23/10/2018 – 01:41
მთავარი უბედური შემთხვევა

დღეს 4 ოქტომბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილის ოჯახს.

ტაჯიკეთის დედაქალაქში მილიციის განყოფილებაზე ბოროტმოქმედთა ჯგუფის თავდასხმის შედეგად, საერთო ჯამში, 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯუნაიდულო უმაროვმა მოაწყო. ინციდენტი დუშანბეს აეროპორტის სიახლოვეს მოხდა. ბოროტმოქმედებსა და სამართალდაცველ ორგანოებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი მებრძოლი და ავტოინსპექციის ერთი თანამშრომელი, ხოლო მილიციის ერთი თანამშრომელი კი დაიჭრა.

“ნორიოს” საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , დღეს, 06:50 საათზე, “ნორიოს” საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა.
“წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს”, -ნათქვამია განცახდებაში.

მუხიანის დასახლებაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, მუხიანში, კორპუსის ეზოში მანქანა შევარდა და იქ მყოფ პირებს დაეჯახა.

მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა, ასევე დაეჯახა ხეს და გაზის მილს. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხე მოგლიჯა, გაზის მილი კი დააზიანა. ამჟამად მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს გაზი არ მიეწოდებათ.

მუხიანის დასახლებაში, მე-4 ბ მ/რ-ის 35-ე ა კორპუსის ეზოში მანქანა შევარდა და იქ მყოფ პირებს დაეჯახა. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავდა ბავშვი, რომელიც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.

მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა, ასევე დაეჯახა ხეს და გაზის მილს. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხე მოგლიჯა, გაზის მილი კი დააზიანა. ამჟამად მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს გაზი არ მიეწოდებათ.

ზუგდიდში ბიზნესმენმა რუზგენ ჩუხუამ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. მძიმედ დაჭრილი ბიზნესმენი ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
თვითმკვლელობა გარდაცვლილის საქმიანობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით მას ბიზნეს-საქმიანობაში პრობლემე შეექმნა.

ქუთაისში, წუხელ მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბავშვი ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ბავშვს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი და მას დაჟეჟილობა აღენიშნება.
ექიმის განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთვსებელი ტრავმა არ აღენიშნება. 25 წლის ახალგაზრდა ფსიქიკური პრობლემების მქონეა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კახეთის სოფელ მელაანში შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომოვილები ერთმანეთს შეეჯახენ. როგორც News.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად მერსედესის მძღოლი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვესტერ ლი ფლენაგანი, რომელიც ოთხშაბათს მომხდარი ორი ჟურნალისტის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. Washington Post-ის ინფორმაციით, მან ჭრილობები თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მიიღო.
თვითმკვლელობის მცდელობამდე ფლენაგანმა სოციალურ ქსელებში ორი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომლებიც მან მკვლელობის ადგილზე გადაიღო. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში ოთხშაბათს დილით მოხდა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ტელერხ WDBJ7-ის გადამღები ჯგუფის 24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უორდი პირდაპირი ჩართვის დროს მოკლა. მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტები ადგილობრივი თანამდებობის პირისგან ვიკა გარდნერისგან ინტერვიუს იღებდნენ. მკვლელის ამოცნობა კადრებით გახდა შესაძლებელი, რომელიც მიწაზე დაცემამდე ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მკვლელი დაღუპულთა ყოფილი კოლეგა ვესტერ ლი ფლენაგანი აღმოჩნა, რომელიც ადრე WDBJ7-ზე მუშაობდა. 2014 წელს ფლენაგანს და არხს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ფლენაგანი WDBJ7-ს დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა.