21/08/2018 – 15:59
მთავარი ტექნოლოგიები

მსოფილიოს მაშტაბით დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი განიცდის  თმის ცვენის პრობლემას. კალიფორნიულმა კომპანიამ ამ პრობლემას გადაწყვეტა მოუძებნა. მათ გამოიგონეს შლემი, რომელიც თმის ზრდის სტიმულირებას ახდენს  ცივი ლაზერის საშუალებით.

მწარმოებლების აზრით, შლემი THERADOME ერთადერთი მოწყობილობაა, რომლის გამოყენება თმის ცვენის სამკურნალოდ სახლის პირობებშია შესაძლებელი. თუმცა დაკარგული თმის დასაბრუნებლად პაციენტს 795 დოლარის გადახდა მოუწევს.

“შლემს არამარტო დაკარგული თმის დაბრუნება, არამედ დარჩენილი თმის ფოლეკულების ზომის ორჯერ გადიდება და გამელოტების შეფერხება შეუძლია” -იტყობინება The Daily Mail.

„დაკარგული თმის აღდგენა უკვე კომფორტული და ხელმისაწვდომი გზითაა შესაძლებელი“ – იტყობინებიან კომპანიის საიტზე.

ამ დრომდე  ცივი ლაზერული თერაპია მხოლოდ სპეციალურ კლინიკებში გამოიყენებოდა. THERADOME  საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ ამ ტექნიკის უპირატესობები სახლის პირობებში. მაღალეფექტური ცივი ლაზერები,  თავის კანზე   სინათლის მაქსიმალური რაოდენობით დანათებისას პრაქტიკულად სითბოს არ გამოყოფენ.THERADOME-ი იყენებს 80 ლაზერს თავის ზედაპირის მოცულობის 720 მ-დან  582 მ2 – ის ასათვისებლად. ერთი სეანსი გრძელდება 20 წუთი. კვირაში ორი სეანსია საჭირო. კურსი გათვლილია  50 კვირაზე.

პირველი 18-24 კვირის განმავლობაში THERADOME-ი აჩერებს თმის ცვენას. 28 კვირის შემდეგ ხდება თმის ზრდის პროცესის აღდგენა თავის კანისთვის და თმის ფოლეკულებისთვის  სისხლის მიწოდების  გაზრდის ხარჯზე. ასევე ხდება უჯრედების მეტაბოლიზმის მიკროსტიმულაცია და გაუმჯობესება. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ  შლემის რეგულარული გამოყენება 50 კვირის განმავლობაში გაზრდის თმას და გაახშირებს მის მოცულობას.

შლემის გამომგონებელია ტამიმ ხამიდი, NASA-ს ყოფილი მკვლევარი და ახლა უკვე THERADOME-ის დამაარსებელი და  მმართველი.  მას  მსგავსი პროდუქტის შექმნის იდეა 32 წლის ასაკში დაებადა, როდესაც თავად დაეწყო  თმის ცვენა.

 

ავტორი: სოფია კახნიაშვილი

მექსიკაში, ავტონომიური ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა, ჩაატარეს ცდები უკაბელო ინტერნეტით ინფორმაციის სწრაფად გადატანაში. ახალ უსწრაფეს ინტერნეტს ქვია Li-Fi ანუ ინფორმაციის გადატანა შუქის მეშვეობით. მათ შეძლეს სიჩქარის გაზრდა 10 გიგაბიტით/წამში. ეს ტექნოლოგია დიდიხანია გამოგონილია თუმცა ასეთი სიჩქარის მიღწევა აქამდე შეუძლებელი იყო. Li-Fi-ით გაგზავნილი ინფრომაცია იგზავნება ისეთი სწრაფი შუქის ციმციმით, რომ ადამიანის თვალი ამას ვერ ხედავს. ეს ყველაფერი ხდება ჩვეულებრივი ნათურით, რასაც ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ. თავიდან ხმის გავრცელებაზე მუშაობდნენ, შემდეგ გადავიდნენ ვიდეოზე და ინტერნეტ-მონაცემებზე. მათ მიიღეს უსწრაფესი სიჩქარე 10გიგაბიტი/წამში. ეს ნიშნავს იმას,რომ შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის კინო ინტერნეტში ავტვირთოთ 45 წამში. Li-Fi-ს ასევე შეუძლია იმუშაოს ისეთ დაწესებულებაში, სადაც რაიმე აპარატით სიხშირე ჩაწეულია (მაგალითად საავადმყოფოში). ასეთი ინტერნეტი ძალიან იაფია,რადგან თქვენ მხოლოდ განათებაში იხდით ფულს. თუმცა, როგორც ყველა ტექნოლოგიას, ამასაც აქვს ერთი დიდი მინუსი. გადამცემი და მიმღები უნდა ხედავდნენ ერთმანეთს. გაუმჭვირვალე ზედაპირიდან ისინი ერთმანეთს ვერ დაინახავენ.

ბოლო დროს გამომგონებლები დიდი რაოდენობით  სხვადასხვა ჭკვიან მოწყობილობებს გვთავაზობენ. ისინი ამჟამად   ელექტრონულ ჭიქას გვთავაზობენ, რომელსაც შეუძლია  განსაზღვროს რა რაოდენობის და რა სასმელი ასხია ჭიქაში.

ჭიქა Vessyl სპეციალური გადამცემების საშუალებით განსაზღვრავს არამარტო იმას თუ რა სითხე ასხია მასში, არამედ ამ სითხეში კალორიების, ცხიმების, შაქრის ან კოფეინის შემცველობას.

ამ ინფორმაციის ნახვა მფლობელს შეუძლია  iOS-ის და  Android-ის ტიპის სმართფონზე  სპეცილური აპლიკაციის საშუალებით. ჭიქა ინფორმაციას ტელეფონს ბლუთუზის საშუალებით გადასცემს. სმართფონის გარდა ინფორმაციის ნაწილი თავად ჭიქაზეც ჩნდება. მაგალითად თუ მფლობელი სვამს ყავას, ჭიქაზე გამოჩნდება ინფორმაცია ყავაში კოფეინის შემცველობაზე.

gh

გამომგონებლები სტარტაპისთვის საჭირო რესურსების შესაგროვებლად ცოტა არასტანდარტული გზით წავიდნენ. იმის მაგივრად, რომ ფული შეეგროვებინათ დაფინანსების ძიების გზით, ისინი თავაზობენ პოტენციურ მყიდველებს ონლაინ მაღაზიაში  წინასწარი შეკვეთა გააფორმონ ჭკვიანი ჭიქისა. მისი ფასი 99$ია.

სამწუხაროდ მწარმოებლები არ  ასაჯაროებენ ჭკვიანი ჭიქის მუშაობის პრინციპს, თუმცა  იტყობინებიან, რომ Vessyl-ის ფუნქციონირებისთვის საკმაოდ რთული გადამცემები გამოიყენება, რომლებიც დეტალურ  ანალიზს უკეთებენ სითხეს, რომელიც ჭიქაში ასხია.

 

ავტორი:  სოფია კახნიაშვილი

კომპანია  LG-მ დააანონსა ჭკვიანი სამაჯური KizON, რომელიც დაეხმარება მშობლებს  მუდმივად აკონტროლონ, თუ სად იმყოფებიან მათი შვილები.

LG-KizON-1

გასაკონტროლებლად მოწყობილობაში  3G უკაბელო მოდული, Wi-Fi და GPS-ია ჩამონტაჟებული. ამის გარდა სამაჯურის საშუალებით შესაძლებელია ზარის განხორციელება, თუმცა შემომავალი და გამავალი ზარების წინასწარ დაპროგრამება შესაძლებელია მშობლების მიერ. თუ ბავშვი დაუკავშირდა ვინმეს სამაჯურის საშუალებით, 10 წამის შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად უკავშირდება მშობლებს, რათა მათ შეძლონ საუბრის მოსმენა.

საბავშვო სამაჯური დამზადებულია წყალგამძლე მასალისგან, რაც შესაძლებელს ხდის სამაჯურის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს მოხმარებას. ჩამონტაჯებული აკუმულატორი  მოწყობილობას 36 საათის განმავლობაში მუშაობის საშუალებას აძლევს.  როდესაც დატენვის მაჩვენებელი 25%-ს  ჩამოცდება, მშობლები იღებენ შეტყობინებას ამის შესახებ.

LG-KizON-2

„ბავშვები და ხნიერი ადამიანები ამ მოწყობილობის სამიზნო აუდიტორიაა. სამაჯური შესაძლებლობას იძლევა მუდმივ კავშირზე იყოთ და არ გეშინოდეთ მისი დაკარგვის. KizON გვათავისუფლებს  მოუხერხებელი მოწყობილობების ჯიბით ტარების აუცილებლობისგან “. -აცხადებს LG-ს აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც LG -ს სიტზე იტყობინებიან სამაჯური ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში: ვარდისფერ, ცისფერ და მწვანე ფერებში.

ახალი მოწყობილობა ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ კორეაში გაიყიდება. კომპანია  LG იმედოვნებს, რომ სამომავლოდ გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც პროდუქტი გაიყიდება.

ავტორი: სოფია კახნიაშვილი

ამჟამად Nokia Lumia 930 არის ყველაზე სტაბილური Windows სმარტფონი.
როგორც ყველა Lumia მოდელებს, ამასაც აქვს 5 დუმიანი Full HD ეკრანი, ასევე ჩამონტაჟებული აქვს უკაბელო დატენვა, ოთხი მიკროფონი და მხარდაჯერა Dolby Surround 51 (ეს პირველად არის წარმოდგენილი). მას აქვს 20 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც ადიდებს გამოსახულებას ხარისხის დაკარგვის გარეშე 4x ზუმი ვიდეო გადაღების დროს.

მახასიათებლები:
ოპერატიული სისტემა: Windows 8.1
პროცესორი: 4-ბირთვი Qualcomm Snapdragon 800 2,2 მეგახერცით
მეხსიერება: რამი 2GB, ხოლო დამატებითი მეხსიერება აქვს 32GB
ეკრანი: ClearBlack OLED, 5,0”, 1920 x 1080 პიქსელზე. შუშა Gorilla Glass 3,
კამერა: ZEISS 20მეგაპიქსელი. ავტოფოკუსი და ხმის ჩასაწერად ოთხი მიკროფონი
წინა კამერა: 1.2 მეგაპიქსელი (Skype-სთვის კარგია)
უკაბელო მხარდაჭერა:Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac, Bluetooth 4.0, NFC, Wi-Fi Direct, Dolby Surround 5.1
ბატარეა: 2420-სიმძლავრით (საშუალოა)

i (1)

i
930camera

მოგეხსენებათ დღესდღეობით Windows 7 ყველაზე პოპულალური ოპერაციული სისტემაა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს Windows-ი გამოვიდა 5 წლის წინ და ამიტომ ითვლება ძალიან ძველ სისტემად. Microsoft-მა გადაწყვიტა ყველა მომხმარებელი გადაიყვანოს Windows 8.1-ზე ანუ წყვეტს Windows 7 მხარდაჭერას. 7-დზე განახლებები კიდე ნახევარი წელი გამოვა და დაიხურება 2015 წლის 13 იანვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან სისტემური განახლებები არ ექნება Windows 7-ს. ასეთი გადაწყვეტილება Microsoft-მა აპრილში windows Xp-ზეც მიიღო.

 

თუ გიყვართ როლიკები, ან უბრალოდ ეძებთ ახალ ორიგინალურ გზას ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისთვის, მაშინ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალ პროექტს- ACTION R ROCKET SKATES.

ლოს ანჯელესელი გამომგონებლები თავაზობენ ყველა მანდილოსანს მხარი დაუჭირონ მსოფლიოში პირველი ჭკვიანი როლიკების პროექტს. მასობრივი წარმოების დასაწყებად პროექტის ავტორებს ესაჭიროებათ 50 000$. 17 000 დოლარის შეგროვება მათ უკვე მოახერხეს პროექტზე მუშაობის პარალელურად.

„ეს არის როლიკები ელექტრო ძრავით. უბრალოდ მიამაგრეთ ის თქვენს ფეხსაცმელს.  არანაირი დისტანციური კონტროლი არ არის საჭირო. უბრალოდ მოძრაობთ, როგორც ამას აქამდე აკეთებდით როლიკებით კატაობისას. ხელები თავისუფალი გაქვთ, როლიკები კი ავტომატურად მოახდენენ თქვენთვის საჭირო სიჩქარის განვითარებას“ – აცხადებენ მწარმოებლები.

როლიკები ერთმანეთთან კავშირს უკაბელო ქსელის საშუალებით ახერხებენ, რაც საშუალებას აძლევს მათ  ხელი შეუწყოს თანაბარი სიჩქარის შენარჩუნებას. ეს თავისთავად გამორიცხავს ფეხების სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობას.

შეიქმნა ოფიციალური აპლიკაცია სმარტფონის ტიპის ტელეფონებისთვის, რომელიც როლიკების მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს. შეაგროვებს გარბენის მონაცემებს და შედეგების სოციალურ ქსელში განთავსებაც იქნება შესაძლებელი.

პირველი ბედნიერი პროექტის  მხარდამჭერებისთვის ACTION R ROCKET SKATES  ფასი 199-დან 249 დოლარამდე იმერყევებს. პროექტის მხარდაჭერა შესაძლებელია Kickstarter-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

 

წყარო :hi-news.ru

თარგანი: სოფია კახნიაშვილი

როგორც ”როიტერსი” თავის წყაროზე იტყობინება Appl-ლი გამოუშვებს ”Apple iWatch-ს”,რომელსაც ააწყობს ტაივანური კომპანია ”Quanta Computer Inc”. ”როიტერის” წყარო ამბობს,რომ ”Apple iWatch-ი” იქნება 2,5 დუიმი. საათი დაიტენება უკაბელოდ. სმარტფონის დაუკავშირებლად იგი შეძლებს ბევრი ფუნქციის შესრულებას,თუმცა ბოლომდე თავისუფალი ტელეფონისგან მაინც არ იქნება. ეს საათი იმუშავებს მხოლოდ IOS მოწყობილობებთან. მისი გამოშვება დაგეგმილია 2014 წლის ოქტომბერში.

Apple

წყარო: hi-tech.mail.ru

კომპანია ‘’Appl-მა’’ წამოიწყო კამპანია ‘’დეფექტური (უვარგისი) USB-დამტენები’’ ‘’აიფონებისთვის’’,რომელიც უმეტეს შემთხვევაში ხურდება და შეიძლება გადაიწვას კიდევაც.