21/08/2018 – 15:59
მთავარი შემეცნებითი

„მაღალი ინტელიგენტური სული დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ ტრიალებს. იმიტომ, რომ ნამდვილი ინტელიგენცია ჩვენ, არსებითად, არ გვყავს. მე ინტელიგენტში არ ვგულისხმობ ისეთ კაცს, რომელსაც ახლა ეძახიან ინტელიგენტს და რომლის ინტელიგენტობის მთავარი ნიშანი უმაღლესი განათლების მოწმობაა. ასეთი ინტელიგენტები არათუ გვყავს, იმაზე მეტიცა გვყავს, ვიდრე სასურველია. ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული აქვს და მხოლოდ სულიერ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს. ასეთი ინტელიგენტი, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი მოვლენაა. ბუნებრიობა მისი არსებობის ყოვლისმომცველი ფორმაა, შეიძლება ითქვას, ის ენაა, რომელზედაც მისი ცხოვრების ისტორია იწერება. ამიტომ ინტელიგენტის ნიშან-თვისებებზე ლაპარაკი არასწორი იქნება. არ შეიძლება, მაგალითად, იმის თქმა, რომ პატიოსნება ინტელიგენტის თვისებაა, როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ სუნთქვა ადამიანის თვისებაა. სუნთქვა არის არა თვისება, არამედ გარდუვალობა. ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია პატიოსანი არ იყოს, დემოკრატი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს… ან: ინტელიგენტს არ შეუძლია პატივმოყვარე იყოს, ამპარტავანი იყოს, შური აწუხებდეს, ცდუნებას აჰყვეს, კრიტიკა აღიზიანებდეს, ჩინ-მედლებს მიელტვოდეს…“

ნაწყვეტი პუბლიცისტური წერილიდან „მონოლოგი დიალოგიდან“

„მწერალთა სახლი“ იწყებს ახალ შემეცნებით ციკლს „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“.
კურსის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ქალაქზე, როგორც სივრცით და სოციალურ ფენომენზე, ქალაქის ისტორიაზე, თბილისურ კულტურაზე, თბილისურ ტრადიციებზე, ტოპონიმიკაზე, ქალაქის წინაშე მდგარ ურბანულ გამოწვევებზე.

ამ შეხვედრებზე გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რითია თბილისი უნიკალური. ციკლის კოორდინატორი, ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ წევრი და GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ელისაშვილია, რომელიც გაუძღვება რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ძველი ქალაქის ფარგლებში.

ამ შეხვედრების მიზანია დამსწრეებმა აღმოაჩინონ თბილისი! უფრო მეტი გაიგონ ქალაქზე, რომელშიც ცხოვრობენ.
პირველ შეხვედრა, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დასწრება , გაიმართება 12 მარტს , 18.30 საათზე რომელსაც გაუძღვება ცირა ელისაშვილი. საუბრის თემა იქნება “დავით სარაჯიშვილი – დაუსრულებელი ისტორია”