25/09/2017 – 10:15
მთავარი სპეც რუბრიკა უკრაინა

დღეს, განრისხებულმა ოდესის გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა დაავალა პოლიციელებს სასწრაფოდ დაესაჯათ ყველა ის ადამიანი ვინც ოდესის რეგიონალურ საბჭოში შეიჭრა. ,,კი, ყველას უნდა ჰქონდეს სტატუსი,მაგრამ არ გამოიწვიოთ არეულობა. ერთი არეულობა ქმნის მეორეს.აიღეთ ეს ვიდეო კადრები და კარგად გამოიძიეთ ვინ ვინ დაჭრა, რა არის დამტვრეული. ნახეთ კონკრეტული დამნაშავეები,რომლებმაც ან რამე დაამტვრია ან ვინმეს ზიანი მიაყენა. ყველამ უნდა აგოს პასუხი. პოლიტიკური მოთხოვნები ეს ერთი თემაა,მაგრამ არის ცივილური ქცევის წესები. პოლიცის უფროსი თავის ხალხთან და გენერალურ პროკურორთან ერთად დაუყოვნებლივ იწყებს ამის გამოძიებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ წესრიგი”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ. დღეს ათობით ადამიანი რომელიც დონბასში საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას ოდესის რეგიონალურ საბჭოში შეიჭრა მაშინ,როცა სხდომა მიმდინარეობდა. მათი მოთხოვნა იყო პარლამენტარებს გამოეყოთ ფული იმათვის ვინც ანტიტერორისტულ ოპერაციაში ანუ დონბასში ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძვის. როგორც ოდესის გაზეთი ”ტაიმერი” წერს, საბჭოში შეიჭრა 40 ადამიანი. ”რატომ გვჭირდება ჩვენ კომისია,რომ მოხალისეები ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩავწეროთ? იქ ბიჭები კვდებიან და თქვენ აქ ძღებით!!!”-განაცხადა ერთ-ერთმა შეჭრილმა ადამიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იმ ელექტრონულ პეტიციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად უნდა დაინიშნოს. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სააკაშვილს ამ საკითხთან დკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადაყენება ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით ან უმაღლესი რადას დეპუტატთა 2/3-ის მოთხოვნითაა შესაძლებელი. ხოლო მინისტრთა კაბინეტს უნდობლობას პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა უცხადებს.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის პროგრამის დამტკიცებიდან ერთ წელიწადშია შესაძლებელი.
განცხადების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესმა რადამ აღნიშნული პროგრამა 2014 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა, დეპუტატები იაცენიუკის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს 2015 წლის 11 დეკემბრამდე ვერ განიხილავენ.
“გარდა ამისა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დანიშვნის პროცედურის დაწყების აუცილებელი პირობა კანიდატის პირადი თანხმობაა. თუმცა, სააკაშვილს აღნიშნულ საკითხზე არაფერი უთქვამს”, – ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში.

ქალაქ შიროკინოში  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მართმადიდებული ხატები დაწვეს.

ფოტო მასალა:

1438266079_clksvi_wcaafsqr

1438266104_clksvx8xaaav0qj

1438285165_m2euttugqpy

1438285185_-g0jgku90gs 1438285199_nkuijawu7yo

1438285237_4lfoc0_7fq0

ავსტრალიის ეკონომიკის და მსოფლიოს ინსტიტუტმა  შეადგინა რეიტინგი ”ყველაზე ცუდი ურთიერთობები მეზობელთან”. ამ რეიტინგში პირველი ადგილი ურაინამ აიღო. მან სირიასაც კი გაასწრო.  როგორც გამოცემა ”Independent”-ი იუწყება მაიდანის რევოლუცის შემდეგ უკრაინაში ცხოვრების დონე უფრო გაუარესდა.  სპეციალისტებმა შეადგინეს კრიტერიუმები და თითოეულს 1დან 5 ქულას აძლევდნენ. გამოცემის თანახმად რუსეთი კი, მესამე ადგილზეა ყირიმის მიერთების გამო.  ოთხი ქულა მიიღო შემდეგმა ქვეყნებმა: სამხრეთ სუდანმა, სომალიმ, სუდანმა, პაკისტანმა, ლიბიამ, სამხრეთ კორეამ, ისრაელმა, ირანმა, ერიტრემა, ცენტრალურმა აფრიკის რესპუბლიკამ, სომხეთმა . ინსტიტუტმა ასევე  ჩაატარა კვლევა ”ცხოვრების დონე” სადაც 23 კრიტერიუმი ჰქონდა. კატეგორებში იყო: ძალადობის დინე, შიდა კონფლიკტები , ლტოლვილები და სხვა. როგორც კვლევამ აჩვენა ამ მხრივ უკრაინამ 150-ე ადგილი აიღო. 

ისრაელის ტელეარხ Arutz 10 -თან  საუბრისას  უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა:

”ჩვენ დიდი ხანია ველით დახმარებას ევროკავშირისაგან. მათ ჩვენ იმედი გაგვიცრუეს. ტყუილა ველოდებით მათ დანაპირებს. წელიწად ნახევარი გავიდა და არაფერი მიგვიღია. ხალხი ხედავს,რომ სიტუაცია უფრო უარესდება.  თუ ყველაფერი იმის გამო მოხდა,რომ ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვინდა,მაშინ ჩვენ (ევროკავშირთან) მეგობრობა არ გვიწერია. სჯობს ისევ რუსეთისკენ შევტრიალდეთ!”

ინტერვიუს დროს მას ასევე ჰკითხეს თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება,რაზეც პოროშენკომ განაცხადა:

”პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვაგვაროდ შიდა პრობლემები. ამის შემდეგ გავმართავთ რამდენიმე მოლაპარაკებას რუსეთან, რომელიც მიმართული იქნება სიტუაციის დარეგულირებისაკენ”

უკრაინაში კერძოდ დონეცკის რესპუბლიკაში დანაღმული”Range Rover”-ის მარკის ავტომობილი აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა დონეცკის რესპუბლიკის უფროსის მოადგილე. ქალს აღენიშნება თავის ტვინის ტრამვა.

Doneck_02

Doneck_01

resizedimage

უკრაინის ქალაქ ლვოვში, ხარკოვსა და ოდესაში მალე ახალი საპატრულო პოლიცია გამოჩნდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება დედაქალაქით დაიწყო, ეს პროცესი გრძელდება. მალე გამოჩნდება ახალი საპატრულო პოლიცია ლვოვის, ხარკოვის და ოდესის ქუჩებსა და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე”, – წერს პოროშენკო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მანქანების მოძრაობა და ფეხით მოსიარულე ხალხის გაკონტროლებაა, ამიტომ ისინი უბნებში გადაწილდებიან. მათ ექნებათ ახალი ფორმა,რომელიც აღჭურვილი იქნება, იარაღით,ფანრით,ხერბორკილებით, ვიდეო კამერებით და რაციით. პოლიციის ფუნქციაში საგზაო პოლიციის ფუნქცებიც შევა, ანუ შეეძლებათ დოკუმენტების შემოწმება, ოქმების შედგენა და ტექნიკური მხარეების შემოწმება.
ახალი საპატრულო პოლიციის პრეზენტაცია კიევში უკვე გაიმართა. ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებსა და უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

1644228

1644229

1644230

1644231

1644232

1647215

1647216

1647217

1647219

ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გადწერა. ამის შესახებ ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ პირველმა მაოდგილემ, იგორ კონონენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრის განცხადება მინისტრთა კაბინეტს ჯერაც არ განუხილავს. უკრაინის ჯანდაცვის სამინიტროს კი ამტკიცებს,რომ ლექსანდრე კვიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება სიმართლეს არ შეესაბამება. ”ჩვენ მას გავესაუბრეთ. მას არანაირი განცხადება არ დაუწერია-განაცხადა წყარომ. მოგვიანებით წყარომ განაცხადა,რომ ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომა სიმართლეს არ შეესაბამება,თუმცა იგორ კონონენკო ირწმუნება,რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა განცხადება დაწერა. კვიტაშვილს უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

უკრაინელი ჩინოვნიკი, სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკი, რომელსაც გუშინ სააკაშილთან შელაპარაკება მოუვიდა, პრეზიდენტმა პოროშენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა მოიწვია სახელმწიფო ადმინისტრაცია და ინფრასტრუქტურის მინისტრი სადაც მოისმინე ალექსეი პივოვაროვის და მიხელ სააკშვილის არგუმენდები. ამის შემდეგ გადაწყდა,რომ ტრამსპორტის სამინისტროში ჩატარდება გამოძიება და ამ გამოძიების მსვლელობის დროს დენის ანტონიუკი გამოეთიშება თავის მოვალეობებს.

შეგახსნებეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. პრესკონფერენციაზე განიხილებოდა ოდესის აეროპორტში თავისუფალი ფრენის პრინციპის დანერგვა.

სააკაშილის თქმით ”თავისუფალი ფრენის” პრინციპი ვერაფერს შეცვლის, თუ ფრენებზე მონოპოლია მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ექნება. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია რომ ამ სფეროში ბევრი კომპანია შემოვიდეს და კონკურენცია იყოს.

უკრანის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეპასუხა და განაცხადა, რომ მსგავსმა რეფორმებმა საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო.

„ძვირფასო, 6 მილიონი ტურისტი არაფერია?? მინდა რომ სწორედ ასეთი „უშედეგობა“ იყოს ოდესაშიც. რატომ იყო 6 მილიონი ტურისტი? იმიტომ რომ ისეთები, როგორიც თქვენ და თქვენი უფროსები ხართ ჩვენ ხელისუფლებას ვერ მიუთითებდნენ, ვინ შემოეშვათ ამ სფეროში და ვინ არა“- განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორმა, მიხელ სააკაშვილმა, სახელმწიფო ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელი დენის ანტონიუკი მკაცრად გააკრიტიკა. მან ანტინოვიუკი კორუფციაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე იქ მსხდომ კომისიის წევრებსაც უყვირა.
”მე მინდა,რომ ეს სფერო იყოს თავისუფალი. მოდი ყველამ თვითონ გადაწყვიტოს სად გაფრინდეს. ამის შემდეგ ეს ავიაკომპანია რაზეც თქვენ მუშაობთ უკეთესი გახდება. ასეთივე ავიაკომპანია ჩვენ საქართველოშიც გვქონდა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დენის ანტონიუკმა, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს რეფორმები საქართველოში არაეფექტური იყო!
”ხოო?? და რა შედეგი გამოიღო?! საყვარელო, 6 მილიონი ტურისტი ეს არაფერია? მეც მინდა რომ ”არაფერი შედეგი” ოდესაშიც არ იყოს. იცით რატომ ექვსი მილიონი ტურისტი? იმიტომ,რომ თქვენაირი უფროსები არ ეუბნებოდა ჩვენს ხელისუფლებას ვინ შემოვუშვათ და ვინ არა! ” – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა. ამის შემდეგ მიხელ საკაშვილი ისტერიკაში ჩავარდა. ”მე არ მივიღებ ბრალდებებს იმ ადამიანისგან ვინც ოლიგარქების ინტერესებზე მუშაობს!”- განაცხადა გაბრაზებულმა გუბერნატორმა და სხდომა დატოვა.

ვიდეო სხდომიდან: