18/11/2018 – 08:48
მთავარი მსოფლიო

0 541

ერაყში ისლამური სახელმწიფოს 36 მებრძოლი ჩამოახრჩვეს. ისინი 2014 წელს ტიკრიტის მახლობლად, ყოფილ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 1700-მდე ახალწვეულის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. ყველა მათგანი ერაყის მოქალაქეა.

კადეტების მასობრივი სამარხი ერაყის სამთავრობო ძალებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გასულ წელს რეგიონზე კონტროლი აღადგინეს.

პარალელურად, სამართალდამცველებმა ქალაქ კირკუკში არასრულწლოვანი დააკავეს, რომელსაც სხეულზე შაჰიდის ქამარი ეკეთა და აფეთქების მოწყობას გეგმავდა.

0 524

თურქეთის ქალაქ გაზიანთებში მომხდარი საზარელი ტერაქტის დასაგმობად ასობით ადამიანი გამოვიდა სტამბოლის ქუჩებში. აქციის მონაწილეებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თურქეთის ხელისუფლებას დააკისრეს.

აფეთქება თურქეთის სამხრეთ რეგიონში შაბათს, ეთნიკური ქურთების საქორწილო დღესასწაულზე მოხდა. დაიღუპა 51 ადამიანი. 70-მდე დაშვებულია, მათგან ნაწილი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ოფიციალური ანკარას ინფორმაციით, თავდასხმის უკან ისლამური სახელმწიფო დგას და ის 14 წლამდე ასაკის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

0 736

თურქეთის ვანის პროვინციაში პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი, 71 კი დაშავდა, მათგან 17 პოლიციელია.

დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აფეთქება ქურთების მუშათა პარტიამ განახორციელა.

0 625

თურქეთის აღმოსავლეთით ქალაქ ელაზიგში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაიჭრა.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

თურქული მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ, ქურთების მუშათა პარტიის მიერაა ორგანიზებული.

იქამდე რამდენიმე საათით ადრე ტერაქტი განხორციელდა ვანის პროვინციაში, სადაც დაიღუპა შვიდი და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი.

0 799

ვაშინგტონში რუსეთის მიერ ირანის საჰაერო ბაზების გამოყენებას ეხმაურებიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ქმედება მოულოდნელი არ იყო.

მარკ ტონერის განცხადებით შეერთებული შტატები შეისწავლის ეწინააღმდეგება თუ არა რუსეთის მიერ ირანის ბაზის გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის თვითმფრინავების გადაცემას და ირანის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილებას კრძალავს. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშებისთვის ირანის სამხედრო ბაზის გამოყენების შესახებ ონფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

0 621

გადაუღებელ წვიმებს ლუიზიანის შტატში მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. არის მსხვერპლიც. სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც დატბორილ თხრილში ჩავარდა.

დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას ნავების დახმარებით გადაყავთ.

სინოპტიკოსები რეგიონში უამინდობის გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

0 650

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმში დაკავებულების დაკითხვის ვიდეომასალა გაავრცელა.

გამოძიების ცნობით, დივერსანტები სიმფეროპოლის აეროპორტსა და ცენტრალურ ავტოსადგურზე გეგმავდნენ აფეთქებების მოწყობას.

სპეცსამსახურებში თავდასხმების ორგანიზატორის ვინაობაც დაასახელეს და განაცხადეს, რომ ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სადაზვერვო განყოფილების ხელმძღვანელი, ვლადიმერ სერდიუკია.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა ყირიმში უკრაინელი დივერსანტების მიერ დაგეგმილი ტერაქტების აღკვეთის შესახებ ინფორმაცია 10 აგვისტოს გაავრცელა. ოფიციალური კიევი ბრალდებას უარყოფს და მოსკოვს აგრესიის ახალი ტალღის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

ამ თემაზე პეტრე პოროშენკო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსაც ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს ჯოზებ ბაიდენმა მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

0 592

რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება კვლავ დაიძაბული რჩება. მომავალ კვირას რუსეთი ნახევარკუნძულზე სამხედრო სწავლებების ჩატარებას აპირებს. რუსეთმა ყირიმში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე გაგზავნა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს-400 ტიპის სისტემების მიწოდება წინასწარ იყო დაგეგმილი და ყირიმის ბოლოდროინდელ მოვლენებს არ უკავშირდება.

მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად კი უკრაინამ ყირიმის საზღვართან და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა.

0 696

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება 32 დიპლომატს ეძებს.

ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამბოხის შემდეგ უწყებამ მსოფლიოს მასშტაბით 208 დიპლომატი გაიწვია, თუმცა 32-მა მათგანმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა და სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა თავი.

ოფიციალური ანკარა გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს ფეთულაჰ გიულენს ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიულენს თურქეთში ქონება დაუყადაღეს.

0 761

ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ჰაფიზ საიდ ხანი (Hafiz Saeed Khan), რომელიც ავღანეთის და პაკისტანის დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, მოკლულია.

BBC-ის ინფორმაციით, ჰაზიფ საიდ ხანი 26 ივლისს განხორციელებულ თავდასხმას შეეწირა. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ავღანეთის სადაზვერვო სამსახურმაც დაადასტურა. ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვა თავად „ისლამურ სახელმწიფოს“ არ დაუდასტურებია.

აღსანიშნავია, რომ მისი მოკვლის შესახებ ინფორმაცია შარშან განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგაც ვრცელდებოდა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ავღანეთში 25 ივლისს განხორციელებული საჰაერო შეტევა ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური იერიში იყო, რომელსაც 80 ადამიანი ემსხვერპლა, 230 კი დაიჭრა.