14/11/2018 – 06:17
მთავარი მსოფლიო

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.

ტრამპს გამარჯვება უკვე მიულოცა ჰილარი კლინტონმა.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.

0 685

სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირის ახლო ნათესავებს ბრალად გიულენის ორგანიზაციის წევრობა ედებათ.

ჰუსეინ და ბუშრა გიულენები სამართალდამცველებმა იზმირში დააპატიმრეს. მანამდე, სპეცსამსახურებმა გიულენის ძმა და რამდენიმე ახლო ნათესავიც დააკავეს.

ოფიციალური ანკარა ფეთჰულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და შეერთებული შტატებიდან მის ექსტრადიციას ითხოვს.

0 601

მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს. 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე პროექტის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ შეაფასა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებასა და დაგებას ითვალისწინებს. მისი თქმით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა სწორედ სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზას.

„ეს არის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – სივრცით ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსაფრთხო, სწრაფ გადაადგილებას და განტვირთავს მოძრაობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება. მადლობას ვუხდი ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად უმოკლეს ვადაში დაასრულა მოსამზადებელი პროცესი. საგზაო მშენებლობის მხრივ გვაქვს კარგი დინამიკა, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. იმედი მაქვს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებაც ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყეთ დიდი დინამიკით, გაგრძელდება და ჩვენ მიერ გამოცხადებული ყველა მაგისტრალი აუცილებლად დასრულდება 4 წელიწადში,” – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება და მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს.

0 945

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა. ამის შესახებ ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთთან ურთიერთობებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ობამამ აღნიშნა, რომ როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, რუსეთი უკვე შეჭრილი იყო საქართველოში.

“როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ ვცადეთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზა მოგვეძებნა. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთს პატივისცემა, ვაღიარეთ დიდი განსხვავება და სხვადასხვა ღირებულებები და ამავე დროს, ვცადეთ თანამშრომლობის გზების მოძებნა”, -განაცხადა ობამამ.

ბარაკ ობამას თქმით, რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას მისი აგრესია წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებები ანალოგიურია, რაც მან საქართველოში გაანხორციელა.

“რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა უკავშირდება რუსეთი აგრესიას მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში. უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში გააკეთეს, ჩვენ ევროპელებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ, შევიმუშავეთ მინსკის შეთანხმება, რომელმაც ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა ბარაკ ობამამ

0 539

ერაყში ორი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა შორის სამი სამართალდამცავია.
პასუხისმგებლობა ტერაქტების ორგანიზებისთვის ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ბაღდადში მომხდარი ტერაქტების უმრავლესობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო მოწყობილი.

0 628

თურქეთში, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 10 უცხოელი დააკავეს. როგორც ადგილობრივი სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, უცხოელები პროვინცია ჰააიში, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში დააკავეს.
დაკავებულთა შორის აზერბაიჯანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, ეგვიპტისა და სირიის მოქალაქეები არიან. სპეცსამსახურების ცნობით, ყველა მათგანმა თურქეთის საზღვარი 30 აგვისტოს გადაკვეთა.

0 751

საქართველოს შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ორ დღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. იენს სტოლტენბერგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ერდოღანს სადაც ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო თურქეთის მონაწილეობას ავღანეთის მისიაში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას.

დღეს იენს სტოლტენბერგი თურქეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

0 696

ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. აეროპორტის პირველ ტერმინალში ერთ-ერთმა მგზავრმა სრულყოფილი შემოწმების გარეშე მოახერხა შესვლა.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. მათი განცხადებით, არსებობს აფეთქების საფრთხე.

აეროპორტის დირექცია აცხადებს, რომ მომხდარის გამო შესაძლოა, რამდენიმე რეისი გადაიდოს.

0 504

თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ დაჯგუფებებს უმკაცრესი სასჯელით ემუქრება. ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მხარდამჭერთა მორიგ მრავალათასიან მიტინგზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აქვე, კიდევ ერთხელ ახსენა სიკვდილით დასჯის კანონი, რომელსაც პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, ერდოღანი მხარს აუცილებლად დაუჭერს. პარალელურად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არაოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება.

მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ბერძენ კოლეგასთან იმ გაქცეული სამხედრო მაღალჩინოსნების გადაცემის თაობაზე ისაუბრა, რომლებმაც საბერძნეთს არშემდგარი გადატრიალების შემდეგ შეაფარეს თავი. ბერძნულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათ ბრალეულობას საბერძნეთის სასამართლო დაადგენს.

0 633

შეერთებული შტატები ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში მოახდენს.

განცხადება ამის შესახებ ანკარაში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი სწავლობს თურქული მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, თუმცა ამ დრომდე გიულენის ამბოხში მონაწილეობა არ დასტურდება.