21/08/2018 – 09:50
მთავარი საზოგადოება

0 1095

პირველი საერთაშორისო კონგრესი „ენდოუროლოგია და ახალი ტექნოლოგიები” ბათუმში, სასტუმრო შერატონში დღეს (30 ოქტომბერს) ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციაში მსოფლიოს 10 ქვეყნის 600–მდე წარმომადგენელი ღებულობს მონაწილებას. ორგანიზატორების განცხადებით, სამდღიანი კონფერენცია ხელს შეუწყობს ექიმების პრაქტიკულ მომზადებას და სიახლეების დანერგვას რეგიონში.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. არჩილ ხაბაძის თმით, „-მსგავსი კონფერენციები მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო ტურისტული კუთხით, ასევე აჭარის რეგიონში ექიმების პროფესიული დონის ამაღლების მიზნით. გვინდა, რომ ბათუმი მთელს მსოფლიოში წარმოდგენილი იყოს სამედიცინო კუთხითაც. ვფიქრობ, კონფერენციის ჩვენს ქალაქში ჩატარება ტრადიციულ სახეს მიიღებს.“ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპეციალური თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები უროლოგიის დარგში.
კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძეც დაესწრო.

ავტორი:მარი კეკელიძე

0 1015

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა, რამდენიმე დღის წინ, ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი : სპეციალურად შერჩეული ადამიანები ქუჩაში დადიოდნენ და საკვებს სთხოვდნენ სხვებს. თავიდან, ყველა უარს ეუბნებოდა მასთან თხოვნით მისულს, თუმცა, ვიდეოს ბოლოს, მოულოდნელი რამ მოხდა.

ეს ვიდეო ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს!

 

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციასთან “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებულმა ქალთა კლუბის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო.
„განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ვერ ვუმკლავდებით ძალადობის პრობლემას, თუმცა შესაძლებელია აქტიური ნაბიჯების გადადგმა. წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხედავს საზოგადოება ოჯახში ძალადობის პრობლემას, რას მიიჩნევს მის მიზეზად და რა გზებით ვებრძვით მას.” განაცხადეს ქალთა კლუბის წევრებმა
მათი განცხადებით, ქალთა კლუბი მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებას. ქალთა კლუბის წევრებისათვის მიუღებელია ძალადობის გამამართლებელი შეფასებები, რამაც შესაძლოა წააქეზოს პოტენციური მოძალადე.
აქვე დააანონსეს, რომ კვირეულის “სოლიდარობა ქალებს!”ფარგლებში, ხვალ, ქუთაისში 13 საათზე აქცია-მსვლელობა გაიმართება, რომელიც სტარტს აიღებს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში და დასრულდება ქალთა ხეივანთან.

 

ავტორი: გოგა რობაქიძე

ბათუმში, ლერმონტოვის #8-ში, იპოთეკით დაზარალებული ბინიდან გამოასახლეს. გარიკ უსტიანს ბინა კერძო იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. მან მევალეს 24 ათასი დოლარი უკვე დაუბრუნა, თუმცა მევალემ აუქციონის წესით მაინც გაუყიდა. დღეს მისი გამოსახლება პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მიმდინარეობდა. როგორც ბინის მეპატრონემ განაცხადა, გამოსახლებასთან დაკავშირებით გაფრთხიება არ მიუღია. საცხოვრებელთან შეიკრიბნენ მეზობლები და სხვა იპოთეკით დაზარალებული პირები. მათი ინფომაციით, უსტიანის ბინა ვახტანგ ლეშკაშვილმა შეიძინა, რომლის საკუთრებაშიც კიდევ 49 ბინა ირიცხება. იპოთეკარები ხელისუფლებას გამოსახლების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

604095_353835054777962_5508427696155455198_n

10403644_353835048111296_6854497484178513110_n

 

 

 

 

ავტორი: მარიამ  კეკელიძე

ფემინიზმი  საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.

image_1

ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გაჩნდა, თუმცა, მან განვითარების მრავალსაუკუნოვანი და რთული, წინააღმდეგობებით სავსე  ეტაპები განვლო.  ამ პერიოდის განმავლობაში, იყო სხვადასხვა ფემინისტური მოძრაობა, აქტივობა. მნიშვნელოვანია ხელოვნების ისეთი დარგების როლი მის განვითარებაში, როგორიცაა : ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, კინო…

feminism-2

  გთავაზობთ, სხვადასხვა ეპოქის ფემინისტური მოძრაობების ამსახველ უნიკალურ ისტორიულ ფოტომასალას მსოფლიო მუზეუმებისა და გამომცემლობების არქივებიდან:

 

001b

640x392_7069_199540

2890709_Women_285960b

 

feminism-3

Feminist_Suffrage_Parade_in_New_York_City,_1912

Feminist-Movement

heymann_suffragetten_gr

il_340x270.502788014_pq0e

 

image_2

judge-ourselves

 

n-27s-suffrage-association - Copy

suffrage - Copy

suffragetten(4)_Page_1 - Copy

suffragettes-posting-posters - Copy

 

R19025.indd

womens-movement - Copy

 

 

 

 

 

 

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა მეუღლესთან ერთად 25 მილიონი დოლარი გადარიცხა ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ცუკერბერგმა ეს განცხადება თავისი ოფიციალური Facebook-გვერდის საშუალებით გააკეთა.

” ებოლამ კრიტიკულ ზღვარს მიღწია. ამჟამად, დაახლოებით 8,400 ადამიანია დაავადებული. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. არსებობს საშიშროება, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს. ჩვენ მთელი ძალით უნდა ვებრძოლოთ ებოლას, რათა გლობალურ კრიზისამდე არ მივიდეთ. შესაბამისი ექსპერტები და ჩვენს მიერ გაღებული ფული ებოლას დამარცხების  ერთადერთი საშუალებაა. გვჯერა, რომ ამ სახის შემოწირულობები გადაარჩენს უამრავ ადამიანს” – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

ebola

შეგახსენებთ, რომ ამ ვირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, თუმცა, ებოლასთან ბრძოლის საერთაშოისო ცენტრის თავმჯდომარის განცხადებით, მეცნიერები და ექსპერტები აქტიურად მუშაობენ ამ პროლემის გადასაჭრელად და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მსოფლიო შეძლებს უმოკლეს ვადაში  დაამარცხოს ვირუსი.

დღეს დილით წალკიდან ქობულეთში ეკომიგრანტების ორი ოჯახი დაბრუნდა. იძულებით გადაადგილებულები აცხადებენ, რომ წალკიდან წამოსვლის მიზეზი საბერძნეთიდან დაბრუნებული სახლის მეპატრონეები გახდნენ, რომლებმაც ჩასახლებულებს მათ საკუთრებაში მყოფი სახლების დატოვება სთხოვეს. ღორჯომელაძეებისა და მახარაძეების ოჯახი წალკაში 2000 წლიდან ცხოვრობდნენ. მათ ხელისეფლებას საცხოვრებელი სახლების დაკანონების თაობაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ეკომიგრანტებმა ახლაც ხელისუფლების დახმარების იმედად, დროებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნათესავების სახლს შეაფარეს თავი.
წალკიდან დაბრუნებულ ეკომიგრანტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან არ გამოეყოფათ თანხა, თუმცა 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 30-მდე ეკომიგრანტისთვის სახლის შეძენა.

ავტორი:მარია კეკელიძე

0 1826

დღეს (20 ოქტომბერს), თსუ-ს პირველი კორპუსთან გაიმართა, „დაიცავი თსუ-ს“ ორგანიზებული რიგით მეორე აქცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ ტარდებოდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცადებენ, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის, მაგრამ, მათი დაპირებების მიუხედავად მშენებლობა კვლავ გრძელდება.
“ჩვენ შევხვდით თბილისის მერს და მან დადო პირობა, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი რომელიც იმუშავებდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, საჯაროთ განვიხილავდით სტუდენტებთან ერთან და რამდენიმე სამინისტროსთან ერთად, თუმცა ეს დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა და ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც სამუშაო ჯგუფი და ვერ შედეგი” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი კუპრაძე.

იხილეთ ფოტოები:

10726264_10205127283048782_466957709_n

10733427_10205127283568795_1749796870_n

10733536_10205127281808751_102761941_n

10735745_10205127282808776_715184692_n

10736000_10205127282408766_1106848467_n

10744923_10205127282648772_264210965_n

10743799_10205127282008756_1491048598_n

10744858_10205127284248812_1993638318_n

10743567_10205127284208811_1372041070_n

კანადის განცხადებით, ორშაბათიდან იგი  ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის 800 დოზას ჟენევაში,  “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში” (WHO) გაგზავნის. მიიღება გადაწყვეტილება, თუ რომელ ქვეყნებში მოხდეს მისი დისტრიბუცია.

ლიბერია, გინეა და სიერა ლეონე ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” უკანასკნელი მონაცემებით, მარტიდან მოყოლებული ვირუსმა 4 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მხოლოდ ლიბერიაში ებოლას ვირუსით 2200 ადამიანია დაღუპული

მხოლოდ ლიბერიაში ებოლას ვირუსით 2200 ადამიანია დაღუპული

მომაკვდინებელმა ვირუსმა დრამატულად შეცვალა აღნიშნულ ქვეყნებში ხალხის ცხოვრება და რეგიონში 3 700-მდე ბავშვი ობლად დატოვა.

დასავლეთ აფრიკაში ათასობით ადამიანი იზოლირებულია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება

დასავლეთ აფრიკაში ათასობით ადამიანი იზოლირებულია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება

აფრიკული ქვეყნების სიიდან კოტ დიუარში ვირუსის გაჩენის  შესაძლებლობის ყველაზე მაღალი რისკია. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” აგზავნის ექსპერტებს, რათა შეაფასონ ქვეყნის მზადყოფნა ებოლას ვირუსისთვის.

სიერა ლეონეში კი ბრიტანული ძალები განთავსდნენ. მათ შეიყვანეს 750-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რათა დაეხმარონ სამკურნალო ცენტრებისა და ებოლას სასწავლო აკადემიის შექმნაში. ყოველივე ეს ვირუსის გლობალური გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება.