25/11/2017 – 02:21
მთავარი მსოფლიო

0 94

ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალი Forbs-ი, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგს აქვეყნებს. 

მის მიხედვით პირველ ადგილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს.

მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი.

151115080110theresamay624x351panocredit

ხოლო მესამე ადგილზეა მილიარდერ ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი.

thumb

გამოცემის რეიტინგში ყველაზე არასახარბიელო ცვლილება ჰილარი კლინტონს შეეხო, რომელმაც ერთ წელიწადში მეორე ადგილიდან 67-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ჰილარი

0 142

8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მექსიკაში 6, გვატემალაში კი 1 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი. დაზიანდა შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.
სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა სახლებს ტოვებს. ცუნამის საშიშროებაა გამოცხადებული ასევე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში, ჰონდურასსა და ეკვადორში.

ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში დონალდ ტრამპის განკარგულების შედეგად საზღვარზე 11 ლტოლვილის დაკავებას საპროტესტო აქცია მოჰყვა.

აქციის მონაწილეები იძულებით გადაადგილებული პირების ქვეყანაში შეშვებას მოითხოვდნენ და სხვადასხვა ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

საპროტესტო აქცია გაიმართა ლოს-ანჯელესის აეროპორტშიც. მედიის ინფორმაციით, აქ სულ მცირე 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპის განკარგულების ძალაში შესვლის მომენტიდანვე, ერაყისა და იემენის მოქალაქეები ქაიროს აეროპორტში, ნიუ-იორკის რეისზე არ დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოქმედი ვიზები გააჩნდათ.

პრეზიდენტის დადგენილება ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებს ეხებათ და მათ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს.

0 688

ოსკარზე ნომინირებული ირანელი რეჟისორი დაჯილდოების ცერემონიას დონალდ ტრამპის განკარგულების გამო, შესაძლოა, ვერ დაესწროს, ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს.

აშარ ფარადი საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიაშია წარდგენილი ფილმისათვის The Salesman (გამყიდველი).

3C99933900000578-4167124-image-a-3_1485621854142

მისი სამშობლო ირანი ერთ-ერთია იმ შვიდ ქვეყანას შორის, რომელსაც ტრამპის ბრძანების საფუძველზე, 90 დღის განმავლობაში ვიზების გაცემა აეკრძალა, ხოლო მის მოქალაქეებს ამერიკაში ჩასვლა.

ამ თემაზე რეჟისორს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია, ამიტომ უცნობია, რის გაკეთებას გეგმავს ის.

როგორც ირანის ამერიკული საბჭოს პრეზიდენტმა ტრიტა პარსიმ „ტვიტერზე“ დაწერა, ფარადის ამერიკაში არ შეუშვებენ.

3C998FF500000578-4167124-image-a-19_1485622113380

ოსკარების დაჯილდოების 89-ე ცერემონია ლოს ანჯელესში 26 თებერვალს გაიმართება.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ს ვიზის, მწვანე ბარათის მფლობელებსა და დევნილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. ეს ეხება შვიდ სახელმწიფოს, მათ შორის ირანს.

3C93A75E00000578-4165696-image-a-64_1485557729015

დღეს შვიდი მიგრანტი – ექვსი ერაყიდან და ერთი იემენიდან კაიროში გააჩერეს, როდესაც აშშ-ში გამგზავრებას გეგმავდნენ. ამას გარდა, ორი ერაყელი ნიუ იორკის კენედის სახელობის აეროპორტში დააკავეს.

0 398

რომის პაპმა ფრანცისკემ პრესაში დეზინფორმაციის მომატების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მედიას ამ თვალსაზრისით „ყველაზე ცუდი ზიანის მოტანა შეუძლია“,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ვფიქრობ, მედია გამჭვირვალე, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს და კოპროფაგიის ( Coprophagia – ადამიანებში მძიმე ფსიქიკური აშლილობის ფონზე საკუთარი, ან სხვისი ფეკალური მასების ჭამა და ცხოველებში, ბევრ შემთხვევაში ნორმატიული გამოვლინებაა) დონეზე არ უნდა დაეცეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მუდმივად სკანდალებზე და საშინელებებზე ჰყვებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საშინელება სიმართლეა,“-განაცხადა რომის პაპმა ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ადამიანს ამა თუ იმ სიტუაციაში სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეუძლია, თუ მედია მათ მხოლოდ სიმართლის ნაწილს მიაწვდის და ფაქტის სრულ სურათს არ აჩვენებს.

ამ განცხადებით რომის პაპი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთ კანდიდატს მხარს უჭერდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, თუმცა ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია, ამის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ახალი ამბები მალევე წაშალეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ facebook-მა ალგორითმის ტესტირება დაანონსა, რომელიც დეზინფორმაციას გამოაშკარავებს.

0 443

მედია მუდმივად საშინელებებზე არ უნდა ყვებოდეს, თუნდაც ეს საშინელება სიმართლე იყოს,-ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რომის პაპმა ფრანცისკემ პრესაში დეზინფორმაციის მომატების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მედიას ამ თვალსაზრისით „ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია“.

„ვფიქრობ, მედია გამჭვირვალე, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს და კოპროფაგიის დონეზე არ უნდა დაეცეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მუდმივად სკანდალებზე და საშინელებებზე ჰყვებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საშინელება სიმართლეა,“-განაცხადა რომის პაპმა ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ადამიანს ამა თუ იმ სიტუაციაში სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეუძლია, თუ მედია მათ მხოლოდ სიმართლის ნაწილს მიაწვდის და ფაქტის სრულ სურათს არ აჩვენებს.

ამ განცხადებით რომის პაპი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთ კანდიდატს მხარს უჭერდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, თუმცა ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია, ამის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ახალი ამბები მალევე წაშალეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ facebook-მა ალგორითმის ტესტირება დაანონსა, რომელიც დეზინფორმაციას გამოაშკარავებს.

0 419

უკრაინის დელეგაციამ გაერო-ს უშიშორების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთახმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლმა მიაწოდა.

ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.

უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს ორ პუნქტიანი განცხადების მიღებაც შესთავაზა, სადაც ჩაიწერებოდა, რომ საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ მხარს, თუმცა ინიციატივა საბოლოოდ რუსეთმა დაბლოკა.

0 315

ინდონეზიაში, აკეს პროვინციაში მომხდარ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა არ არის გამორიცხული მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან შენობების ნანგრევებში ათობით ადამიანი იმყოფება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

კუნძულ სუმატრაზე სტიქიამ შენობების მასობრივი ნგრევა გამოიწვია.

ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტო ცუნამის საფრთხეს გამორიცხავს. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

0 431

ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.

თუ ელჩები ამჯერად მაინც შეთანხმდებიან, ამ საკითხზე მსჯელობა ხვალ უკვე ევროპარლამენტში სამოქალაქო თავისუფლებისა და მართლმსაჯულების კომიტეტში გაგრძელდება.

ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებით უვიზო მიმოსვლა პირდაპირ კავშირშია დროებითი შეჩერების მექანიზმთან და უვიზო მიმოსვლაც ამ მექანიზმის ძალაში შესვლის პარალელურად ამოქმედდება.

დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელიც დაესწრება.

„საქართველოს გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ძალაში აუცილებელია შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ერთმანეთზე დამოკიდებული. ეს არის განხილვის ბოლო სტადიაში, თუ როგორ ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი“, – აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

0 330

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი რუსეთისა და აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.

ასევე რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანისა და გლობალური პორბლემების დარეგულირების გზას ის და ტრამპი ერთობლივად იპოვნიან.