17/11/2018 – 23:22
მთავარი შოუბისზნესი

ე.წ. “ოსკარის” რეპეტიციაზე ანჯელინა ჯოლისა და რეჟისორ ანეს ვალდას ქცევამ ყველა გააოგნა.

მაშინ, როცა ანჯელინა ჯოლი სცენაზე ავიდა, ანეს ვალდამ მას ცეკვა შესთავაზა, რაზეც ჰოლივუდის ვარსკვლავმა უარი არ უთხრა.

ბიონსეს მეორე  ვიზუალური ალბომის “Lemonade” გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ, მომღერალმა ალბომიდან ერთ-ერთი  კლიპი სიმღერაზე “Sorry”  წარადგინა.

კლიპის  ერთ-ერთი მთავარი გმირი მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსია.

ბიონსე ქმრის ღალატზე, უიღბლო  ქორწინებასა და მისგან მიყენებულ  ტკივილზე მღერის, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში სრული იდილიაა.

 

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას შვილი  ერთი წლის გახდა.

А Студио-ს სოლისტმა  და მისმა მეუღლემ ლევ გეიხმანმა ქალიშვილს პირველი დაბადების დღე იტალიაში  გადაუხადეს.

დაბადების დღის ამსახველი კადრები მომღერალმა საზოგადოებას „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გაუზიარა.

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი, 16 წლის ლილი-როუზი დეპი შანელის სახე გახდა. პირველად ლილი-როუზი შანელის რეკლამაში 2015 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. მაშინ გოგონამ რეკლამა ექსტრავაგანტურ სათვალეს გაუკეთა.

როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და მოდის სახლთან ახალგაზრდა ვარსკვლავი ახალ კონტრაქტს აფორმებს.

ახალი სარეკლამო კამპანიის კადრები ამ შემოდგომაზე  გამოჩნდება.

წელს Chanel № 5-ს 95 წელი უსრულდება. სხვადასხვა დროს პარფიუმერის რეკლამირებას მერილინ მონრო, ჟიზელ ბუნდხენი, კატრინ დენევი, ნიკოლ კიდმანი, ოდრი ტოტუ და კირა ნაიტლი ახდენდა.

 

 

თურქული „ვოისის“ ქართველმა მონაწილემ, ნუცა ბუზალაძე,რომელმაც არა ერთხელ დაამტკიცა თავისი უსაზღვრო შესაძლებლობები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებ გარეთ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული და ძლიერი მეტოქეა, ნებისმიერი კონკურენტისთვის . ნუცამ თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიაღწია იმას, რომ არა ერთხელ გააოცა ჟიური და მაყურებელი . მისი უდიდესი ენერგია იმდენად გადამდებია ყველასთვის , ემოციის გარეშე  რთულია  მოუსმინო  ნუცას ტრიუმფალურ გამოსვლას. სოციალურ ქსელში, ნუცა ბუზალაძემ,  გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და ხუმრობით ისიც კი აღნიშნა, რომ მურატის ფანებს უნდა ერიდოს.

„მადლობა ყველას! მიხარია რომ მოგეწონათ, ჯერ ყველაფერი წინაა! მაგრამ აი მურატის ფანები მგონი ხვალ სადმე დამხვდებიან და ყველაფერზე პასუხს მაგებინებენ…ინსტაგრამი ამიფეთქეს“-წერს ნუცა ბუზალაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე

მსახიობი და პროდიუსერი ანჯელინა ჯოლი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილები მის შეცდომებს არ გაიმეორებენ და ადრეული ასაკიდან  არ ექნებათ სექსუალური კავშირები მეგობარ ბიჭებთან.

ამის შესახებ მსახიობმა The Guardian-თან განაცხადა. როგორც მსახიობი ამბობს, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და დედასთან და ძმასთან ერთად გაიზარდა. სკოლიდან ასაკიდანვე მეამბოზე იყო, 14 წლისას პარტნიორი ბიჭი ჰყავდა, რომელისაც ორ წელიწადში დაშორდა.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენი შვილები არ გაიმეორებენ ჩემ სიგიჟეს”, – ამბობს მსახიობი.

ანჯელინა ჯოლიმ თავისი ცხოვრების ახალ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ცდილობს, მეტი დრო შვილებს და ოჯახს დაუთმოს, რამაც ის ცხოვრებაში სიმშვიდე შემოიტანა.

მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ლტოლვილთა ბანაკში ხშირად შვილებიც მიჰყავს, ეს მათი არჩევანია და უნდა, რომ მათ სხვა სამყაროც დაინახონ, სადაც ისინი არ ცხოვრობენ.

თათაკო ხურცილავა, იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ბავშობის ოცნებები აუსრულდა.  მისი სამოდელო კარიერა 2006 წლიდან  იღებს სტარტს სამოდელო სააგენტო ,,შარმიდან“ .  არაერთი სილამაზის კონკურსის მონაწილე  ახალბედა მოდელი 2009 წელს საცურაო აუზის ,,ნეპტუმის“ სახე ხდება , ხოლო 2010 წელს ,, Bruno Bananas“ (ბრუნო ბანანას) ახალი კოლექციის მთავარი წარმდგენი .  ამავე წლებში ,,ბრიტანული ცენტრის“ სახეც ხდება  და თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან ჩვენებებში იღებს მონაწილეობას.  2011 წლიდან თათაკოს კარიერაში გარდამტეხი ეტაპი დადგა, მან კონტრაქტი  სამოდელო სააგენტო ,,LOOK MODELS’’-თან გააფორმა, ხოლო 2012 წელს მონაწილეობა მიიღო  რეალით შოუში ,, TOP  Girl “ რომელიც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის ეთერში გადიოდა. 7 თვის განმავლობაში თათაკომ  გააძლიერა თავისი ,,Book“ ( ასე ეძახიან სამოდელო სფეროში პროფესიონალურ დონეზე გადაღებულ სურათებს”) და  მალევე აღიარეს პროექტის ყველაზე წარმატებულ  მოდელად.

თათაკოს კარიერა საქართველოდან აზიაში გაგრძელდა.  აზიის სამოდელო სააგენტო  ,, JVOGIE’’-იდან მიღებულ მოწვევაზე, ქართველ ლამაზმანს ბევრი არ უფიქრია და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი მის კარიერაში.

11851226_10205172726537583_1143755612_n

11855398_10205172726137573_957541123_n

11880040_10205172726297577_1496772989_n

ქართველი მოდელი,ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქ,  გუანჯიოში ცხოვრობს, სადაც მოდის ინდუსტრია ყველაზე მაღალ დონეზეა განვითარებული ჩინეთის სხვა ქალაქებთან შედარებით.

 

2014 წლიდან თათაკომ ბევრი შეთავაზება მიიღო სხვადასხვა კომპანიებიდან და გახდა წამყვანი ბრენდების სახე.

 

LILLY,  HIDERWATER,  HMSSD..EUROPEAN GARDEN MAGAZINE, ONE POLAR, UNREAL STUDIO  … DK GIRL  ..HELOSKIN , cavali class, jiordano, distingivo femer jeans , ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლის სახეც ქართველი ლამაზმანი გახდა  ჩინეთში. მისი ბილბორდები ჩინეთის ქუჩებში მალე გამოჩნდება, სადაც ქართველი მოდელი  სხვადასხვა ბრენდების ახალ კოლექციას წარადგენს.

12188453_10205570451040447_1927261555_n

როგორც თათაკომ ,,შენი მედია გუნდს“  გაუმჟღავნა,  მომავალში ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შეგვატყობინებს, მანამდე კი  ბევრი შრომითა და მიზანდასახულობით აპირებს სამოდელო სფეროში მწვერვალების დაპყრობას.

ავტორი: მარიამ ქობულია

ამერიკულმა ჟურნალმა Billboard-მა  საკაბელო სატელევიზიო არხ Lifetime-თან ერთად მუსიკალურ ინდუსტრიაში წლის ქალი დაასახელა.  “წლის ქალი – 2015″   მომღერალი ლედი გაგა გახდა.

როგორც გამოცემაში განმარტავენ, მომღერალს ჯილდო ცერემონიაზე გადაეცემა, რომელიც 11 დეკემბერს ნიუ-იორკში  გაიმართება

როგორც  Billboard-ის  ექსპერტები აცხადებენ, ლედი გაგა  დომინანტი ფიგურაა და თავისი  პოპულარობით გავლენას ახდენს საზოგადოების გემოვნებაზე.

“მისი შოუ-პროგრამები,  საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობა, მუშაობა ახალგაზრდებთან, ბრძოლა თანაბარი უფლებებისათვის, ახალ ხედას ამკვიდრებს  თანამედროვე მსოფლიოში”, – განმარტავენ გამოცემაში.

 

ცნობილი ფრანგი  ვარსკვლავის, დავიდ გეტას სიმღერის ახალი ქავერი   საქართველოში  გადაიღეს. ისტორია , რომელიც საშიშ საქმეს უკავშირდება თბილისში ვითარდება. კლუბ ,,სენატში ” გაცნობილი გოგო კი მთავარი გმირის სიყვარული აღმოჩდება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად იღუპება. ყაჩაღობითა და  კლუბ ,,ქალაქურში”  მოგებული თანხით კი კლიპში მონაწილე გმირები ცხოვრებით ტკბებიან, თბილისის ზღვაზე კატერით სეირნობენ და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავენ. საბოლოოდ საშიში საქმის დასასრული ციხე აღმოჩნდება, რომელშიც მხოლოდ   მოგონებები რჩება  გასახსენებლად . როგორც ჩანს რეჟისორს შსს დახმარებაც დასჭირდა, რადგან კლიპში კარგად ჩანს ძალოვანი უწყების მანქანები.

როგორც ,,შენი მედია გუნდისთვის” გახდა ცნობილი, კლიპში მონაწილე  მსახიობები ქართველები არიან.

 

 

 

0 2019

ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა პოპ მუსიკის ისტორიაში უდიდესი მომღერლების რეიტინგი შეადგინა.  რეიტინგის პირველ ადგილზე მომღერალი მადონა აღმოჩნდა, რომელმაც, გამოცემის ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრიის  განვითარებაში, არამედ საერთოდ  კულტურის პოპულარიზაციაში.

 “მადონა არის  რეფორმატორი და ნოვატორი, რომლის საქმიანობა მოიცავს მთლიანად  ქალის არქეტიპებს: ქალწული, მეძავი, მეუღლე, დედა, ბოროტი ჯადოქარი,  წმინდანი, ცოდვილი. შეიძლება,  ის არ არის საუკეთესო მომღერალი და კომპოზიტორი, მაგრამ რაც  ამ მომღერალმა გააკეთა მუსიკისთვის, ჯერ არავის გაუკეთებია”, – ამბობს გაზეთის ექსპერტი.

 მეორე ადგილზეა მისი თანამემამულე თინა ტერნერი.

502390-tina-turner-617-409

 მესამე ადგილი დაიკავა ბრიტანელმა კეიტ ბუშმა.

კეიტ ბუში.

მეოთხე ადგილი დაიკავა დები ჰარმა

Debbie Harry

  მეხუთე ადგილზე აბბა გავიდა

p01n4zyb

მეექვსე ადგილს დასჯერდა არეტა ფრანკლინი

aretha-franklin

მეშვიდე ადგილზეა ბიონსე

Beyonce performs on her Mrs Carter world tour in Amsterdam

მერვე ადგილზე გავიდა ადელი

скачанные файлы (2)

ხოლო მეცხრე ადგილი დაიკავა  პატი სმიტმა

1000509261001_1105628356001_Bio-Women-Who-Rock-Patti-Smith-SF--911032