23/04/2018 – 11:49
მთავარი უცხოეთის ამბები კონფლიქტები

რუსეთმა სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში 28 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის მოიერიშეები და ბომბდამშენები გადაისროლა. ინფორმაციას სააგენტო AFP სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმითვე,  სირიაში სამხედრო ბაზაზე იმყოფება 20 საბრძოლო და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

არსებული ინფორმაციით, რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა უკვე დაიწყეს სირიის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენების განხორციელება.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სომხური მედიის ცნობით, სამი მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა, ერთი კი სამხედრო. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საზღვარზე ბოლო რამდენიმე დღეა ვითარება დაიძაბა, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური სოფლების მისამართით ცეცხლი არაერთხელ გახსნა. 
პარალელურად, აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ სომხურმა მხარემ 136-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ისინი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმტყორცნებიდან ისვრიან. შედეგად გუშინ ერთ-ერთი აზერბაიჯანული ოჯახი დაიბომბა, დაშავდა ერთი ადამიანი.

თურქეთი განაგრძობს ავიადარტყმებს ქურთისტანის მებრძოლთა მუშათა პარტიაზე,რომელიც ჩრდილოეთ ერაყში და თითონ თურქეთშია განლაგებული. თურქეთმა გამოაქვეყნა ავია დარყმების კადრები. ახლა მათი სამიზნეა  იარაღით სავსე  საწყობები .  ”F-16”-ით განადგურებულია რვა სამიზნე,რომელიც მდებარეობს ერაყისა და თურქეთის საზღვარზე. ამ ფონზე ანკარა  სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს აძლიერებს.
შეგახსენებთ თურქეთმა ქურთების სამიზნეების დაბომბვა გასულ კვირას დაიწყო,მას მერე რაც რამდენიმე სამხედრო მძიმედ დაიჭრა.  ამავე დროს დაიწყო ”ისალური სახელწიფოს” პოზიციების დაბობვაც.

პარასკევს,საუდის არაბეთის პატარა ქალაქ ალ-კუდაიჰის შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. დაღუპულია 21 ადამიანი. ექმიმების თქმით დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ გააქტიურა როდესაც ხალხი ლოცულობდა. ლოცვაზე სულ 150 ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო და განაცხადა,რომ ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ტასაცმელში ქონდა დამალული. ალ-კუდაიჰში ცხოვრობენ სუიტები. ესპერტები ამ აფეთქებას უკავშირებენ იმას,რომ საუდის არაბეთი იემენში ახორციელებს ოპერაციას ამბოხებულ-ჰოუსიტი შიიტების წინააღმდეგ.

ინტერნეტ გამოცემა ”გარდიანის” ჟურნალოსტმა Jane Corbin-მა იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში. აი მისი თავგადასავალი.

ქრისტიანები ამ ადგილას სადაც საფუძველი ჩაეყარა ალყაში მოაქციეს. ისლამური ექსტრემიზმის გამო,ათასობით მართმადიდებელი ერაყიდან და სირიიდან გაიქცა. ექვსი დღე მოგზაურობდი ახლო აღმოსავლეთში და შევხვდი ქრისტიანული ეკლესიის წინამძვრებს და კრების მზადყოფნას. მივხვდი თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქრისტიანობა და ზოგ რეგიონში მას გადარჩენა არ უწერია. ერთმა მართმადიდებელმა მითხრა: ”რა სისასტიკეც ვნახე და რაც გადამხვდა თავს ვშიშობ,რომ მეზობელ მუსლიმანებთან ძველებური ურთიერთობა აღარ მექნება.”
ერაყში სიტუაცია საგანგაშოა. მე წმინდა მატვეევის მონასტერი მოვინახულე,რომელიც მთაზეა. იგი მეოთხე საუკინისაა. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ საარტილერიო ჭურვების აფეთქების ხმა,ვნახე საავიაციო დარტყმები ისლამურ სახელწიფოებზე.როდესაც ქრისტიანობა რომიდან იყო გადაჭიმული,7000-ი ბერი მოდიოდა აქ სალოცავად. ახლა დარჩა ექვსი სალოცავი,თუმცა თქვენ მათი ნახვაც გაგიჭირდებათ, რადგან ყოველდღე ისმის სროლები და დამომბვები. ბევრი ქრისტიანი ვინც აქ ცხოვრობდა ერბილში და კურდისტანში გაიქცა. უმეტესობა დაბანაკდა ნახევრად აშენებულ სავაჭრო ცენტრში. ილეილა და იმად აზიზი გაიქცნენ მოსულში გასულ საფხულს. მათ ეშინიათ შინ დაბრუნებისა,რადგან იციან რომ მოკლავენ. როგორც ამათ სხვებსაც ადრე კარგი ვაჭრობა ჰქონდათ. თუმცა ახლა შინ ვერ დაბრუნდებიან, რადგან მათ იქ არაფერი აღარ დარჩათ. ყვველაფერი განადგურებულია. იმადი თვლის,რომ ქრისტიანები გადაშენების პირას არიან. ”ოთხი-ხუთი წლის შემდეგ ძალიან ცოტა მართმადიდებელი დარჩება”-განაცხადა იმადიმ.
ეს მასობრივი ქრისტიანული დევნა მუსლიმების დაწყებული არაა. ყველაფერი ათი წლის წინ ამერიკა-ბრიტანეთის ერაყში შეჭრით დაიწყო. მართმადიდებლები სადამ-ჰუსეინის დროს თავისუფლები იყვნენ და თავისუფლად შეეძლოთ ლოცვა.”ახლა შიიტები მოვიდნენ, ანადგურებენ ყველაფერს. ეხებიან ჩვენს რელიგიას. თუ ჩვენ არ გადავიხდით მართმადიდებლობისთვის საფასურს ისინი ჩვენ გვკლავენ”-განაცხადა მამა ბაზიმ კათოლიგური ეკლესიის წინამძღვარმა,რომელიც ახლა კარავში 135 ოჯახს უვლის. იგივე ამბავი მეორდება მთელ ახლო აღმოსავლეთში. მე სირიაში ვნახე ქალაქი მალალუ,საიდანაც 3000 ქრისტიანი გაიქცა,რადგან გაჩახდა ბრძოლები სახელმწიფო ჯარებს და ისლამურ მებრძოლეებს შორის. თუმცა ახლა ხალხი შინ ბრუნდება,რადგან სახელმწიფო ჯარებმა ქალაქი დაიკავეს. ერთ-ერთმა ქალმა მიჩვენა მისი სახლის დანგრეული კედლები. დომასკოში მე შევხვდი მამა ნაურა სამურს,რომელიც დღეში 5000 ადამიანს აპურებს.იგი იეზიდის დახმარების ცენტრში მუშაობს. ”სირია წარმოადგენს რელიგიური ხალხის მოზაიკას. ასეც უნდა დარჩეს”-განაცადა სამურმა. როგორც სხვა ეკლესიის ლიდერებმა მასაც არ შეუძლია მიიღოს ისლამური ხედვის იდეები.
მხოლოდ ლებანში აქვს მართმადიდებლობას ძალა. აქ ისლამისთვის და ქრისტიანობისთის მხოლოდ ერთი საშიში ძალა წარმაოდგეს. ისლამისტური ექსტრემიზმი. ახლა ჩვენ რავქნათ მივატოვოთ ეს ადამიანები თუ დავეხმაროთ? როგორც მამა ბაზი ამბობს: ”მიეცი ხალხს ვიზები,გუხსენი მათ გზა. ქრისტიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად და სიცოცხლის უფლება უნდა ქონდეთ მათ. ეს ყველაზე მთავარია! რადგან ვშიშობ,რომ კიდე გველის ცხვრების სასაკლაო”

საჰაერო ძალებმა საუდის არაბეთის მეთაურობით კვირას, განახორციელა ავიადარტყმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ადენში. პრეზიდენტს მოუწია ქვეყნიდან გაქცევა ხოლო მისი რეზიდენცია შიიტური ამხობებულების კონტროლის ქვეშაა. ავია დარყმის მეორე სამიზნე ქალაქი სანაა. საუდის არაბეთმა ირანის თხოვნას მხარი არ დაუჭირა და მიაჩნია,რომ ავია დარტყმები არ უნდა შეჩერდეს და დიალოგი ამბოხებულებთან არ უნდა შედგეს. უფრო მეტიც, იფიციალურმა ერ-რიადმა მზადყოფნა განაცხადა ახალი სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად.
საუდის არაბეთის პრინცი საულ-ალ-ფაზაილი, საუდის არაბეთის საგარეო მინისტრი:
”რა უფლებით გვეუბნება ირანი,რომ ჩვენ იემენში ოპერაცია უნდა შევაჩეროთ? იქ ბრძოლები ერთ წელზე მეტია გრძელდება. როცა სალეხი იყო პრეზიდენტი იქ ჩატარდა არაუმედეს ოცდაათი შეიაღაებული თავდასხმა, ხოუსიტების და სალეხის ჯარებთან ერთად.”
საუდის არაბეთი თვლის,რომ ხოუსიტების ამბოხება შიიტური ირანის და იემენის ყოფილი პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული. ამ არეულობის ფონზე, პაკისტანელი სუნიტები კვირას ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი უკმაყოფილოები არიან პარლამენტის გადაწყვეტილებით. სუნიტებს მიაჩნიათ, რომ პაკისტანის ჯარმა უნდა მიიღოს ამ ბრძოლაში მონაწილეობა.

კენიაში,ქალაქ გარისეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოხდა თავდასხმა. 15 ადამიანი მოკვდა ხოლო ათამდე დაიჭრა. 815 ადამიანიდან 280 ადამიანის მდგომარეობა გარკვეულია დანარჩენებს ეძებენ. ამდრომდე უცნობია თუ რამდენი მძევალი ყავთ მათ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა დაჯგუფებამ ”აშ-შაბაბმა”. ”რატომ გარისე? გარეს ეზაღვრება სომალი. ხოლო კენიაში მცხოვრები სომალიელები ამ ქალაქს საკუთრებათ მიიჩნევენ. მეორე მიზეზი არის ის რომ წინა კვირას კენიის სამართალდამცველებმა სამი ადამიანი მოკლეს.ესენი ალბათ აშ-შაბაბის წევრები იყვნენ და ეს თავდასხმა მათი პასუხია” განაცხადა ჟურნალისტმა ბაშირ ისმაილმა. სამართალდამცველებმა შეძლეს ოთხი საცხოვრებლიდან სამი საცხოვრებლის განთავისუფლება თავდამსხმელებისაგან. შეიარაღებულებმა განაცხადეს,რომ მხოლოდ მუსულმანებს გამოუშვებენ.
კენიის მთავრობა ჩაერთო”აფრიკის კავშირში” სომალიის ბოევიკების წინააღმდეგ და ამის გამო აშ-შაბაბმა დაჰპირდა კენიის მთავრობას,რომ შურს იძიებენ.

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში მსვლელობის დროს აფეთქბა მოხდა. როგორც ხარკოვის პროკურატურა იტყობინება დაღუპულია სამი ადამიანი. კოლონა სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედანზე მიემართებოდა, რომ პატივი მიეგო დაღუპულთათვის აღმოსავლეთ უკრაინაში. დაღუპულთა რიცხვი ამ დრომდე დგინდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ პრისტაიკოვმა განაცხადა რომ უკრაინია მზად არის რუსეთს ფართომაშტაბიანი ომი გამოუცხადოს. იგი ასევე თვლის რომ საჭიროა მძლავრი იარაღის მოწოდება კანადიდან,რომელიც შეძლებს დაიცვას უკრაინა.
”რისკი ძალიან მაღალია. ჩვენ არავის შეშინებას არ ვცდილობთ უბრალოდ მზად ვართ ფართომაშტაბიანი ომისთვის. ასევე გვინდა,რომ კანადამ მოგვაწოდოს მძლავრი იარაღი, იმისთვის,რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ”-განაცხადა პრისტაიკოვმა კანადის რადიოსადგურ CBC-ზე. ვლადიმერ პრისტაიკოვი ასევე თვილის,რომ საჭიროა ეკონომიკური დახმარება,რომელიც კანადამ და იაპონიამ უკრაინას დაპირდა.