14/11/2018 – 06:18
მთავარი უცხოეთის ამბები

მობილური ტელეფონი ფოტო და ვიდეოკამერითაა აღჭურვილი, რომელსაც პირველად სმარტფონების ისტორიაში დიაფრაგმის შეცვლის ფუნქცია აქვს. გალაქსის ახალი მოდელი ყველაზე ძლიერი ელემენტითაცაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 400 ამპერამდეა. სმარტფონი ათასი დოლარი ღირს.

მედალი ბოლივიის პრეზიდენტისთვის ევო მორალესისთვის ქალაქ კოჩაბამბაში ერთ-ერთ ოფიცერს უნდა ჩაეტანა, რომელიც იქ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა. ოფიცერი ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს მდებარე აეროპორტიდან უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, მან ავიარეისზე დაიგვიანა. სანამ ახალ რეისს ელოდებოდა მედალი მანქანაში დატოვა, მანქანა კი ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში იდგა.

ამასთან, პრეზიდენტის მედალი, რომელიც ბოლივიის ბანკში მდებარე სპეციალურ ოთახში ინახება, დაკარგვის დროს ჩვეულებრივ ზურგჩანთაში იდო. გამოცემის ცნობით, ქურდებმა მანქანის მინა ჩაამტვრიეს და ჩანთა გაიტაცეს. ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლოს მესამ ეს ქურდობა დიდი ბრიტანეთის დედოფლის სამეფო გვირგვინის ქურდობას შეადარა.

სამართალდამცველებმა დამნაშავეთა ლიდერი ცხელ კვალზე დააკავა. ის პერუს მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიცია ჯგუფის სხვა წევრების დაკავებასაც ცდილობს. ასევე დაკავებულია ოფიცერი, რომელმაც მედალი მანქანაში უყურადღებოდ დატოვა. მას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.

საბოლოოდ მედალი იპოვეს – დამნაშავეებმა ის ლა-პასეს ეკლესიაში დატოვეს. გამოცემის ცნობით, ისინი შეშიდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ზურგჩანთაში სახელმწიფო მნიშვნელობის ნივთი იდო. დამნაშავეებმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიას დაურეკეს და მედლის ადგილმდებარეობა აცნობეს.

ქვეყნის პრეზიდენტისთვის სამხედრო აღლუმზე მედლის დროულად ჩატანა ვერ მოხერხდა, 8 აგვისტოს აღლუმზე ის მედლის გარეშე წარდგა.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საბერძნეთში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. მისივე განმარტებით, საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეს საპატიმროში ამ დრომდე არ შეხვედრიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნინო ინაიშვილია, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში 12 წლის წინ გაემგზავრა და იქ საქმიანობდა. ის თბილისში ცხოვრობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, ხალკიდაში, პოლიციის თანამშრომლებმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს. საერთო ჯამში, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 9 წევრი. მათი უმრავლესობა ბულგარეთის მოქალაქეა, ერთი კი ქართველია.
მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავლის როლი 40 წლის ქალმა შეასრულა და საბოლოოდ, შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 4 დღეში პატარა გოგონა 18, 000 ევროდ გაიყიდებოდა. 40 წლის ქალმა შეხვედრა ატიკის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დანიშნა, რათა ბავშვი წაეყვანათ.
აღმოჩნდა, რომ ორმა ქალმა, რომელთაგან ერთი – 29 წლისაა და მეორე – 38 წლის, ახლახან იმშობიარეს, ხოლო კიდევ ერთი, 34 წლის ქალი კი ამჟამად ორსულად არის. ორმა ქალმა ახალშობილები გაყიდა, ხოლო 34 წლის ქალი, დაბადების შემდეგ, საკუთარ შვილსაც იმავეს უპირებდა. პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა.
საერთო ჯამში, 9, 025 ევრო ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველები ადგენენ, ჰყავთ თუ არა გაყიდული დაჯგუფების წევრებს სხვა ბავშვებიც.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 90-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით პირი დაშავებულია, არიან დაკარგულებიც. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.
ტურისტულ კუნძულზე, რომელიც ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, 7-ბალიანმა მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად, ლომბოკის მთელ ტერიტორიაზე ელექტროსისტემა გაითიშა.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა ერთი კვირის წინაც მოხდა, რომლის შედეგადაც 16 ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ლომბოკის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის სანაპიროდან 10 კილომეტრში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კუნძული ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. საინტერესო სანახაობების გარდა, ლომბოკი განთქმულია ულამაზესი სანაპიროებით, სადაც შესაბამისი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაც აქვთ.

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვას ბელაქანის რაიონული სასამართლო დღეს განაგრძობს. შესაძლოა დღეს ბოლო სხდომა იყოს, რის შემდეგაც მოსამართლე უკვე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. როდის იქნება განაჩენი, ამ ეტაპზე უცნობია.

ბრალდება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული და მას ამჯერადაც დაესწრება ადამიანის უფლებათა სახლისა და 42-ე მუხლის წარმომადგნელი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოდან ჩადის.

 

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონის მახლობლად, უიტონის რეგიონალურ პარკში პოლიციამ მიწაში ჩაფლული მამაკაცის თავმოჭრილი ცხედარი იპოვა. მას 100-მდე ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული და ამოჭრილი გული იქვე მიწაში გვამის გვერდით ესვენა. პოლიციის ინფორმაციით ეს სასტიკი მკვლელობა გაზაფხულზე იქნა ჩადენილი, მაგრამ გვამის მოძებნა მხოლოდ სექტემბერში გახდა შესაძლებელი ანონიმური წყაროს მეშვეობით.

სავარაუდო 10 ეჭვმიტანილიდან, რომლებიც ამერიკული კრიმინალური დაჯგუფება Ms-13 იგივე Mara Salvatrucha-ს წევრები არიან, ჯერჯერობით დაკავებულია მხოლოდ ერთი, 19 წლის მიგელ ლოპეზ-აბრეგო, რომლიც დაპატიმრებაც 11 ნოემბერს მოხდა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ამ სასტიკ მკვლელობას დიდიგამოხმაურება მოჰყვა ამერიკის მმართველ წრეებში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიმუქრა, რომ გაანადგურებს Ms-13-ს და ყველა მის მსგავს ბანდას, რომლებიც პატიოსან ამერიკელებს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევენ.

მსოფლიოში ამჟამად არსებული 5 ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები:

  1. სოლნცევოს საძმო (რუსული მაფია) – დაარსდა 1980-იანი წლების ბოლოს სერგეი მიხაილოვის იგივე ,,მიხასის’’ მიერ. დამაარსებლებს შორის ერთერთი იყო ქართველი კანონიერი ქურდი ჯემალ ხაჩიძე. დაჯგუფებას სახელი ეწოდა მოსკოვის სოლნცევოს რაიონის მიხედვით. ამჟამად მისი წევრების რაოდენობა 9000 ადამიანს ითვლის და წლიური შემოსავალი 8.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. შემოსავლის ძირითადი წყაროებია ნარკოტიკებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი. ნარკოტიკებიდან აღსანიშნავია ჰეროინი, რომელიც რუსეთში ავღანეთიდან შედის. არსებული მონაცემებით რუსეთი მოიხმარს მსოფლიოში წარმოებული ჰეროინის 12%. 2010 წელს ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ,,სოლნცევოს საძმო’’ თავის საქმიანობას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მფარველობის ქვეშ ახორციელებს. ზოგადად რუსული მაფია დეცენტრალიზებულია და შედგება 10 კვაზი ავტონომიური ბრიგადებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ.
  1. იამაგუჩი გუმი (იაკუძა, იაპონია) – იაკუძას ერთერთი ჯგუფი და ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფება მსოფლიოში. პირველ ადგილზეა ნარკოტიკებით ვაჭრობისგან მიღებული შემოსავლებითაც. მისი წლიური შემოსავლები 6.6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. განსხვავებით რუსული მაფიისგან, იაკუძას დაჯგუფებები უაღრესად ცენტრალიზებულია, იერარქიულია და ძირითადად ოჯახურ-ნათესაურ ურთიერთობებზე დაყრდნობული კონგლომერატია. ბოლო წლებში იაპონიის მთავრობის მიერ იაკუძას წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკით თუ სხვა ჯგუფები დასუსტდნენ, იამაგუჩი გუმი პირიქით გაძლიერდა და საკუთარი შემოსავლიანი საქმიანობა კიდევ უფრო გაზარდა.

23804572_10213137228898494_208293146_n

  1. კამორა (კოზა ნოსტრა, იტალია) – მაშინ როცა აშშ-ში იტალიურ-ამერიკული მაფია ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად დასუსტდა, იტალიაში მათ ფეხი კვლავ მტკიცედ აქვთ გადგმული საზოგადოებაში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. განსაკუთრებით ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე უნდა ითქვას, რომელთა უმეტესობასაც კოზა ნოსტრასთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ. ამჟამად კოზა ნოსტრას ჯგუფებიდან ყველაზე ძლიერი არის კამორა, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაარსდა და მოქმედების არეალად იტალიის კამპანიის რეგიონი და განსაკუთრებით კი მისი ცენტრი ნეაპოლი აქვს არჩეული. მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც ძირითადად მოდის ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, სექსუალურ ექსპლოატაციაზე, აზარტულ თამაშებზე, იარაღით ვაჭრობაზე და ა.შ.

23845499_10213137228138475_529008260_n

 

  1. ნდრაგენტა (კოზა ნოსტრა, იტალია) – იტალიური მაფიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც კალაბრიის რეგიონშია ბაზირებული. იგი კოზა ნოსტრას სხვა დაჯგუფებებისგან განსხვავებით ძირითადად ორიენტირებულია ტრანსატლანტიკურ ნარკო ტრეფიკზე და მჭიდრო ურთიერთობები აქვს დამყარებული სამხრეთ ამერიკულ ნარკო კარტელებთან, რომელთა მიერ წარმოებული კოკაინიც ევროპულ ბაზარზე შემოაქვს.

 

23845388_10213137229098499_1192884500_n

 

  1. სინალოას კარტელი (მექსიკა) – მექსიკის ყველაზე დიდი ნარკოკარტელი. სამხრეთ ამერიკაში წარმოებული კოკაინის მთავარი დისტიბუტორი ამერიკულ ბაზარზე. თეთრი სახლის მონაცემებით ყოველწლიურად ამერიკელები დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს ხარჯავენ ნარკოტიკებზე. აქედან 6.5 მილიარდი დოლარი მიდის მექსიკური კარტელების ჯიბეში. კონკრეტულად სინალოას კარტელის წლიური შემოსავალი დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

23782205_10213137228298479_876654471_n

 

 

 

 

სოჭში ერთმანეთს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი შეხვდნენ. კრემლის საიტის ინფორმაციით, ასადი სოჭში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

ვლადიმერ პუტინმა სირიის ლიდერი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს წარუდგინა.

რუსეთის ლიდერმა კოლეგას ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები მიულოცა – აღნიშნულია კრემლის საიტზე.

გერმანიაში კანცლერ ანგელა მერკელის ერა შესაძლოაახლო მომავალში დასრულდეს. საქმე იმაშია, რომ გერმანიის თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ 4 კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ უარი თქვა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან და მწვანეებთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. შედეგად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომლიდანაც ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. არჩევნების დანიშვნა გერმანიის პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამ საკითხზე კანცლერმა მერკელმა უკვე გამართა კონსულტაციები ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას მსგავსი ტიპის პოლიტიკური კრიზისი არ ახსოვს. სექტემბრის არჩევნებში მიღებული ცუდი შედეგების შემდეგ კოალიციის ვერშექმნა მერკელის ავტორიტეტისათვის სერიოზული დარტყმა იქნება და დიდი შანსია მომავალ არჩევნებში პარტიამ მის ნაცვლად ახალი ლიდერის ძებნა დაიწყოს. გამომდინარე შექმნილი მძიმე ვითარებიდან, ანგელა მერკელი გასულ კვირას შვედეთში ჩატარებულ ევროკავშირის ლიდერების სამიტს არ დაესწრო და განაცხადა, რომ რაღაც დროით იგი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საქმეებით იქნება დაკავებული. ლიდერი, რომელიც წლების მანძილზე გერმანელი ხალხისთვის სტაბილურობის გარანტი იყო, დღეს უკვე კრიზისის სიმბოლო გახდა და პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის.

კალიფორნიაში, ბეკერსფილდის ჰოსპიტალში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩარლზ მენსონი, ე.წ. მკვლელების კულტის სულიერი ლიდერი. 1960-იან წლებში მენსონმა გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდა თანამოაზრეები, დაარწმუნა ისინი, რომ იგი იყო იესო ქრისტეს რეინკარნაცია და უბიძგა მათ მასობრივი მკვლელობების ჩადენისკენ. მას სჯეროდა, რომ აშშ-ში რასობრივი ომი იყო კარზე მომდგარი და ფიქრობდა, რომ მკვლელობებში ხალხი შავკანიან მოსახლეობას დაადანაშაულებდა და ამით რასობრივ დაძაბულობას გამოიწვევდა.

შედეგად მისმა მიმდევრებმა, რომლებიც შემდეგ ,,მენსონის ოჯახის’’ სახელით გახდნენ ცნობილნი, 1969 წელს 9 ადამიანის მკვლელობა ჩაიდინეს. მსხვერპლთა შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის ფეხმძიმე მეუღლე შარონ ტატე, რომელსაც ჯერ დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი მისი სახლის კარებზე მისივე სისხლით სიტყვა ,,ღორი’’ დაწერეს. მკვლელებმა ტატეს სახლში მყოფი კიდევ 4 ადამიანი დანებით აჩეხეს. შემდეგ დღეს მათ კიდევ ერთი ცნობილი და შეძლებული ლოს-ანჯელესის მკვიდრი ცოლ-ქმარი ლენო და როზმარი ლებიანკები გამოასალმეს სიცოცხლეს.

მიუხედავად იმისა, რომ მენსონი თვითონ არ მონაწილეობდა ადამიანების მკვლელობებში, იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა იმ პერიოდში კალიფორნიაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა და მას სასჯელი 9-გზის სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. პატიმრობისას მან 12-ჯერ მიმართა შეწყალებისთვის შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ყველა თხოვნაზე უარი მიიღო.