21/08/2018 – 09:49
მთავარი უცხოეთის ამბები

აშშ-ის 15 შტატში 476 ადამიანს McDonald’s-ის სწრაფი კვების ობიექტებში ყოფნის შემდეგ ნაწლავური ინფექციის Cyclospora cayetanensis-ის დიაგნოზი დაუსვეს.

მასობრივი მოწავლის შესაძლო მიზეზად ბოსტნეულის სალათები დასახელდა. ამის შესახებ აშშ-ის პროდუქტებსა და წამლებზე კონტროლის სამმართველოს განცხადებაშიანათქვამი.

ფაქტთან დაკავშირებით შემოწმება მიმდინარეობს.

ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში McDonald’s-ის ქსელში ნაწლავური ინფექციების გამო სალათს დროებით არ გაყიდიან.

პარაზიტი წვრილ ნაწლავს აზიანებს. მისი გამომწვევი ბაქტერია კი დაბინძურებულ საჭმელსა და წყალშია. ბოლო წლებში აშშ-ში ნაწლავური ინფექციის აფეთქების მასშტაბური შემთხვევები რამდენჯერმე დაფიქსირდა. ინფექციონისტებმა მათი გავრცელება ქვეყანაში იმპორტირებულ პროტუქტებს დაუკავშირეს.

მექსიკაში ნარკოვაჭრობა კვლავ მტკივნეულ პრობლემად რჩება. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე ბრძოლას ერთის მხრივ, თავად ნარკოკარტელებს და მეორეს მხრივ, კარტელებსა და სახელმწიფოს შორის 200 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, 30 ათასი კი დაკარგულად ითვლება. განსაკუთრებით სასტიკი ბოლო 2017 წელი გამოდგა – 25 ათასი ადამიანი იქნა მოკლული გასულ წელს. პრობლემის მოგვარება პრეზიდენტებისა და პოლიტიკის შეცვლით ვერ ხერხდება. ქვეყანაში არსებული სიღარიბე, მაღალი დონის კორუფცია და დაუსჯელობის სინდრომი შეუძლებელს ხდის ამ სასტიკი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებას. სამართალდამცველებისა და სახელმწიფო მოხელეების გარდა სისტემატურად ხდება ჩვეულებრივი აქტივისტებისა და ჟურნალისტების მკვლელობა.
დღეისათვის მექსიკურ კარტელებს შორის სიძლიერით ორი მათგანი გამოირჩევა:
სინალოას კარტელი – დაარსდა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში. მისი დაუნდობელი ბოსის ხოაკინ გუზმანის იგივე ,,ელ ჩაპოს’’ ხელმძღვანელობით ეს კარტელი დიდი ხნის მანძილზე დომინირებდა მექსიკის ნარკოინდუსტრიაში. 2017 წელს ,,ელ ჩაპოს’’ დაპატიმრების და აშშ-ში ექსტრადირების შემდეგ კარტელი შედარებით დასუსტდა, დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის მის შვილებსა და თანაშემწეებს შორის. თუმცა იგი დღემდე აკონტროლებს მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომელიც აშშ-ს ესაზღვრება. გამომდინარე ამ ხელსაყრელი ტერიტორიული მდებარეობისა მათი შემოსავალი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს შეადგენს.

ჯალისკოს ახალი თაობა – დაარსდა 2010 წელს. თავდაპირველად წარმოადგენდა სინალოას კარტელის სამხედრო ფრთას, თუმცა შემდეგ მათი გზები გაიყარა და დღეისათვის ამ ორ კარტელს შორის დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული ბაზარზე კონტროლის დასამყარებლად და ხელსაყრელი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად. გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით, მათ შორის სამართალდამცველებისა და საჯარო მოხელეების მიმართ. ჯალისკოს ახალი თაობის ბოსი რუბენ ოსეგუერა იგივე ,,ელ მენჩო’’ გამოცხადებულია მექსიკის სახელმწიფოს მთავარ მტრად და დაწესებულია ჯილდო 1 მილიონი დოლარი მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
რაც შეეხება სხვა ნარკოკარტელებს, აღმოსავლეთ მექსიკაში ოდესღაც მრისხანე ,,ლოს ზეტასი’’ და ყურის კარტელი ლიდერების დაპატიმრებითა და მკვლელობებით მნიშვნელოვნად დასუსტდნენ და დაიქსაქსნენ. ქვეყნის დასავლეთში ,,ჯვაროსანი რაინდებისა’’ და ,,ლა ფამილიას’’ კარტელებმაც კონკურენტების მხრიდან შევიწროებისა და ახალი დანაშაულებრივი ჯგუფების გამოჩენის გამო პოზიციები დათმეს. მექსიკის ჩრდილოეთით ხუარესის, ტიხუანას და ბელტრან ლეივას კარტელები მნიშვნელოვნად დასუსტდნენ სინალოას კარტელისგან განხორციელებული აქტიური თავდასხმებისგან და დათმეს კონტროლი გარკვეულ ტერიტორიებზე.

დანია გერმანიის საზღვართან 70-კილომეტრიანი კედლის აშენებას გეგმავს.

ამ კონსტრუქციამ დანიაში შინაური ღორები გერმანული გარეული ტახებისგან უნდა დაიცვას, რომლებიც ღორის აფრიკული ჭირის გადამტანები არიან.

როგორც Deutsche Welle წერს, ამ დაავადების შემთხვევები არც დანიაში და არც გერმანიაში არ დაფიქსირებულა, თუმცა ის გავრცელებულია ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.

ღობეს, რომელიც სიმაღლეში 1,5 მეტრი იქნება, 2019 წელს ააშენებენ და ის დანიას 11 მილიონი ევრო დაუჯდება.

ბევრი დარწმუნებულია, რომ ღობე პრობლემას ვერ მოაგვერებს. ეკოლოგები კი შიშობენ, რომ ის სხვა ცხოველების მიგრაციას შეუშლის ხელს.

ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ათობით გარეულმა ღორმა ბელარუსსა და ლიეტუვას შორის საზღვარი გადაკვეთა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადავიდა.

Twitter-მა ალექს ჯონსის ანგარიში ერთი კვირით დაბლოკა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთქმულების თეორეტიკოსი მიკრობლოგში „ტვიტებს“ ვეღარ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ BBC წერს.

სოცქსელს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვტეილბა.

აქამდე Twitter-ი იყო ერთდაერთი სოცქსელი, რომელიც შეთქმულების თეორეტიკოსის აქტივობას არ ზღუდავდა.

მანამდე ჯონსის ანგარიში Vimeo-მ. YouTube-მა, Facebook-მა, Spotify, Apple-მა და Pinterest-მა წაშალა.

ალექს ჯონსი 9/11 ტერაქტის შესახებ მისი კონსპირაციული თეორიების გამო ფართო კრიტიკის ობიექტი გახდა. მან ასევე თქვა, რომ 2012 წელს სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში “მოკლული მოსწავლეების დიდი ნაწილი მსახიობები იყვნენ”.

ინდოეთის სხვადასხვა შტატში მუსონური წვიმის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 774 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთი შტატები დაზარალდნენ.

გარდაცვლილების გარდა არიან დაკარგულებიც. სამაშველო ოპერაციებში ეროვნული არმია და საპოლიციო დანაყოფები მონაწილეობენ.

2013 წელს მუსონური წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

მობილური ტელეფონი ფოტო და ვიდეოკამერითაა აღჭურვილი, რომელსაც პირველად სმარტფონების ისტორიაში დიაფრაგმის შეცვლის ფუნქცია აქვს. გალაქსის ახალი მოდელი ყველაზე ძლიერი ელემენტითაცაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 400 ამპერამდეა. სმარტფონი ათასი დოლარი ღირს.

მედალი ბოლივიის პრეზიდენტისთვის ევო მორალესისთვის ქალაქ კოჩაბამბაში ერთ-ერთ ოფიცერს უნდა ჩაეტანა, რომელიც იქ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა. ოფიცერი ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს მდებარე აეროპორტიდან უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, მან ავიარეისზე დაიგვიანა. სანამ ახალ რეისს ელოდებოდა მედალი მანქანაში დატოვა, მანქანა კი ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ უბანში იდგა.

ამასთან, პრეზიდენტის მედალი, რომელიც ბოლივიის ბანკში მდებარე სპეციალურ ოთახში ინახება, დაკარგვის დროს ჩვეულებრივ ზურგჩანთაში იდო. გამოცემის ცნობით, ქურდებმა მანქანის მინა ჩაამტვრიეს და ჩანთა გაიტაცეს. ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლოს მესამ ეს ქურდობა დიდი ბრიტანეთის დედოფლის სამეფო გვირგვინის ქურდობას შეადარა.

სამართალდამცველებმა დამნაშავეთა ლიდერი ცხელ კვალზე დააკავა. ის პერუს მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიცია ჯგუფის სხვა წევრების დაკავებასაც ცდილობს. ასევე დაკავებულია ოფიცერი, რომელმაც მედალი მანქანაში უყურადღებოდ დატოვა. მას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.

საბოლოოდ მედალი იპოვეს – დამნაშავეებმა ის ლა-პასეს ეკლესიაში დატოვეს. გამოცემის ცნობით, ისინი შეშიდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ზურგჩანთაში სახელმწიფო მნიშვნელობის ნივთი იდო. დამნაშავეებმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიას დაურეკეს და მედლის ადგილმდებარეობა აცნობეს.

ქვეყნის პრეზიდენტისთვის სამხედრო აღლუმზე მედლის დროულად ჩატანა ვერ მოხერხდა, 8 აგვისტოს აღლუმზე ის მედლის გარეშე წარდგა.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საბერძნეთში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. მისივე განმარტებით, საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეს საპატიმროში ამ დრომდე არ შეხვედრიან.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნინო ინაიშვილია, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში 12 წლის წინ გაემგზავრა და იქ საქმიანობდა. ის თბილისში ცხოვრობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, ხალკიდაში, პოლიციის თანამშრომლებმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს. საერთო ჯამში, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 9 წევრი. მათი უმრავლესობა ბულგარეთის მოქალაქეა, ერთი კი ქართველია.
მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავლის როლი 40 წლის ქალმა შეასრულა და საბოლოოდ, შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 4 დღეში პატარა გოგონა 18, 000 ევროდ გაიყიდებოდა. 40 წლის ქალმა შეხვედრა ატიკის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დანიშნა, რათა ბავშვი წაეყვანათ.
აღმოჩნდა, რომ ორმა ქალმა, რომელთაგან ერთი – 29 წლისაა და მეორე – 38 წლის, ახლახან იმშობიარეს, ხოლო კიდევ ერთი, 34 წლის ქალი კი ამჟამად ორსულად არის. ორმა ქალმა ახალშობილები გაყიდა, ხოლო 34 წლის ქალი, დაბადების შემდეგ, საკუთარ შვილსაც იმავეს უპირებდა. პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა.
საერთო ჯამში, 9, 025 ევრო ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველები ადგენენ, ჰყავთ თუ არა გაყიდული დაჯგუფების წევრებს სხვა ბავშვებიც.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 90-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით პირი დაშავებულია, არიან დაკარგულებიც. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.
ტურისტულ კუნძულზე, რომელიც ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, 7-ბალიანმა მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად, ლომბოკის მთელ ტერიტორიაზე ელექტროსისტემა გაითიშა.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა ერთი კვირის წინაც მოხდა, რომლის შედეგადაც 16 ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ლომბოკის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის სანაპიროდან 10 კილომეტრში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კუნძული ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. საინტერესო სანახაობების გარდა, ლომბოკი განთქმულია ულამაზესი სანაპიროებით, სადაც შესაბამისი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაც აქვთ.

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვას ბელაქანის რაიონული სასამართლო დღეს განაგრძობს. შესაძლოა დღეს ბოლო სხდომა იყოს, რის შემდეგაც მოსამართლე უკვე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. როდის იქნება განაჩენი, ამ ეტაპზე უცნობია.

ბრალდება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული და მას ამჯერადაც დაესწრება ადამიანის უფლებათა სახლისა და 42-ე მუხლის წარმომადგნელი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოდან ჩადის.