25/11/2017 – 07:47
მთავარი შემთხვევა

0 463

თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში ავტოავარიის შედეგად 4 მანქანა, მათ შორის სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანა გადაბრუნდა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

0 768

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გასასვლელში.ერთმანეთს „ნისანის“ ტიპის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 
დაშავებულები ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში ჩეხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ ჩარლსტონის ისტორიულ აფრიკულ-ამერიკულ ტაძარში,  სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი თეთრკანიანმა, თოფით შეიარაღებულმა პირმა გახსნა, რომელსაც ამჟამად სამართალდამცავები ეძებენ.

polic

პოლიციის განმარტებით, ემანუელის სახელობის აფრიკულ მეთოდისტურ საეპისკოპოსო ეკლესიაში მომხდარი ტრაგედიის სახით, სიძულვილის დანაშაულთან აქვთ საქმე.

damnashave

სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულ კადრებში ჩანს, რომ დამნაშავე, ცეცხლის გახსნამდე, 1 საათის განმავლობაში ეკლესიაში იჯდა.

cry

ეკლესიის პასტორი და შტატის სენატორი, კლემენტა პინკნი, დაღუპულთა რიცხვშია.

klementa

 

თურქმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

თურქული მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ანტალიის რეგიონში ერთერთ აგარაკზე ჩატარდა. დაკავებულია 8 კაციან ჯგუფი, რომელთა შორის 7 ეროვნებით ქართველია.

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფი, იმ მოქალაქეებზე აწარმოებდა თვალთვალს ვისაც ბანკიდან დიდი თანხა გამოჰქონდა, მას შემდეგ კი რაც ბანკის კლიენტი აღნიშნულ თანხას მანქანაში ტოვებდა ისინი მანქანის ფანჯრებს ამსხვრევდნენ და თანხას იტაცებდნენ.

ეჭვმიტანილის კვალზე პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე იდენტიფიცირებული ავტომობილის მეშვეობით გავიდა.

აგარაკზე ჩხრეკისას აღმოჩენილია 74 ათასი ლირა და ძვირფასი ნივთები.

0 955

139- ე საჯარო სკოლაში დღეს დილით, გაკვეთილზე 8 ბავშვი შეუძლოდ გახდა . 10 წლის მოზარდებს თავბრუსხვევა , პირღებინება და სისუსტე აღენიშნებათ რის გამოც სასწრაფომ 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა ,დანარჩენების გადაყვანაზე კი მშობლებმა განაცხადეს უარი.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ბავშვების მოწამვლა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია.

ტერაქტების სერია თურქეთში. ძლიერი აფეთქებების ხმა დღეს დილით მერსინსა და ადანში გაისმა. ტერორისტთა სამიზნე სახალხო-დემოკრატიული პარტიის ოფისები გახდა. აფეთქებების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თურქეთის სახალხო პარტია პროქურთული ორიენტაციისა და მხარს ქურთების დამოუკიდებლობას უჭერს.

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარი მალიბუ აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით იმყოფებოდა.
ავტომანქანას ნანგრევები დაეცა და მძღოლმა დაზიანებები მიიღო. მას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით მომხდარი ბუნებივი აირის გაჟონვას უკავშირდება. შემთხვევის ადგილზე შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

0 2186

ავტოავარიის გამო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 148–ე კმ–ზე ავტოავარიის შედეგად ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნული გზის კმ136-კმ157 (ჩუმათელეთი–ხუნევი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართვება გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით“-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
რიკოთის უღელტეხილზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა. შემთხვევა 4 მსუბუქი და 1 სატვირთო ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია. საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

0 982

რიკოთის უღელტეხილზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა. შემთხვევა 4 მსუბუქი და 1 სატვირთო ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია.საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეპალში 6,7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა განმეორდა, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 2 ათასს აღწევს, 5 ათასამდე ადამიანი მძიმედ დაშავდა. არიან ისეთებიც, რომლების პოვნაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ პირველი მიწისძვრა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გუშინ დილით მოხდა. მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. შემთხვევამ ნგრევა გამოიწვია მსგავსი მიწისძვრა ნეპალში ბოლო 80 წლის მანძილზე არ მომხდარა.