20/08/2018 – 04:54
მთავარი ტრანსპორტი

0 1113

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მქონე მძღოლები გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციებს იწყებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, პირველი აქცია 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მოთხოვნაა ხელისუფლებამ არ აკრძალოს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია.
“მეგობრებო, ჩვენს გეგმებში შედის ცვლილება, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან და მინდა გითხრათ ჩვენი გამაფრთხილებელი აქციის შესახებ. გამაფრთხილებელი აქცია ჩატარდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მიმართულებით, კვირას, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე. ყველა ჩვენ ჩვენი ავტომობილებით შევიკრიბებით და გავჩერდებით პირველ ზოლში 1-2 მეტრის დაშორებით და გავაკეთებთ ავტომობილებით უწყვეთ ჯაჭვს მთელ სანაპიროზე, უკვე 13:00 საათზე სიგნალებით მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ შსს-ს და შესაბამის ორგანოებს, თუ ჩვენი მოთხოვნა ოთხშაბათამდე (მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტარციის აკრძალვასთან დაკავშირებით) არ დაკმაყოფილდება, ჩვენ, ხუთშაბათს დავიწყებთ მსველობას თბილისის ქუჩებში პიკის საათებში, რაც სავარაუდოდ მოახდენს ქალაქის პარალიზებას და რეალურად ეს შექმნის პრობლემას. ჩვენ გამაფრთხილებელი აქციისთვის ვირჩევთ კვირა დღეს, ასევე ვირჩევთ ისეთ ადგილს, სადაც ნაკლებად შევაფერხებთ მოძრაობას, ვინაიდან არ გვსურს პრობლემა შევუქმნათ ქალაქს, მაგრამ თუ კანონპროექტში არ შევა ცვლილება, ეს პრობლემები გარდაუვალი გახდება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შს მინისტრის განმარტებით, იკრძალება რეგისტრაცია და არა – იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.

Land Rover-ი ყველგანმავალის ახალ მოდელზე მუშაობს. ეს პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 70 წლის განმავლობაში, როდესაც Land Rover-ი ყველგანმავალის ხაზს სახურავის გარეშე,  კიდევ ერთ ახალ მოდელს შემატებს. ახალი მოდელის ავტომობილს მთებში, წყალში და ტალახში სიარულის შესაძლებლობა ექნება. 

Land Rover-ის ახალი ვერსიის ჯერ მხოლოდ ფოტოები ვრცელდება. მომავალ თვეს კი იგი ლოს-ანჟელესის საერთაშორისო ავტოშოუზე გამოჩნდება. ე.წ ოფ-როუდერებისთვის სასურველი მანქანის ყიდვის შესაძლებლობა მსურველს 2016 წლის დასაწყისიდან ექნება. 

0 753

თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა. 
ჯავახიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა, რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა. 
“თბილისი იმდენად გადაიტვირთა მოსახლეობით, შეუძლებელია დახურული კვანძები გავხსნათ როგორმე, თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან ინტენსიური განვითარება. თუ ყველა ქალაქელს მოუნდება საკუთარი მანქანით გადაადგილება, თბილისი ამის შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა. ამიტომ მეტრო ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენი ხნის დაკონსერვებული პროექტის ბოლომდე მიყვანის მცდელობა მისასალმებელია”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა შემდეგ სამუშაოები შეჩერდა. 2013 წელს კი ახალი პროექტი ესპანურმა კომპანიამ მოამზადა. პირველი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადდა, თუმცა, ჯავახიშვილის თქმით, მაღალკვალიფიციურმა მშენებლებმა, სამწუხაროდ, მასში მონაწილეობა არ მიიღეს და ტენდერი ჩაიშალა. ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ესპანურმა კომპანიამ ASSIGNIA KOBRA გაიმარჯვა. 
მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა დღეს განახლდა და 2 წელიწადში დასრულდება.