25/09/2017 – 10:10
მთავარი სხვადასხვა

Land Rover-ი ყველგანმავალის ახალ მოდელზე მუშაობს. ეს პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 70 წლის განმავლობაში, როდესაც Land Rover-ი ყველგანმავალის ხაზს სახურავის გარეშე,  კიდევ ერთ ახალ მოდელს შემატებს. ახალი მოდელის ავტომობილს მთებში, წყალში და ტალახში სიარულის შესაძლებლობა ექნება. 

Land Rover-ის ახალი ვერსიის ჯერ მხოლოდ ფოტოები ვრცელდება. მომავალ თვეს კი იგი ლოს-ანჟელესის საერთაშორისო ავტოშოუზე გამოჩნდება. ე.წ ოფ-როუდერებისთვის სასურველი მანქანის ყიდვის შესაძლებლობა მსურველს 2016 წლის დასაწყისიდან ექნება. 

რემიუმ კლასის იტალიური ბრენდი Max Mara, პირველ ოფიციალურ მაღაზიას Weekend Max Mara -ს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #50-ში ხსნის.

მაღაზიის ოფიციალური გახსნის ცერემონია, 25 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, იტალიის ელჩი – ფედერიკა ფავი, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების დამფუძნებლები და ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.

Weekend Max Mara-ს ახალ მაღაზიაში, გაზაფხული – ზაფხული 2015 კოლექცია იქნება წარმოდგენილი. პრემიუმ ბრენდის გაზაფხულის კოლექციისთვის, დამახასიათებელია „Flower Art“ ტენდენცია, რომელიც შთაგონებულია ხელოვნებით. კოლექციაში დომინირებს გრაფიკული ელემენტები, ფუნჯით ნახატები, წყლისფერი ეფექტები და მრავალფეროვანი ყვავილების პრინტები პასტელის ფერებში. რაც შეეხება Weekend Max Mara-ს ზაფხულის კოლექციას, მისი ფერები ორიენტირებულია ლურჯი, შავი, ჟოლოსფერი და თეთრი ფერების გარშემო, დატვირთულია ნაქარგი დეტალებით, ინდური შტრიხებით და სხვა.

Weekend Max Mara წარმოადგენს Max Mara Group-ის ხაზს – „ცხოვრების სტილი“) რომელიც 1984 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ყოველდღიურად მოსახმარ ტანისამოსს სთავაზობს, ასევე იდეალურ სამოსს weekend-სთვის. Max Mara-ს ეს ხაზი სწრაფად განვითარდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა მოდის სამყაროში.

Weekend Max

Mara საკმაოდ მრავალფეროვანია ნებისნიერი გემოვნების ქალბატონის გარდერობის სრულყოფისთვის. ის მოიცავს ყველა კატეგორიის სამოსს (პიჯაკები, ნაქსოვი ნაწარმი, პერანგები, მაისურები, ჯინსის სამოსი და ბევრი სხვა). ასევე გვთავაზობს აქსესუარების სრულ ხაზს (ფეხსაცმელი, ჩანთები, შარფები, ქამრები, შალის მოსასხამები და სამკაული,) Max Mara ქალბატონებისთვის ქმნის სპეციალურ დიზაინს მათი სურვილების და საჭიროებების მიხედვით.

სეზონიდან სეზონამდე, ბრენდის ფართო სპექტრი, მთელ მსოფლიოში იზრდება. Weekend Max Mara-ს აქვს 160 -ზე მეტი მაღაზია იტალიის, ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის წამყვან სავაჭრო ცენტრებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთში, იაპონიისა და ჩინეთის დიდ სავაჭრო ცენტრებში.

„მწერალთა სახლი“ იწყებს ახალ შემეცნებით ციკლს „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“.
კურსის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ქალაქზე, როგორც სივრცით და სოციალურ ფენომენზე, ქალაქის ისტორიაზე, თბილისურ კულტურაზე, თბილისურ ტრადიციებზე, ტოპონიმიკაზე, ქალაქის წინაშე მდგარ ურბანულ გამოწვევებზე.

ამ შეხვედრებზე გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რითია თბილისი უნიკალური. ციკლის კოორდინატორი, ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ წევრი და GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ელისაშვილია, რომელიც გაუძღვება რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ძველი ქალაქის ფარგლებში.

ამ შეხვედრების მიზანია დამსწრეებმა აღმოაჩინონ თბილისი! უფრო მეტი გაიგონ ქალაქზე, რომელშიც ცხოვრობენ.
პირველ შეხვედრა, რომელზეც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დასწრება , გაიმართება 12 მარტს , 18.30 საათზე რომელსაც გაუძღვება ცირა ელისაშვილი. საუბრის თემა იქნება “დავით სარაჯიშვილი – დაუსრულებელი ისტორია”

დევიდ ბექჰემმა, როგორც უკვე მეათე წელია იუნისეფის კეთილი ნების ელჩმა შექმნა ფონდი “7”, რომლის მიზანია დაიცვას მილიონობით ბავშვი საფრთხისგან. ეს არის ბექჰემისა და იუნისეფის ერთობლივი ფონდი,რომელიც 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოჰყოფს 3 წლის განმავლობაში იუნისეფის შვიდივე რეგიონის დასახმარებლად.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სოციალური ინკლუზიის თემის გააქტიურება იგეგმება, ძირითადი აქცენტით დაუცველ ბავშვებზე. საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ეთნიკურ უმცირესობებსა და მიგრანტებზე. ფონდი იზრუნებს ამ ბავშვების სკოლაში დარჩენასა და უკეთესი მომავლისთვის აუცილებელი სასიცოცხლო უნარების გამომუშავებისთვის.

ბექჰემმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ ბავშვებზე ზრუნვა 2015 წლის პრიორიტეტად აქციონ.ფეხბურთელმა ამ სიტყვებით მიმართა ყველას : “ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ძალადობა, ბავშვთა სიკვდილიანობა და სიღარიბე”

“ყველაფერი რაც გამიკეთებია, ჩემი საფეხბურთო კარიერა, ჩემი ოჯახი, ეს ყველაფერი მიმიძღვოდა ერთი წერტილისკენ-ეს არის წუთი იმისთვის, რომ რაც შემეძლება გავაკეთო ბავშვების დასახმარებლად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სწორედ ამით მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ჩემით იამაყონ” დაამატა ოთხი შვილის მამამ.

10942605_894375540608981_3035718401102793398_n

თბილისის მშვიდობის ხიდი ვებ-ჟურნალ Architecture & Design-ის მიერ შედგენილ სიაში, მსოფლიოს 30 შთამბეჭდავ ხიდს შორის მოხვდა. სიაში სხვადასხვა ქვეყნის , როგორც თანამედროვე დიზაინის, ასევე უბრალო ,მაგრამ შთამბეჭდავ ადგილზე გამავალი საოცარი ხიდებია შეტანილი .
გთავაზობთ სიაში მოხვედრილი ხიდების ფოტოებს:

1.ტყის ხიდი, ტაივანი
1186

2.ხის ფესვის ხიდი, ინდოეთი
2134

3.იემენი
387

4.ხიდი ღრუბლებში , აშშ
476

5.კონსტანტინეს ხიდი,ალჟირი
659

6.აშშ
758

7.დაკიდული ხიდი,კანადა
856

8.ჯადოსნური ხიდი,შოტლანდია
958

9.ახალი ხიდი, ესპანეთი
1056

10.შუშის ხიდი, საქართველო
1187

11.თავისუფლების ხიდი, ბუდაპეშტი
1247

12.გერმანია
1344-e1410663691106

13.დრაკონის ხიდი , ვიეტნამი
1438

14.პრაღა
1538

15.მოსეს ხიდი, ჰოლანდია
1636

16.ხიდი ცისარტყელა, ტაივანი
1734-e1410663482377

17.უსასრულობის ხიდი, დიდი ბრიტანეთი
1830

18.მთვარის ხიდი, ტაივანი
1929

19.ბოსნია
2027-e1410663164810

20.ესპანეთი
2135

21.მთვარის ხიდი, სან-ფრანცისკო, აშშ
2227

22.მალაიზია
2423

23.ანტიკური ხიდი, სამხრეთ საფრანგეთი
2521

24.ესპანეთი
2619

25.ამ ხიდის მდებარეობა უცნობია
2817

26.საჰაერო ბურთებიანი ხიდი, დიდი ბრიტანეთი
2914-e1410662923298

27.ცხოველთა გადასასვლელი ხიდი, ჰოლანდია
309

28.სამხრეთ კორეა
3116

29.ეშმაკის ხიდი, ბულგარეთი
3215

30.მთვარის ხიდი, იტალია
3313