25/09/2017 – 10:12
მთავარი ტექნოლოგიები

Samsung-ი ნელნელა Android სისტემაზე უარის თქმას აპირებს. ეტაპობრივად ის საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე Tizen-ზე გადასვლას გეგმავს, რომელიც მის მიერ წარმოებულ ყველა მოწყობილობაზე იქნება წარმოდგენილი.

კონფერენცია Electronic Entertainment გვაოცებს და გვაოცებს. გუშინ Microsoft-მა გაუმჯობესებული Xbox One S გვიჩვენა. თავის დიდ ძმასთან შედარებით გაუმჯობესებული კონსოლი 50% პატარაა.

გუშინ 13 ივნის,”worldwide developers conference”-ზე  Apple-მა საკმაოდ კარგი ინოვაციები გვაჩვენა. მოდით ყველა ეს ინოვაცია ცალ-ცალკე განვიხილოთ. პირველ რიგში განვიხილოთ ახალი IOS10

ისტორიაში პირველი სომხური სმარტფონი 6 ივნისს უკვე გასაყიდად გავიდა. ამ ნაბიჯით, სომხეთი ცდილობს დაიკმაყოფილოს ამბიცია, რომ გახდეს მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი სამხრეთ კავკასიაში. Armphone-ი სენსორული, Android-ზე მომუშავე სმარტფონია. მისი დებიუტით, სომხეთი რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც სმარტფონების წარმოების ინდუსტრიაში ჩაერთო. მწარმოებელი სომხურ-ამერიკული საწარმო Technology & Science Dynamics-ია (TSD), რომელმაც ასევე შექმნა Android ტაბლეტი Armpad-ი.one news report-ის ცნობით, Armphone-ი 5,1 ინჩიანი, full HD ეკრანის მქონე სმარტფონია; ფასი $100-$300 შორის მერყეობს და დამოკიდებულია მახასიათებლებზე.

მძლავრი ტელეფონის მახასიათებლები:

Android ვერსია 5.1.1
Full HD ეკრანი გაფართოებით 1920×1800
3GB რამი
ტელეფონის მეხსიერება 32GB,თუმცა შესაძლებელია მეხსიერების ბარათის ჩადებაც.
კამერის მოდელი: TSD Octa A0520P,რომელიც 13მეგაპიქსელია. წინა კამერა კი 8მეგაპიქსელია.
სმარტფონი ორ კარტიანია, მხარდაჯერით 4G და აქვს თითის ანაბეჭდის ფუნქციაც.

ტელეფონის განხილვის ვიდეო ვერსია.

BWcMKVPFerg

armphone

დღეს არის ”Back to the future 2-ის” დღე. კინოს მთავარი გმირები გაემგზავრენ იმ წელს რომელიც ჩვენთვის უკვე დადგა. ეს არის 2015 წლის 21 ოქტომბერი. ბევრი ინოვაციური ტექნოლოგიები,რომლებიც ნაჩვენები იყო კინოში დღეს აღარავის უკვირს. შეიძლება უმრავლესობა ჩვენთვის ჯერ მხოლოდ მაკეტებია,თუმცა უმეტესობა უკვე კარგად არის მორგებული ჩვენს ყოველდღიურ რეალობას. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვიტყვი მხოლოდ რამდენიმეს.

თქვენ ყველამ კარგად იცით,რომ ამ კინოში ნაჩვენები იყო პლაზმური ტელევიზორი,რის მეშვეობითაც ვიდეო ზარს ახორციელებდნენ. დღეს ამით არავის გააკვირვებ. თითქმის ყველა ოჯახში არის ჭკვიანი ტელევიზორი,რომელსაც აქვს Skype რისი საშუალებითაც შესაძლებელია ვიდეოზარების განხორციელება.

151020145722__86214205_634bdb61-a853-46bf-9f92-c9063437d0d8

151020145723__86207903_b778d940-3d9c-4420-946c-db124d11a973

შემდეგი ინოვაცია,რომელიც ნაჩვენები იყო კინოში ეს არის ფრინავი სკეიტბორდი. კომპანია Lexu-სმა 2015 წლის აგვისტოში წარმოადგინა ამ სკეიტბორდის ანალოგი.

huvr-hoverboard-back-to-the-future-II-pink

1475336308747171105

ერთ-ერთ სცენაში მარტი მაკფლაის უკეთია ჭკვიანი სათვალეები,თუმცა კინოში არ გვიჩვენებენ რას აკეთებს სათვალე,მაგრამ გვარწმუნებენ,რომ ის ძალიან ჭკვიანი გაჯეტია. ასეთი სათვალეები უკვე დიდიხანია გამოვიდა და აღარავის უკვირს ეს ინოვაცია.

151020145722__86207899_8cfb87a2-7e29-48ff-b975-d5a62726a3f7

google-glass-how-to-video

Holo

როდესაც კინო გადაიღეს ანუ 1989წელს არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, 3D- ჰოლოგრამის ან კინოს ჩვენება. ფილმში ეს ძალიან კარგად აჩვენეს. ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ აღარ გვიკვირს,თუმცა იმ დროს ეს იყო ინოვაცია.

151020145722__86207667_ae89894c-6842-4161-9bdf-31e383e67c20

როგორც კინოში იყო ნაჩვენები, რობოტი ასერინებს ძაღლს. ასეთი ჭკვიანი მოწყობილობა უკვე არსებობს. დრონს უთითებენ შესაბამის მარშუტს ის მას იმახსოვრებს და ასე ასეირნებს ძაღლს.

151020145721__86207895_04f68abd-85c3-4668-9ff4-8e76cfde6886

Back to the future 2-ში ნაჩვენებია ტაქსი,სადაც თითის ანაბეჭდით იხდი მგზავრობის საფასურს. ჩვენ მთლად თითის ანაბეჭდით არ ვიხდით,მაგრამ მსგავს ფუქციას ვიყენებთ ანუ შეგვიძლია მგზავრობის საფასური პლასტიკური ბარათით გადავიხადოთ ან პირდაპირ მობილური აპლიკაციის საშუალებით. ეს მარტო ტაქს არ ეხება ზოგადად საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

151020145628__86207730_69f73c51-c0d5-407a-91a5-2378f2fa22d6

IMG_7789

mobile_1206_2151020145836__86210000_3246ac5c-e4a6-48d8-bd71-2175601b40e8

打印

სამწუხაროდ კინოში ბევრი პროტოტიპია ნაჩვენები ,რომელიც ჯერ ჩვენ ვერ განვახორციელეთ, თუმცა აქ ნაჩვენებია ის ძირითადი ტექნოლოგიები,რომლებიც უკვე მასიურად გამოიყენება და რის გარეშეც ჩვენ ცხოვრება არაფრად მიგვაჩნია.

Land Rover-ი ყველგანმავალის ახალ მოდელზე მუშაობს. ეს პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 70 წლის განმავლობაში, როდესაც Land Rover-ი ყველგანმავალის ხაზს სახურავის გარეშე,  კიდევ ერთ ახალ მოდელს შემატებს. ახალი მოდელის ავტომობილს მთებში, წყალში და ტალახში სიარულის შესაძლებლობა ექნება. 

Land Rover-ის ახალი ვერსიის ჯერ მხოლოდ ფოტოები ვრცელდება. მომავალ თვეს კი იგი ლოს-ანჟელესის საერთაშორისო ავტოშოუზე გამოჩნდება. ე.წ ოფ-როუდერებისთვის სასურველი მანქანის ყიდვის შესაძლებლობა მსურველს 2016 წლის დასაწყისიდან ექნება. 

კომპანია Apple-ის ახალმა პროდუქციამ iPhone 6s-ისა და iPhone 6s plus-ის გაყიდვებმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და სამ დღეში 13 მილიონი ერთეული შეადგინა. 
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ამ მაჩვენებლით Apple-მა თავისივე წინა რეკორდი გააუმჯობესა – გასულ წელს გამოსული iPhone 6 და 6 Plus-ის გაყიდვებმა პირველ სამ დღეში 10 მილიონი ერთეული შეადგინა. 

„ეს ნამდვილად ფენომენალური შედეგია, რომლითაც ჩვენი კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველი კვირის გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოვხსენით. მოუთმენლად ველით 9 ოქტომბერს, როცა iPhone 6s-ისა და iPhone 6s plus-ის შეძენას კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში შეძლებენ“,- აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა ტიმ კუკმა. 

პირველ ეტაპზე iPhone 6s და iPhone 6s plus მსოფლიოს 10 ქვეყანაში – კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ჰონგ კონგში, ახალ ზელანდიაში, პუერტო-რიკოში, სინგაპურში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიყიდა. 9 ოქტომბრიდან Apple-ის ახალი პროდუქცია მსოფლიოს კიდევ 40 ქვეყანაში გაიყიდება. 

„წლის სმარტფონის“ ჯილდო ტექნოლოგიურ გამოფენაზე T3 Samsung Galaxy S6-ს გადაეცა. 
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, „სამსუნგის“ სმარტფონმა ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა „წლის სმარტფონის“ ნომინაციაში, როგორებიც iPhone 6, Sony Xperia Z3 Compact, LG-ის G4 და HTC არიან. 
თუმცა, Apple-მა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა. წლის გაჯეტისა და წლის მოწყობილობის ნომინაციაში Apple Watch-ის სმარტ საათმა გაიმარჯვა. iPad Air 2-მა კი „წლის საუკეთესო ტაბლეტის“ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. წლის საუკეთესო ბრენდად კი Apple დასახელდა. 

დიდი რესტრუკტურუზაციის შემდეგ ზუსტაად ერთი თვე გავიდა. Google-მა ახალი ლოგო წარმოგვოდგინა. კომპანიაში განაცხადეს,რომ 1999წლიდან ეს ყველაზე მაშტაბური ცვლილებაა. ვიდეო პრეზენტაციაში საუბარია კომპანიის ლოგოს ტრანსფორმაციაზე 1998 წლიდან,თუმა ახლა მათ გვიჩვენს ინოვაციური ბრენდი.

ჰაკერებმა ”KeyRaider”-ის საშუალებით Iphone-ს მომხმარებლის ანგარიშები გაიგეს. მომხმარებლეთა რიცხვმა 225,000 შეადგინა. უსაფრთხოების სამსახურმა ”Palo Alto Networks-მა” განაცხადა,რომ ეს თავდასხმა ყველაზე მაშტაბურია. კარგი ამბავი გახლავთ ის,რომ ჰაკერებმა მხოლოდ იმათი ანგარიშიები გაიგეს, რომელსაც სისტემა არალიცენზირებულად ეყენა. ეს სისტემა ”jailbroken”-ის სახელითა ცნობილი. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს შევიდეს ისეთ ფაილებში,რომელიც ლიცენზირებული სისტემის დროს ხელმიუწვდომელია.ჰაკერული სისტემა ”KeyRaider”-ი ცნობილია ჩინურ პროგრამებში. ამით ჰაკერი აღწევს თქვენს ტელეფონში და გებულობს თქვენს Appl stor-ის მომხმარებლის სახელს და პაროლს. მათ ასევე შეუძლიათ თითქმის ყველაფერი გაიგონ მობილურის მეპატრონოზე. ინტერნეტში აიტვირთა პროგრამა,რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უფასოდ გადმოწეროთ Appl-ის პროგრამები და თამაშები. 20,000 ადამიანმა გადმოწერა ეს პროგრამა. ამით ჰაკერებმა შეძლეს 225,000 მომხმარებლის ინფორმაციის მოპარვა. მომხმარებელთა ერთმა ნაწლიმა განაცხადა,რომ მათი ტელეფონები დაიბლოკა, ხოლო სხვებმა განაცხადეს,რომ მათ დაუკითხავად Appl Stor-ში პროგრამები იყო ნაყიდი. როგორც უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა პაროლი უნდა შედგებოდეს ციფრებისა და ასოებისაგან, ამით უფრო დაცული იქნებით.

bandicam 2015-09-01 21-48-34-637