23/10/2018 – 01:42
მთავარი უბედური შემთხვევა

ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაზე პიროტექნიკის მაღაზია აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელ ქალაქში ისმოდა. დაღუპულია ორი ადამიანი. დამწვარია 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი.
გთავაზობთ ფოტომასალას
15473_374015979426536_6302986077877298366_n

1240417_374016106093190_7624210837251029984_n

1459069_374016039426530_7706611815941923807_n

10489954_374016162759851_261204607901641216_n

10647204_374015689426565_2039039822041590607_n

10801871_374016252759842_2694316157855850497_n

10846306_374016632759804_8333716528091420858_n

ავტორი: მარი კეკელიძე

აჭარის რეგიონის სოფელ სალიბაურში მცხოვრებმა 22 წლის ქალბატონმა გუშინ საღამოს საკუთარი სახლის მეორე სართულზე თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას სოფლის რწმუნებული ადასტურებს, თუმცა “გარდაცვალების საბოლოო მიზეზად ეს არ სახელდება“.განაცხადა ირაკლი თურმანიძემ. ახალგაზრდა ქალბატონს სამი შვილი ჰყავდა. 

batumcccc
ამ დროისათვის ადგილზე ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც ქალბატონზე ძალადობის ფაქტს არ გამორიცხავენ. 
გარდაცვლილის მამამთილი ამბობს, რომ ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა და თუ რატომ ჩამოიხრჩიო 22 წლის ახალგაზრდამ თავი მისთვის უცნობია. 
ფაქტთან დაკავშირებით, შშს სამინოსტრომ დაიწყო მოკვლევა 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორი : მარიამ კეკელიძე

19 აგვისტოს წნორი ლაგოდეხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი ეკა კუპატაძე დაიღუპა. იგი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ეკა კუპატაძის ჟურნალისტური კარიერა 1999წელს რადიო “ჰერეთში” დაიწყო .სხვადასხვა წლებში ეკა კუპატაძე მუშაობდა, ასევე ლაგოდეხის ტელევიზიაში. ბოლოს იგი ტელეკომპანია ”მეცხრე არხში” მუშაობდა.

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია და მულტიმედია საინფორმაციო სააგენტო,,შენი მედია გუნდი’’ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჟურნალისტ ეკა კუპატაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს.

სოფელ შაუმიანში უბედურება მოხდა. მდინარე ხრამში გუშინ შუა დღეს ახალგაზრდა ბიჭი არმენ კარაპეტიანი დაიხრჩო.
,, მდინარეზე ბიჭებთან ერთად წავიდა საბანაოდ და თან წაიყვანა 10 წლის დიშვილი. ბავშვი მდინარემ გაიტაცა, არმენი ბავშვის გადასარჩენად გადახტა, თვითონ კი მდინარემ წაიღო. ეს ამბავი დღისით მოხდა, ხოლო გარდაცვლილის გვამი საღამოს იპოვეს. ” – განაცხადეს ახლობლებმა. სოფელ შაუმიანის მცხოვრები არმენ კარაპეტიანი 27 წლის იყო.

ავტორი: ნინო მაჭავარიანი

თვითფრინავი რომელიც თეირანიდან ტაბასში მიფრინავდა აფრენისთანავე კატასტრობა განიცადა. ბორტზე იმყოფებოდა 50 ადამიანი აქედან 7 ბავშვი და 8 ეკიპაჟის წევრი. ცხრა მგზავრი გადარჩა დანარჩენი დაიღუპა. ასევე დაშავებულები მოსახლეობის მხირდანაც არიან რადგან თვითფრინავი ქალაქ ირანიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. სააგენტოების ცნობით სამედიცინო დახნარებისთვის მიმართეს სამიდან შვიდ კაცამდე. კატასტროფის მიზეზი გაუმართავი ძრავაა, რის შედეგადაც თვითმფრინავმა აფრენისას კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა.

21 წლის  ოსკარ ოტერო  აგუილარი  ე.წ “ selfie“-ს გადაღების დროს გარდაიცვალა, როცა დატენილი იარაღით პოზირებდა .  შემთხვევას  გარდაცვლილის ორი მეგობარი შეესწრო. როგორც ისინი ყვებიან, იმ საღამოს სვამდნენ და ერთობოდნენ, როდესაც ოსკარმა ნათხოვარი იარაღით თამაში დაიწყო, ხოლო შემდეგ სურათის გადაღება გადაწყვიტა , რათა სოციალურ ქსელში აეტვირთა. სწორედ ამ დროს, მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

პოლიცია მეზობელმა, 57 წლის მანფერდო პაეცმა   გამოიძახა, რომელიც  ამ ამბავზე შემდეგს ყვება „ ოთახში ვიყავი, როდესაც მოულოდნელად იარაღის გასროლის ხმა გავიგონე, ამას ყვირილი მოჰყვა. მაშინვე მიხვვდი, რომ ვიღაც დაშავდა და პოლიციაში დავრეკე“

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ოსკარ აგუილარი მძიმე ჭრილობით დახვდათ, რომელიც თავში ქონდა მიყენებული ცეცხლასროლი იარაღით. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოსკარის მეგობრები თავდაპირველად  დააკავეს როგორც ეჭვმიტანილები, თუმცა მალევე  ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ოსკარს თავად გაუვარდა იარაღი.

პოლიციამ ასევე დაათვარიელა ოსკარის პროფილი სოციალურ ქსელში. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი „selfie“-ის გადაღების დიდი მოყვარული იყო. მის გვერდზე  ასობით სურათი იყო სადაც ის პოზირებდა ავტომანქანებთან, ალკოჰოლურ სასმელებთან, ლამაზ გოგონებთან… საბოლოოდ, ერთი შეხედვით უწყინარი  ჰობი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

 

 

 

ავტორი :  ნინო იმერლიშვილი

ახლახანს მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე,ყვარლის ტბიდან წამოსული მანქანა ხეს შეეჯახა. მანაქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით მგზავრი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. დაუზუსტებელი ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი მგზავრი, ფეხმძიმე გოგონა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავტორი:ფრიდონ ტყემალაძე