო მატჩებში პირველად მონაწილეობენ.

ევროპის ლიგა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. ერთი წრე მოიცავს 5 მატჩს, ხოლო რეგულარული ჩემპიონატი 3 წრისგან შედგება.

პირველი წრე ლატვიის ქალაქ ვალმეირაში დაიწყო.

0 212

მთავარი პროკურატურა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც YMT უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ს.დ.-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. ქ.თბილისში, 2017 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.

ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე – ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

ს.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“აპოელთან” დაპირისპირების წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პრესასთან ისაუბრა.

“გუნდი მწყობრშია. ისევე მიზანმიმართულად ვართ განწყობილნი, როგორც მადრიდულ დერბიზე ვიყავით. გუნდი პლეი-ოფში გასვლისგან ერთ ნაბიჯშია, ხვალ კი მორიგი სამი ქულის მოპოვება გვსურს.

ახლა ტრანსფერებზე საუბრის დრო არ არის. ჩემთვის ხვალინდელი მატჩია მნიშვნელოვანი და ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან.

“აპოელი” – ძალიან კარგი გუნდია და ეს დაამტკიცა. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე დამსახურებულად თამაშობენ. “ბერნაბეუზე” პირველ შეხვედრაში, საკმაოდ ხარისხიანად გამოიყურებოდნენ. ხვალ კი, რთული მატჩი გველის და ყველაფრისთვის მზად ვართ.

ბენზემას პირველ რიგში სურს განვითარება. აქ იმისთვის ვარ, რომ მთელ გუნდს დავეხმარო და არა მარტო კარიმს. კოლექტივი განვითარებას აგრძელებს, მაგრამ ჩვენ რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ. უახლოეს მატჩში ამ პრობლემის გადაწყვეტა გვსურს.

ჩვენ მუშაობაში სირთულეები აშკარაა, მაგრამ მადრიდის “რეალი” ვართ და ჩვენგან ყოველთვის უფრო მეტს ითხოვენ, ამას ვხვდებით. თითოეულ ფეხბურთელს სურს, უფრო მეტი ითამაშოს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყოს. როგორც მწვრთნელი მე ვწყვეტ, ვინ ითამაშებს და ვინ არა. ჩემი ამოცანაა – ფეხბურთელები იმისთვის მოვამზადო, რომ მუდამ მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლონ.

ძალიან მომწონს, “რეალის” ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელთან კონტაქტის დაჭერა. ისინი გამოუცდელები და მიზანმიმართულები არიან. მაგალითად, ასენსიო, რომელიც გაცილებით ნაკლებს თამაშობდა თავის პირველ სეზონში. იგივე ელის სებალიოსს და ლიორენტეს. მათ შესანიშნავი მომავალი ელით და ნელ-ნელა სათამაშო დროც მოემატებათ. ამ ფეხბურთელებს “სამეფო კლუბში” მომავალი ნამდვილად აქვთ.

მე მუდამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან გამიმართლა, მე ხომ ჩემი სამსახურით სიამოვნებას ვიღებ და ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ. ახლა დადგა პერიოდი, როდესაც, შესაძლოა, ვინმეს მღელვარებამ იმატოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ნამდვილად არ მოხდება.”

0 698

ბათუმის იუსტიციის სახლიდან:

– ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება)
– ამონაგდების ამოღება მინდა
– გაფორმების და სახლის დვიჟენიის ამბებში სად უნდა მივიდე?
– მეტრულის აღება მინდა (დაბ. მოწმობა)
– მესამე საერო სივრცეში მინდა
– მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი)
– ეს ნომერი მე გადამახტა
– ბავშვის მიდრეკა მინდა (დაბ. მოწმობა)
– მზა პროდუქციის გატანა მინდა
– სოციალისტური დახმარება მინდა
– ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც?
– ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი
– საქალაქთაშორისო პასპორტის გაკეთება მინდა
– ოსმალეთში მინდა გადასვლა
– სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო?
– თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა
– შეყრა-გაყრა აქ სადაა?
– პირადობის პასპორტი მინდა
– პირველი ხელის მოწერა უფასოა?
– მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ.

ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებიდან:

– კატარღის ცნობა მინდა – (ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა)
– დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი მინდა – (ინდ.მეწარმეობის განახლება)
– ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა – (ცხელი ხაზი)
– უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?
– ლაითი ბარათი მინდა ავიღო – (ID ბარათი)
– გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა – (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ)
– ბავშვის ასლი მინდა – (განმეორებითი დაბ. მოწმობა)

რუსთავის იუსტიციის სახლიდან:

– უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა)
– ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია)
– ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აღება)
– გეომეტრიული სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი)
– უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)
– მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)
– პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?
– ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)
– კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)
– უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? (დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)

– რას ქვია სხვა გვარი ვარ. ჩემი გვარს ნუ მასწავლი შენ.
– აქ მიჩვენებს რომ ჯავახიშვილი ხართ.
– ა, ხო ქმრის გვარზე გადავედი შარშან.

– (დახლთან) ბოლო ვინ არის?
– მობრძანდით (გაიწია)
– დაგელოდებით
– მობრძანდით, მე აქედან ვეჭორავები.

ის მთელი ცხოვრება მხოლოდ მეცნიერული პრობლემებით იყო დაკავებული. მას აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ მისი აღმოჩენებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაინტერესდებოდნენ.

პროფესორ ვალიტოვის მონოგრაფიამ „ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველის ატომების, მოლეკულების და ქაოტური ძალისმიერი ხაზების ვაკუუმური რხევები ქიმიური სტიმულირებისას “ სამეცნიერო წრეებში სრული შოკი გამოიწვია. 1998 წლის თებერვლიდან ეს შრომა დაცულია 12 ქვეყნის 45 სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, მათ შორის საფრანგეთის უნივერსიტეტებში, ტოკიოს უნივერსიტეტში და მოსკოვის 15 წამყვან უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში. ამ მონოგრაფიაში ერთმნიშვნელოვნად მეცნიერულად არის დამტკიცებული გამრუდებული სივრცის 9 ახალი თვისება, ატომის აგებულების 16 ახალი მოცემულობა, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების 16 ახალი განტოლება, 16 ახალი კანონი, გრავიტაციული ძალების 14 ახალი თვისება ასტრონომიაში.

ფორმულების მკაცრი ენით ვალიტოვმა დაამტკიცა, რომ სამყაროს ნებისმიერი ობიექტები, მიუხედავად მათ შორის მანძილისა, ურთიერთქმედებაში მყისიერად მოდიან.

ადრე ითვლებოდა, რომ არანაირი ურთიერთმედება არ შეიძლებოდა მომხდარიყო სინათლის სიჩქარეზე სწრაფი სიჩქარით, -ყვება თავის აღმოჩენაზე პროფესორი ვალიტოვი,-ეს 300 ათასი კმ/წმ-ია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ძალები მყისიერად ურთიერთქმედებენ. ეს დასაბუთებულია თორიულად და დამტკიცებულია ექსპერიმენტებით. ეს ხომ სამყაროში ერთიანი უზენაესი ძალის არსებობაზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ თავისი არსით, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თვისთვის მოულოდნელად, ვალიტოვმა რომის პაპისაგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ მისი უწმინდესობა ნაჯიბ ვალიტოვს უძღვნის ლოცვებს და მეტად აფასებს იმ გრძნობებს, რამაც მეცნიერს ბიძგი მისცა დაეწერა ეს მონოგრაფია. „ამასთან, გვსურს, გაუწყოთ, რომ მხოლოდ გულმოდგინე კვლევებისა და სოლიდური ექსპერტიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, გამოგვეხატა ჩვენი თქვენდამი მადლიერება“_ ნათქვამია წერილში.

პროფესორმა გადაიკითხა ბიბლია, ყურანი, თორა და განცვიფრდა, რამდენად ეთანხმება ისინი ერთმანეთს. მან აღტაცება გამოხატა იმის გამო, თუ რა ზუსტად არის აღნიშნული ამ ტექსტებში მისი მეცნიერული აღმოჩენის არსი.

მეცნიერი დარწმუნებულია, რომ აზრი მატერიალურია და სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან ის წამიერად შეიძლება აღმოაჩინო.

მსოფლიოს ძირითადი რელიგიების წმინდა წიგნებში, -ამბობს პროფესორი ვალიტოვი, – წერია, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა. ადრე მეცნიერი-ათეისტები ხშირად აკრიტიკებდნენ სწორედ ამ განსაზღვრებას. ერთი შეხედვით, მათი ლოგიკა რკინისებურად მტკიცე იყო, რადგანაც „სინათლის სიჩქარეს საზღვარი აქვს, ღმერთს, თუკი ის არსებობს, არ შეუძლია ადამიანის ნამოქმედარის მეყვსეულად დანახვა და გაგონება.“

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენგანის აზრი მატერიალურია. მოლეკულებში ატომები, რისგანაც ტვინის ნეირონები შედგება, ასრულებს რხევით და ბრუნვით მოძრაობებს. აზროვნების პროცესს აუცილებლად ახლავს თან ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების ძალური ხაზების გამოშვება, ან შთანთქმა. ამ პროცესის აღმოჩნა სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან მყისიერად არის შესაძლებელი. გამოდის თუ არა,რომ ღმერთმა იცის ჩვენი ყველა აზრი?

დიახ, არსებობს ძალა, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება. მას შეიძლება ერქვას უფალი, მსოფლიო გონი, ან კიდევ სხვა რამ. მაგრამ არსი არ იცვლება. ურთიერთქმედება სამყაროში მყისიერია, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ობიექტები.

კოლეგებმა გამოთვალეს: ვალიტოვის თეორია აბათილებს თერმოდინამიკის 12 კანონს, ქიმიის 20 განხრას, ფიზიკის 28 განხრას, მექანიკის 28 მიმართულებას. პროფესორის მხოლოდ ერთი მტკიცებულება რად ღირს იმის შესახებ, რომ „წონასწორულ შექცევად პროცესებში დრო შეიძლება მასად და ენერგიად გადაიქცეს, ხოლო შემდეგ განიცადოს უკუპროცესი. “ გამოდის, რომ მიცვალებულთა აღდგომა, რაზედაც ყველა წმინდა წიგნი მიუთითებს, შესაძლებელია!

პროფესორმა თავისი დასკვნების შემოწმება თავის სამეცნიერო ოპონენტებს შესთავაზა. მათ ვერ შეძლეს მათი უარყოფა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ანდრეი ტროფიმუკმა კოლეგის მონოგრაფიის შესახებ აღტაცება გამოხატა. სასულიერო და სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან მის ნაშრომებზე ასევე მრავლად იყო გამოხმაურებები.

პროფესორი ვალიტოვი თავს მორწმუნე ადამიანად თვლის: “თავდაპირველად ღმერთის არსებობა ფორმულებით დავამტკიცე, ხოლო შემდეგ ის საკუთარ გულში აღმოვაჩინე.“

ძველ ინდურ წმინდა წერილებში, რომელიც 8 ათას წელს ითვლის, მეცნიერულად არის ახსნილი, რომ უფალი აღვსილია მიუწვდომელი ენერგიებით. მას შეუძლია აღიქვას ჩვენი ქმედებები ნებისმიერი ფორმით და ფლობს იმის უნარს, თავისი სურვილისამებრ გარდაქმნას საკუთარი ენერგია.

ლელა გორდეზიანი

0 538

შეცდომაა, როცა ღმერთი ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება ცხოვრებისა. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობას ქრისტე არ სჭირდება. ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ, ღმერთი კი ამისთვის საშუალება ჰგონიათ. სურთ, რომ ოჯახი არ დაინგრეს – ეკლესიაში მიდიან და ჯვარს იწერენ, სურთ რომ ბავშვები ავად არ გახდნენ – ნათლავენ, აზიარებენ; სურთ, რომ თვალი არ ეცეთ, ზიანი არ მიადგეთ – ასკეტი მამის საფლავის მიწა მოაქვთ და კუთხეებში ყრიან; შვილი ლოთობს – “შეუსმელი ბარძიმის” ხატის დაუჯდომელს უკითხავენ; ქმარი ჩხუბობს და სცემს ცოლს – მომლოცველობაში მიდიან. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ძალისხმევა იქით კი არ არის მიმართული, რომ უფალთან ვიყოთ და სულიწმინდის მადლით ვიცხოვროთ, არამედ იქითკენ, რომ ღმერთისგან რაღაც მივიღოთ. მომეც მე, შვილო, გული შენი (იგავ. 23,26) – ამბობს უფალი, – ყველა დანარჩენს მე მოგცემ შენ, რადგან ადამიანის გულში ეტევა ცათა სასუფეველი. უფალი ეუბნება მოწაფეებს: ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ყოველნი შეგეძინოს თქუენ (მთ. 6,33)

მამა იერონიმე ეგინელი