რუსეთმა დღეს კიდევ ერთხელ დაარღვია მინსკის შეთანხმება. უკრაინის პრემიერ მინისტრის განცახდებით მოსკოვმა დიდი შვიდეულის შეხვედრამდე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფთან კონსულტაციები განზრახ გააუქმა, ტერორისტებს კი სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრძანა, არსენ იაცენიუკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ სწორი და ადეკვატური პასუხის უნდა გასცეს რუსეთის აგრესიას.
დონეცკის ოლქში მარინკას დასახლებაში პრორუსმა სეპარატისტებმა იერიში დაიწყეს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 30-მდე პირი. უკრაინული მედიის თანახმად, მარინკაში მებრძოლებმა ათასამდე პირი და 20-ზე მეტი ტანკი გადაისროლეს.
ხიდი არ არის მხოლოდ ორი ადგილის დასაკავშირებელი კონსტრუქცია – არქიტექტორებსა და ინჟინერებს კოლოსალური შრომა უწევთ, რათა ის ლამაზი და, ამავდროულად, ფუნქციურად სრულყოფილი იყოს.
გთავაზობთ, მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზი ხიდის ფოტოს, თანდართული მცირედი ინფორმაციით. ათეული შედგენილია ტურისტების შეფასებების მიხედვით.
10.Golden Gate Bridge , სან ფრანცისკო, ამერიკის შეერთებული შტატები.
მისი აშენება 4 წელზე დიდხანს გრძელდებოდა და დაახლოებით 27 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ხიდი 1937 წლიდან ფუნქციონირებს და სან ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ნამუშევარია.
9. ხაჯუს ხიდი, ირანი.
ეს ხიდი არაბული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის მე-17 საუკუნეში აიგო შაჰ-აბას II- ის ბრძანებით და დღემდე საოცრად ლამაზი და ტურისტებისათვის გამორჩეული ადგილია. ძველად, ხიდის ცენტრში არსებული პავილიონები მხოლოდ შაჰისათვის იყო განკუთვნილი, დღეს ის ღიაა ნებისმიერი მნახველისათვის.
8. “Millau Viaduct” , საფრანგეთი.
ხიდი აგებულია 2004 წელს ფრანგი ინჟინერისა და ბრიტანელი არქიტექტორის მიერ. მან არამარტო ფრანგი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. ხიდი არის მინიმალისტური, თუმცა საკმაოდ ელეგანტური კონსტრუქცია. ის, ამჟამად ,მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხიდად მიიჩნევა ( 343 მეტრი)
7. ჰელიქსის ხიდი, სინგაპური.
ეს ულტრათანამედროვე ხიდი აგებულია შუშისა და ფოლადის მავთულხლართისაგან. მიუხედავად სპეციფიკური არქიტექტურისა, ის ტურისტებზე გახსნის დღიდან, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ექსპერტების შეფასებით, ხიდი ზუსტად გამოხატავს ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნის – სინგაპურის ცხოვრების რიტმს, გარემოს… ჰელიქსის ხიდი ღამით ლურჯად არის განათებული, რაც ორმაგად ლამაზ სანახაობას სთავაზობს მნახველებს.
6. ბრუკლინის ხიდი, ნიუ იორკი.
ყველასათვის კარგად ცნობილ ხიდს, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს – მისი არქიტექტურის დიზაინერს, ჯონ როებლინგს, დაახლოებოთ 15 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ქალაქის თვითმმართველობა დაერწმუნებინა, ნება მიცათ, ეს ხიდი აეშენებინა. სამწუხაროდ, ჯონ როებლინგი გარდაიცვალა მანამდე, სანამ ნებართვას მიიღებდა. შედეგად, ხიდს მშენებლობა დაიწყო მისი შვილის – ვაშინტონ როებლინგის ხელმძღვანელობით, თუმცა, მალე ისიც გარდაიცვალა. საბოლოოდ, ხიდი დასრულდა ვაშინგტონ როებლინგის მეუღლის – ემილის ხელმძღვანელობის პერიოდში.
5. პონტე ვეკიო, ფლორენცია, იტალია.
ეს ულამაზესი ხიდი აგებულია არნოს მდინარეზე და ფლორენციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ხიდზე არის უამრავი მაღაზია, სადაც ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ იტალიური ნაკეთობები : სამკაული, ტყავის ნაწარმი და სხვადასხვა აქსესუარი. სწორედ ამის გამო, პონტე ვეკიო ყოველთვის სავსეა ტურისტებით, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ამ ხიდს.
4. რიალტოს ხიდი, ვენეცია, იტალია.
რიალტოს ხიდი გამოირჩევა უნიკალური და ორიგინალური არქიტექტურით. ის აგებულია ლეგენდარულ გრანდ კანალზე. ცნობილი ვენეციური გონდოლები, სტუმართმოყვარე გიდები – ეს არის ის , რის გამოც ხშირად ნახავთ ამ ხიდის ქვეშ ნავებით მოსეირნე ტურისტებს.
3. Pont du Gard ( გარდის ხიდი ), საფრანგეთი.
ხიდი აგებულია მდინარე გარდზე და არსებობის 2000 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად, ის სარწყავი სისტემის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა დღეს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.
2. ჩენგიანგის ხიდი, ჩინეთი.
მას ასევე უწოდებენ ” ქარისა და წვიმის” ხიდების არქიტექტურას. ხიდის აშენების ასეთი მეთოდი ჩინეთისათვის არის დამახასიათებელი და უნიკალურია, რამდენადაც არ არის გამოყენებული არც რთი ლურსმანი თუ ჭანჭიკი მასალის დასაკავშირებლად. მასში გამოყენებულია მხოლოდ ხე და ქვა. ამ უძველეს ხიდს თამამად შესაძლოა ვუწოდოთ არქიტექტურული საოცრება.
1. ტაუერის ხიდი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ტაუერის ხიდი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ხიდია. მისი პრინტი გამოყენებულია სახლებისა თუ კომერციული დაწესებულებების დიზაინში, ტანისამოსზე, სხვადასხვა აქსესუარზე… არ არსებობს ტურისტი, რომელიც ლონდონში ყოფნისას, ერთ-ერთ ყველაზე პირველს ტაუერის ხიდს არ მოინახულებს. ხიდი აგებულია მდინარე თემზაზე. დღეს, ეს ხიდი წარმოადგენს ლონდონის ბრწყინვალე ვიქტორიანული ეპოქის სიმბოლოს.
მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის მონახულება ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა თავისუფალი დროის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გამოყენებისათვის. მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყანაში გამგზავრება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რამდენადაც ახალ გარემოსთან ადაპტაცია შეუძლებელია, გარკვეული ინფორმაციის ცოდნის გარეშე. დედამიწაზე ყველა ადგილს აქვს ის ნიშნები, რომელიც კონკრეტულად მისთვისაა დამახასიათებელი – კლიმატური პირობები, მოსახლეობის ტრადიციები, ისტორია, სოციალური თუ პოლიტიკური გარემო…
იმისათვის, რომ მოგზაურობისას უსიამოვნებები ავიცილოთ, მაქსიმალურად ამომწურვი ცნობები უნდა შევაგროვოთ იმ ქვეყნებსა თუ ქალაქებზე, რომელთა მონახულებასაც ვაპირებთ.
ამ სტატიაში, მოცემულია ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე საშიში და კრიმინალური ქალაქების შესახებ.
სან პედრო სულა, ჰონდურასის რესპუბლიკა.
სან პედრო სულა, ცენტრალურ ამერიკაში მდებარე ქვეყნის – ჰონდურასის რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქია. ის მსოფლიოში მკვლელობათა სიხშირით არის ცნობილი. ქალაქში მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით ასი ათასია და დღეში საშუალოდ სამი მკვლელობა ფიქსირდება.
აკაპულკო, მექსიკა.
აკაპულკო რამდენიმე ათწლეული წლის წინ, საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ტურისტული ზონა იყო. ეს არცაა გასაკვირი, თუ მის ულამზეს სანაპიროებს გავითვალისწინებთ. მიუხედავად ამისა, დღეს, იშვიათად შეხვდებით ქალაქში ჩასულ ტურისტს. ყველაფერი გამოწვეულია ნარკოტიკის გასაღებასთან დაკავშირებულ პრობლემებით, რომელიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, სრულიად არაკონტროლირებადი გახდა. აკაპულკოში სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა კრიმინალური გარჩევები, ქუჩებში უეცრად ამტყდარი სროლები და გვამები, რომლებსაც მოქალაქეები დილით სანაპიროსა და პორტის მიმდებარე ტერიტორიებზე პოულობენ.
კარაკასი, ვენესუელა.
ვენესუელას დედაქალაქი – კარაკასი მსოფლიოში მკვლელობათა სიხშირით პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემები საკაოდ შოკისმომგვრელია – 122 მკვლელობა ყოველ 100,000 მცხოვრებზე. ეს არის ქალაქი, სადაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შესაძლოა ბანდების სისხლიანი დაპირისპირების მოწმე, ხოლო უარეს შემთხვევაში – მსხვერპლი გახდეთ. კარაკასი ნარკომოვაჭრეების, დაქირავებული მკვლელებისა და კრიმინალური ბანდების ნამდვილ სამშობლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ტორეონი, მექსიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ტორეონი მექსიკის უმთავრესი სარეწველო და ეკონომიკური ქალაქია, ის, მაინც, რჩება მსოფლიოს ყველაზე კრიმინალურ და საშიშ ქალაქთა ჩამონათვალში. ტორეონში თითქმის აღმოფხვრილია ორგანზებული და ნარკოტიკული დანაშაული, თუმცა, მკვლელობების მაჩვენებელი, კვლავაც საკმაოდ მაღალია – 87 მკვლელობა, ყოველ 100,000 მცხოვრებზე.
მაცეიო, ბრაზილია.
ბრაზილია მსოფლიოს კრიმინალურ ადგილთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს. მაცეიოში, რომელიც ალაგოასის შტატის დედაქალაქია, მკვლელობის მაჩვენებელი ყოველწლიურად არის 135, ყოველ 100,000 მცხოვრებზე.
კალი, კოლუმბია.
ლათინური ამერიკა, ყოველთვის იყო ძალადობისა და დანაშაულის სიხშირით გამორჩეული ადგილი, თუმცა, კოლუმბია მოწინავე ადგილს იკავებს ყველაზე საშიში ქვეყნების ჩამონათვალში. ქალაქი კალი ნარკოტიკებით ვაჭრობისა და კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ცენტრად სრულიად დამსახურებულადაა მიჩნეული. აქ მკვლელობათა რიცხვმა, შესაძლოა, 80-საც კი მიაღწიოს. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ალბათ, არ გაგვიკვირდება, თუ ქალაქი კალი არ არის ტურისტული ვიზიტებით ცნობილი.
ნუევო-ლარედო, მექსიკა.
ნუევო-ლარედო სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად. ისეთი დანაშაულები, როგირიცაა გატაცება, მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძარცვა – დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლოა მოხდეს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2006 წლიდან მოყოლებული ამ ქალაქში, სულ 60,000 ადამიანი მოკლეს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ გარჩევებსა თუ ფარულ დაპირისპირებებში. ყველამ, ვინც ამ ქალაქში სტუმრობას აპირებს, კარგად უნდა დაიმახსოვროს ორი რამ – მოერიდოს ღამით სიარულს და იმოძრაოს ხალხმრავალ ადგილას.
ყოველწლიურად მსოფლიოში აღირიცხება ცნობილი კაფე-ბარების რეიტინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჟიური, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტებისაგან არის დაკომპლექტებული, შერჩევის პროცესში, განიხილავს ამ დაწესებულებების მენიუს, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, მომსახურების ხარისხს, და რაც მთავარია, კლიენტთა შეფასებას. შედეგების მიხედვით კი, ვლინდება ათეულობით საუკეთესო მათგანი.
გთავაზობთ 2014 წლისათვის გამოვლენილი საუკეთესო ჯაფე-ბარების ჩამონათვალს ( ფოტოკოლაჟი).
ახალ მეხიკოში, ამჟამად, საჰაერო ბურთების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს. 2014 წლის ფესტივალმა სტარტი 4 ოქტომებრს აიღო და 9 დღე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, ხუთასზე მეტ საჰაერო ბურთს უშვებენ ცაში , რაც ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს.
პირველად ფესტივალი 1972 წელს ჩატარდა. წლიდან წლამდე , უფრო მეტი და მეტი სტუმარი ესწრებოდა საჰაერო ბურთების ფესტივალს, ამიტომ, მალე ძალიან პოპულარული გახდა და დღეს ახალი მეხიკოს ერთ-ერთ მთავარ ყოველწლიურ მოვლენასწარმოადგენს.
ეიფელის კოშკი, ჩინეთის დიდი კედელი, ეგვიპტის პირამიდები – ეს ღირშესანიშნაობები სამართლიანად არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ხშირად მონახულებადი ტურისტული ზონები. თუმცა, არსებობს ულამაზესი ადილები, რომელთა შესახებ უამრავ ადამიანს არც კი სმენია, მათ შორის, ყველაზე გამოცდილ მოგზაურებსაც კი.
გთავაზობთ ნაკლებად ცნობილი მსოფლიოს ულამაზესი ადგილების ფოტოკრებულს.
რესტორანი გროტა პალაცისი, იტალია
აიგუილეს მთა , რონა-ალპები, საფრანგეთი
ვეფხვის გამოქვაბულის მონასტერი,ბუტანი
დუბროვნიკი, ხორვატია
არაგონი, ესპანეთი
ბაგანი, ბურმა (მაიანმარი )
აიშერი, შვეიცარია
ჰაიკუს კიბეები, ჰავაი
ფინგვალავატნის ტბა, ისლანდია
ჩეფჩაოუენი, ჩრდილო-დასავლეთ მაროკო
ლორდ ჰოუვის კუნძული, ავსტრალია
ეპისკოპოსის კოშკი, სან იზაბელის ნაციონალური ტყე-პარკი, კოლორადო
ოაზისი პერუს უდაბნოში
კაპადოკია, თურქეთი
ჰალსტატი, ავსტრია
ტრიპოლი, ლიბია
საგოვიას კოშკი, ესპანეთი
სასტუმრო “მულენ დე ღოკი” ( კლდის წისქვილი) , საფრანგეთი
ჩრდილოეთ ამერიკაში წელს ზამთარი ჩვეულებრივზე ადრე დადგა. დაკოტაში და მონტანასა და ვაიომინგში თივლის საფარმა ნახევარ მეტრსაც კი მიაღწია. მოსახლეობა გაკვირვებულია ამ ფაქტით. ისინი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ სურათებს და აღნიშნავენ, რომ უცნაურია თოვლის მოსვლა მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ისევ ზაფხულის სიცხეა.
საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ახალი რეკლამა გადაიღეს. ის უკვე ინტერნეტში განთავსდა და მალე მსოფლიოს სხვადასხვა ტელეარხზეც გამოჩნდება. ვიდეორგოლის მიზანია საქართველოს კულტურის, ღირშესანიშნაობების მსოფლიოსათვის გაცნობა, დაინტერესება და ტურისტების მოზიდვა.
ბრაზილია – ულამაზესი სანაპიროების, ბასა-ნოვას,კოპა-კაბანას, ცხელი კარნავალისა და ლამაზმანების ქვეყანაა. ბრაზილია, რითაც ტურისტებს კიდევ უფრო იზიდავს ეს, “რიოს კარნავალია”-რომელიც ყოველწლიურად, თებერვლის თვეში იმართება.
კოპა-კაბანა, ბრაზილია
ბრაზილიას მდიდარი კულინარიული ტრადიციები გააჩნია. ბრაზილიური სამზარეულო, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სამხრეთ-ამერიკის კონტინენტზე. მკვლევარების უმრავლესობა ამ ფაქტს ჰუგენოტებს მიაწერს, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოსახლდნენ და რიო-დე-ჟანეიროს მიდამოებში დასახლდნენ. თუმცა, ერთი რამ უტყუარია – ბრაზილიური კულინარიული კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი პორტუგალიელ კოლონიზატორებს მიუძღვით.
ბრაზილიის თითოეული რეგიონის სამზარეულოს გააჩნია თავისებურებანი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მის ისტორიასა და გეოგრაფიულ მდებარეობასთან. მაგალითად, ბრაზილიის ჩრდილოეთით ამზადებენ ტაკაკა ნო ტუკუპის. ამ კერძის შემადგენლობაში შედის მანიოკის პასტისა და ფქვილის ნარევი -გამშრალი კრევეტებითა და ჯამბოთი. საინტერესოა მუნგუზუ – სიმინდის, მწვანე ბანანისა და ქოქოსისგან მომზადებული კერძი.
ბრაზილიაში, ხორცის მომზადების ტრადიციული რეცეპტი აქვთ,ისინი ხორცს დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთს ამატებენ . ზეითუნის ზეთით კაზმავენ ასევე სალათებს. ბრაზილიური კერძები ძალიან ცხარე და მარილიანია. დასავლეთ ბრაზილიაში მიირთმევენ ალიგატორსაც, რომლისგან მომზადებულ კერძსაც ჟაკარას ეძახიან.
ჟაკარა
ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბრზილიური კერძებია: აცეროლა– მარადმწვანე მცენარე წითელი ნაყოფით, რომელსაც ბალის ფორმა აქვს-ხოლო გემო ციტრუსის .ეს საკვები , ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, ვინაიდან დიდი რაოდენობით c-ვიტამინს შეიცავს.
გუარანი – ველური კენკრა, რომლისგანაც მზადდება ბრაზილიური გამაგრილებელი სასმელი. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში იგი კოკა-კოლაზე უფრო მოთხოვნადია.
ასაი-მუქი, მრგვალი ფორმის პალმის ნაყოფია, რომელსაც მაყვალის და ჟოლოს გემო აქვს.
ბრაზილიაში წარმოუდგენელია საუზმე და სადილი ყავის გარეშე, ბრაზილიელებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვან ეს მაცოცხლებელი სასმელი,რათა მთელი დღე სიჯანსაღე შეინარჩუნონ.
ბრაზილიური საჭმელები, გაცხოველებული პოპულარობით საგებლობს მთელ მსოფლიოში და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი სამზარეულოა.
მოამზადა: ბაჩო გოგრიჭიანი
ბრაზილიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. – See more at: http://24hour.itdc.ge/news/story/92680-braziliuri-samzareulo-rtuli-da-egzotikuri#sthash.UsnPeFee.dpuf
ბრაზილიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. – See more at: http://24hour.itdc.ge/news/story/92680-braziliuri-samzareulo-rtuli-da-egzotikuri#sthash.UsnPeFee.dpuf
ბრაზილიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. – See more at: http://24hour.itdc.ge/news/story/92680-braziliuri-samzareulo-rtuli-da-egzotikuri#sthash.UsnPeFee.dpuf
ბრაზილიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. – See more at: http://24hour.itdc.ge/news/story/92680-braziliuri-samzareulo-rtuli-da-egzotikuri#sthash.UsnPeFee.dpuf
იტალია , ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკაა, იგი მოიცავს ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას. ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის დედაქალაქი-რომი , საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, დღეს კი ეს ქალაქი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია და პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.
იტალია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან არქიტექტურული ვიზუალით გამოირჩევა, აღსანინავია, ფლორენციის, ვენეციის, ძველი რომისა და შენობა-ნაგებობების არქიტექტურა.
იტალიის არქიტექტურული ძეგლებიდან- აღსანიშნავი და თვალში საცემია -ანდრეა პალადიოს ვილები ვენეტოში, არქიტექტორ ანდრეა პალადიოსის მიერ დაპროექტებული ვილები, რომლებიც 1994 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მდებარეობს იტალიაში, ვენეტოს რეგიონში.
-ანდრეა პალადიოს ვილა
ვილა კაპრა, ცნობილია როგორც ვილა ლა როტონდა —რენესანსის პერიოდის ვილა. იგი ქალაქ ვიჩენცაში 1566 წელს არქიტექტორმა ანდრია პალადიომ ააშენა. პროექტი ძველი საბერძნეთისა და რომის არქიტეტურას ეყრდნობა.
ვილა კაპრა
იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტურისტებისთვის სასიამოვნო ქალაქი, მილანია. მილანის საკათედრო ტაძარი გოტიკური სტილის საკათედრო ტაძარია, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარია იტალიაში, ხოლო მსოფლიოში — სიდიდით მეოთხეა. (უომო დი მილანო-მილანის საკათედრო ტაძარი).
(უომო დი მილანო)-მილანის საკათედრო ტაძარი
თვალწარმტაცია ფლორენციის არქიტექტურაც, განსაკუთრებით პიტის სასახლე. პიტის სასახლე რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლეა ფლორენციაში. იგი 1539 წლით თარიღდება.
პიტის სასახლე
ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, სიქსტეს კაპელა,რომელიც რომის პაპის ოფიციალური რეზიდენციაა.
სიქსტეს კაპელა
სიქსტეს კაპელა,ინტერიერი
არქიტექტურული ძეგლების გარდა , იტალიაში ტურისტების აღფრთოვანებას, მისი უნიკალური შადრევნებიც იწვევს. ნიკოლა დი ტრევის შადრევანი ყველაზე ნცობილია და ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. შადრევანი პალაცო პოლის წინაა.
“ლა ფონტანა დი ტრევი”-ნიკოლა ტრევის ფანტანი. შადრევანი ბარკჩი- ესპანეთის მოედანზე მდებარეობს. იგი პიეტრო ბერნინის მიერაა შექმნილი, ფანტანის ნაგებობას ნავის ფორმა მაქვს და სწორედ ამიტომ უწოდეს მას ბარკაჩი, რაც იტალიურად ნავს ნიშნავს. (ბარჩა-ნავი).
იტალიაში, ტურისტებისთვის პოპულარული ქალაქებია, მილანი, ვერონა, ამალფი, ვენეცია, ფლორენცია, პერუჯა და სხვა.
ამალფი
ვენეცია
ფლორენცია
მათ ვისაც ცხარე საჭმელი უყვარს, იტალიაში სტუმრობა ზედგამოჭრილია, იტალიური სამზარეულო მთელ მსოფლიოში ცნობილია უგემრიელესი კერძებითა და ტკბილეულით . ცნობილისაჭმელებიდან მოთხოვნადია, ლაზანია, ქათმის ხორცის პიცა, ძეხვის პიცა ყველით, ბრუსკეტა, პასტა ქათმის ხორცით, ტკბილეულებიდან გამოსარჩვია-ტირამისუ, სასმელებიდან ლიმონჩელო.
პასტა
ბრუსკეტა
პიცა ძეხვით
ლიმონჩელო
“მარადიულ ქალაქში”-დასვენება, მართლაც რომ მარადიულია, ნათქვამია- “ყველა გზა მიდის რომში -tutte le strade ci Portanno a roma”- ამიტომ ,რთულია გვერდი აუარო ასეთ საოცრებებს.