18/11/2018 – 07:43
მთავარი რელიგია

0 898

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით გაახსნილონ, – ამის შესახებ უწმინდესმა დღეს საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა ასევე ისაუბრა, რომ მრევლის ნაწილს სურვილი აქვს ზოგიერთ ტაძარში საშობაო წირვა დილით ჩატარდეს, რაც მისი თქმით შესაძლებელია.
“მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა, – აღნიშნა ილია მეორემ.
სამების საკათედრო ტაძარში კი წირვა ღამე ჩატარდება. 21.00 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა, შემდეგ 23.00 საათზე შობის შეხვედრა და ღამის 12 საათის შემდეგ – საშობაო ლიტურგია.

0 1386

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. როგორც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ დღეს საპატრიარქოში განაცხადა, ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა ხვალ, 18:00 საათზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება, ხოლო სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 25 დეკემბერს, 10:00 საათზე, დაიწყება. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 38-ე წელი სრულდება. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

0 1798

საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც “შენი მედია გუნდი” უცვლელად გთავაზობთ:

”წმ. სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II.
წმინდა სინოდის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება წმიდა და დიდი კრებისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა მოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობის შესახებ;
2. სხდომამ იმსჯელა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე და დაადგინეს:
ა) წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოს მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ,- ვნების შვიდეულის პარასკევს და 1(14) ოქტომბერს. შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.
ელიოზის დის, კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1 (14 ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა.
ბ) წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს წმ. პეტრე აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.
გ) წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ: 20 ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასაწაულზე და 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.
3. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოხსენება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
მან აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები, ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც აღდგა ავტოკეფალია.
ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ვცნობთ ჩვენც.
ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით.
გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც.
წმინდა სინოდმა დაადგინა:
დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მასალების მომზადება კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, სამთავრობო და საეკლესიო წარმომადგენელთაგან შემდგარი, ორმხრივი კომისიისთვის.
ა) ეთხოვოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და ცალკეულ მკვლევართ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში.
ბ) ეთხოვოს ხელისუფლებას ორმხრივი კომისიის დროულად ამოქმედებისათვის ზრუნვა.
4. წმ სინოდმა მოისმინა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) წლიური ანგარიში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ.
ითქვა, რომ გასულ სასწავლო წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა 30-მა მოსწავლემ, ვერცხლის მედალი მიიღო 35-მა, მაღალი შეფასებით (9,5) ატესტატი გაიცა 63 ახალგაზრდაზე. კურსდამთავრებულთაგან 84% გახდა უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი.
მიტროპოლიტმა იოანემ ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის 2015 წლის საქმიანობის თაობაზე.
წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი საგნის, – „მე და საზოგადოების“, შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც.
5. სხდომაზე განიხილეს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი.
დაადგინეს: სინოდალური კომისიის მიერ ყოველწლიურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება.
6. წმიდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა.
დაადგინეს: კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება”, – ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

 

0 1056

ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში განაცხადა.
საპატრიარქოში პატრიარქი საქართველოში ევროკავშირის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
პატრიარქი შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
“ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიის”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, დიდი ხანია საქართველოს აქვს სურვილი იყოს ევროპის სტრუქტურების მონაწილე, ამაში გვაქვს დიდი შედეგები. პატრიარქის განცხადებით, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, ეკლესიებთან, ვატიკანთან.
“გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მეოთხე საუკუნეში ითარგმნა სახარება. იქმნებოდა ლითონის და სხვა სახის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას და ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ჰერმან, რომელსაც გაქვთ დიდი წვლილი ამ საქმეში”, – განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.
უწმინდესმა ეს დიდი მოვლენა მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ ქვეყანას.

0 1111

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება.წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი საწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ.

სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა.

წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდით. მორწმუნეები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

”საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტა ასოციაცია”და მედია პორტალი  ”შენი მედია გუნდი” გილოცავთ წმინდა ნიკოლოზის დღეს !

0 1162

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა.
იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა. ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, რომ ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო.
ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა. წმინდა ბარბარეს თავი მისმა მამამ მოჰკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. იმავე წამს დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.
წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება.

0 1171

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. “ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას იწყებს. ხანუქა სინათლის _ სიბნელეზე, სიკეთის _ ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. დღესასწაული საქართველოშიც საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა ებრაელს, განსაკუთრებით კი, ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და სიკეთესა და აღმშენებლობას უსურვებს მათ”, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

”საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” და ”შენი მედია გუნდი” ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

0 807

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა.
პატრიარქი და პრემიერი რუსთაველის თეატრში ერთად დაესწრნენ სპექტაკლს – „ჩემი მძევალი ანგელოზები“, რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.

0 937

პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ განაცხადა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი – “ჩემი მძევალი ანგელოზები” ნახა.
“ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა. უწმინდესის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
პრემიერ-მინისტრმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

0 687

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა. პატრიარქმა ადგილზე შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ წმინდა გიორგის ცხოვრებაზე ისაუბრა:
„საქართველოს მრავალი განსაცდელი გამოუვლია, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით ის გამოსულა გამარჯვებული. დღეს ვთხოვთ უფალს, რომ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ხილული თუ უხილავი მტრებისგან. როდესაც ადამიანს გონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან და ღმერთისგან, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ამას ვფიქრობთ უფალი ჩვენთანაა. უფალი ჩვენს გვერდითაა”, – განაცხადა პატრიარქმა.

წირვას ქაშვეთის ტაძარში პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, კულტურის მინისტრი თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

უწმინდესმა ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.