14/11/2018 – 06:23
მთავარი საზოგადოება

ქობულეთში, ძლიერი ნალექის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30 შეტყობინებაა შესული. მათივე ცნობით, ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.

„ეჭვი მაქვს, გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ ზაზა სარალიძე წყობიდან გამოიყვანონ, მაგრამ ვერა. მე კანონით მივყვები და მოვსპობ შერჩევით სამართალს. იმის მერე, რაც მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებად გამოგვაცხადეს, დღევანდელი ფაქტი არ გამკვირვებია. უკან დახევას არ ვაპირებ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, სახელმფწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას, სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძლებას და მჭირდება ხალხი გევრდზე, ერთხელ და სამუდაოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ ბრიფინგზე.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დღესგაათავისუფლა.

ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ფოტო და ვიდეო ყაზბეგშია გადაღებული.

ბაკალავრებისთვის და მაგისტრანტებისთვის გრანტების მოცულობა დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხდა, საგრანტო დაფინანსება ნიჭიერ სტუდენტებს სახელმწიფოს ხარჯზე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
„2018-2019 სასწავლო წლისათვის, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.
კატეგორიების მიხედვით, თანხები შემდეგნაირად განაწილდება: სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებისთვის 9 155 000 ლარი; სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის 2 520 000 ლარი; ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის 240 000; ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 225 000; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 225 000 ლარის ფარგლებში; ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 10 000; ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის 10 000, ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ, 215 000 ლარის ფარგლებში.
2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება: პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის 2 000 000, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების დაფინანსებისთვის 205 000, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტი სტუდენტებისთვის 45 000 ლარით“,- აცხადებენ სამინისტროში.

სამსახური ბათუმში მაშველებმა 4-5 ბალიანი შტორმის დროს ზღვიდან კაცი გამოიყვანეს, რომელიც შველას ითხოვდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. კაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული. 43 წლის კაცი მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ გადაარჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება ბათუმში მაშველებმა 4-5 ბალიანი შტორმის დროს ზღვიდან კაცი გამოიყვანეს, რომელიც შველას ითხოვდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. კაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული. 43 წლის კაცი მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ გადაარჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

უწყების ცნობით, დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო, სადაც ჩვენი რამოდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ჰქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონსტრირება. სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების, თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში, მათ შორის, ადმინთან რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორად გამოხატა ჩვენი პოზიცია. იმედია, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას, რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული“, – წერია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპირების მე-10 წლისთავზე ქართულ რესტორან „მაჭახელა სამიკიტნოში“, თავისუფლების მოედანზე ინციდენტი მოხდა. იქ შესულ აქციის წევრებს მაგიდიდან პუტინის ტრანსპარანტი ააღებინეს იმ მოტივით, რომ რესტორანი არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

 

 

ისრაელში, ქალაქ აშდოდში, სადაც ქართულ-ებრაული  რესტორანია გახსნილი, გარე სარეკლამო ბანერზე და ასევე  ყველგან სადაც აღნიშნული რესტორნის სარეკლამო ხასიათის შემცველი მასაალაა გავრცელებული, საქართველოს ეროვნული სიმბოლო დამახინჯებულად არის წარმოდგენილი, საქართველოს დროშაზე ჯვრები, კარტზე ასახული სიმბოლოებით არის შეცვლილი . აღნიშნული ფაქტი ,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციას”- ქართველმა ემიგრანტებმა მიაწოდეს, ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ, რომ ქართულ -ებრაული რესტორანი შეურაცხყოფს საქართველოს ეროვნულ სიმბოლოს და დაუყონებლივ მივმართავთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირება მოახდინონ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

19748565_287606094976289_1901321038133437802_n 20229241_290841457986086_372135464318911535_n

27973510_355250304878534_987577972327647021_n

29261587_363680294035535_107300055559438336_n

35052215_393030204433877_2323591879960035328_n

37597214_426401634430067_1090143805887217664_n

აღნიშნულ რესტორანს ყავს ქართველი მფლობელი, რომელიც სოციალურ ქსელში Sheri Fisher-ით არის დარეგისტრირებული.

36702452_10216516607131878_7185012663053713408_n

 

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია Kuwait Airways იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში  2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Kuwait Airways-ს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს მიერ 26 აპრილს მიენიჭა.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებდა. 2017 წლიდან, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება Kuwait Wataniya Airways-მა დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი ფრენებს Jazeera Airways განახორციელებს.

ელტონ ჯონმა  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა და ის უკვე ემზადება ქართველ მსმენელთან შესახვედრად.„მადლობა ყველას, ვინც Caesars Palace-ში ჩემს ერთ-ერთ უკანასკნელ შოუზე მოვიდა! მე აპრილში დაგიბრუნდებით, შემდეგ კი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გავმართავ კონცერტებს“, – წერს მუსიკოსი.
ბრიტანელი კომპოზიტორი და შემსრულებელი ელტონ ჯონი და მისი ბენდი, კონცერტებს საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გამართავს.

საქართველოს საგარეო სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „შენი მედია გუნდი“ უცვლელად გთავაზობთ.
”გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრონველსაყოფად”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. „კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება.
დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.
შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.