25/09/2017 – 10:06
მთავარი სპორტი

0 131
 საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის,”გოლდენ სტეიტის” ცენტრის ზაზა ფაჩულიას განცხადებით, ეროვნულ გუნდში კარიერას ასრულებს. 

მისი თქმით, 2017 წლის ევრობასკეტი ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე.

„ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. მახსოვს კარგი მომენტები ამ გუნდთან ერთად. ამ წუთას ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფშიგასვლა, მაგრამ ამაყი ვარ იმით, რასაც ახალგაზრდა თაობას ვუტოვებ“, – ამბობს ზაზა ფაჩულია ვიდეოინტერვიუში, რომელსაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საკალათბურთო მიმომხილველი დევიდ პიკი ავრცელებს. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის,”გოლდენ სტეიტის” ცენტრის ზაზა ფაჩულიას განცხადებით, ეროვნულ გუნდში კარიერას ასრულებს. 

მისი თქმით, 2017 წლის ევრობასკეტი ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე.

„ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. მახსოვს კარგი მომენტები ამ გუნდთან ერთად. ამ წუთას ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფშიგასვლა, მაგრამ ამაყი ვარ იმით, რასაც ახალგაზრდა თაობას ვუტოვებ“, – ამბობს ზაზა ფაჩულია ვიდეოინტერვიუში, რომელსაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საკალათბურთო მიმომხილველი დევიდ პიკი ავრცელებს. 

 

0 154

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ანტონიო კასანო კარიერას „ვერონაში“ გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „ვერონამ“ ვეტერანი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. 

34 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში 99-ე ნომრით ითამაშებს.

ანტონიო კასანო 2015-17 წლებში „სამპდორიაში“ ირიცხებოდა, მაგრამ გასულ სეზონში, კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, არ უთამაშია.

 

0 466

ფეხბურთში საქართველოს რიგით 28-ე ეროვნული პირველობა დღეს ოქროს მედლებისთვის მატჩით დასრუდლა. პირველი ადგილისთვის ერთმანეთს “წითელი ჯგუფის” გამარჯვებული “სამტრედია” და თეთრი ჯგუფის მომგები “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა სამტრედიაში ამ გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა. საპასუხო მატჩი, საჩხერეში სტადიონის არასათანადო მდგომარეობაში ყოფნის გამო, თბილისში, “დინამო არენაზე” ჩატარდა. თამაში კვლავ სამტრედიელთა უპირატესობით წარიმართა და პირველ თამაშში გატანილ 2 გოლს, გია ცეცაძის ფეხბურთელებმა კიდევ ორი მიაყოლეს. პირველ ტაიმში, ბუდუ ზივზივაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მეორე გოლი კი საკუთარ აქტივში გიორგი დათუნაიშვილმა ჩაიწერა. საერთო ჯამში 4-0 დაწინაურებულ “სამტრედიას” ოქროს მედლები პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა და დარჩენი დროში შედარებით მოეშვა, რითაც ისარგებლეს საჩხერელებმა და ჯერ დეკანოიძის გოლით სხვავობა შეამცირეს, მატჩის ბოლოს კი ლობჟანიძემ პენალტიც გაიტანა და საბოლოოდ საპასუხო შეხვედრაში საპატიო ფრეს მიაღწიეს. სამტრედიელთათვის, ეს ამ გუნდის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული გახდა.

0 559

საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან სოფიაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში ოთხგზის ჩემპიონი იერბოლატ ბაიბატიროვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დღესვე 74 კგ. წონით კატეგორიაში სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა, რომელსაც მსოფლიოს პირველობაზე დებიუტი ჰქონდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე–ჩემპიონი გახდა.

0 516

22:28 – ამ ანგარიშით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში დამარცხდა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
პირველი ტაიმი ”ბორჯღალოსნების” გამარჯვებით (12:8) დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები ანგარიშით 10:20 დამარცხდნენ.
ქართველი მორაგბეებიდან ლელო ვიტო კოლელიშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და ბექა ბიწაძემ დადეს, დანარჩენი ქულები კი 2 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა მოაგროვა.
ცნობისათვის, მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი საქართველო გამარჯვების შემთხვევაში, მეათე ადგილზე გადადიოდა. ”ბორჯღალოსნები” შემდეგ ტესტმატჩს სამოას წინააღმდეგ, 19 ნოემბერს, თბილისში გამართავენ, 26-ში კი სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

0 691

kunlunfight-ის ეგიდით საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში კიშენკოს თასის მოსაპოვებლად, ქალაქ ზუგდიდში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 11-დან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენები. საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები ჩინეთში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში სიდიდით ნომერ მეორე კიკბოქსინგის ორგანიზაცია კუნლუნ ფაითზე. ტურნირის ორგანიზატორია, კიკბოქსინგის ორგანიზაცია საქართველოში “კოლხეთის თასი”.აქვე შეგახსენებთ,რომ კოლხეთის თასი” წელიწადში 6-ჯერ იმართება საქართველოში ქალაქ ზუგდიდში და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები: რუსეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ლარს.

0 520

გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. პრეზიდენტთან აუდიენციაზე ოლიმპიელები სრული შემადგენლობით მივიდნენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოში დასრულებულ თამაშებზე დასახული ამოცანა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა.

გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ნაკრების წევრებს რიო დე ჟანეიროში წარმატებული გამოსვლა მიულოცა.

პრეზიდენტის ინიციატივით ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ, გიორგი მარგველაშვილმა საპატიო ჯილდო შვიდივე სპორტსმენს გადასცა.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიო დე ჟანეიროში დასრულებულ ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდური ჩათვლა 38-ე ადგილზე დაასრულა.

0 497

საქართველომ რიოს ზაფხულის ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა.

ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა – ოქროს, ვარლამ ლიპარატელიანმა – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

რიოს ზაფხული ოლიმპიადა 5 აგვისტოს დაიწყო და 21 აგვისტოს დასრულდება.

0 447

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მადლობას უხდის.

“დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც შინ 7 მედლით და დიდი გამოცდილებით ბრუნდება! ვუსურვებ წარმატებებს მომავალ ასპარეზობებში!”, – წერს პრეზიდენტი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

საქართველომ რიოს ზაფხულის ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა.

ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა – ოქრო, ვარლამ ლიპარატელიანმა – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

0 425

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოლიმპიურ ნაკრებს საინტერესო ასპარეზობისთვის მადლობას უხდის.

“დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს, ჩვენს ოლიმპიელებს საინტერესო ასპარეზობისთვის და სიხარულის მონიჭებისთვის!!! ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს ბევრ ჯილდოს და გამარჯვებას მომავალში!”, – წერს კალაძე “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

საქართველომ რიოს ზაფხულის ოლიმპიადა შვიდი მედლით დაასრულა.

ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა – ოქრო, ვარლამ ლიპარატელიანმა – ვერცხლის, ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.