25/09/2017 – 10:07
მთავარი შოუბიზნესი

ბიონსეს მეორე  ვიზუალური ალბომის “Lemonade” გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ, მომღერალმა ალბომიდან ერთ-ერთი  კლიპი სიმღერაზე “Sorry”  წარადგინა.

კლიპის  ერთ-ერთი მთავარი გმირი მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსია.

ბიონსე ქმრის ღალატზე, უიღბლო  ქორწინებასა და მისგან მიყენებულ  ტკივილზე მღერის, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში სრული იდილიაა.

 

0 500

სულ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულმა ანჯელინა ჯოლის ფოტოებმა მისი  გულშემატკივრები ისევ აალაპარაკა. მსახიობს  სიცხეში, რასაც ფოტოზე მისი შვილის ჩაცმულობაც ადასტურებს, ამინდის შეუფერებლად აცვია.

41 წლის ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ფოტოებზე კვლავ გადაღლილი გამოიყურება და ზაფხულისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია.

თავად მსახიობი თავის ჯანმრთელობაზე კვლავ არ საუბრობს და საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.

anjelinajoli3 (1)

0 615

მერაია ქერის საქმრომ, მილიარდერმა ჯეიმს პეკერმა 35 კარატიანი ალმასის ბეჭედი აჩუქა, რომლის ღირებულება 7.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

 45 წლის მომღერალს 48 წლის მილიარდერმა, რომელიც ავსტრალიაში  ყველაზე მდიდარ ადამიანთა ოთხეულში შედის, ცოლად გაყოლა  ნიუ იორკის რესტორანში,  რომანტიულ ვახშამზე,  ცალ მუხლზე დაჩოქილმა  სთხოვა.

ექსპერტების აზრით, მერაია ქერის  ბეჭედმა  დაჩრდილა ლეგენდარული ელიზაბეტ ტეილორის საქორწინო ბეჭედი, რომელიც  რიჩარდ ბარტონმა აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, მერაია ქერი ცოლად გაჰყვა  რეპერ ნიკ კენონს, რომელთანაც  2014 წელს განქორწინდა.  ახლა ისინი ერთად ზრდიან  ტყუპებს – ვაჟს მოროკანას და გოგონას მონროს

0 711

ლედი გაგას საქმრო ლეონარდო დიკაბრიოს „ოქროს გლობუს 2016“-ზე მომხდარი ინციდენტის გამო გაუსწორდა.
ლედი გაგა ცერემონიაზე საქმროთან, ტელესერიალის „ ხანძარი ჩიკაგოში“-ს ვარკსვლავ ტეილოტ კინისთან ერთად მივიდა.
ბევრს მოეჩვენა, ლედი ვარაუდობდა, რომ ჯილდოს გადასცემდნენ, ძალიან მოხარული იყო და სწორედ ამიტომ საზოგადოებაში მომავალ ქმართან ერთად გამოჩნდა.
როგორც გაირკვა აგორებული სკანდალი იმის გამო მოხდა, რომ ლეონარდომ დასცინა ლედი გაგას იმის გამო, რომ მას მიენიჭა „ მინი სერიალში საუკეთესო მსახიობი“-ს ნომინაცია ( ტელესერიალ „ ამერიკული საშინელებათა ისტორია“-ში შესრულებული როლისთვის).

20160111_postleo

1

1452582938

წყარო : http://www.paparazzi.ru

0 653

2015 წლის 4 ნოემბერს სამოდელო სააგენტო ,,ირაკლეონის” ორგანიზებით, ,,მისტერ ინტერნაციონალ საქართველოს” კონკურსი ჩატარდა. კონკურსანტები ერთმანეთს კონკურენციას სხვადასხვა ტურში უწევდნენ და ჟიურის წევრებს შეფასების გაკეთება სხვადასხვა კრიტერიუმით უწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ აზრი გამარჯვებულთან დაკავშირებით ორად გაიყო, როგორც ჟიურის წევრებში ასევე, დამსწრე საზოგადოებაში, ,,მისტერ ინტერნაციონალ საქართველოს” – გამარჯვებული დაჩი გაბიძეა, რომელიც 17 ნოემბერს გაემგზავრება ფილიპინებში, კერძოდ კი ქალაქ მანილაში.

 

თათაკო ხურცილავა, იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ბავშობის ოცნებები აუსრულდა.  მისი სამოდელო კარიერა 2006 წლიდან  იღებს სტარტს სამოდელო სააგენტო ,,შარმიდან“ .  არაერთი სილამაზის კონკურსის მონაწილე  ახალბედა მოდელი 2009 წელს საცურაო აუზის ,,ნეპტუმის“ სახე ხდება , ხოლო 2010 წელს ,, Bruno Bananas“ (ბრუნო ბანანას) ახალი კოლექციის მთავარი წარმდგენი .  ამავე წლებში ,,ბრიტანული ცენტრის“ სახეც ხდება  და თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან ჩვენებებში იღებს მონაწილეობას.  2011 წლიდან თათაკოს კარიერაში გარდამტეხი ეტაპი დადგა, მან კონტრაქტი  სამოდელო სააგენტო ,,LOOK MODELS’’-თან გააფორმა, ხოლო 2012 წელს მონაწილეობა მიიღო  რეალით შოუში ,, TOP  Girl “ რომელიც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის ეთერში გადიოდა. 7 თვის განმავლობაში თათაკომ  გააძლიერა თავისი ,,Book“ ( ასე ეძახიან სამოდელო სფეროში პროფესიონალურ დონეზე გადაღებულ სურათებს”) და  მალევე აღიარეს პროექტის ყველაზე წარმატებულ  მოდელად.

თათაკოს კარიერა საქართველოდან აზიაში გაგრძელდა.  აზიის სამოდელო სააგენტო  ,, JVOGIE’’-იდან მიღებულ მოწვევაზე, ქართველ ლამაზმანს ბევრი არ უფიქრია და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი მის კარიერაში.

11851226_10205172726537583_1143755612_n

11855398_10205172726137573_957541123_n

11880040_10205172726297577_1496772989_n

ქართველი მოდელი,ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქ,  გუანჯიოში ცხოვრობს, სადაც მოდის ინდუსტრია ყველაზე მაღალ დონეზეა განვითარებული ჩინეთის სხვა ქალაქებთან შედარებით.

 

2014 წლიდან თათაკომ ბევრი შეთავაზება მიიღო სხვადასხვა კომპანიებიდან და გახდა წამყვანი ბრენდების სახე.

 

LILLY,  HIDERWATER,  HMSSD..EUROPEAN GARDEN MAGAZINE, ONE POLAR, UNREAL STUDIO  … DK GIRL  ..HELOSKIN , cavali class, jiordano, distingivo femer jeans , ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლის სახეც ქართველი ლამაზმანი გახდა  ჩინეთში. მისი ბილბორდები ჩინეთის ქუჩებში მალე გამოჩნდება, სადაც ქართველი მოდელი  სხვადასხვა ბრენდების ახალ კოლექციას წარადგენს.

12188453_10205570451040447_1927261555_n

როგორც თათაკომ ,,შენი მედია გუნდს“  გაუმჟღავნა,  მომავალში ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შეგვატყობინებს, მანამდე კი  ბევრი შრომითა და მიზანდასახულობით აპირებს სამოდელო სფეროში მწვერვალების დაპყრობას.

ავტორი: მარიამ ქობულია

0 713

51 წლის ბრედ პიტი სერიოზულად შეშფოთებულია ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მეუღლეს ულტიმატუმს უყენებს – ან ჯოლი იმკურნალებს სარეაბილიტაციო ცენტრში, ან მისგან წავა და შვილებს წაიყვანს.

როგორც აღმოჩნდა, 40 წლის ანჯელინა ჯოლი ამ დროისთვის მხოლოდ  38 კგ-ს იწონის, რაც მისი ანორექსიის მიდრეკილების შედეგია.

ამერიკული ჟურნალ  Star-ის ინფორმაციით,  მსახიობს  სერიოზული პრობლემები საკვების მიმართ მას შემდეგ დაეწყო,  რაც გაეროს მშვიდობის ელჩი გახდა და დევნილთა პრობლემებით დაინტერესდა.

გამოცემის ინფორმაციით, ვარსკვლავზე იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა  მშიერი ადამიანების  ტანჯვამ, რომ მან თითქმის უარი თქვა ჭამაზე.

0 632

ცნობილი რუსი რეპერი ტიმურ იუნისოვი, რომელიც ტიმატის ფსევდონიმითაა ცნობილი, პრეზიდენტ პუტინს დაბადების დღე კლიპით მიულოცა.

სიმღერა “საუკეთესო მეგობარი” გადაიღეს დედაქალაქის ცენტრში – წითელ მოედანზე.

ვლადიმერ პუტინი  7 ოქტომბერს  63 წლის გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=jp9pfvneKf4

0 811

 მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს  კრიშტიანუ რონალდუს ახალი გოგონა ჰყავს, რომელიც ძალიან ჰგავს მის  ბოლო სიყვარულს, რუს მოდელს ირინა შეიკს, – წერს პორტუგალიური გამოცემა Correio da mahna.

როგორც გამოცემა წერს,  ამჯერად  ფეხბურთელმა არჩევანი 19 წლის დანიელ მოდელზე,   მაია დარვინზე გააკეთა. წყვილი ერთმანეთს ზაფხულიდან ხვდებიან. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს, მიმოწერის შემდეგ კი ერთმანეთს დაუახლოვდნენ.

მაია დარვინი ტანსაცმლისა და თეთრეულის  რეკლამებში იღებს მონაწილეობას.maia_darvini_2101622512289732 maia_darvini_Mayya_02maia_darvin_ronaldos_gogo1