18/11/2018 – 07:28
მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა

თვითაღიარებული დონეცკის დამოუკიდებელმა მილიციელებმა განაცხადეს,რომ დონეცკის აღმოსავლეთით ჩამოგდებული იყო თვითფრინავი საზენიტო ტყვიამფრქვევიდან. უკრაინის ძალები ამას არ ადასტურებენ.

”დილიდან განახლდა საარტილერიო დარტყმები ჩვენს პოზიციებზე სნეჟნინში. ამის შემდეგ მოფრიდნენ თვითფრინავები და რაკეტები ისროლეს. ჩვენ მოვახერხეთ ერთ-ერთი თვითფრინავის ჩამოგდება საზენიტო ტყვიამფქვევიდან”-განუცხადა ”რია ნოვოსტს” თვითაღიარებული დონეცკის წარმომადგენელმა.

წყარო:ria.ru

უკრაინის ძალების ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი და ერთი საბრძოლო მანქანა გაანადგურეს დამოუკიდებელმა მილიციელებმა კრიმატორსკში, ნათქვამია თვითაღიარებული დონეცკის twitter-ზე. ისინი უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებას, რომ ბრძოლები შეჩერდეს, არ ემორჩილებიან.

წყარო:ria.ru

ვლადიმირ პუტუნი, შეხვედრაზე ჩავიდა  ავსტრიაში, რომ უკრაინის კრიზისის პრობლემებზე ისაუბროს და ასევე ხელი მოაწეროს ავსტრიის გაზსადენის მშენებლობას. სანამ გაფრინდებოდა მან ფედერაციის საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ უკრაინაში შეჩერებულიყო ბრძოლები. უკრაინის მხარემ ბრძოლები პარასკევამდე შეწყივტა.
”უკრაინის კრიზისი აქ არაფერშუაშია. ამერიკა ხელს უშლის რუსეთს გაზსადენის მშენებლობაში”-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მან ყურადღება ზავზეც გაამახვილა და თქვა, რომ შვიდი დღე არაა საკმარისი კონფლიკტის გადაწყვეტისათვის და რომ დონეცკისა და ლუგანსკის გაანიარაღებას აზრი არ აქვს, რადგან ”მარჯვენა სექტორი” არ ნებდება.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, იძულებული გახდა გადასულყო რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის, კერძოდ, ლუგანსკის შეტაკებების დროს.
”ოთხმოცზე მეტმა უკრაინის მესაზღვრემ, ამათგან ორმა დაჭრილმა თავი შეაფარა რუსეთის ტერიტორიას, ორ დაჭრილს რუსეთის მხარემ სამედიცინო დახმარება გაუწია” ამბობს ”იტარ-ტასის” წყარო.

წყარო: www.tvrain.ru