24/01/2018 – 02:02
მთავარი უსაფრთხოება

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საახალწლო პერიოდში თბილისში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება – შესაბამისი განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
„უსაფრთხოების ზომები იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ახალი წლის დღეებშიც”- ამბობს მინისტრი.

„ბოლო დღეებში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ, თბილისმა უმასპინძლა ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დონის ღონისძიებებს. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მაღალი დონის კოორდინაციით ძალიან კარგად გაართვეს თავი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას და ეს ასე გაგრძელდება. უსაფრთხოების ზომები იქნება, რა თქმა უნდა, იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის ახალი საახალწლო დღეებშიც”, – განაცხადა მინისტრმა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ქაბულში, RSM-ის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე და უწყების სხვა პირები. ცერემონიალზე ქართულ დელეგაციასთან ერთად უცხოელი სამხედრო წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ კაპელანმა მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი 42-ე ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა.
„შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით ჩვენს სამხედროებს. ქართველმა საზოგადოებამ იცის, რომ გაეროს მისიაში აქ, ავღანეთში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მსახურობს ქართველი გენერალი ჩაჩიბაია, რომელიც შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, იმ ძირითად გამოწვევებზე რომელიც ავღანეთში არსებობს, შესაძლებლობებზე, 2017 წლის გეგმებზე. ასეთ დრო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ ნებისმიერი ხელისუფლების ვალია, უშუალოდ იმ ხალხისგან მიიღოს პირველადი ინფორმაცია, ვინც ცხელ ზონაში იმყოფება და ვისაც წვდომა აქვს კონკრეტულ ფაქტებთან, წვდომა აქვს შესაძლებლობებთანაც და წვდომა აქვს მოთხოვნების იმ რესურსთან, რომელიც არსებობს. დღეს ავღანეთში ვითარება არ არის იმდენად სტაბილური, ვივარაუდოთ, რომ აქ რამე მისია მალე დასრულდება და, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, მოგვიწევს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

“დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ექვსეულშია.
საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით მხოლოდ სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ჰონგ- კონგი და ტაივანი უსწრებენ. კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკა, პაპუა, ახალი გვინეა და ჰონდურასი არიან.

დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში 23 წლის ჯამბულა აბდულაევი დააკავეს. 
ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2″ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აბდულაევის ასაყვანად ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართლადამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას “ისლამური სახელმწიფოს” დროშა, ხელყუმბარა და ავტომატური იაღარი ამოიღეს. 
აბდულაევის მშობლები შვილის “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს უარყოფენ. ამასთან, აბდულაევის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი პირი. 
ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი და კიდევ სამი ადამიანი დაკავებულია. უსაფრხოების სამსახური განცხადების გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.