16/12/2017 – 09:17
მთავარი საზოგადოება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესსექტორში ბრუნდება. ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება.

მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში – სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის.

მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ“. ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ისრაელის ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსანი და „ბენ-გურიონის“ აეროპორტის თანამშრომელი პოლიციამ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური იმიგრაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, თავისი „მომსახურებისთვის“ დაკავებულები ათასობით აშშ დოლარს იღებდნენ.

კერძოდ, სამინისტროს თანამშრომელს ბრალად ედება ქრთამის აღება, თაღლითობა და საზღვრის გადაკვეთის შესახებ კანონის დარღვევა. აეროპორტის თანამშრომელს კი ბრალად ედება ქრთამის აღება და საზღვრის გადაკვეთის შესახებ კანონის დარღვევა.

გამოძიების მასალების თანახმად, ბრალდებულები ინსტრუქციებს აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეებს და ხელს უწყობდნენ სასაზღვრო კონტროლის შეუფერხებლად გავლაში.

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს.

ფატმა სერენ იაზგანი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის საქართველოში ზექილევენთ გუმრუქჩუს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება და საქართველოს 16 ნოემბერს დატოვებს.

ფატმა სერენ იაზგანი თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ასევე სამწლიანი ვადით დაინიშნება, საქართველოში პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ის 2017 წლის ბოლომდე, ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო ნინო გვენეტაძის გადადგომის ფაქტს არ ადასტურებს.
როგორც „შენი მედია გუნდს“ სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, გარცელებული ინფორმაცია ტყუილია. მათივე თქმით,უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.
ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების გადაწყვეტილებას ხელი დღეს მოაწერა.

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურების სავარაუდო დამრღვევთა უმეტესობა თბილისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სიდა-ს აღმასარულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა განუცხადა.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები დღეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შეაჯამეს.

როგორც დევდარიანმა აღნიშნა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლით ბევრი ადამიანი სარგებლობს, თუმცა დასაფიქრებელია მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ შენგენის ზონაში ყოფნის პროცედურები.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს”, – განაცხადა დევდარიანმა.

მისივე განმარტებით, მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, რომ სხვა ქვეყანაში დარჩენით პრობლემები ექმნებათ მათაც და საქართველოსაც.

“ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მაგალითად, მოლდოვაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა, იყო 16%. ჩვენთან არის 6%, ანუ შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ, დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ. გამოიკვეთა, რომ თბილისი, ასევე იმერეთის ქალაქებია ის ქალაქები, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი ადამიანების, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები”, – აღნიშნა დევდარიანმა.

თუ ხარ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, კომპანია QNET-ი  გაძლევთ შესაძლებლობას, შვეიცარიის  ონლაინ სასწავლო ინტიტუტში გაიაროთ , ბიზნესში კვალიფიკაციის ასამაღლებელი , მოქნილი სასწავლო კურსი.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა  აითვისოთ:

  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • პერსონალის მართვა
  • ბიზნეს მართვა
  • ბიზნეს გეგმა
  • სტრატეგიული მართვის ცნებები
  • ლიდერის თვისებები
  • რისკების მართვა
  • ფინანსური მართვა
  • ბიზნეს ინგლისური

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ,შვეიცარიის უნივერსიტეტის მიერ გაცემულ სერთიფიკატს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის! თქვენ გეძლევათ შანსი, წარადგინოთ თქვენი ბიზნეს პროექტი და პრაქტიკულად განახორციელოდ თეორიაში  დაგროვებული ცოდნა.

კომპანია  QNET-ის  მიერ გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მისაღებად,  აუცილებელია წარმოადგინოთ თქვენი ბიზნეს პროექტი, რომელიც  ქსელური მარკეტინგის  განვითარების გამართულ მოდელს  წარმოადგენს საქართველოში.

წარმატებული ხუთი სტუდენტი, შეძლებს  შვეიცარიის ონლაინ ინსტიტუტში ,  ბიზნესში  კვალიფიკაციის ასამაღლებელი სრული კურსი უფასოდ გაიაროს, ხოლო  საუკეთესო  ბიზნეს  პროექტის  ავტორს , კომპანია  QNET –ი მისცემს შესაძლებლობას , წარმატებით  განახორციელოს  დასახული  ბიზნეს გეგმა. (Network Marketing Business Development Model For  Georgia)

პროექტის დასრულების შემდეგ, გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული სტუდენტები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, საქართველოს მაშტაბით, ყველა  აკრედიტირებული უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტს.

პროექტების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2017წ.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა, cv (რეზიუმე) და პროექტები  გადააგზავნეთ – studentsbusiness2@gmail.com-ზე.

კომპანია QNET- გისურვებთ წარმატებას.

 

საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის 5 -ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება.
გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივით, შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
აღნიშნული ცვლილებებით, მგზავრი ვალდებულია, ბილეთი ავტობუსში შესვლისთანავე შეიძინოს ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.
პროექტით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.

86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.
1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. იყო ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6284 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6284 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6297 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0610 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0625 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ანაზღაურება 2016 წელს 145 291 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან თითქმის 4.5-ჯერ მეტი სხვადახვა სახის დანამატი მიიღო, სულ 112 651 ლარი.

შალვა ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2015 წლის 5 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, 2004-2014 წლებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში.

ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა 2016 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 145 291 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 12 107.5 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 32 640 ლარს (მინისტრის მოადგილის სარგო თვეში 2720 ლარია), ხოლო დანარჩენი თანხა – 112 651 ლარი სხვადასხვა სახის დანამატებია.

მიმდინარე წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ასევე სოლიდური რაოდენობით დანამატები მიიღეს შს მინისტრის სხვა მოადგილეებმაც. იმავე პერიოდში, მერაბ მალანიას თანამდებობრივი სარგოს და დანამატების ჯამურმა ოდენობამ 138 448 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 11 537 ლარი). მათ შორის, დანამატების თანხა 105 808 ლარია, რაც მის თანამდებობრივ სარგოზე 3.3-ჯერ მეტია.

132 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ანუ თვეში საშუალოდ 11 008 ლარი მიიღო მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ – დავით ვარდიაშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის იანვარში დაინიშნა.

 გიორგი მღებრიშვილის წლიური ხელფასი 75 859 ლარია, მისი ერთ-ერთი მოადგილისა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ანაზღაურება კი 154 288 ლარი იყო, ანუ თვეში 12 857 ლარი.