22/10/2018 – 22:39
მთავარი შოუბიზნესი

Lasha Kicks – ეს სახელი უმეტესობისათვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ვისაც მასზე ჯერ არ გსმენიათ , გეტყვით, რომ ის არის 19 წლის მუსიკოსი, რომელმაც წარმატებას არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც მიღწია. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ჰოლივუდის ვარსკვლავთან, როგორიცაა ROBERT HOFFMAN. HOFFMAN-ი ყველას კარგად გვახსოვს ფილმიდან Step Up 2 , სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. რობერტ ჰოფმანმა 2012 წელს გადაიღო ვიდეო, სახელწოდებით The Bangers , სადაც ამერიკის 4 საუკეთესო მოცეკვავე იღებს მონაწილეობას, მათ შორის თვითონ Hoffman-იც. სწორედ Lasha Kicks-ის ელექტრონული მუსიკითაა გაფორმებული ეს ვიდეო. ამჟამად ლაშა თავის ალბომზე მუშაობს, რომელიც მალე გამოვა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ მუსიკალურ ფესტივალებში, როგორიცაა Tbilisi Newcomers 2013 და Tbilisi Open Air 2014. რაც შეეხება საზღვარგარეთ მის გამოსვლებს, 2012-2013 წლებში უკრავდა The Treasher-ზე Belzebass-თან ერთად. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისი ელექტრონული მუსიკა, დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და მოთხოვნადია.

ჩვენ დავუკავშირდით მას და ვესაუბრეთ თავის შემოქმედებაზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Lasha Kicks-თან.

–  ლაშა, პირველად როდის დაინტერესდი ზოგადად მუსიკით და რატომ მიიქცია ელექტრონულმა მუსიკამ შენი განსაკუთრებული ყურადღება?

–  მუსიკით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი და ბავშვობიდან ჩემი გემოვნება მქონდა. დაახლოებით ოთხი წლის ასაკში მამას გამოვართვი დისკი, რომელსაც მანქანაში რთავდა ხოლმე. ეს იყო Deep Forest-ის ალბომი. ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენდი და მომწონდა, როცა რაღაც „ჩემსას“ დავინახავდი მასში, მის იდეასა და ხარისხში. ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ჩემს მუსიკალურ სამყაროში. დიდი გარდატეხა მოახდინა კერძოდ Dubstep-მა და Hard Bass მუსიკამ.

–  მომიყევი,როგორ ჩამოყალიბდი ისეთ მუსიკოსად, როგორიც დღეს ხარ?

-ჩემი მუსიკოსობა რეალურად თამაშით დაიწყო იმ კომპიუტერულ პროგრამებთან, რომლებშიც იწერება ტრეკები. მალე იმდენად გამიტაცა ამ სფერომ , რომ ვხვდვებოდი თანდათან როგორ იმსხვრეოდა მუსიკალური სტერეოტიპები ჩემში და მიბიძგა მუსიკოსობისკენ, გამიჩინა ამბიცია, რომ ოდესმე ერთ-ერთი საუკეთესო და რევოლუციონერი მუსიკოსი გავხდებოდი. თავიდანვე Prodigy , Skrillex და Koan Sound არავინ იბადება. ყველა ნიჭს განვითარება უნდა. მე დღეს ნამდვილად არ ვარ ის , ვინც მინდა ვიყო, ალბათ, იმის 5%-საც კი ვერ შევადგენ, თუმცა ვფიქრობ ესეც ღირსეულად, დიდი შრომით და წვალებით მოვიპოვე. რამდენადაც არიან ადამიანები , ვინც ჩემს მუსიკას უსმენენ, ესეიგი , ეს უკვე მიღწევა და წარმატებაა.

 

-  მინდა რომ ორიოდ სიტყვით მოყვე შენი და Robert Hoffman-ის თანამშრომლობაზე.

–  Hoffman-ი ძალიან დიდი ფიგურაა ჩემთვის. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. წლის ბოლოს ამერიკაში მივდივარ და უნდა შევხვდე. იმ იმედით არ ვარ, რომ რამეში დამეხმარება , თუმცა გამორიცხულიც არ არის.

–  შენი აზრით, საქართველოში არის იმის ხელშემწყობი პირობები, რომ მუსიკოსმა სრულყოფილად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და პროფესიულად განვითარდეს?

–  საქართველოში მუსიკოსმა შესაძლოა ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები , თუმცა მსოფლიო დონის შემსრულებელი რამდენად იქნება, ვერ გეტყვი… სამწუხაროდ ეს გარემო ჩაკეტილი სივრცეა, სადაც მხოლოდ შორს ჭვრეტით და ინტერნეტით ვვითარდებით, ვინც უკვე ე.წ „სთარია“ და რაღაც წვლილი აქვს შეტანილი ქართული მუსიკის ინდუსტრიაში, ნაკლებად ზრუნავენ დამწყები მუსიკოსების განვითარებაზე. ყველანაირი დაპირების უკან ისევ საკუთარი თავისთვის ან ახლო მეგობრებისათვის სასარგებლო განზრახვა აქვთ. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში მნიშვნელოვანს ვერაფერს ვისწავლით და შემოქმედებითად ვერ   განვვითარდებით.

10522674_1447877435496313_720048569_n

–  წელს Tbilisi Open Air-ზე შენი გამოსვლა საკმაოდ წარმატებული იყო. მომიყევი შენი შთაბეჭდილებები.

–  წლევანდელ Open Airs რაც შეეხება, არ ვიცი ნამდვილად, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა – ცუდი თუ კარგი… მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის, აქამდეც და ახლაც, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო გარემო და ხალხი, ვიდრე ფული და პიარი. ანაზღაურების გარეშეც ძალიან ბევრჯერ დამიკრავს, ოღონდ გააჩნია სად და მომითხოვია ისეთი თანხაც, რაც ნამდვილად მეკუთვნის, ისიც საქართველოს პირობებთან შედარებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც გაურკვევლობაში ვარ Tbilisi Open Air-ს რომ ვიხსენებ.

–  რატომ? იყო რამე ისეთი რითიც უკმაყოფილო დარჩი?

–  კარგი ფაქტორებიც იყო და ცუდიც. ჯერ უარყოფითს ვიტყვი: Line up – ი იყო არასწორად დალაგებული. მანამდე Tbilisi Newcomers-ზეგავიმარჯვეთ სამმა არტისტმა . შემდეგ Tbilisi Open Air-ის არსი ის იყო, რომ ჩვენ უნდა გამოვსულიყავით ძალიან მაღალი დონის უცხოელ შემსრულებლებთან, დაპირებაც სწორედ ასეთი იყო.საბოლოოდ, იმის მაგივრად, რომ გაკეთებულიყო ერთდღიანი კონცერტი და გამოვსულიყავით ჩვენ და ვინმე ერთი ძალიან მაგარი შემსრულებელი, აღმოჩნდა რომ ეს ფესტივალი ისევ საშინელ კომერციაზე იყო გათვლილი- გაკეთდა სამდღიანი, 20 არტისტით. იმედგაცრუებაც ადვილად გადავიტანეთ და ფინანსური პრობლემებიც გავიგეთ, თუმცა ის მომენტი, რომ Tbilisi Newcomers-ზე წაგებული შემსრულებლები ჩვენზე გაცილებით კარგ პირობებში გამოვიდნენ Open Air-ზე, ცოტა უსამართლობად მიმაჩნია. მაგალითად ჯგუფი „არა“ , რომელმაც წააგო, მაინც გამოვიდა ფესტივალზე, ეს მაგალითისთვის მომყავს, ცუდად არ ვამბობ, მითუმეტეს რომ ამ ჯგუფში ჩემი მეგობრები არიან. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ ჩვენ, გამარჯვებულ შემსრულებლებს, არანაირი პრივილეგია არ გვქონდა. ყველას ძალიან უკვირდა, რომ საღამოს 7 საათზე უნდა გამოვსულიყავი, რაც ჩემი მუსიკიდან გამომდინარე, არახელსაყრელიდა არასწორად შერჩეული დრო იყო.

10540555_1447877415496315_288242096_n

–  ფესტივალის დადებით მხარეებზე რა შეგიძლია თქვა?

–  ახლა დადებით ფაქტორებზე გადავალ. როცა დაკვრა დავიწყე, ძალიან ვნერვიულობდი, რომ ცოტა ხალხი მოვიდოდა(ასეც აღმოჩნდა), მაგრამ ნელ-ნელა გაიზარდა მსმენელის ნაკადი და იმხელა ენერგია შეკრეს , რომ ალბათ მთელი ტერიტორია სავსე რომ ყოფილიყო, ესენი მაინც გამოჩნდებოდნენ. მე ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩემს თავზე, ვიდეოებშიც კარგად ჩანს რამხელა ენერგია ჩავდე ამ ყველაფერში. Backstage-ში 1 საათის შემდეგ სასწრაფოც დამჭირდა. ნერვიულობა, გაბრაზება, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთმანეთში აირია და საბოლოოდ რაღაც უცნაური დღე გამოვიდა. ყველას უზარმაზარ მადლობას ვუხდი, ვინც იქ ჩემს გამო მოვიდა, დამაფასა და მიიღო ჩემგან ის, რასაც მოელოდა, ან არ მოელოდა. ვცდილობ მხოლოდ კარგი მომენტები გავიხსენო და პოზიტიური ემოციები წავიღო აქედან, რომ დადებითი ენერგიით შევხვდე ამერიკის სასიამოვნო პრობლემებს და სირთულეებს.

–  ქართველ მსმენელზე რას ფიქრობ, რამდენად უკომპლექსოა, თუნდაც TBILISI OPEN AIR 2014 – ის მაგალითზე?

–  იმ დღეს იქ მყოფი ადამიანებისგან, ალბათ 15-20% იყო უკომპლექსო. დანარჩენები ძალიან, ძალიან შებოჭილები იყვნენ.”Release yourselves people!” – ეს მათ!

10543111_1447877385496318_1172497976_n

–  როგორც შენი FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე წავიკითხე, სახელის შეცვლას აპირებ და LASHA KICKS-ი აღარ იქნები. რასთან არის დაკავშირებული ეს გადაწყვეტილება?

–  ამ სახელში მაინც Hoffman-ის გავლენაა. მინდა ახალი სახელით, ცვლილებებით მსმენელს მალე ძალიან მაღალი დონის პროდუქტი შევთავაზო.

–  ახალი სახელი ხომ არ გაქვს უკვე მოფიქრებული?

–  რაღაც ვერსიები არის, ველოდები, რომ ახალი სახელის იდეა უფრო ემოციების ფონზე მოვა და ძალიან მაგარი იქნება. თავიდან ბოლომდე გამოხატავს ჩემს მუსიკას და პიროვნებას – ეს ზუსტად ვიცი.

–  მუსიკას სახლის პირობებში ქმნი თუ სტუდიაში?

–  სახლის პირობებში, მხოლოდ ლეპტოპი და ყურსასმენები.

10566597_1447877468829643_1522720529_n

–  ვიცით, რომ კარგად ცეკვავ. მუსიკისა და ცეკვის გარდა, კიდევ რა არის შენი ინტერესის სფერო? რაიმე ისეთი ჰობი თუ გაქვს, რაც ყველამ არ იცის?

–  ალბათ ანიმეების ხატვა. კიდევ ველოსიპედით ისეთი რაღაცების გაკეთება, რითაც მშობლებს სისხლს ვუშრობ. ბაიკინგი მიყვარს ძალიან. RedBull X-Fighter- ის ყურებაც ჩემი ჰობია. მოკლედ, Digital Art და Dirty Bike არის ჩემი ჰობი.

–  ელექტრონული მუსიკის გარდა, კიდევ რომელ ჟანრს გამოყოფდი, რომელიც შენ განსაკუთრებით მოგწონს, ხშირად უსმენ და ვინაა შენი საყვარელი შემსრულებელი ან შემსრულებლები?

–  ჩემს ფლეილისთს რომ გადახედო აიპოდში, ალბათ ყველაფერს ნახავNew Agedan დაწყებული Linkin Park-ის One Step Closer-მდე. Justin Timberlake არის არაელექტრონულ მუსიკაში ჩემი საყვარელი შემსრულებელი. Evanescence, God Smack, Linkin Park, Christina Aguilera და T pain-იც მიყვარს. აი, ნახე რა არეულია. მაგრამ ზოგადად ჩემი საყვარელი შემსრულებლები მაინც MJ, Justin Timberlake, Skrillex, Prodigy და შემდეგ უკვე არეულად ყველა.

 

–  მხოლოდ შენს გადაწყვეტილებაზე რომ იყოს დამოკიდებული, რომელ ქვეყანაში, რომელ ქალაქში იცხოვრებდი?

–  თავიდან LA, შემდეგ ტოკიო. ტოკიოში გავატარებდი ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს, სადღაც 40 წლის შემდეგ.მანამდეც ბევრჯერ ჩავიდოდი, ოღონდ უფრო საქმიანი ვიზიტებით, კონცერტებით.

10568065_1447877455496311_646969429_n

–  თავისუფალ დროს როგორ ატარებ, რითი ერთობი?

–  ძირითადად ვმუშაობ ვიდრე ვერთობი. მუსიკას ვწერ უმეტესად. სულ ვმუშაობ, სულ და გართობით უფრო მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე. ათასში ერთხელ კომპიუტერული თამაშებითაც ვკავდები. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა გართობისთვის უფრო მეტიდრო მქონდეს, მაგრამ ამ დროს საქმისთვის ვიყენებ და უფრო კმაყოფილი ვრჩები.

–  და ბოლო კითხვა, როგორ წარმოგიდგენია შენი თავი, როგორც მუსიკოსი საკუთარი კარიერის ზენიტში?

–  ალბათ წარმომიდგენია, რომ უკვე ახალი მუსიკალური „ჟანრი“ თუ მიმდინარეობა მაქვს შექმნილი, ბევრისთვის ავტორიტეტი ვარ,ბევრი მაგარი მუსიკოსი აღმოვაჩინე, გავზარდე, ფეხზე დავაყენე…წარმომიდგენია, რომ მაგ დროისთვის ვარ წარმატებული ბიზნესმენიც და ყველაზე მაგარი ბრენდის დამაარსებელი. და კიდევ, ბედნიერი ადამიანი.

–  კარგი, ამით დაგემშვიდობები. დიდ მადლობას გიხდი, რომ დრო დამითმე და გისურვებ წარმატებებს.

–  მადლობა, შენც ასევე.

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი.

0 3792

ქეთა თოფურიამ, ,,ინსტრაგამზე“, აზერბაიჯანში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ,,რამდენიმე დღის წინ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა თავის კლიპში გადამიღო . ჯერ არ დავასახელებ მის სახელს, მიმაჩნია, რომ თარიღზე და ვიდეოს გამოსვლაზე კიდევ დიდხანს ისაუბრებს ხალხი’’-განაცხადა ქეთა თოფურიამ. ადრე პოპულალურმა მომღერალმა Emin-მა ინსტაგრამზე დადო ფოტოები სადაც დააწერა ‘’აბა როგორ გგონიათ ვინ არის მთავარი პერსონაჟი კლიპის?’’ მაშინ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ქეთა თოფურიაზე იყო საუბარი.  მომღერლების პრესსამსახურებმა არ გაავრცელეს ინფორმაცია Emin-ისა და ქეთას თანამშრომლობაზე. თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პერსონაჟი კლიპის ‘’ღიად’’ არის ქეთა თოფურია.

10543094_10204336990411960_63854552_n

10567306_10204336990571964_400969955_n

10524441_10204336990651966_1852362880_n

 

,,შენი მედია გუნდი“  დაინტერესდა  მუსიკალური პროდუსერით, ლევან ჩიჩუათი , რომელიც  ,,ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტია.

 

როგორ მოხვდი პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები“ ?

ეს იყო დედაჩემის დაჟინებული თხოვნა, ყოველ სეზონზე   ხვეწნა-მუდარის მოსმენა მიწევდა, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში. ბოლო თხოვნას კი ვეღარ გავუძელი, დავუკავშირდი პროდუსერს და შემდეგ მოვხვდი პროექტში.

როგორი სირთულეების გადალახვა გიწევს  და  რამდენად იგრძნობა კონკურენცია?

 

ყველაზე დიდი სირთულე  არის ის,  რომ ორი ცეკვის მოსწრება ერთ კვირაში მიწევს . კონკურენცია , რათქმა უნდა, იგრძნობა იმიტომ, რომ მარიამი კარგად ცეკვავს და თან მსოფლიო ჩემპიონთან ერთად. აქედან გამომდინარე კონკურენცია არის, მაგრამ ჩემი მეწყვილე მირჩევნია  და ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონია.

მაყურებელმა შენსა და მარიამს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, რა არის ის უპირატესობა, რის გამოც მაყურებელი მხარს დაგიჭერს ?

კარგი ცეკვით ვაპირებ კონკურენციის გაწევას, მაყურებელი კი ვის გამარჯვებასაც ისურვებს ის გაიმარჯვებს.

ერთი კვირის წინ ერთ-ერთმა კონკურსანტმა მიშა მესხმა პროექტი დატოვა, რა მოხდა რეალურად, რატომ გადაწყვიტა პროექტიდან წასვლა ამ ფორმით?

არ ვიცი , ვერაფერს გეტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს მიშამ იცის,  მე არ მაქვს ინფორმაცია.

რა ისწავლე ამ პროექტში? რის აღმოჩენა შეძელი თუნდაც საკუთარ თავში?

ვისწავლე , ცეკვის, ბევრი ახალი მოძრაობა, რაც აქამდე არ ვიცოდი. მიზანდასახულობა და თავდაჯერება უფრო ამიმაღლდა.

როგორ ფიქრობ, ჟიურის კრიტიკა ყოველთვის სამართლიანია?

კი სამართლიანია, მაგრამ შეიძლება ყოველთვის არა.

რამდენად გაქვს უფლება ჩაერიო , შენი იმიჯის შექმნაში, თუნდაც სამოსის შერჩევაში?

მაქვს ჩარევის უფლება და ჩემი აზრის შეთავაზების, მაგრამ საბოლოოდ მაინც პროექტის ხელმძღვანელობა წყვიტავს რა და როგორ.

უფლება რომ გქონდეს რას შეცვლიდი  ამ პროექტში?

არაფერს, მომწონს ყველაფერი.

რომ არ ყოფილიყავი ის ვინც ხარ დღეს, ვინ იქნებოდი?

ვიქნებოდი ის ვინც ვარ.

 

ავტორი: მარიამ ქობულია