25/09/2017 – 10:08
მთავარი სოც.მედია

0 1185

..ქრონიკა +” -რედაქტორი ელისო  სოციალურ ქსელში განმარტებას სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე აკეთებს.

კვირა ღამეს ჩემს კედელზე გავრცელდა ყოფილი პოლიტიკოსი ქალის,მოქმედი პოლიტიკოსი ქალის და სავარაუდოდ,ჟურნალისტების პირადი ფირები.
დაკითხვაზე ვიყავი იმიტომ,რომ პირადად ველაპარაკე ირაკლი შოთაძეს და არა იმიტომ,რომ კომპრომატები მე მეხებოდა.
ნინო ჯღარკავა ბრიყვს გადაეცით-ტყუილა უხარია,ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი ,რომლისაც მეშინია.( მისმა ძმაკაცმა თამაზაშვილმაც კი ვერ იპოვა),ისე ფრთხილად იყოს,ვინმე სადმე მის პირად ფირს არ წააწყდეს !
p.s.დაკითხვაზე ჩემი ყოფნისას,ფბ პროფილს,რომელიც ფირებს ავრცელებდა,მართავდა სუსი,იმიტომაც არ დაიბლოკა ხუთი საათის განმავლობაში.
მაპატიეთ,ბატონო ბიძინა თუ თქვენზე ჭკვიანი აღმოვჩნდი და ბესელიას ფირის გამო თავი არ დაგაჭერინეთ.(არადა,გინდოდათ)

0 1067

სოციალური ქსელის  Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავისი  ახალშობილი ქალიშვილის  პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

მარკ ცუკერბერგსა და პრისცილა ჩანის ქალიშვილი, რომელსაც მაქსი დაარქვეს, 2 დეკემბერს შეეძინათ.

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის”თავმჯდომარე მარიამ ქობულია ,,პროგრეს ბანკის“ დეპარტამენტის უფროსს, საჯაროდ მიმართავს.ამის მიზეზი ალექსანდრე მაკარაშვილის ცილისმწამებლური განცახადებები გახდა. მარიამ ქობულიამ საინფორმაციო სააგენტო ,,შენი მედია გუნდისგან” , რომელიც ასევე ახალგაზრდა ჟურნალისტების დაარსებულია,მის პირად facebook გვერდზე  გაიზიარა ახალი ამბავი, რომელიც ეხებოდა გიორგი ქადაგიძეს.

კერძოდ: ,,ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა the banker-მა 149 პრეტენდენტს შორის ევროპის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად გიორგი ქადაგიძე დაასახელა. როგორც the banker–ის ევროპის რედაქტორმა განმარტა, გიორგი ქადაგიძის საუკეთესოდ დასახელების მიზეზი არის ის, რომ “მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა ბანკმა არა ერთხელ აჩვენა მდგრადობა რყევების მიმართ. მათ შორის, 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ და გლობალური ფინანსური კრიზისისას.“

ამ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, ალეკო მაკარაშვილმა მოითხოვა მარიამ ქობულიასგან გამოეძიებინა თუ რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და სტატიის გაზიარებისთვის ის ტენდენციურობაში დაადანაშაულა.

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა:

,, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო , რომ ჩვენს ობიექტურობას მტკიცება არ სჭირდება, რადგან ეს ისედაც ნათელია. ბატონ ალექსანდრეს კი ვურჩევ, თუ გამოძიებული აქვს ვინ არის ლარის დევალვაციაში დამნაშავე, მიმართოს შესაბამის უწყებას, რადგან მე პირადად არ ვფლობ სრულ და უტყუარ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ,,პროგრეს ბანკის“ ხაზინის დეპარტამენტის უფროსის პირადი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ  შეესაბამება სიცრუეს. ჩვენმა ჟურნალისტმა,ბრიტანული გაზეთის გადაწყვეტილება გააშუქა, როგორც სხვა მედია საშუალებებმა და ამაში ვერანაირ ტენდენციურობას ვერ ვხედავ. ასევე მინდა იცოდეს ბატონმა ალექსანდრემ , რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დაფინანსება და 30-მდე ახალგაზრდა ჟურნალისტი სრულიად უსასყიდლოდ და ღირსეულად ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას. მე სწორედ ამ ღირსეული ადამიანების სახელით მოგმართავთ ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მომიხადეთ ბოდიში ეს საკმარისად არ მიმაჩნია, რადგან საჯაროდ მოგთხოვეთ მოდიშის მოხდა. რაც შეეხება თქვენს მცდელობას, რომ ჩაერიოთ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში და რჩევებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტებს არ მივცე უფლება კონტროლის გარეშე დადონ ინფორმაცია ჩვენს საინფორმაციო სააგენტოში , უფრო დიდ დანაშაულად მიმაჩნია თქვენი მხრიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” და საინფორმაციო სააგენტო ,, შენი მედია გუნდი” არის თითოეული ახალგაზრდა ჟურნალისტის და არა პირადად ჩემი. მინდა იცოდეთ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეძლებს  ჩვენს საქმიანობაში ზედმეტად ჩარევას. მართალია არ გაგვაჩნია არანაირი მატერიალური რესურსი, მაგრამ გვაქვს ღირსება, რომელსაც დავიცავთ ყველგან და ყოველთვის.

თქვენგან უკვე ბოდიშის მოხდაც აღარ არის საჭირო, მაგრამ უბრალოდ სირცხვილია ამ ქვეყანაში ერთ- ერთ ყველაზე სუფთა გუნდს ტენდენციურობაში დასდოთ ბრალი სრულიად უსაფუძვლოდ”- ნათქვამია მარიამ ქობულიას განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში ასურელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტს, დავით ადამოვსა და სოფ. ქანდაში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს მამა სერაფიმეს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე და ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დაინტერესდა ასურელების მდგომარეობით და შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული ასურელების საკითხები.
შეხვედრის შემდეგ გელა დუმბაძემ განაცხადა,რომ 500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, რომ ასურელი ბავშვები იშვილოს.
“ისინი ჩვენი ხელისუფლებიდან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, ბავშვების რაღაც ნაწილი მაინც მიიღოს. სასულიერო პირთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, რომ ეს ბავშვები იშვილონ”, – აღნიშნა გელა დუმბაძემ.