23/10/2018 – 01:19
მთავარი ხვადასხვა

არც ისე დიდი ხანია ქართული ტელე-ეთერები მეგა-პროექტებით შეივსო. თუ ადრე თითზე ჩამოსათვლელი იყო მათი რიცხვი: ვის უნდა 20 000, სუსტი რგოლი, ამტანი და ა.შ. ახლა საგრძნობლად ბევრია, იმდენადაც რომ შეიძლება არჩევანის გაკეთება გართულდეს, რომელია კარგი და რომლის ნახვა ღირს. დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მათგანი სანახაობაა, მიუხედავად იმისა რა სარჩული აქვთ გამოკერებული. ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. ცხადია განსხვავება, რითიც შეიძლება მოვიხიბლოთ, მათი მიმზიდველობაა, რომელიც სხვადასხვა ,,კონცეპტებით’’. ხოლო ყოველი მეგა-პროექტი საკუთარი შინარსიდან გამომდინარე უნდა შეესაბამებოდეს სათაურს, ან პირიქით. მაგალითად, მეგა-პროექტ ამტანის შინაარსი სათაურს შეესაბამება. ასევე სუსტი რგოლი და ვის უნდა 20 000. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს შინაარსის სათაურთან შესაბამისობა? ამ შეკითხვის გასაგებად, საჭირო იქნება შედარების ფენომენის გამოყენება, რაზეც გამარჯვებულის ლეგიტიმურობაა დაფუძნებული. თუ ყურადღებას ამტანის, როგორც სიტყვს შინაარსობრივ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას, დავინახავთ რომ იგი ნიშნავს: ატანას, გამძლეობას, თმენას და ა.შ. აქედან გამომდინარე ბუნებრივი ხდება მეგა-პროექტ ამტანის შინაარსიც. ერთ სახლში შეზღუდული კვების მქონე ადამიანები, რომლებიც შეზღუდული რესურსებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, რათა დავალებათა შესრულებისა და გამძლეობის საფუძველზე მიაღწიონ გამარჯვებას. აშკარაა, რომ მათი შედარება სრულიად ადეკვატურია, რადგან ერთი და იგივე დავალების შესრულება მოეთხოვებათ, ხოლო გამარჯვებულია ის, ვისაც კარგად აქვს უნარები განვითარებული მოცემული დავალების შესასრულებლად. როგორც მშვილდოსნობაში, ფარიკაობაში, ჰოკეისა და სხვა სპორტში.
შემთხვევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა, მეგა-პროექტ ,,ნიჭირს’’ ეხება, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ მაილი საირუსის – დამანგრეველი ბურთი(Miley Cyrus – Wrecking Ball) შეასრულა. ჟიურის ერთმა წევრმა შემსრულებელი ასე შეაფასა: ,,ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო, ეფექტური, მაგრამ ეს ეფექტი სამწუხაროდ ჩემთვის, ვერ შედგა. არც ამ მჭედელმა ბიჭებმა არ გიშველათ, რაღაცნაირად. შეიძლება ბურთიც არ ვარგოდა, მაინც და მაინც არ შეგიწყოთ ხელი. მე უფრო დედამიწაზე დავეშვებოდი თქვენს ადგილას და უფრო…’’ ხოლო მეორემ ხუთი ,,არა’’, მაგრამ წარამტების იმედი დაუტოვა. ამ ფაქტს მეგა-პროექტის მაყურებლებისაგან გაღიზიანება, ხოლო პრესაში ორგანიზაციების მწვავე პოზიციები მოჰყვა; რის გამოც ორგანიზატორებს არაპირდაპირ, თავდაცვით რეჟიმში მოუწიათ განცხადებების გაკეთება, ისიც მხოლოდ სოციალური ქსელით. როგორც ცნობილია მონაწილეები პრე-ქასთინგის საფუძველზე შეირჩევა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: როგორ მოხვდა ასეთი მონაწილე ტელე-ეკრანებზე? ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სანახაობის დადგმის მცდელობა, რომელმაც ცუდი პრეცენდენტი დაუშვა. საიდანაც აშკარაა შინაარსის სათაურთან შეუსაბამობა. ასეთი შეუსაბამობს დროს პრეტენზია უნდა გაჩნდეს იმათ მიმართ, ვინც ტელე-ეკრანებზე ნაჩვენები პრეცენდენტი დაუშვა. მეტიც, მსგავსი ნომრებით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არამარტო კონკრეტული შემთხვევა, არამედ მთელი პროექტის შინაარსი დასახვეწია. პროექტს არ გააჩნია კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ნიჭიერთა შეჯიბრება, იმისთვის რომ თანაბარი სასტატრო პირობები შეექმნათ საკუთარი ნიჭიერების გამოსავლენად. თუ არ იქნება კონკრეტული დარგი, ან სპეციფიკური სახის შეჯიბრებები, სადაც ადამიანებს ნამდვილად შეეძლებათ საკუთარი ნიჭერების წარმოჩინება, ვერ შევძლებთ იმის თქმას – ვინ ნიჭიერია და ვინ არა; განსხვავებით ჯეოსტარისაგან, სადაც ყველა მონაწილის ამოცანაა სიმღერის კარგად შესრულება. მაშ ასე, გვრჩება ადგილი, სადაც – არც პურია და არც სანახაობა.

ავტორი: გიორგი ნუსხელაძე

ამერიკულმა გამოცემა “ფორბსმა” 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ზედიზედ მესამე წელია, ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსი ლიდერობს. 
2013-2014 წლებთან შედარებით, მსახიობის შემოსავალი 5 მილიონი დოლარით გაიზარდა და ჯამში 80 მილიონი დოლარი შეადგინა. 

download

ჯეკი ჩანი

რეიტინგის მეორე ადგილზე მსახიობი ჯეკი ჩანი გავიდა, რომელმაც გასულ წელს 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმებსა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობის გარდა, ჯეკი ჩანის შემოსავალს საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის გაყიდვაც განაპირობებს. 
ჯეკი ჩანს რამდენიმე მილიონი დოლარით ჩამორჩება “ფორსაჟის” ვარსკვლავი ვინ დიზელი, რომლის შემოსავალმაც 47 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ წელს კინოეკრანებზე გამოსული “ფორსაჟი 7″-ის შემოსავალმა კინოგაქირავებაში რეკორდული – 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბრედლი კუპერი -მან  41,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

th

ადამ სანდლერი კი – 41 მილიონს დასჯერდა.

201506162347566227

ადამ სანდლერი

საერთო ჯამში, წლევანდელ რეიტინგს 12 ახალი მსახიობი შეემატა, რომელთაგან ხუთი ბოლივუდის ვარსკვლავია. სამი მათგანი კი პირველ ათეულში მოხვდა. 

რუსეთში აკრძალული პროდუქციის პირველი პარტია დღეს განადგურდება. “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტის ინფორმაციით, სანქცირებული პროდუქციის პირველი პარტია უკვე დაკავებულია. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე რამდენიმე ასეული პროდუქცია, მათ შორის ყველი და ღორის ხორცი განადგურდება.

რუსული უწყების განცხადებით, სანქცირებული პროდუქციის განადგურება ყოველდღიურად მოხდება საზღვარზე, რადგან ეს “არა ერთჯერადი კამპანია, არამედ სერიოზული სამუშაოა, რომელიც საკმაოხ დიდხანს გასტანს”. “რამდენი პროდუქციის განადგურება მოხდება, ამას ვერ დავაკონკრეტებთ, რადგან ეს კონტრაბანდაა და რასაც გამოვავლენთ, იმას გავანადგურებთ”, – აღნიშნა “როსსელხოზნადზორის” ხელმძთვანელის მოადგილე ალექსეი ალექსეენკომ.

29 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძნებას, რომლის თანახმად 6 აგვისტოდან ყველა პროდუქცია, რომელიც ემბარგოს ექვემდებარება და იმ ქვეყნებიდან შემოდის, ვინც რუსეთის ყირიმის ანექსიის საპასუხოდ სანქციები დაუწესა, პირდაპირ საზღვარზე უნდა განადგურდეს. იდეის ავტორი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი იყო.

რუსეთის 250 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოხატა პროტესტი სანქცირებული პროდუქციის განადგურებასთნ დაკავშირებით და მისი გაჭირვებული მოქალაქეებისთვის გადაცემა მოითხოვა.

აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით საქართველოში იმართება ამერიკის დღეები. ამერიკის დღეები არის ღონისძიებათა ერთობლიობა რომელიც ტარდება საქართველოს ოთხ ქალაქში 2-3 ივნისს ღონისძიებები გაიმართა ზუგდიდსა და ახალციხეში ხოლო 4 და 6 ივნისს გაიმართება გორსა და თბილისში.

6 ივნისს რიყის პარკში 16:00 საათზე დაიწყება საინფორმაციო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო/გაცვლითი პროგრამები, საგრანტო პროგრამები, USAID-ის პროექტები და სხვა. საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები უპასუხებენ ხალხის შეკითხვებს და გააცნობენ პროექტებს. საინფორმაციო გამოფენის შემდეგ 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელსაც ჯგუფი მაიამიდან, DANGERFLOW დაასრულებს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი. სამინისტროს ცნობით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა, 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, 16 ამფეთქი მოწყობილობა, 1 რევოლვერი, 9 სასიგნალო რაკეტა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ყუმბარმტყორცნის 2 ჭურვი, 2 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

რემიუმ კლასის იტალიური ბრენდი Max Mara, პირველ ოფიციალურ მაღაზიას Weekend Max Mara -ს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #50-ში ხსნის.

მაღაზიის ოფიციალური გახსნის ცერემონია, 25 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, იტალიის ელჩი – ფედერიკა ფავი, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების დამფუძნებლები და ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.

Weekend Max Mara-ს ახალ მაღაზიაში, გაზაფხული – ზაფხული 2015 კოლექცია იქნება წარმოდგენილი. პრემიუმ ბრენდის გაზაფხულის კოლექციისთვის, დამახასიათებელია „Flower Art“ ტენდენცია, რომელიც შთაგონებულია ხელოვნებით. კოლექციაში დომინირებს გრაფიკული ელემენტები, ფუნჯით ნახატები, წყლისფერი ეფექტები და მრავალფეროვანი ყვავილების პრინტები პასტელის ფერებში. რაც შეეხება Weekend Max Mara-ს ზაფხულის კოლექციას, მისი ფერები ორიენტირებულია ლურჯი, შავი, ჟოლოსფერი და თეთრი ფერების გარშემო, დატვირთულია ნაქარგი დეტალებით, ინდური შტრიხებით და სხვა.

Weekend Max Mara წარმოადგენს Max Mara Group-ის ხაზს – „ცხოვრების სტილი“) რომელიც 1984 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ყოველდღიურად მოსახმარ ტანისამოსს სთავაზობს, ასევე იდეალურ სამოსს weekend-სთვის. Max Mara-ს ეს ხაზი სწრაფად განვითარდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა მოდის სამყაროში.

Weekend Max

Mara საკმაოდ მრავალფეროვანია ნებისნიერი გემოვნების ქალბატონის გარდერობის სრულყოფისთვის. ის მოიცავს ყველა კატეგორიის სამოსს (პიჯაკები, ნაქსოვი ნაწარმი, პერანგები, მაისურები, ჯინსის სამოსი და ბევრი სხვა). ასევე გვთავაზობს აქსესუარების სრულ ხაზს (ფეხსაცმელი, ჩანთები, შარფები, ქამრები, შალის მოსასხამები და სამკაული,) Max Mara ქალბატონებისთვის ქმნის სპეციალურ დიზაინს მათი სურვილების და საჭიროებების მიხედვით.

სეზონიდან სეზონამდე, ბრენდის ფართო სპექტრი, მთელ მსოფლიოში იზრდება. Weekend Max Mara-ს აქვს 160 -ზე მეტი მაღაზია იტალიის, ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის წამყვან სავაჭრო ცენტრებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთში, იაპონიისა და ჩინეთის დიდ სავაჭრო ცენტრებში.

“მე მდინარე…” ასე ქვია აქციას, რომლითაც სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი” 14 მარტს 14:00 საათზე რიყის პარკში მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება.

ყოველი წლის 14 მარტს, მსოფლიო მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას მდინარეებთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ, ამასთანავე, ეს არის პროტესტი მდინარეების რესურსის არასწორად გამოყენების არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ. როგორც მოძრაობა “მწვანე მუშტი” აღნიშნავს საქართველოში ამ მხრივ საკითხი მეტად მწვავედ დგას. მდინარეების ნაწილი იწამლება საწარმოებიდან გამოყოფილი მავნე ქიმიური ნარჩენებით. გარდა ამისა, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე მდინარეების საერთო პრობლემა მათი დაბინძურების მაღალი დონეა. გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობა მდინარეეებს ხშირად ნაგავსაყრელად იყენებს.
მოძრაობა მდინარეების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციით ხალხს მდინარეების გაფრთხილებასა და დაცვისკენ მოუწოდებს

0 1216
რა პრობლემები დგას ეკომიგრაციის კუთხით საქართველოში და სად უნდა ვეძიოთ მისი გადაჭრის გზები, საკითხთან დაკავშირებით, დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი იმართება. შეხვედრის მიზანია ამ კუთხით, რეგიონებში არსებული პრობლემების დეტალური განხილვა და მიღებული ინფორამციის საზოგადოებისთვის მიწოდება.
შეხვედრის პირველი დღე ეკომიგრაციის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალების ჩვენებას დაეთმო. შემდგომ დღეებში კი ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები უფრო დეტალურად განიხელავენ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ეკომიგრაციის კუთხით საქართველო და რა პრევენციული ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პროექტის კოორდინატორის, მელანო ტყაბლაძის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ეკომიგრაციის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოში, საჭიროა საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობა. – „რადგან ეკომიგრაციის პრობლემები საქართველოში განსაკუთრებულად აქტუალურია შესაბამისად პოტენციული ეკომიგრანტთა რიცხვიც იზრდება, ამისათვის უკვე არსებული ეკომიგრანტების დროული განსახლებაა საჭირო. ჩვენი მიზანია ჟურნალისტებს მივაწოდოთ მაქსიმაული ინფორმაცია თუ როგორია საქართველოში არსებული მდგომარეობა რეგიონების მიხედვით. პროექტის ფარგლებში ტრენინგზე წარმოდგენილი არიან რეგიონის კოორდინატორები,რომლებიც შემდგომ დღეებში თავიანთ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას ჟურნალისტებს დეტალურად გააცნობენ. სემინარის პირველ დღეს სხვადასხვა რეგიონის კოორდინატორებმა პრობლემის გადაჭრის მიმართებაში სახელწიფოს როლზე ისაუბრეს. მაგალითად, როგორი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა,  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს როლი და რა ეკისრება კონკრეტულად ამ მიმართულებით გარემოს დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს. რა როლი შეიძება ჰქონდეთ რეგიონულ და ადგილობრივ მედიას ამ მიმართულებით, რომ პრობლემა სწორად იყოს დასმული ყველა დონეზე“.
ა.ო “CENN” – ის ექსპერტი ეკოლოგიის დარგში ჭიჭიკო ჯანელიძე აცხადებს, რომ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ ეკომიგრანტების რიცხვი ქვეყანაში კიდევ უფრო არ გაიზარდოს“. მისივე თქმით, ეკომიგრანტების მატება დამოკიდებული არის სტიქიურ მოვლენებთან, ამიტომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ ისეთი ღონისძიებების გატარებაზე უნდა იზრუნოს, რომ არ გაძლერდეს სტიქიური პროცესები დასახლებულ ადგილებში. რამაც შესაძლებელია მსხვერპლი გამოიწვიოს. უპირველსესად საჭიროა მსგავს ადგილებში ზუსტი ფიქსაცია და სწორი ანალიზი“.-აღნიშნა მან.
აღსანიშანვია, რომ კავკასიის გარემოს დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა რეგიონულ მაუწყებელ ასოციაცისთან და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეკომიგრაციიის პროექტის ფარგლებში დაიყო რეგიონების მედიასაშუალებების ტრენინგი.
ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია ჟურნალისტების შეხვედრა ბულაჩაურის  მოსახლეობასთან. ტრენინგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქალბატონმა ზოია როხვაძემ 2 თვის წინ იშემიური ინსულტის შედეგად დაკარგა მეტყველება და წაერთვა მარჯვენა ხელ-ფეხი. 3 დღეში დასჭრიდა თიაქარის ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, თუმცა ამის შემდგომ დაიწყო ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება.
განყოფილებიდან დედაჩემი ჩამოიყვანეს უდიდესი ნაწოლით, დღითი დღე ემატებოდა. საბოლოოოდ ნაწოლმა მთლიანად მოიცვა მარჯვენა საჯდომის დუნდული წავიდა სიღრმეში, დავიდა ძვლამდე და ეხლა დაიწყო ძვლის დაშლა. აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილები აქვს. რა საშუალებაც მქონდა ყველა ამომეწურა გამაყუჩებელსაც ვეღარ ვყიდულობ.  ექთანმა მოსვლა და შეხვევები შემიწყვიტა იმის გამო, რომ თანხა ვერ გადავუხადე;  ერთი შეხვევა 15ლარი ღირდა..ვართ სოციალურად დაუცველები კლინიკის ხარჯები მთლიანად პოლუსით დამიფინანსეს. დედას აქვს დიაბეტი ტიაქრის ჭრილობა არ უხორცდება აქვს დრენაჟი ჩადგმული.  ამ ყველაფერს დაერთო თან მალებს შორის ნერვის ჩატნევა რომელიც საოპერაციოა მაგრამ ვერ ვუკეტებთ გაუსაძლისი ტკივილი აქვს.” _ განაცხადა ავადმყოფის შვილმა, ვლადიმერ როხვაძემ. 

qali

საქართველოს ბანკში  ანგარიში  არის გახსნილი, სადაც შეგიძლიათ 1ლარითაც დაეხმაროთ ზოია როხვაძეს და შეიტანოთ მცირე წვლილი მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში.

რეკვიზიტები:

GE14BG0000000906309000 ; მიმღები- ვლადიმერ როხვაძე. საკონტაქტო ნომერი: 571 09 87 97.