25/09/2017 – 10:13
მთავარი ტურიზმი

0 339

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების 4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულიხმობს. მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა გაზრდილი, რაც აჭარაში 295 269 ტურისტის ვიზიტს ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. სამივე საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 11 თვის განმავლობაში 1 332 215 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.
საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 11 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, რაც 126 474 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.
მოგზაურების უმრავლესობა რეგიონს ისევ თურქეთიდან (962 382), აზერბაიჯანიდან (114 177), რუსეთიდან (62 150), უკრაინიდან (36 922) და სომხეთიდან (16 158) სტუმრობდა. თუცმა გასული წლისგან განსხვავებით, 2016 წელს აჭარაში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. რეგიონს, 11 თვეში 28 982 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა ისრაელიდან, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მათი ძირითადი ნაწილი 28 498 კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით, 87%-ით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 11 თვის განმავლობაში 32 340 ვიზიტორი შემოვიდა.

მიმდინარე წელს, ასევე გამოიკვეთა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5%) და საუდის არაბეთი (+44%).

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჩეხ და პოლონელ ტუროპერატორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. პრეზენტაციას, რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადენლებიც დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჩეხი და პოლონელი ტუროპერატორები აჭარაში ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით 21 ნოემბერს ჩამოვიდნენ და 24 ნოემბრამდე დარჩებიან. ტუროპერატორების ჯგუფს ხელმძღვანელობს პოლონეთში ქობულეთს დამეგობრებული ქალაქის პიეკარი შლონცკეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი დარიუს გაცეკი. ვიზიტის მიზანია ქობულეთის ტურისტული პოტენციალისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაცნობა. სამი დღის განმავლობაში სტუმრები ქობულეთში არქეოლოგიურ ნაქალაქარს, ისპანის დაცულ ტერიტორიას, მუზეუმს, ციცინათელას, ბლექ სი არენას, ღვინის სახლსა და სხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.

0 406

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლისთვის რეგიონის რეკლამირებას 17 ქვეყანაში გეგმავს. აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია შემდეგი წლისთვის 5 ახალ ქვეყანაში – არაბეთის გაერთიანებული საემიროებში, საუდის არაბეთში, დუბაიში, ლატვიაში, ესტონეთში, გერმანიასა და ირანში იგეგმება. 2017 წლისთვის, ბიუჯეტიდან სარეკლამო კამპანიებისთვის 5 425 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

მიმდინარე წელს, კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები 11 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსია, ლიტვა, პოლონეთი, ყაზახეთი, ისრაელი, რუსეთი, საქართველო) აწარმოა.

„შემდეგი წლისთვის ჩვენ ვიწყებთ ბაზრების დივერსიფიკაციას და აქცენტს ვაკეთებთ ქვეყნებზე, საიდანაც წელს რეგიონში ტურისტების ზრდის დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები სამიზნე ქვეყნებში რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, აჭარის დღეების გამართვასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებდა. ის ასევე მოიცავდა სამიზნე ქვეყნებში ფლეშმობების, კონკურსების, პრესს ლანჩების, პრესკონფერენციების, პრომო აქციების, გასტრო ტურებისა და კულინარიული მასტერკლასების ჩატარებას, ონლაინ და გარე რეკლამებს. აღნიშნული პიარკამანიები შემდეგ წელს უკვე 17 ქვეყანაში გადანაწილდება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა სამიზნე ქვეყნებიდან 22 პრეს და 8 ინფო ტურს გაუწია ორგანიზება, რომლის საშუალებითაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 114 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი და 176 ჟურნალისტი გაეცნო. შედეგად, სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედია საშუალებებში აჭარის შესახებ 130-ზე მეტი სტატია, ტელე-რადიო სიუჟეტი და გადაცემა გამოქვეყნდა. აჭარაში მოგზაურობას ვრცელი სარეკლამო გადაცემები მიუძღვნა ისეთმა ტელეკომპანიებმა როგორებიცაა Bloomberg TV , CNN TÜRK , Моя планета, ПЯТНИЦА, The Good Life Channel, Travel Channel Israel, Channel 10, Беларусь 1, ОНТ და ATV .

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციები ჩაატარა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. გარდა ამისა, წელს პირველად, მონაწილეობა მიიღო დუბაის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ტურისტულ გამოფენებში. ჯამში, რეგიონი 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს, ასევე წარმატებით განხორციელდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტი – აჭარის დღეები სამიზნე ქვეყნებში. ლიტვის, ისრაელის, ყაზახეთის, ბელარუსიისა და პოლონეთის მაცხოვრებლებმა, ჟურნალისტებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებმა აჭარაში ჩამოსვლამდე, თავიანთ ქვეყანაში ნახეს რისი დათვალიერების, დაგემოვნებისა და ნახვის შესაძლებლობა აქვთ რეგიონში სტუმრობისას. სულ, სამიზნე ქვეყნებში დეპარტამენტმა 7 აჭარის დღეს გაუწია ორგანიზება.

აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგძლივებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ცნობილ ტელეარხებზე ვიდეო რეკლამა გაუშვა. ვიდეო რგოლი Discovery channel-ზე, My planet-ზე, Euronews Moscov-ისა და Euronews Spb-ის ტელეეთერში სექტემბრის განმავლობაში ტრიალებდა.

გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი წლის დასაწყისიდან დღემდე აღნიშნულ სამიზნე ქვეყნებში ახორციელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად,

• 80 632 ვიზიტორი ვებ-გვერდზე: www.goBatumi.com.
• 106 852 მომხმარებელი სოციალურ ქსელში

მალე, კინოთეატრებში აჭარის ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ გამოჩნდება. ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული. მისი მთავარია გმირია ფუტკარი, საიდანაც ვითარდება მთელი სიუჟეტური ხაზი და აჭარის ეკოტურისტულ სიმდიდრეს წარმოაჩენს.

ფილმის გადაღებები აჭარაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელწოდება „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს, რომელშიც ფუტკრის მოშინაურება ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. ამ ეტაპზე სტუდია „Eco films” უკვე ფილმის მონტაჟზე მუშაობს და ფილმის პრემიერა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

„ასეთი მაშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის შესახებ აქამდე არათუ ჩვენ არ გადაგვიღია, არამედ საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ, რეალური მოვლენები, ადამიანებისა და ველური ბუნების, ცხოველების თანარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები,“ აცხადებს ფილმის რეჟისორი და სტუდია “Eco films” დამფუძნებელი ნიკა წიკლაური.

ფილმში გამოდმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წეს-ჩვეულებებთან ერთად. მასში კარგად ჩანს იმ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც აჭარის მიუვალ ხეობებში ველურ ბუნებასთან თანაცხოვრობენ. აჭარის ეკოტურისტული პოტენციალი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ფილმში ასევე კარგადაა წარმოჩენილი.

„ფილმი ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობა და სიახლეები აინტერესებთ. მასში კარგად ჩანს ის ეკოტურისტული სიმდიდრე, რაც აჭარას გააჩნია და რითიც შეიძლება მოვიზიდოთ ველურ ბუნებაში მოგზაურობის მსურველები. რეგიონს ოთხი მხოლოდ ეროვნული პარკი გააჩნია, რასაც ემატება მაღალმთიანი აჭარის ბიომრავალფეროვნებაც. მსგავსი ფილმები კი ხელს უწყობს ამ ყველაფრის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.

0 506

2016 წლის 8 თვის მონაცემებით, აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 11,34-ით გაიზარდა, რაც 227, 342 უცხოელ ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების სტატისტიკა რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55% გაიზარდა, რაც 114 169 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 30 468 ვიზიტორი შემოვიდა. ციფრი 7,5 -ჯერ აღემატება (23 230) გასულ წლის ანალოგიურ პერიოდს და მათი ძირითადი ნაწილი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.
ლიდერობს ისრაელიც, საიდანაც ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 371% -ით გაიზარდა (23 236). მათი დიდი უმრავლესობა კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა (22 803).

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეგიონში 76%-ითაა(3270) გაზრდილი საუდის არაბეთიდან და 279% ით(1483) არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან.

„დღემდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურისტების რაოდენობას რეგიონში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვითვლიდით. თუმცა წელს, დავიწყეთ არარგისტრირებული განთავსების ობიექტების კვლევაც, რომლის ფარგლებშიც დადგინდება თუ რა რაოდენობის ტურისტი რჩება აჭარაში არარეგისტრირებულ სასტუმროებსა და საოჯახო სახლებში. რაც საშუალებას მოგვცემს განისაზროს თუ რა რაოდენობის ტურისტი სტუმრობს აჭარას წლის განმავლობაში. გარდა ამისა, დეპარტამენტი ასევე აწარმოებს შიდა და უცხოელი ტურისტების კვლევებს, რომლის შედეგადაც ყალიბდება რეგიონის სტუმარი ტურისტების პროფილები. კვლევის შედეგები ერთის მხრივ საშუალებას იძლევა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გაითვალისწინოს თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გაუწიოს პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა და განხორციელება,» განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

0 407

პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პროექტი მიზნად შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს და ის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მედია ტურის მონაწილე ცენტრალური ტელევიზიების 25-მდე წარმომადგენლისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს შემოდგომაზე გაეცნენ.
ტური ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მედიატურის მონაწილეებმა აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი მოინახულეს, იქ დანერგილ სერვისებს გაეცნენ, დაათვალიერეს სადემონსტრაციო ვენახი და მარწყვის სათბური. იქვე ჟურნალისტებმა ქობულეთისთვის დამახასიათებელი კერძები დააგემოვნეს და ერთ-ერთი პოპულარული კერძის „აჩმა“ მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ. მედიატური აგროსერვის ცენტრის ციტრუსის სადემონსტრაციო ბაღში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტებმა საადრეო მანდარინის დაკრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მედიატურის მეორე დღეს კი მათ საშუალება მიეცათ შუა ზღვაში თევზაობის პროცესი გადაეღოთ და ბათუმში წარმოდგენილი თევზის სახეობები დაეგემოვნებინათ.
„ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადი რეგიონი. ამ მედიატურის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ადამიანებს ვაჩვენოთ თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში შემოდგომაზე სტუმრობისას. ეს იქნება გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, ეკოტურისტული მიმართულება თუ სოფლად ტურიზმი – ჩვენთან ტურიზმის ყველა ეს მიმართულება აქტუალურია შემოდგომაზე. რეგიონის სტუმრებს თანაბრად შეუძლიათ ქალაქის ტურისტული ღირშესანიშნაობების მონახულების პარალელურად ჩაერთონ რთველში, რომელიც აჭარაში ნოემბერში იწყება. ასევე მონაწილეობა მიიღონ ნარინჯისფერ რთველშიც და პარალელურად ჩვენი გემრიელი სამზარეულო დააგემოვნონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში აჭარას ქართული ჟურნალისტიკის ცნობილი სახეებიც სტუმრობდნენ. მედია ტურში საქართველოში არსებული ყველა წამყვანი ტელევიზიის გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ.

0 453

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ კამპანიები 10 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა. მათ შორისაა, ლიტვა, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 43%-ით გაიზარდა (საზღვრის კვეთის მონაცემები).
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტმა ლიტვაში სხვადასხვა პიარ ღონისძიებებს გაუწია ორგანიზება. მათ შორის განსაკუთრებით სიანტერესო ვილნიუსსა და კლაიპედაში აჭარის დღეების გამართვა იყო, სადაც ქართულ ფოკლორს, სამზარეულოსა და ტრადიციებს 4000-მდე ლიტველი გაეცნო.
წარმატებული იყო ცნობილი ლიტველი მსახიობებისა და ტელეწამყვანების აჭარაში მოგზაურობის პიარპროექტიც, რომელიც რეგიონის ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. ლიტველი „ვარსკვლავები“-ს აჭარაში მოგზაურობას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება მედიაში. ლიტვაში პოპულარულ ვებ-პორტალებსა და ტელევიზიებში 50-მდე სტატია და სიუჟეტი გამოქვეყნა მათი აჭარაში მოგზაურობისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ.
დეპარტამენტმა ლიტვადან ასევე უმასპინძლა 10-მდე რეიტინგული მედია საშუალებების წარმომადგენლებს. მედიატურის შედეგად 15-მდე სტატია და ვიდეორგოლი ლიტვაში რეიტინგულ ვებპორტალებსა და ჟურნალებში გამოქვეყნდა. მასალების საერთო წვდომამ 4,5 მილიონს მიაღწია.
აჭარული სამზარეულოს შესახებ ლიტვაში ცნობილ ტელეარხზე TV3 22 წუთიანი სარეკლამო გადაცემაც მომზადდა, სადაც აჭარული კერძების მასტერკლასში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე და სერიალის „ღვინის გზა“ მსახიობები იყვნენ ჩართულები. გადაცემა მიზნად აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის პოპულარიზაციას ისახავდა.
დეპარტამენტმა ასევე აწარმოა ონლაინ რეკლამა პოპულარულ ლიტვურ ვებპორტალებზე, სოციალურ მედიაში, youtube-სა და google-ზე. გარე რეკლამის ფარგლებში კი 33 ბილბორდი ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩებში განთავსდა, რასაც გასული წლისგან განსხვავებით წელს ბათუმის მობილური სკულფტურაც დაემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვაში პიარ კამპანიებს 2012 წლიდან ახორციელებს.

0 360

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობების რეკლამირებას რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „OTDYKH LEISURE” უწევს. საქართველოს სტენდთან მოსულ ვიზიტორების საშუალება აქვთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობებისა და რეგიონში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, ასევე აჭარის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო-სარეკლამო მასალებს გაეცნონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.

რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „OTDYKH LEISURE” მოსკოვში ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა რუსეთში. მასში 70-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენა 21 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბერს დასრულდება. გამოფენის ფარგლებში 160 ბიზნეს ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც გამოფენის მონაწილეებისთვის კარგი საშუალებაა ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს მეთოთხმეტედ უწევს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს

აჭარაში ჩინეთში წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. ჟურნალისტები და ტუროპერატორები ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულების შემდეგ ისინი ძველ ბათუმს, ბულვარს, ევროპის მოედანსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს ათვალიერებენ, ასევე, გაეცნობიან ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ. ჩინელი ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები აჭარას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით სტუმრობენ. აჭარაში ჩამოსვლამდე ისინი თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. მათი ერთკვირიანი ინფოტური საქართველოში მესტიასა და ქუთაისში ვიზიტით დასრულდება.

ჩინურ ტურისტულ ბაზარზე საქართველოს გააქტიურება, რაც პრეს და ინფოტურების ორგანიზებაშიც გამოიხატება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დანიშვნას უკავშირდება. სექტემბრის ბოლოდან თბილისის მიმართულებით ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ რეგულარულ ფრენებს იწყებს.

0 435

აჭარაში გიდების გადამზადება მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გრძელდება. ამჯერად, გიდების ცოდნის გაღრმავება ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით მოხდა. აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ რეგიონში მოქმედი 10 უცხო და ქართულენოვანი გიდი უცხოელ ტურისტებში პოპულარული მარშრუტის მიმართულებით გადაამზადა.

თეორიული სწავლების გარდა ტრენინგების ფარგლებში გიდებისთვის ღვინის მარშრუტის მიმართულებით ინფოტურები მოეწყო. ისინი მარშრუტზე არსებულ ღვინის მარნებს, საოჯახო სახლებსა და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს გაეცნენ. ადგილზე დააგემოვნეს საოჯახო მარნებში დამზადებული ღვინო და ტრადიციული კერძები. რაც შეეხება თეორიულ ტრენინგებს, მათ აჭარაში ცნობილი მეღვინის, სომელიესა და ისტორიკოსისგან ღვინის ისტორიის, დეგუსტაციის წესებისა და ტექნოლოგიური მომზადების, ასევე ექსკურსიათმძღოლობისას პრობლემატური საკითხების მოგვარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აჭარაში ქედის ღვინის მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესოა ტურისტებისთვის, რომლებსაც რეგიონში ტრადიციული კერძების დაგემოვნება და მხოლოდ აჭარისთვის დამახასიათებელი ღვინის სახეობების აღმოჩენა სურს. ქედის „ჩხავერი“ და „ცოლიკაური“ განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა და ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს
მიზანია, რომ რეგიონში მოქმედი გიდები მარშრუტზე არსებულ ყველა სერვისსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობას იცნობდნენ, რათა სწორად მოახდინონ მათი პოპულარიზაცია და შეთავაზება ტურისტებისთვის.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცათ. ღვინის მარშრუტის გარდა სააგენტომ უკვე გადაამზადა გიდები მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მიმართულებითაც. გიდების გადამზადება შუახევისა და ხულოს ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იგეგმება.