18/11/2018 – 07:36
მთავარი რელიგია

16 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“შემწყნარებლობა, ტოლერანტობა – ეს ახალი სიტყვაა და ხალხმა უკვე იცის რას ნიშნავს. ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების, სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ. თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიას და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში”, – ბრძანა უწმიდესმა და მრევლს შეახსენა, რომ მომავალ კვირას არის გიორგობა და სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან 10 წლისთავი სრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა.

ქობულეთში ადგილობრივებმა მუსლიმთა სასწავლებლის გახსნა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი ლერნომტოვის ქუჩაზე, მედრესის წინ შეიკრიბნენ სლოგანებით შევაჩეროთ თურქული ექსპანსია! ჩვენ არ გვჭირდება რელიგია უცხოური ფულით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონტიგენტის სიმცირის გამო ქობულეთში მედრესის ფუნქციონირების საჭიროება არ არსებობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტს გააგრძელებენ და ადგილზე მედრესის გახსნას არ დაუშვებენ.

ქობულეთის მუფთის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გამოყოფს ალტერნატიულ ტერიტორიას და აუშენებენ შენობას, მედრესში იმ დღესვე შეწყდება სწავლა. ასლან ბერიძის განმარტებით, სასწავლებელი 40 მდე მოსწავლეს დღეს მიიღებს, ხოლო სწავლება ქართულ ენაზე იქნება.

ავტორი: მარი კეკელიძე

რომის პაპი, ფრანცისი მესამე მსოფლიო ომის დაწყების რეალურ საფრთხეზე ალაპარაკდა. მან ეს განცხადება გააკეთა იტალიის ომის მემორიალზე სტუმრობისას, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალულნი.

pope-says-worlds-many-conflicts-amount-to-piecemeal-world-war-three-2014-9

” მსოფლიოს განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ არის ეპოქები, როცა კაცობრიობისათვის ე.წ გოდების ხანა დგება. სწორედ ახლა ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე. მთელი პლანეტა სისხლისღვრამ, ძალადობამ და ტერორიზმმა მოიცვა. ეს  ცალსახად მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნებია. ომი ირაციონალურია, ის განადგურებისა და ნგრევისაკენ არის მიმართული , ამიტომ მსოფლიოს ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეაჩერონ ის. მიუხედავად ამ ვითარებისა, სამწუხაროდ, არსებობს ძალები, რომლებიც დღეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას რეალურად განიხილავენ , თუმცა ეს არ უნდა დავუშვათ! ” –  განაცხადა რომის პაპმა.

Pope Francis Attends His Weekly Audience at St Peters Square

 

პაპი ფრანცისი აქტიურად არის ჩართული  ბოლო დროინდელ განვითარებულ მოვლენებში. მან რამდენიმე თვის წინ მთელს მსოფლიოს მოუწოდა შეეჩერებინათ აგრესია უკრაინაში, ერაყში, სირიაში, ღაზას სექტორსა და აფრიკის კონფლიქტურ ზონებში. რომის პაპმა ასევე ისაუბრა ტერორისტთა მიერ ქრისტიანი მოსახლეობის  მასშტაბურ მკვლელობებზე. მისი თქმით, გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა ნებისმიერ ფასად უნდა შეაჩერონ ეს პროცესები.

” ზოგიერთი ძალა ცდილობს თავისი იდეოლოგია გამოიყენოს ომის სამართლიანობის დასამტკიცებლად,  თუმცა, ეს მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად ხდება ! ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე ! “- აღნიშნა პაპმა თავის ქადაგებაში.

 

დღეს, ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში, რელიგიური დაპირისპირების თემაზე, ქრისტიანმა და მუსლიმმა მრევლმა იმსჯელეს. მხარეებმა ერთხმად გააპროტესტეს ქობულეთში 10 სექტემბერს მომხდარი იცინდენტი და განაცხადეს, რომ თუ მუსლიმური მედრესის (სასწავლებლის) გახსნის საჭიროება დღის წერიგში დადგება, იგი აუცილებლად საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

10706338_647334575380829_1079283337_n

მხარეებმა ასევე ცალსახად აღნიშნეს, რომ ნებისმიერ აღმსარებლობას, ისინი უდიდეს პატივს სცემენ.

შეხვედრაზე უფლებადამცველებიც იმყოფებოდნენ.

ავტორი: მარიამ კეკელიძე