20/08/2018 – 04:55
მთავარი უბედური შემთხვევა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, რამდენიმე დღის წინ მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი იპოვეს და წყლიდან ამოიღეს.

შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოპერატიულად – შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს.

მდინარე მტკვრის ძლიერი დინებისა და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად, მაშველებმა, თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკარგული “ოპელის” მარკის ავტომობილისა და მისი მძღოლის ცხედარს მიაკვლიეს და წყლიდან ამოღება შეძლეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინტერნეტში A320 EgyptAir-ის ჩამოვარდნის  პირველი ფოტო და ვიდეო Conflict News-მა გაავრცელა. თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოების დროს თვითმფრინავის ორი ფრაგმენტი კუნძულ კარპატოსთან, თვითმფრინავის რადარებიდან გაუჩინარებიდან 80 კილომეტრში შეამჩნიეს.

ეგვიპტის სამგზავრო თვითმფრინავი A320 EgyptAir, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, ხმელთაშუა ზღვის პერიმეტრში გაუჩინარდა. თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ეკიპაჟის წევრი.

 

17 მაისს, გვიან ღამით, ავარიის შედეგად, მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი, სამების საკათედრო ტაძრის მსახური მამა ბასილი აღმოჩნდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მოძღვარი მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობობით უცნობია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მაშინვე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ბათუმში ახალგაზრდა გოგო საცხოვრებელი კრპუსის მე-8 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

უკრაინაში, დონეცკთან ახლოს ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქეა. დაღუპული 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში მსახურობდა. ის ქვეითთა საბრძოლო მანქანის მძღოლი იყო და ავტომობილის ნაღმზე აფეთქებას ემსხვერპლა.

მომხდარი შემთხვევის შედეგად, დაჭრილია 7 უკრაინელი მებრძოლი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება.
„უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები… გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში, რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად, მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს. სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად დაშავდნენ“, – წერს თამთა ყუბანეიშვილი.
მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს თავად სოზარ სუბარიც. მინისტრი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. გუშინ, გვიან ღამით სამტრედია-აბაშის გზაზე დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა მეორე ავტომანქანის მძღოლი, 68 წლის ემზარ ხონელიძე.

სოფელ მარანში, სამტრედიის და აბაშის გზაგასაყარზე, რკინიგზის გადასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მძღოლი მართავდა, წინ მიმავალ ტაქსის შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში იმყოფებოდა თავად სოზარ სუბარიც. მომხდარის შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა. მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან.

თბილისში უბედური შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. აფრიკის დასახლებაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილის დამ მაშველები მას შემდეგ გამოიძახა, რაც სახლში შესვლა ვერ მოახერხა. მაშველების მოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლში მყოფი დედა-შვილი გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია ასევე ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველოს თადაცვის მინისტრმა თინა ხიდაშლმა თურქეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„დღეს ძალიან მძიმე და ტრაგიკული წუთებია თურქი ხალხისა და თურქეთის ხელისუფლებისთვის. მინდა, ჩემი გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატო მომხდართან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ტერორიზმი, როგორც გლობალური სენი, ჩვენი, ყველას ერთობლივი და დაუღალავი შრომის მიუხედავად, კვლავ ტოვებს თავის ძალინ მტკივნეულ და გაუმართლებელ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმებრ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ მძიმე წუთებში,“ – აცხადებს თინათინ ხიდაშელი.