25/11/2017 – 02:22
მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულთათვის ფართის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ მზადყოფნა თბილისში რამდნეიმე სასტუმრომ და კერძო პირმა გამოთქვა,-ამის შესახებ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა თოქმაჯიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ვინც საჭიროებს თავშესაფარს, დაუკავშირდეს გამგეობას შემდეგ ნომრებზე: 2 375029, 599 537040 ; ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222”, – წერს მანანა თოქმაჯაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე..
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მერი მოუწოდებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს, ვისაც საცხოვრებლის დატოვება მოუწია და არ აქვს ღამის გასათევი ადგილი, დროულად მიმართოს ისნის რაიონის გამგეობას.
კალაძე სპეცოპერაციის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა.
სპეცოპერაცია, რომელიც წუხელ დაიწყო და 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სუსის ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს დაიღუპასპეცრაზმის 1 თანამშრომელი და დაიჭრა – 2. ამასთნავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე განმარტებით, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში სამივე დაჭრილს მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, სამი დაჭრილიდან ორ სპეცრაზმელს კიდურების არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობა, რომელიც უკვე დამუშავდა და მათ დამატებითი ჩარევა არ სჭირდებათ. რაც შეეხება მესამე დაჭრილ სპეცრაზმელს, ზაზა სოფრომაძის განმარტებით, მას მოტეხილი აქვს წვივის ძვალი და ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ოპერაცია უტარდება.

”ჰოსპიტალში მოთავსებულია სამი სპეცრაზმელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობები, ჩაუტარდათ პირველადი სამედიცნო დამხარება და გადაყვანილები არიან პალატაში. რაც შეეხება მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობას, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაცია მთავრდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა სოფრომაძემ.

კომპანია QNET -ის ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ,,შენი მედია გუნდი” უცვლელად გთავაზობთ.

,,საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია QNET-ი ავრცელებს განცხადებას,  სხვადასხვა სააგენტოს და კერძო პირების მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული მცდარი ინფორმაციის შესახებ.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ QNET-ი არის ჰონ კონგში დაფუძნებული მალაიზიური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ყავს თავის წარმომადგენლობა, აწარმოებს ექსკლუზიურ პროდუქციას და  მილიონობით მომხმარებელს სთავაზობს  ტურისტულ პაკეტებს  სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კერძოდ  ბორჯომში, კახეთში, აჭარასა და თბილისში.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბანერზე აფხაზეთის ნაწილი  არ არის აღნიშნული, შეესაბამება სიცრუეს.

ბილბორდის სურათს, საფუძვლად  უდევს  საქართველოს რუკა, რომელზეც  ასახულია საქართველოს სილამაზე და ლანდშაპტური მრავალფეროვნება.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ვაქვეყნებთ სარეკლამო ბანერის არსებულ სურათს, სადაც მკაფიოდ ჩანს აფხაზეთის ნაწილი სასაზღვრო სანაპიროს ჩათვლით.

poster3x6_Georgia (1)

 

 

Georgian advert georgian (2)

კომპანია  მოუწოდებს შესაბამის მედია საშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია” – ნათქვამია განცხადებაში.

დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.

თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სოციალური კამპანიის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ,  ირაკლი ბენდელიანმა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

„სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის CO-თი ინტოქსიკაციისა და ხშირ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების ფაქტები ხდება. სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან, გამათბობლებსა და წყლის გამცხელებლებს შეუმოწმებენ, შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ კი, სოციალური კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა.

მისი განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, 82 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტოქსიკაცია დაახლოებით, 350-მა მოქალაქემ მიიღო. გასულ წელს, CO-თი ინტოქსიკაციის რიცხვმა 125-ს მიაღწია, რომელთაგან 29 ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია – „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40%  ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, – აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04, ან სავარიო სამსახურის ნომერზე – 114 დარეკონ.

„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, დადიან და მობინაადრეებს ამოწმებენ. მინდა მოვუწოდო ჩვენს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის – 10 ევროს გადახდას.

აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და  გადასახადისგან თავისუფლები არიან.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს აღნიშნულ პროექტს მხარი ევროპარლამენტმა დაუჭირა.

ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიღებულ რეგულიაციას ხელი უნდა მოაწერონ. ხელმოწერილი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა.

სავარაუდოდ, აღნიშნული რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება.

ბაგრატიონების დნმ-თან დაკავშირებით საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე – ამ უიშვიათესი ჰაპლოჯგუფის მსგავსი თუ მონათესავე დღევანდელ კაცობრიობაში არ მოიპოვება. მათ “უახლოეს” გენეტიკურ ნათესავებთან (ჩეხი, ინდოელი,ინგლისელი) დაახლოებით 5000 წელი აშორებთ”

ადამიანი კვდება და სიცოცხლეს ამთავრებს ყველა ხილული ორგანო, მაგრამ ათასწლეულების მანძილზე სიცოცხლეს აგრძელებს ყველაზე უხილავი და ალბათ ყველაზე მთავარი – დნმ, გენეტიკური კოდი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და პირველი წინაპრის გენეტიკას მარადიულობაში აგრძელებს. ვინ ვართ, ვისი მემკვიდრეები, საიდან მოვდივართ, სწორედ დნმ-ის­ გამოკვლევა ხდის საცნაურს.

კატალონიაში მოღვაწე ენათმეცნიერი კახი სახლთუხუცესი ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა ჯერ საკუთარი დნმ-ის და მერე საკუთარი ერის გამოკვლევით და დნმ-ის კვლევის ამერიკულ ლაბორატორიას დაუკავშირდა. შემდეგ პროექტში ასევე უცხოეთში მოღვაწე ორი ქართველი ჩაერთო. ასე შეიქმნა ქართულ-ამერიკული კვლევები, რომელმაც ქართველი ერის წარმომავლობა და გენეტიკა მამაკაცის დნმ-ის მიხედვით შეისწავლა… გამოკვლევები იმდენად სულისშემძვრელია, დარწმუნებული ვართ, ბევრს დააინტერესებს.

– საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა 2005 წელს გადავწყვიტე. მაშინ ჰოლანდიაში ვსწავლობდი. ტელევიზორთან რაღაც გადა­ცემამ შემაჩერა – დნმ-ის შემსწავლელი ამერიკული ლაბორატორიის მეცნიერები უძველესი ხალხების გენეტიკაზე საუბრობდნენ და მათ მემკვიდრეებს ეძებდნენ. ამ ხალხს დავუკავშირდი და საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა ვთხოვე. 6 კვირაში პასუხი მომწერეს, რაც იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, არ დავიჯერე და ახლა სხვა ლაბორატორიას მივმართე. იგივე პასუხი რომ მომწერეს, ურწმუნობის საფუძველიც აღარ მქონდა. ასე შევეგუე იმას, რომ მე, ქართველი კაცი, ქართველი წინაპრების მემკვიდრე, ფრიგიელების შთამომავალი ვყოფილვარ მამისეული ხაზით. ჩემი დნმ აბსოლუტურად იდენტური აღმოჩნდა ანატოლიურ სამარხში ნაპოვნი ფრიგიელების დნმ-ისა! გავოცდი.

– ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ფრიგიელები იყვნენ იგივე მუშქები (მესხები). მუშქებმა ძვ.წ. 800 წლისთვის­ გადმო­ინაცვლეს საქართველოში ანატოლიიდან და ერთ-ერთი პირველი ქართული პოლიტიკური გაერთიანებაც დააარსეს.
– დნმ-მა კი დაადასტურა – მუშქი სხვაა, ფრიგიელი – სხვა! მაგრამ ფრიგიელი ზუსტად ისეთივე ორგანული ნაწილი გახდა ქართული ეთნოსისა, როგორც მესხი. მაგრამ, ცხადია, მუშქები პოლიტიკურად უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მათში ფრიგიელი­ ცოტა იყო. დღესაც ასეა, ფრიგიელების გენეტიკური მემკვიდრეები საქართველოში მხოლოდ 5%-ია. შემიძლია მათი გვარებიც დავასახელო – ციციშვილები, არაბულები, ვაჩნაძეები, ჯაბუშანურები, გვათუები, გუჯეჯიანები და ა.შ.

– გამაოგნებელი სიახლეების წინაშე დავუყენებივართ გენეტიკურ კვლევებს.
– დიახ. საკუთარი დნმ-ის კვლევის შემ­დეგ ამერიკულ ლაბორატორიას კავკასიური დნმ-ის კვლევებში თანამშრომლობა­ ვთხოვეთ. კავკასიის კვლევებმა ჩვენი გენეტიკისთვისაც დიდად საინტერესო მასალა წარმოაჩინა. მაგალითისთვის ვიტყვი: მთელ კავკასიაში ქართველების დნმ-თან ყველაზე ახლოს და თითქმის იდენტური აფხაზების დნმ-ია, რაც უნდა იძახონ, სხვები ვართო. 2011 წლიდან უკვე ქართველთა დნმ-ის კვლევა დავიწყეთ. პასუხებს, რასაკვირველია, სხვადასხვა ხალხის დნმ-თანაც ვადარებდით, მაგრამ უპირველესად საქართველოს უძველეს ნაშთებში მოპოვებულ დნმ-თან – ჭიათურაში, კოტიას მღვიმეში და თერჯოლაში, საწურბლიას მღვიმეში, დაახლოებით 13 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაშთებია მოპოვებული, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და სწორედ მათი დნმ-ის შედარება იყო ყველაზე საინტერესო.

– ამ ხალხიდან 150 საუკუნე მაინც გვაშორებს. მათი დნმ ცოცხალი იყო?
– დიახ. უფრო საკვირველი კი კვლევ­ებმა დაადასტურა: მართალია, საწურბ­ლიას მღვიმის დნმ წაიშალა, მაგრამ დღეს ქართველობის საკმაო ნაწილს ზუსტად ის დნმ აქვს მამაკაცის ხაზით, რომელიც 10 000 წლის წინ კოტიას გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდა. აქაც შემიძლია გვარები დავასახელო: მხეიძეები, ანდრიაძეები თუ ნაკაიძეები კოტიას გამოქვაბულის მკვიდრის დნმ-ის შეუცვლელად აგრძელებენ! ანუ, ლოგიკით, ამ დროს ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ეს ხალხი აქვე უწყვეტად დარჩა და დღემდე აქ არის.

– სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩვენი გენეტიკური კოდი 150 საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა.
– თუმცა, ერთიანი ეთნოსის ჩამოყალიბებაში მათთან ერთად კიდევ რამდენიმე, სხვადასხვა მხრიდან შემოსულმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა.
ჩვენი კვლევებით, ქართველების ჩამოყალიბებაში დაახლოებით ცხრა ჰაპლოჯუფი მონაწილეობს, ზოგიერთის დნმ-ში არის სკვითური თუ შუამდინარეთის ხალხების ნიშნები.
ახლა კიდევ ერთ საკვირველ ამბავს დავამატებ: ქართული ეთნოსის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ ქართველების დნმ სრულიად ხელშეუხებელი და შეურეველია! ქართული ეთნოსი კი დაახლოებით 2000-1500 წლების წინ ჩამოყალიბდა!

– საქართველოში ათასი ჯურის მტერი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა. ნუთუ ქართველთა დნმ-ში არ არის მონგოლური, სპარსული, არაბული ან თუნდაც ყივჩაღური სისხლი?
– ჩვენ საკმაოდ ბევრი ადამიანის დნმ გამოვიკვლიეთ საქართველოს სხვადასხვა­ კუთხიდან. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ქართველების დნმ-ს არანაირი ყივჩაღის, სპარსელის და მონგოლის დნმ არ შერევია! არადა, მსოფლიოში შეურეველი გენეტიკის მქონე სხვა არც ერთი ერი არ არის. ჩვენი მეზობელი, სულ “ორი ფეხის ნაბიჯზე” მცხოვრები აზერბაიჯანელების დნმ-ში არის მონგოლების და სპარსელების დნმ-ის მინარევები, სომხებში – აისორებისა და შუამდინარეთის სემიტური ხალხებისა. ასე რომ, თავადაც გაკვირვებული ვარ, როგორ მოვახერხეთ ქართველებმა, დღემდე ასე გვეცხოვრა.

– ამასთან დაკავშირებით გერმანელი რასოლოგის და ანთროპოლოგის იოჰან-ფრიდრიხ ბლუმენბახის გახსენებაც შეიძლება. ის წერდა: “საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით­ ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია მათი სახის ნაკვთების­ ასეთი სილამაზე. პასუხი ცხადია, – რასაც მე ვხედავდი და გავარ­კვიე, ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას; ქართველი ქალები კი იშვიათად მიჰყვებიან უცხოელებს, არა მარტო ჯიშის შესანარჩუნებლად, არამედ მათ მოსწონთ ერთმანეთი”. არადა, მიიჩნევა, რომ ჯიშთა აღრევით ლამაზი თაობა იბადება.
– გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ შერევა ანგრევს, თუმცა ყოველთვის ასე როდია…

– ერთი რამ მინდა გკითხოთ, ბევრჯერ იყო დავა ბაგრატიონების გენეტიკაზე. დავით სოსლანი ოვსთა უფლისწული იყო. ჩვენი მეზობელი სომხების თქმით კი, ბაგრატუნი სომხური გვარია.
– ბაგრატიონების დნმ-თან დაკავშირებით საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე – ამ უიშვიათესი ჰაპლოჯგუფის მსგავსი თუ მონათესავე დღევანდელ კაცობრიობაში არ მოიპოვება. მათ “უახლოეს” გენეტიკურ ნათესავებთან (ჩეხი, ინდოელი, ინგლისელი) დაახლოებით 5000 წელი Aაშორებთ.

– საკუთარი დნმ-ის კვლევა სად შეიძლ­ება? ამ წერილის შემდეგ აუცილებლად დაინტერესდება მკითხველი.
– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველ­ოში დნმ-ს არ იკვლევენ. შეგიძლიათ ჩვენი პროექტის ნახვა, სადაც ყველაფერია განმარტებული. მსო­ფლიოში კი იკვლევენ საკუთარ დნმ-ს. ამასთან დაკავშირებითაც მაქვს საოცარი ამბები: ჩვენ შეგვეხმიანა ინგლისელი კაცი, რომელსაც ჯორჯაძეების გენეტიკა აქვს და გაოგნებულმა გვკითხა, – ვინ არიან ესენიო. ყველაფერ კარგს რომ ვეტყოდი, ცხადია. ასევე საინტერესო იყო პორტუგალიელი “ბაგრატიონის” შეხმიანებაც – ამ კაცს იშვიათი სიახლოვე აქვს ბაგრატიონების გენეტიკასთან. გვკითხა, – გამაგებინეთ, ეს ხალხი ვინ იყოო. რომ ავუხსენით, გაოცებული დარჩა. თავად კი მხოლოდ ის იცოდა, რომ რომელიღაც მისი წინაპარი ბიზანტიიდან პორტუგალიაში გაჰქცევია რაღაც საფრთხეს. ბიზანტიაში ბაგრატიონების ყოფნა კი რა გასაკვირია – ჩვენი მეფეები პოლიტიკური მიზნით ხშირად აქორწინებდნენ ბერძენ იმპერატორებთან შვილებს.

უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი საქართველოში ჩამოვიდა.
ისინი საქართველოში ბორნით ჩამოიყვანეს.
მისი თქმით, უცნობმა პირებმა ის სახლიდან გაიტაცეს და თვალახვეული მიიყვანეს გემზე. მისივე თქმით, მას განუმარტეს, რომ სამი წლის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შევა.
შავშიშვილი აცხადებს, რომ მას აქვს ერთი კვირის წინ მიღებული აკრედიტაცია, რომელშიც წერია, რომ უფლება აქვს, უკრაინაში პროფესიული მოვალეობა შეასრულოს.

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ამბობს, რომ მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი ციხეში დღემდე ტყუილად იჯდა.

შარაძის ინფორმაციით, ბარათელი მზად იყო სიმართლე ეთქვა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თუმცა ის შეაშინეს და ამიტომ დღემდე მკვლელობას იბრალებს.

„2012 წელს, ის ამბობდა რომ არ იყო მკვლელი და ხელახლა დაკითხვა მოითხოვა. მზად იყო სიმართლე ეთქვა გამოძიებისთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ საქმე გაიწელა. ამასობაში მას შეეხო ამნისტია იმ 28 წელზე, რაც ჰქონდა შეფარდებული. საქმის ამ გაწელვაში, ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია და დაუმატეს 2 წელი. მას რეალურად საპატიმრო 2 წლის წინ უნდა დაეტოვებინა. ეს ყველაფერი მოხდა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისა და სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს. ამდენი წელი, რა ჯოჯოხეთი გაიარა ამ ადამიანმა ღმერთმა იცის. მე სამჯერ შევხვდი გიორგი ბარათელს. ყველაფერი მომიყვა მეც და გამომძიებელსაც, თუმცა ჩვენებას, რომლითაც სიმართლეს ამბობდა, ხელი არ მოაწერა, ვინაიდან თქვა, რომ ეშინია. ვინ არის მკვლელი საზოგადოება აუცილებლად გაიგებს“, – აცხადებს რუსუდან შარაძე.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სელექციური აბორტების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეკომენდებულია, სქესის არ გამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.
როგორც მან აღნიშნა, ზოგადად, აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასითაა შემცირებული.
“რაც შეეხება ე.წ. სელექციურ აბორტებს, ირიბი მაჩვენებლებით ხდება დათვლა – დემოგრაფიულად რამდენი უნდა ყოფილიყო თანაფარდობა ქალსა და ვაჟს შორის, თუმცა, ეს არის ირიბი ინდიკატორი, მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ არის რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

<კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია>

,,კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს. ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე.

ვერა წესიერად მოწყობილი მოქალაქური ცხოვრება ვერ შეიფერებს ამისთანა უსწორმასწორობას უიმისოდ, რომ თვით ზედ არ გადაეგოს, პირქვე არ დაემხოს და ამიტომაც არ არის ქვეყანაზედ არც ერთი იმისთანა განათლებული სახელმწიფო, საცა ყველას თანასწორობა კანონის წინაშე დედააზრად, სათავედ არ ედვას ყოველს კანონმდებლობას, ყოველს რჯულიერებას. რუსეთის სახელმწიფოშიაც ეს თანასწორობა ყველასი კანონის წინაშე ცხადად გამოთქმულია. განსვენებულის იმპერატორის ალექსანდრე II განსამართლების რჯულდებამ ეს თანასწორობა მტკიცე საფუძველზედ დააყენა რუსეთის იმპერიაში და აწ არსებული და მომქმედნი კანონები ყველას ერთგვარად და განურჩევლად უქადიან მფარველობას და შემ-წეობასა.

თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო.

ამ მავნებელის ზნის აყოლა მიეტევება გაუნათლებელს კაცსა, იმისთანა კაცსა, რომელსაც არ ესმის, რომელსაც ჯერ ვერ მიუგნია, რა დიდი მადლია ქვეყნისათვის, კაცთა საზოგადოების ბედნიერად ცხოვრებისათვის თანასწორობა კანონის წინაშე. ხოლო არ მიეტევება მას, ვინც გარეგანის ნიშნებით მაინც საგულისხმოა, რომ სწავლაში ყოფილა, განათლების შუქი ცოტად თუ ბევრად მოჰფენია და თვის საზოგადოებაშიც იმისთანას მდგომარეობა აქვს, რომ მოეთხოვება სამართლიანი მართებული ქცევა ყველგან და ყველას წინაშე, დიდი იქმნება თუ პატარა.

ყოველივე ეს გვათქმევინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც დღეს ახალს ამბებშია დაბეჭდილი ჩვენს გაზეთში. ერთი იმერელი მოსამსახურე გაუგზავნია თავის პატრონს ფაეტონის მოსაყვანად. დიდხანს ჰცდილა ეს მოსამსახურე, მრავალს მეფაიტონეებს შეჰხვეწნია, მაგრამ არავინ გამოჰყოლია. ბოლოს, როგორც იყო უშოვნია ფაეტონი. იქაც მახლობლად მდგარა სამი სამხედრო წოდების კაცი, ერთს მათგანს უბრძანებია მოსამსახურის მიერ დაჭერილ მეფაიტონესათვის, მე წამიყვანეო, მოსამსახურე უარზედ დამდგარა, ძლივძლივობით ვიშოვე ფაეტონი, ჩემი დაჭერილია და ვერ დაგითმობთო. სამხედრო წოდების კაცს ბევრი აღარ ულაპარაკნია, ფაეტონი წაურთმევია, დაუძახნია პოლიციელისათვის და უბრძანებია, ურჩი მოსამსახურე სადმე გამაცალეო.

ამისთანა ძალმომრეობა ხშირია ჩვენში, მაგრამ იშვიათად გამომჟღავნდება ხოლმე. სამართლამდე რომ მიაღწიოს ამ საქმემ, რასაკვირველია, ამ ძალმომრეობას, მარტო დიდპატარაობისა და მაღალ-დაბალობაზედ დაფუძნებულს, თავისი შესაფერი მსჯავრი დაედებოდა, მაგრამ საწუხარო ეს არის, რომ დიდმა იცის, პატარა ამაებს არ გამოუდგება და დანაშაული შერჩება დამნაშავესა. უსათუოდ ამისთანა ბოლოც ექმნება ამ საქმესა: მოსამსახურე არ იჩივლებს და ეს ამბავი ჩაილულის წყალს დალევს. ჩვენ კი არ შეგვეძლო ხმა არ ამოგვეღო ამ საგანზედ.

კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის. ამიტომაც იგი თანასწორობა ერთნაირად გასაფრთხილებელია, ერთნაირად საქომაგებელი, ერთნაირად დასაცველი, თუ კაცს ცოტა რამ ამ ქვეყნიერობისა შეუგნია და სიყვარული წესიერობისა და რიგიანობისა გულს ჩასახვია. დარღვევა ამნაირის თანასწორობისა თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევაა და ამიტომაც საქებურია გულწყრომა იმისი, რომელმაც ეს ამბავი გვაუწყა ჩვენ გაზეთში დასაბეჭდად და სამართლიანია იგი გულამღვრევაც, რომელიც ამის მოამბეს უგრძვნია ამ ამბავის მოხდენის დროს.

ეგ თანასწორობა, ეგ საჯარო უფლება რომ დაუსჯელად ილახებოდეს, მაშინ ვერავინ კარშიაც ფეხს ვერ გამოჰყოფდა, რადგანაც პატარას დიდი არ დაელევა და დიდს კიდევ უფრო დიდი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ კაცთა საზოგადოება ცნობიერთა არსებათა კრებას კი არ წარმოადგენდა, არამედ შავის ტყის ნადირთა გროვას, საცა ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. ჩვენდა სასიამოვნოდ, ამისთანა ამბებს აწ არსებულნი კანონები არ იწყნარებენ და სანატრელია, რომ არც ამ ზემოხსენებულს შემთხვევაში შეიწყნაროს.