18/11/2018 – 20:55
მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თათბირის დროს პროკურორები ძალიან მაგრად გაკიცხა. მისი თქმით ისინი კრიმინალს ხელს აფარებდნენ. გუბერნატორმა განაცხადა,რომ უცხადებს ომს უკანონობას და მექრთამეობას. მისი თქმით ბევრი დე-ფაქტო ჩინოვნიკი ჩართულია ძარცვაში და ადამიანების დამცირებაში. ისინი ასევე დევნიან და აშინებენ იმ ინვესტორებს,რომლებმაც უნდა შექმნან სამუშაო ადგილები.
”ეს რეკეტია ჩემო მეგობარო”-განაცხადა გაბრაზებულმა მიხელ სააკშვილმა. ეს იმით ახსნა,რომ პორკურატურა არაეფექტურად და უკანონოდ მუშაობს, თან თავიანთ მოვალეობებს და ფუნქციებს თავის სასარგებლოდ იყენებენ. მან პროკურორების წინაშე ასევე გაკიცხა რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია. საბოლოოდ მან თქვა,რომ მზად არის კონტროლზე აიყვანოს კრიმინალი და გაანადგუროს.

გთავაზობთ სხდომის სრულ ვიდეო მასალას:

00:00 წუთზე აფეთქება მოხდა ოდესის დასახლებულ მიკრო რაიონში. დაზიანდა ბილბორდი და იქვე მდგარი ჯიხური.  ადგილობრივი დროით 02:30-02:35-ზე  პოლიციაში შემოვიდა ზარი,რომ
ადმირალის გამზირზე და რაზუმოვკაია-სტაროპორფრანკოვსკაიზე აფეთქება მოხდა. როგორც ამბობენ აფეთქება ისეთი ძლიერი იყო,რომ ოდესის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. მომხდარის შედეგად  არავინ დაშავებულა.

ფოტო/ვიდეო მასალა შემთხვევის ადგილიდან:

pm203image003

pm512image001

როგორც დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახური აცხადებს, უკრაინის მებრძოლები იღუპებიან იმიტომ,რომ არ იციან როგორ გამოიყენონ იარაღი. დოკუმენტებში საუბარია ოთხ დაღუპულ მებრძოლებზე, რომლებიც გარდაიცვალნენ უყურადღებობის გამო. ეს ყველაფერი მაისში მოხდა. 18 მაისს წითელი არმიის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა მეომარი, მან შემთხვევით ისროლა ავტომატიდან და ტყვია თავში მოხვდა. 27 მაისს ასევე გარდაიცვალა მეომარი, რომელსაც ტყვია შემთხვევით მუსცლის არეში მოხვდა. ასევე 28 მაისს ლეტალური შემთხვევით დასრულდა ინციდენტი,როდესაც მეომრის მიერ გასროლილი ტყვია მას შემთხვევით ნიკაპში მოხვდა.

უკრაინის სასაზღვრო ოპერატიულმა ჯგუფმა  დანაშაულებრივი სქემა გახსნა, სადაც გაირკვა,რომ უკრაინაში კერძოდ დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში უკანონოდ შედიოდა ხორცი. მესაზღვრეებმა დაადგინეს,რომ ხორცი უკრაინაში ჯერ უნგრეთიდან და ბრაზილიიდან შეჰქონდათ. გამბაჟების შემდეგ კი, უკრაინული პროდუქციის სახელით იგზავნებოდა რუსეთში,თუმცა რუსეთის მესაზღვრეები უარს ამბობდენ ხორცის მიღებაზე და უკან უკრაინაში კერძოდ დონეცკში სასაზღვრო პუნქტის გავლის შემდეგ აბრუნებდნენ. ეს პუნქტი უკრაინის ხელისუფლების დაქვემდებარებაში არ იმყოფება. სასაზღვრო პუნქტზე ”ბაჩევსკი” მესაზღვრეებმა გააჩერეს ოთხი მანქანა კონტრაბანდული ხორცით. როგორც კი ეს ყველაფერი დადგინდა რუსეთის სასაზღვრო პუნქტმა უარი განაცხადა ხორცის მიღებაზე თითქოს და ამ ფირმებს ვინც აწვდიდა ხორცს ლიცენზიის ვადა გაუვიდა. ურკაინის მესაზღვრეებმა ოპერატიულად გააფრთხილეს პროკურატურა და უშიშროების სამსახური. ამ დანაშაულებრივ სქემაში შეიძლება მონაწილეობა მიეღოთ სხვა სასაზღვრო პუქნტებს და მესაზღვრეებ.

რუსეთმა დღეს კიდევ ერთხელ დაარღვია მინსკის შეთანხმება. უკრაინის პრემიერ მინისტრის განცახდებით მოსკოვმა დიდი შვიდეულის შეხვედრამდე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფთან კონსულტაციები განზრახ გააუქმა, ტერორისტებს კი სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრძანა, არსენ იაცენიუკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ სწორი და ადეკვატური პასუხის უნდა გასცეს რუსეთის აგრესიას.

დონეცკის ოლქში მარინკას დასახლებაში პრორუსმა სეპარატისტებმა იერიში დაიწყეს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 30-მდე პირი. უკრაინული მედიის თანახმად, მარინკაში მებრძოლებმა ათასამდე პირი და 20-ზე მეტი ტანკი გადაისროლეს.

ოდესაში, ბიზნესცენტრ ‘ადმირალტეისკ”-თან ახლოს,იქ სადაც არის ოფისი პარტია ”სამოპომოშ’-ი ისევ აფეთქება მოხდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იუწყება უკრაინული მედია. ამას ასევე ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი შტაბ-ბინა ოდესის ოლქში.
”აფეთქება პირველ სართულზე მოხდა. ადგილზე მუშაობენ გამნაღმელები”-განაცხადა ოდესის პოლიციის პრესამსახურმა.
პრესამსახურის ცნობით აფეთქება მოხდა 12 მარტს ადგილობრივი დროით 00:30 საათზე. აფეთქებას ტერაქტის კლასიფიკაცია მიენიჭა.

ევროკავშირ-უკრაინის პლენარურ სხდომაზე გახდა ცნობილი,რომ უკრაინული ენა მალე ევროკავშირის ოფიციალური ენა გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენუკმა განაცხადა. ” მე მჯერა და არის ამისთვის ყველანაირი საფუძველი,რომ უკრაინული ენა გახდება ევროკავშირის ოფიციალური ენა. სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილი”-განაცხადა არსენი იაცენუკმა. უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო იზიარებს პრემირის ოპტიმიზნს და ასევე სჯერა,რომ იგნლისური და ფრანგული უკრაინის მთავრობის სამუშაო ენად იქცევა. მას ასევე სჯერა,რომ ყველა ჩინევნიკი ისაუბრებს ინგლისურად და ფრანგულად კარგად,როგორც უკრაინულაად. სამიტის მსვლელობის დროს პეტრ პოროშენკომ მოუწოდა ევროკავშირს ცნოთ უკრაინა როგორც ევროკავშირის წევრად,როცა ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იქნება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი მოხალისის, მეტსახელად “დობერმანის” ჩეჩნებთან შეხვედრაა აღბეჭდილი.

დღეს 22 აპრილს, დილით მაღაროელები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თავიანთი მოთხოვნებით მივიდნენ. მათ შეძლეს დაცვის გარღვევა და უფრო მიხლოვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ჯერ-ჯერობით უცნობია მათი მოთხოვნები,თუმცა ისინი ხმაურობენ და ურტყამენ ჩაფხუტებს. შენობასთან მობილიზირებულია რამდენიმე პოლიციის კორდონი დაახლოებით 100 კაცი.სამშაბაც შედგა მაღაროელების მესამე შეკრება კიევში. ისინი მოითხოვდნენ ენერგეტიკის მინისტრის და ქვანახშირის მრეწველობის უფროსის განთავისუფლებას. ამ შეკრებაზე იმყოფებოდნენ 800 დელეგატი,რომელიც ითხოვდა შეიქმნას თავდაცვის და ეროვნული უშიშროების სხდომა სადაც იმსჯელებენ თუ როგორ გამოვიდნენ კრიზისიდან. ასევე შეკრებაზე ითქვა,რომ უნდა დაიწეროს ბიუჯეტი,რომ დაეხმაროს ინდუსტრიას. მაღაროელები გეგმავენ უფრო ფართო დოკუმენტის შემუშავებას და ამ ამას ხალხს გააცნობენ.

15 აპრლის, უკრაინაში დეკტარევსკოის ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოში ჩაცხრილეს ცობილი უკრაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა. იტყობინება სააგენტო ”ტასსი” სიკვდილის ფაქტი დაადასტურა უკრაინის შინაგან საქმეთა მრჩევლმა ანტონ გარაშენკომ. იგი ჩაცხრილეს ”ფორდ ფოკუსის” ტიპის ნაქანიდან,რომელსაც უცხოეთის ნომრები ჰქონდა.
ოლეს ბუზინი-ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და ტელეწამყვანი. ის ავტორია წიგნების: ”როგორ მოიგონეს უკრაინა” ”ვურდალაკი ტარას შევჩენკო.” ასევე იყო გაზეთ ”სევოდნიას” უფროსი და რეტაქტორი,თუმცა ცენზურის გამო წამოვიდა.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან: