18/11/2018 – 07:29
მთავარი მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ლიდერებმა დღეს ხარკოვში მომხდარ აფეთქებაზეც ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს საზარელი შემთხვევის გამო მიუსამძიმრა. აღინიშნა დღევანდელი ღონისძიების-„ღირსების მარშის“ მნიშვნელობა. „ბედნიერები ვართ, იმის ხილვით, თუ როგორი ერთიანი იყო დღეს უკრაინა; და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ უკრაინის ყველა მეგობარი გაერთიანდა იმ ღირებულებებისათვის, რომელთაც თქვენ ასე მტკიცედ იცავთ. ეს იყო შთამბეჭდავი დღე, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ, მე მჯერა, ყველასათვის, ვინც მონაწილეობდა „ღირსების მარშში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი აფასებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დელეგაციის მონაწილეობა დღეს კიევში გამართულ ღონისძიებებში. შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს სახელმწიფოთა თანადგომის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო უკრაინა-საქართველოს საერთო ინტერესებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზებზე, ასევე რიგის სამიტის საერთო პერსპექტივებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც.საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია, პეტრო პოროშენკომ კი მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს და ქართულ დელეგაციას „ღირსების მარშში“ მონაწილეობისთვის.

 

 

მოამზადა: მარიამ ქობულია

რადიკალურ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი დახოცეს, რის შემდეგაც ინტერნეტით გაავრცელეს მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა. ვიდეოში ჩანს მძევლებისთვის თავის მოკვეთა და ერთ-ერთი მებრძოლის მიმართვა ქრისტიანულ სამყაროს – “ჯვაროსნებს უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ”. ეგვიპტელი მუშები ისლამისტებმა დეკემბერსა და იანვარში ლიბიის ქალაქ სირტედან გაიტაცეს.

ეგვიპტის ხელისუფლებამ მძევლების მკვლელობის გამო, ქვეყანაში ერთ კვირიანი გლოვა გამოაცხადა, ხოლო ლიბიაში დაჯგუფების საწვრთნელი ბანაკები და იარაღის საწყობები დაბომბა.

საქართველო ვებ- ჟურნალ presscave -ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 2014-2015 წლის რეიტინგის top ათეულში მოხვდა. როგორც ჟურნალშია აღნიშნული ,ათეულის შედგენისას გაითვალისწინეს ქვეყნებში არსებული დანაშაულის დონე, ასევე სტიქიური უბედურებები, ეკონომიკური კრიზისი, კორუფცია და სხვა ელემენტები.
საქართველო ათეულში მეექვსე ადგილზეა, მიზეზები რის გამოც ამ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა არის ის ,რომ აქ ადამიანს შეუძლია ,როგორც დღისით, ასევე ღამით უსაფრთხოდ გადაადგილდეს,რაც შეუძლებელია ბევრ სხვა ქვეყანაში. დაბალია ქურდობის, ტერორიზმის, მკვლელობის საფრთხე. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო საუკეთესო ადგილის ტურისტებისთვის, რადგან დაცულია მათი უსაფრთხოება. ამ ქვეყანაშ ნახავ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ეროვნულ პარკებს და სხვა მრავალ საინტერესო და ლამაზ ადგილებს.

აღნიშნული top ათეულის სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება :
1. ისლანდია
2.ტაივანი
3.დანია
4.ავსტრია
5.ახალი ზელანდია
6.საქართველო
7.კანადა
8.იაპონია
9.ნორვეგია
10.სინგაპური

ერთ-ერთმა გადამღებმა ჯგუფმა გრენლანდიის კუნძულიდან მოშორებით დააყენა კამერა. რაც მათ გადაიღეს გამაოგნებელია !
ეს გადამღები ჯგუფი გრენლანდიაში 2008 წელს ჩავიდა.
მათ ისტორიული მომენტის გადაღება შეძლეს – მყინვარის დაშლა და გადაადგილება. მყინვარი სიდიდით ქვედა მანჰეტენზე დიდი იყო. სიგრძეში – 1,5 კილომეტრი და სიგრძეში 4-ჯერ მეტი. მყინვარის სიგრძემ 1 კილომეტრს მიაღწია, რომლის უმეტესი ნაწილი წყლის ქვეშ იყო.

ნინი მაჭავარიანი

დევიდ ბექჰემმა, როგორც უკვე მეათე წელია იუნისეფის კეთილი ნების ელჩმა შექმნა ფონდი “7”, რომლის მიზანია დაიცვას მილიონობით ბავშვი საფრთხისგან. ეს არის ბექჰემისა და იუნისეფის ერთობლივი ფონდი,რომელიც 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოჰყოფს 3 წლის განმავლობაში იუნისეფის შვიდივე რეგიონის დასახმარებლად.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სოციალური ინკლუზიის თემის გააქტიურება იგეგმება, ძირითადი აქცენტით დაუცველ ბავშვებზე. საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ეთნიკურ უმცირესობებსა და მიგრანტებზე. ფონდი იზრუნებს ამ ბავშვების სკოლაში დარჩენასა და უკეთესი მომავლისთვის აუცილებელი სასიცოცხლო უნარების გამომუშავებისთვის.

ბექჰემმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ ბავშვებზე ზრუნვა 2015 წლის პრიორიტეტად აქციონ.ფეხბურთელმა ამ სიტყვებით მიმართა ყველას : “ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ძალადობა, ბავშვთა სიკვდილიანობა და სიღარიბე”

“ყველაფერი რაც გამიკეთებია, ჩემი საფეხბურთო კარიერა, ჩემი ოჯახი, ეს ყველაფერი მიმიძღვოდა ერთი წერტილისკენ-ეს არის წუთი იმისთვის, რომ რაც შემეძლება გავაკეთო ბავშვების დასახმარებლად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სწორედ ამით მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ჩემით იამაყონ” დაამატა ოთხი შვილის მამამ.

10942605_894375540608981_3035718401102793398_n