21/08/2018 – 16:00
მთავარი შოუბიზნესი

ამერიკულმა ჟურნალმა Billboard-მა  საკაბელო სატელევიზიო არხ Lifetime-თან ერთად მუსიკალურ ინდუსტრიაში წლის ქალი დაასახელა.  “წლის ქალი – 2015″   მომღერალი ლედი გაგა გახდა.

როგორც გამოცემაში განმარტავენ, მომღერალს ჯილდო ცერემონიაზე გადაეცემა, რომელიც 11 დეკემბერს ნიუ-იორკში  გაიმართება

როგორც  Billboard-ის  ექსპერტები აცხადებენ, ლედი გაგა  დომინანტი ფიგურაა და თავისი  პოპულარობით გავლენას ახდენს საზოგადოების გემოვნებაზე.

“მისი შოუ-პროგრამები,  საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობა, მუშაობა ახალგაზრდებთან, ბრძოლა თანაბარი უფლებებისათვის, ახალ ხედას ამკვიდრებს  თანამედროვე მსოფლიოში”, – განმარტავენ გამოცემაში.

 

0 2756

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა.  მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვრცელდებოდა ჭორი  იმის შესახებ, რომ ნუკი გათხოვდა, ახლა ეს ახალი ამბავი ნამდვილად სიმართლეა და ნუკის რჩეული ბენი აღმოჩნდა.

სოციალურ ქსელში, მომღერალმა ნინი შერმადინმა, ნუკის ქორწილის სურათებიც დადო და ტელე წამყვანს ბედნიერება მიულოცა.

12046857_875235949211978_7560949478589157139_n

 

12047151_875235985878641_2940031548433088948_n

თავად ნუკი კი სოციალურ ქსელში მხოლოდ კითხვით მიმართავს თავის მეგობრებს:,,ხშირად მეკითხებიან რატომ არ თხოვდებიო და სულ ვპასუხობ, იმიტომ რომ ბეჭედი მიკეთი სულ ”უფალო შემიწყალე”… მეგობრებო ჩემი ბეჭედი ხომ არ გინახავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!! ” -ნუკი კოშკელიშვილი

,,შენი მედია გუნდი” ულოცავს ნუკის გაბედნიერებას და ველით ბევრ სიახლეს ამჯერად ამერიკიდან.

ცნობილი ფრანგი  ვარსკვლავის, დავიდ გეტას სიმღერის ახალი ქავერი   საქართველოში  გადაიღეს. ისტორია , რომელიც საშიშ საქმეს უკავშირდება თბილისში ვითარდება. კლუბ ,,სენატში ” გაცნობილი გოგო კი მთავარი გმირის სიყვარული აღმოჩდება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად იღუპება. ყაჩაღობითა და  კლუბ ,,ქალაქურში”  მოგებული თანხით კი კლიპში მონაწილე გმირები ცხოვრებით ტკბებიან, თბილისის ზღვაზე კატერით სეირნობენ და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავენ. საბოლოოდ საშიში საქმის დასასრული ციხე აღმოჩნდება, რომელშიც მხოლოდ   მოგონებები რჩება  გასახსენებლად . როგორც ჩანს რეჟისორს შსს დახმარებაც დასჭირდა, რადგან კლიპში კარგად ჩანს ძალოვანი უწყების მანქანები.

როგორც ,,შენი მედია გუნდისთვის” გახდა ცნობილი, კლიპში მონაწილე  მსახიობები ქართველები არიან.

 

 

 

0 2043

ლედი გაგაც ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა, რომელიც  სტუდენტ გოგოებზე ძალადობას ეხება. ვიდეოში  ნაჩვენებია სტუდენტურ საცხოვრებლებში თუ როგორ ხდებიან გოგონები  თანაჯგუფელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

გაგას თაყვანისმცემლებმა კლიპი მომღერლის საუკეთესო შესრულებად აღიარეს.

0 2186

ჰოლივუდურმა წყვილმა ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ  სპეციალისტს მიმართეს კონსულტაციისთვის. როგორც უცხოური მედია წერს, მსახიობი მშობლების  დიდი ხნის სურვილია მათი 9 წლის ქალიშვილი შაილო  ბიჭი გახდეს. ამის შესახებ Radar Online საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გაირკვა, სპეციალისტმა  ვერ გაარკვია, გოგონა  ტრანსგენდერია თუ არა და მშობლებს რჩევა მისცა და მოცდა ურჩია. როგორც მშობლებს განუმარტა, შესაძლოა,   მოზარდმა დროთა განმავლობაში  ქალური თვისებები გამოავლინოს.

0 844

 33 წლის ქსენია სობჩაკი მისი მეგობრის – ჟურნალისტ ევგენი კისილიოვის ვაჟის  დაბადების დღეზე, ღამის კლუბში, დააფიქსირეს. დაბადების დღეზე სობჩაკი მეუღლის გარეშე იყო მისული, რომელიც ესტონეთში გადაღებებზე იმყოფებოდა.

უიტნი ჰიუსტონის  ქალიშვილის  კრისტინა ბრაუნის მეურვემ  უზენაეს სასამართლოში ახალი  სარჩელი შეიტანა, მისი  მეუღლის ნიკ გორდონის წინააღმდეგ.

როგორც კრისტინა ბობის მეურვე ამტკიცებს, 22 წლის გოგონა  გორდონმა ტოქსიკური კოქტეილით მოწამლა,  გონების დაკარგვის შემდეგ კი ცივი წყლით სავსე აბაზანაში ჩასვა, რაც  ტვინის შეშუპების  და შემდგომში გარდაცვალების მიზეზი გახდა.

პირველი სარჩელის თანახმად, ნიკ გორდონმა  კრისტინა ბრაუნს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, ხოლო მისი ანგარიშიდან 11 ათასი დოლარი მიიტაცა.

 მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი  31 იანვარს სააბაზანოში გონებადაკარგული ნახეს. ის ნიკ გორდონმა და მისმა მეგობარმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ბობი ბრაუნი თითქმის ექვსთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

ლონდონი აფრიკის მოდის კვირეულს 2011 წლიდან მასპინძლობს. 2015 წელი მრავალფეროვანი და ეგზოტიკური აღმოჩნდა მოდის სამყაროში. კონტინენტის უახლეს დიზაინს აფრიკის 300-ზე მეტი დიზაინერი წარმოადგენს ლონდონის მოდის კვირეულზე.

_84744266_img_5940

აფრიკელი მოდელები და დიზაინერები.

_84744270_img_5906

დიზაინერი  მერი მარტინი. ინსპირაცია უკავშირდება ზიმბამველ ლომს, რომელსაც შავი ფაფარი ქონდა, რომელიც ლიკვიდიებული იქნა  ამერიკელი სტომატოლოგის მიერ ივლისში.

_84745226_img_5895

დიზაინერი,მერი მარტინი, იხსენებს იმ ვიდეოს , რომელიც გახდა ინსპირაციის საფუძველი.

_84744272_img_5871

მოდელი ტაშა შემოსილია კენიის მოდის სახლის სამოსით, რომელიც იყენებს ტრადიციულ ქსოვილს.

_84744274_img_5834

აქ მოდელი გვიჩვენებს, ნიგერიელი დიზაინერების შემოქმედებას. ,,ნიგერიელი ქალი”

_84745230_img_5864

მოდელ ნატალის ნიგერიელი დიზაინერები საქორწილო კაბით მოსავენ.

_84744875_img_5916

ორგანიზაციები, მათ შორის ,,ოდეტა სტიილ”   (L), 2011 წლიდან დაშვებულია ლონდონის აფრიკის მოდის ღონისძიებაზე.

_84745223_img_5821

მოდელი მეგი სმიტი ,,ძალიან მოუხერხებელი” კაბის გამო  იძულებულია ფეხზე იდგეს. სამხრეთ აფრიკელი დიზაინერების სანაპიროს სიმბოლო.

_84745228_img_5832

ლონდონში, აფრიკის მოდის კვირეულის  ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება რომელიც ორი დღის განმავლობაში გაიმართება, იქნება განსაკუთრებული. აფრიკისთვის დამახასიათებელი დიზაინით, ევროპის უმსხვილესს პოდიუმზე  აფრიკელი მოდელები თავიანთი ქვეყნის დიზაინერების ახალ კოლექციას წარადგენენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამერიკულმა გამოცემა “ფორბსმა” 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ზედიზედ მესამე წელია, ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი-უმცროსი ლიდერობს. 
2013-2014 წლებთან შედარებით, მსახიობის შემოსავალი 5 მილიონი დოლარით გაიზარდა და ჯამში 80 მილიონი დოლარი შეადგინა. 

download

ჯეკი ჩანი

რეიტინგის მეორე ადგილზე მსახიობი ჯეკი ჩანი გავიდა, რომელმაც გასულ წელს 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმებსა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობის გარდა, ჯეკი ჩანის შემოსავალს საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის გაყიდვაც განაპირობებს. 
ჯეკი ჩანს რამდენიმე მილიონი დოლარით ჩამორჩება “ფორსაჟის” ვარსკვლავი ვინ დიზელი, რომლის შემოსავალმაც 47 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ წელს კინოეკრანებზე გამოსული “ფორსაჟი 7″-ის შემოსავალმა კინოგაქირავებაში რეკორდული – 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ყველაზე ძვირადღირებული მსახიობების ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბრედლი კუპერი -მან  41,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

th

ადამ სანდლერი კი – 41 მილიონს დასჯერდა.

201506162347566227

ადამ სანდლერი

საერთო ჯამში, წლევანდელ რეიტინგს 12 ახალი მსახიობი შეემატა, რომელთაგან ხუთი ბოლივუდის ვარსკვლავია. სამი მათგანი კი პირველ ათეულში მოხვდა. 

33 წლის მომღერალმა ბიონსემ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი შეიძინა. უნიკალური ფეხსაცმელი ბრიტანულმა მოდის სახლმა  Borgezie შექმნა, რომლის ხელმძღვანელი კრის შელისია.

551925653cc00004-china-thro

ექსკლუზიური ფეხსაცმლის  ღირებულება 300 ათას დოლარს შეადგენს. დიზაინერმა ფეხსაცმელს Diamond Princess Constellation უწოდა და კლიენტის სურვილისამებრ,  მხოლოდ ოქროს ან პლატინისგან მზადდება.

ბიონსე  ფეხსაცმლის ჩაცმას  ახალი ვიდეოკლიპის  Queen Bee გადაღების დროს აპირებს.