23/01/2018 – 14:10
მთავარი შემთხვევა

0 1415

ეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 1800 -ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ კატმანდუში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში გუშინ დილით მოხდა. მსგავსი მიწისძვრა ბოლო 80 წლის მანძილზე არ მომხდარა.

რადიკალურ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი დახოცეს, რის შემდეგაც ინტერნეტით გაავრცელეს მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა. ვიდეოში ჩანს მძევლებისთვის თავის მოკვეთა და ერთ-ერთი მებრძოლის მიმართვა ქრისტიანულ სამყაროს – “ჯვაროსნებს უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ”. ეგვიპტელი მუშები ისლამისტებმა დეკემბერსა და იანვარში ლიბიის ქალაქ სირტედან გაიტაცეს.

ეგვიპტის ხელისუფლებამ მძევლების მკვლელობის გამო, ქვეყანაში ერთ კვირიანი გლოვა გამოაცხადა, ხოლო ლიბიაში დაჯგუფების საწვრთნელი ბანაკები და იარაღის საწყობები დაბომბა.