24/01/2018 – 02:00
მთავარი შოუბიზნესი

45 წლის მოდელ ნაომი კემპბელს ფოტოგრაფის ცემისთვის სასამართლომ პირობითი 6-თვიანი სასჯელი შეუფარდა. სიცილიელმა პროკურორმა, მიუხედავად იმისა, რომ მოდელსა და დაზარალებულს შორის მორიგება შედგა, საქმე არ შეწყვიტა, რადგან “ამ საქმისადმი საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია, ხოლო ნაომის მიმართ წაყენებული ბრალი საკმაოდ სერიოზულია”.

ინციდენტი 2009 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ფოტოგრაფმა გაეტანო დი ჯოვანიმ მოდელსა და მის ყოფილ ბოიფრენდს, რუს მილიარდერს ვლადიმირ დორონინს სურათი გადაუღო. ნაომიმ ფოტოგრაფს ჩანთა ჩაარტყა და სახე ჩამოკაწრა.

მოდელი და მისი ადვოკატი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

 

0 691

Tbilisi Open Air-ზე ზემფირას სკანდალური გამოსვლის შემდეგ მომღერალთან თანამშრომლობას რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები უარს ამბობენ.

თბილისის კონცერტიდან ერთი კვირის შემდეგ პროდიუსერებმა ზემფირას კონცერტები გააუქმეს და მომღერალს, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა დარბაზსა თუ ტრიბუნას ავსებს, პოპულარობის დაკარგვა უწინასწარმეტყველეს.

უკრაინის მხარდამჭერი სკანდალური გამოსვლის გამო ზემფირამ კოლეგების ნაწილის რისხვაც დაიმსახურა. თუმცა რუსულ შოუ–ბიზნესში აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მის საქციელს მხარი დაუჭირა.

უკრაინელი მედიაექსპერტი ანატოლი შარმი ზემფირას კიდევ ერთ გამოსვლას იხსენებს. დუსელდორფში ზემფირამ ყველასგან მოულოდნელად საქართველოს დროშა ააფრიალა და სიმღერა სახელწოდებით “დელფინები” შეასრულა.

გუშინ, 23 მაისს, ევროვიზია 2015-ის ფინალური ტური გაიმართა. დასკვნით ტურში, სულ 27 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ –  საქართველო, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი…  საქართველოს სახელით, კონკურსზე ნინა სუბლატი წარსდგა – სიმღერით “WARRIOR”.

წესების თანახმად, ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნების მიერ  ხმის მიცემით და მის პროპორციულად დაწერილი ქულებით გამოვლინდება.  ამ შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე შვედეთის წარმომადგენელი გავიდა 365 ქულით, მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა – პოლინა გაგარინამ დაიკავა,  303 ქულით. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მეთერთმეტე ადგილი გხვდა წილად და ჯამში 51 ქულა დავაგროვეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგები ნამდვილად მოულოდნელი იყო. მართალია, იმის შანსები, რომ საქართველო გაიმარჯვებდა, ძალიან მცირე იყო, გამომდინარე ევროვიზიის კონკურსის პოლიტიკური ხასიათისა, თუმცა, საპატიო ხუთეულში მოხვედრის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობდა კონკურსის წინ და მისი მსვლელობისას სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიდან , ასევე საერთაშორისო მედიისა თუ კრიტიკოსების შეფასებებიდან . ნინა სუბლატი ნამდვილად იყო ის კონკურსანტი, რომელიც თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა –  ის აღიარეს კონკურსის ყველაზე ლამაზ მონაწილედ, “Warrior” შეფასდა, როგორც სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობდა თანამედროვე მუსიკალურ ტენდენციებს, ასევე დიდი  ყურადღება გამოიწვია მისმა სასცენო იმიჯმა, რომელიც პირველი ნახევარფინალური კონცერტის შემდეგ, მედიის განხილვის საგანი გახდა. “ძლიერი და ლამაზი”, “მებრძოლი ნინა საქართველოდან” – ეს იმ შეფასებების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები მოიხსენიებდნენ ნინა სუბლატს. BBC-ის , TELEGRAPH-ის  და სხვა ლიდერი მედია საშუალებების სტატიებში, საქართველოს წარმომადგენელზე ყოველთვის აქცენტი იყო გაკეთებული, და რაც მთავარია, დადებითი კუთხით.

აქედან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზები საქართველოს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, შედეგების  გამოვლენის დროს, სრულიად სხვა ტენდენციები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყოველთვის აკრიტიკებენ რუსეთს, განსაკუთრებით კი უკრაინის მოვლენების შემდგომ – ბევრმა ევოროპულმა ქვეყანამ ქულების უმრავლესობა სწორედ რუსეთს მიანიჭა. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი არაფერ შუაშია, რომ ეს სიმღერის კონკურსია და ხელოვნებას არაფერი არ აქვს საერთო პოლიტიკასთან, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილებით ნამდვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროვიზიის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. დღეს კი შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ – დიახ, ევროვიზია ცალსახად პოლიტიკური კონკურსია – პოლიტიკური სტრატეგიით!

ის, რომ მსოფლიოსათვის საქართველო ნაკლებად ავტორიტეტული ქვეყანაა, გუშინ ნათლად გამოიხატა, უბრალოდ, აქ დგას კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი – რატომ მიიღო საქართველომ სხვა წლებთან შედარებით დაბალი შეფასება მაშინ, როცა 2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საუკეთესო წარმომადგენლით გამოვდიოდით.

ასეა თუ ისე, ევროვიზიის კონკურსზე უამრავი დეტალია, რომელიც ე.წ  შიდა სამზარეულოში ხდება. ეს დეტალები, ალბათ, მას შემდეგ გახდება ჩვენთვის უფრო გასაგები, რაც ნინა საქართველოში დაბრუნდება და ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს. მანამდე კი არის საზოგადოების ცალსახად უარყოფითი შეფასებები შედეგების მისამართით და ნინას უპირობო მხარდაჭერა ( თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს –  თინა კანდელაკს, რომელმაც რუსეთის წარმომადგენელი უპირობო ლიდერად გამოაცხადა ).

დაბოლოს, მოვახდენ ნინას ერთადერთი კომენტარის ციტირებას, რომელიც მან ფინალის  შემდეგ გაააკეთა  - “რა დიდი სირცხვილია!”

 

 

 

 

ამ წუთებში,  ევროვიზიის კონკურსი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა - თინა კანდელაკმა საკუთარი ინსტაგრამის პროფილზე რუსეთის მონაწილის, პოლინა გაგარინას ფოტო გამოაქვეყნა მხარდასაჭერი წარწერით : “მხარს ვუჭერთ ყველაზე ნიჭიერ პოლინა გაგარინას. ნიჭი არაფერს ნიშნავს შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ის ღირსია ფინალში რუსეთს წარმოადგენდეს. ველით გამარჯვებას!”

ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ვაფიქსირებთ  თინა კანდელაკისაგან განსხვავებული პოზიციას და გამარჯვებას ვუსურვებთ ნინა სუბლატს.

10996949_10153273150199350_2897903032681532445_n

 

tina_kandelaki14_

 

საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი ერთ-ერთი მოწინავეა ინოვაციურ საკითხებში და სწორედაც ამ აკადემიურ ქალაქში, 2014  წლის პირველი ოქტომბრიდან, სამოდელო სააგენტო „ LUX FASHION”-ი გაიხსნა. აკადემიური ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი თვითმფრინავია, რომელშიც გახსნილია საბავშვო ბაგა-ბაღი. სამოდელო სააგენტოს დირექტორმა, თამო ჩაფიძემ,მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი ფოტო სესია გაემართა სააგენტოს მოდელებთან ერთად სტიუარდესის ფორმაში.

saagento5

სამოდელო სააგენტო „ LUX FASHION”-ი  მიზნად ისახავს საქართველოს ყველა კუთხეში დაიგეგმოს ქასთინგი და შერჩეული გოგონებისაგან გაიმართოს გრანდიოზული ღონისძიებები და ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის ფოტოსესიები. ,, LUX FASHION”-ს მიზნად აქვს დასახული სამომავლო გეგმები, რომელსაც საზოგადოება ახლო მომავალში იხილავს…

saagento4

 

0 2782

ისრაელის კომპანია „ლისმედიკი“, რომლის პროდუქციაც ესთეტიკის ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით ლიდერობს, საქართველოში 4 თვეა შემოვიდა. „ლისმედიკმა“ არჩევანი დახვეწილობაზე, აქტიურ ქალზე და ბუნებრივ სილამაზეზე გააკეთა, ამიტომ მათი სახე ქართულ ბაზარზე ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძე გახდა. თავად მოდელმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ იმიტომ დათანხმდა გადაღებებს, რომ მოსწონს კომპანიის პროდუქცია და ურჩევს ყველა ქალს, ვისაც უყვარს საკუთარი კანის მოვლა გახდეს „ლისმედიკის“ მომხმარებელი.

„ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებელს გავაცნოთ უახლესი ტექნოლოგიის კანის მოვლის საშუალებები და ამით შევმატოთ მათ მეტი თავდაჯერებულობა. თანამედროვე ქალების უმრავლესობა აქტიური და დაკავებულია საქმიანობით, „ლისმედიკთან“ ერთად მათ შეუძლიათ უამრავი დრო და ფინანსები დაზოგონ. პერსონალური მოხმარების თავის მოვლის საშუალებები, ლაზერული ეპილატორები და ანტიეიჯ ლაზერული აპარატები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში წარმატებით იყიდება, ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მომხმარებლებიც კმაყოფილები დარჩებიან ჩვენი პროდუქციით“ – ამიტ მილინი (კომპანია „ლისმედიკის“ დირექტორი). ცნობილი მოდელი სარეკლამო ფოტოებში უკვე გადაიღეს და მალე ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდება. სარეკლამო ფოტოები ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ გადაიღო. რეკლამის გადაღებები ახალ გახსნილ სასტუმრო „ტერასა“–ში და მწერალთა სახლში მიმდინარეობდა.

qristi1

ცნობილი მოდელი სარეკლამო ფოტოებში უკვე გადაიღეს და მალე ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდება. სარეკლამო ფოტოები ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ გადაიღო. რეკლამის გადაღებები ახალ გახსნილ სასტუმრო „ტერასა“–ში და მწერალთა სახლში მიმდინარეობდა.

qristi3

 

ევროპა მოდას რეგულაციებს უწესებს. საფრანგეთში კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც პოდიუმზე და სარეკლამო რგოლებში ზედმეტად გამხდარი მოდელების გამოჩენას აკრძალავს.სასჯელიკი 6 თვიანიპატიმრობითანსოლიდურიფულადიჯარიმითგანისაზღვრება. მსგავსიკანონიევროპისრამდენიმექვეყანაშიანორექსიისადამოზარდებშიზედმეტისიგამხდრისპროპაგანდისწინააღმდეგსაბრძოლველადუკვემიიღეს. როგორიაამფონზექართულიმოდადარამოთხოვნებსაყენებსმშობლიურისამოდელოსამყარო

რამდენიმე საათის წინ, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. მას ესწრებოდნენ ქართველი რეჟისორი – ზაზა ურუშაძე  და მსახიობები – გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი, რამდენადაც საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი იყო ფილმი “მანდარინები”. სამწუხაროდ ‘მანდარინებმა’ ოსკარი ვერ დაიმსახურა და ჯილდო პოლონეთის სახელით წარდგენილმა ფილმმა  “იდა’-მ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ‘ოქროს გლობუსი’ ამ კატეგორიაში, რუსეთის სახელით წარდგენილ ფილმ ‘ლევიათანს’ გადაეცა, შესაბამისად, ოსკარსაც მას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

გთავაზობთ, რიგით 87-ე ‘ოსკარის’ ცერემონიალის გამარჯვებულთა სიას.

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი – ედი რედმეინი ( ფილმი ‘ყველაფრის თეორია’ )

_81171453_redmayne

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი – ჯულიანა მური ( ფილმი ‘კვლავ ელისი’ )

87th Annual Academy Awards - Press Room

წლის მთავარი კინონამუშევარი – ‘ადამიანი ჩიტი’ ( ‘Birdman’ )

2_img_inset

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი – პატრიცია არკეტი ( ფილმი ‘სიყრმე’ )

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი – ჯეი ქეი სიმონსი ( ფილმი ‘შეპტრობილი’ )

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – ‘იდა’ ( პოლონეთი )

საუკეთესო ანიმაციური ნამუშევარი – ‘დიდი გმირი’

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – ‘მოქალაქე 4′

საუკეთესო ოპერატიული ნამუშევარი – “Birdman”

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი – ‘სასტუმრო გრანდ ბუდაბეშტი’

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ‘სატელეფონო ზარი’

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჰერმიონას როლის შემსრულებელი ემა ვოთსონი დისნეის ახალ ფილმში “ურჩხული და მზეთუნახავი” ბელის როლს შეასრულებს. ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა მსახიობმაც.

“ბოლოს და ბოლოს შემიძლია განვაცხადო, რომ მე შევასრულებ ბელის როლს დისნეის ახალ ფილმში “ურჩხული და მზეთუნახავი”. ეს ანიმაცია ჩემი ბავშვობის ნაწილია. ძალიან მიხარია და ერთი სული მაქვს მალე მიხილოთ ამ როლში” – წერს ემა ვოთსონი სოციალურ ქსელში.

ფილმი ეკრანებზე 2016 წელს გამოვა. მისი რეჟისორია ბილ ქონდონი, ხოლო სცენარის ავტორი – შტეფან შბოსკი.

ch6x3yasye6olp3ea8bw

 

სულ რამდენიმე საათია, რაც ‘ოქროს გლობუსის‘ დაჯილდოვების ცერემონია დასრულდა. წელს, ის  განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალური იყო ქართული საზოგადოებისათვის, რამდენადაც მასზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოხვდა “მანდარინები”. სამწუხაროდ, კინოსურათმა, რომელიც ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი, გამარჯვება ვერ მოიპოვა და ამ ნომინაციაში ჯილდო რუსეთის სახელით წარდგენილ ფილმს  – “ლევიათანს” ხვდა წილად.

გთავაზობთ ოქროს გლობუს 2015-ის გამარჯვებულებს:

ნომინაცია: საუკეთესო კინოსურათი (ჟანრი- დრამა) – “ბავშვობა”

boyhood-teaser-poster

 

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი ( ჟანრი-დრამა) – ჯულიანა მური

Julianne+Moore+2014+Children+Health+Fund+Annual+jhgKnj1nyORl

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი ( ჟანრი – დრამა) – ედი რედმეინი

eddie-redmayne-orange-british-academy-film-awards-2012-01

ნომინაცია: საუკეთესო კინოსურათი კომედიურ ან/და მიუზიკლის ჟანრში – “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი”

images

 

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი კომედიურ ან/და მიუზიკლის ჟანრში – ემი ადამსი

AmyAdams

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი კომედიურ ან/და მიუზიკლის ჟანრში  – მაიკლ კიტონი

michael-keaton

ნომინაცია: საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “როგორ გავწვრთნათ დრაკონი 2″

httyd2

ნომინაცია: საუკეთესო უცხოური ფილმი – “ლევიათანი” (რუსეთი)

Leviathan_2014_poster

 

ნომინაცია: მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი – პატრიცია არკეტი

PatriciaArquette

ნომინაცია: მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი  – ჯეი ქეი სიმონსი

97bc779065e30b1a8483fe53143ba2a0

ნომინაცია: საუკეთესო რეჟისორი – რიჩარდ ლინკლეითერი (ფილმისათვის – “ბავშვობა”)

ნომინაცია: საუკეთესო სცენარი – ალეჰანდრო გონსალესი ( ფილმის სცენარისათვის – “ადამიანი ჩიტი” )

ნომინაცია: ფილმის საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ჯოან ჯოანსონი ( ფილმისათვის- “ყველაფრის თეორია”)

ნომინაცია: საუკეთესო საუნდტრეკი – “Glory” (ჯონ ლეჯენდი) (ფილმისათვის – “სელმა”)

ნომინაცია: საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – “სასიყვარულო კავშირი” (The Affair)

სრული სია იხილეთ: http://www.hfpa.org/nominations-2015/