25/11/2017 – 07:47
მთავარი სპეც რუბრიკა ერაყი

ერაყში თავდაცვის სამინისტრო და საერთაშორისო კოალიცია ამერიკის ხემძღვანელობით ორი ოპერაციის შედეგად ”ისლამური სახელმწიფოს” ოცდათორმეტი მებრძოლი გაანადგურეს. როგორც ”რია-ნოვოსტი” ადგილობრივი მედიის დაყრდნობით გვამცონბოს. გენერალ-მაიორმა ქაზიმ ალ-მოჰამადი,რომელიც ხემძღვანელობდა ოპერაციას ერაყის სამხედრო ძალებთან ერთად პროვინცია ანბარში განაცხადა,რომ ”ისლამური სახელწმიფოს” პოზიციების დაბომბვის შედეგად განადგურებულია ოცდაშვიდი მებრძოლი ქალაქ ალ-კარმანში. კიდე ხუთი მებრძოლი განადგურებულია ქალაქ ერ-რამადში.

ქობულეთში ადგილობრივებმა მუსლიმთა სასწავლებლის გახსნა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი ლერნომტოვის ქუჩაზე, მედრესის წინ შეიკრიბნენ სლოგანებით შევაჩეროთ თურქული ექსპანსია! ჩვენ არ გვჭირდება რელიგია უცხოური ფულით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონტიგენტის სიმცირის გამო ქობულეთში მედრესის ფუნქციონირების საჭიროება არ არსებობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტს გააგრძელებენ და ადგილზე მედრესის გახსნას არ დაუშვებენ.

ქობულეთის მუფთის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გამოყოფს ალტერნატიულ ტერიტორიას და აუშენებენ შენობას, მედრესში იმ დღესვე შეწყდება სწავლა. ასლან ბერიძის განმარტებით, სასწავლებელი 40 მდე მოსწავლეს დღეს მიიღებს, ხოლო სწავლება ქართულ ენაზე იქნება.

ავტორი: მარი კეკელიძე

ისლამური სახელმწიფოს სამხედროთა დაჯგუფებამ გამოაქვეყნეს ამერიკელი მძევლის სტივენ სოტლოფის თავის მოკვეთის ვიდეო-მტკიცებულება.

სოტლოფი გაიტაცეს  2013 წლის აგვისტოში სირიაში. სოტლოფის დედამ 27 აგვისტოს ვიდეომიმართვა გაუგზავნა ისლამური სახელმწიფოს თვით-გამოცხადებულ ხალიფას, რათა გაეთავისუფლებინა თავისი შვილი.

მანამდე კი, დაჯგუფებამ 19 აგვისტოს  გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ამერიკელი მძევლის ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთა. დაჯგუფების წევრების განცხადებით ეს სიკვდილით დასჯა იყო შურისძიება აშშ-ის ავიაიერიშებზე, რომელიც განახორციელდა ერაყში მათი მებრძოლების წინააღმდეგ.

აღნიშნული ვიდეო გამოქვეყნდა მას შემდეგ რაც აგვისტოში  აშშ-მა   ერაყში ავიაიერიშები განაახლა.

ისლამური სახელმწიფოს სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ამერიკელ ჟურნალისტს ჯეიმს ფოლს თავს ჰკვეთენ.

ჯეიმს ფოლი ორი წლის წინ სირიაში დაიკარგა და მას შემდეგ იძებნებოდა.

ადამიანი, რომელიც სიკვდილით სჯის ჟურნალიტს, სავარაუდოდ, ბრიტანული აქცენტით საუბრობს.

გავრცელებულ ვიდეოში სამხედრო პირი აცხადებს, რომ ისინი ამით  შურს იძიებენ აშშ საჰაერო იერიშების შედეგად განხორციელებულ დაბომბვებზე, რომელიც მიტანილ იქნა ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფების წევრებზე.

ვიდეოში, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” სამხედროებმა გაავრცელეს, ასევე ნაჩვენებია კიდევ ერთი  მძევალიც, რომელიც გახლავთ ამერიკელი რეპორტიორი სტივენ სოტლოფი.

ავტორი: ნიკა ფაჩულია

ისრაელის მხრიდან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, კვირას, 19 ივლისს, დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. კვირა დღის მონაცემებით 87 ადამიანია მკვდარი, აქედან 67 კი ერთ ტერიტორიაზე.

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის თქმით, ის, რაც ღაზას სექტორის დასავლეთ უბანში მოხდა, არის “ხოცვა”. თვითმხილველების ცნობით ქუჩები გვამებით არის სავსე.

ამ ტერიტორიაზე “ჰუმანიტარული ზავი” იყო გამოცხადებული, რომელმაც მხოლოდ ერთ საათს გასტანა.

ისრაელი სამხედროების თქმით, ერთ ღამეში, მათი 13 ჯარისკაცი დაიღუპა.

ისრაელის სამხედრო სპიკერის განცხადებით, საომარი მოქმედებები, იქაური დროით 13:30-15:30-მდე, შეჩერებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, BBC-ის გადამღები ჯგუფის გადმოცემით, ზავის დაწყებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში, ცეცხლი კვლავ გაიხსნა. “ჰუმანიტარული ზავის” დარღვევას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.

გაზა

გაზა3

კვირას გამთენიისას, საჰაერო დაბომბვამ 4 ადამიანი, აქედან 2 ბავშვი იმსხვერპლა.

დღეს დილით ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში დაბომბა 34 სამიზნე, რომელსაც პალესტინური ორგანიზაცია “ჰამასი” აკონტროლებდა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ. როგორ The Times of Israel იუწყება, დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.
დაბომბვა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ნაპოვნი იქნა სამი გატაცებული ებრაელი მოზარდის გვამი. 12 ივნისს ებრაელი მოსწავლეები ქალაქ ხებრონიდან გაუჩინარდნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოზარდების გატაცებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასს” დააკისრა. მათ მოსაძებნად წამოიწყო ფართო მასშტაბიანი სამძებრო ღონისძიება, რომელშიც ათასობით ისრაელის არმიის სამხედროები მონაწილეობდნენ სპეცსამსახურებთან და პოლიციასთან ერთად.
ავიადარტყმები ისრაელსა და პალესტინას შორის აღნიშნული ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან გრძელდებოდა. თუმცა დღევანდელი ავიადაბომბვები ყველაზე მასშტაბური იყო.

წყარო: lenta.ru

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და აეროპორტ ტალ აფარში რომელიც მდებაროებს ჩრდილოეთ ერაყში მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები ისლამისტური ბოევიკებსა და სამთავრობო ძალებს შორის.