18/11/2018 – 07:46
მთავარი მოდა

სილამაზის საყოველთაოდ აღიარებული მოდელი არ არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, მაინც ვაწყდებით სტერეოტიპებს, რომლებიც გვაიძულებს, ადამიანები გარეგნული ნიშნებით, ლამაზებად ან ულამაზოებად შევაფასოთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების აზროვნება საუკუნიდან საუკუნემდე ვითარდება, მაინც რჩება გარკვეული შეხედულებები, რომლებიც გაუცნობიერებლად და დაფარულად, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს – თანასწორობისა და თავისუფალი განვითარების საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ პროცესებში, მოდამ  დიდი როლი ითამაშა. მოდის სამყაროს ე.წ “სასტიკმა წესებმა” გამოიწვია უამრავი ადამიანის მანიაკალური და არაჯანსაღი სწრაფვა სხეულის სრულყოფილებისაკენ, თუმცა, რა არის ეს სრულყოფილება?! არის ის სხეული ცალსახად ლამაზი, რომელსაც ჩვენ ჟურნალების გარეკანზე ვხედავთ?! ეს კითხვები საზოგადოებაში დიდი ხანია გაჩნდა და დროთა განმავლობაში, მოდის სამყაროშიც შეაღწია. პროგრესად უნდა მივიჩნიოთ, რომ დღეს, გარკვეულწილად, დაიწყო სტანდარტების ცვლა.

ამის ნათელი მაგალითია ეს 9 ქალი, რომელმაც შეძლო და დაამსხვრია სილამაზის საყოველთაოდ აღიარებული სტერეოტიპები.

1. ბრუნეტ მოფი – მოდელი სიელმით

ბრუნეტ მოფი არის ტოპ მოდელი, რომელიც თანამშრომლობს იმავე სააგენტოებთან, რომლებისთვისაც თავის დროზე, ქეით მოსი, ნაომი  და სხვა უამრავი წარმატებული მოდელი მუშაობდა. მას აქვს სიელმე, თუმცა, ეს არ უშლის ხელს, იყოს წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ სიელმე ე.წ ფიზიკურ ნაკლად” აღიქმება (რაც სრულიად არასწორი და გაუმართლებელია), ბრუნეტ მოფმა შეძლო და ის თავის “სავიზიტო ბარათად” აქცია.

1472878_1395824670657887_1844130845_n.crop_634x559_0,0.preview.resize_640x

 

2. ჯეკი ო’შოგნესი – “მოხუცი” მოდელი

ჯეკიმ სამოდელო მოღვაწეობა 62 წლის ასაკში დაიწყო. დღეს ის არის მოდელი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი კარიერა და ამ სფეროში, დამსახურებული არაერთი პრესტიჟული პრემია და ჯილდო.

Screen+Shot+2014-01-31+at+5.47.54+PM

 

3. კატია ჟარკოვა – დიდი ზომის მოდელი

33 წლის ასაკში, წარმოშობით რუსი კატია ჟარკოვა გახდა მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, მიუხედავად მისი სხეულის პარამეტრებისა, რომლებიც განსხვავდება სხვა მოდელების გარშემოწერილობისაგან. ის პირველად რუსულ “კოსმოპოლიტენში” გამოჩნდა, ხოლო შემდგომ, მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

a.resize_640x

 

4. მელანიე გაიდოსი – “უშნო” მოდელი

მელანიე გაიდოსს, პირობითად უწოდებენ უშნოს, რამდენადაც ის ძალიან შორსაა სილამაზის საყოველთაო გაგებისაგან. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ფოტოგრაფისათვის, ის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მასში ერთადაა თავმოყრილი დრამატიზმი და მისტიკა, რომელიც მელანიეს განსაკუთრებულ და უალტერნატივო მოდელად აქცევს. როგორც თავად მელანიე გაიდოსი აღნიშნავს, ის თავს საკუთარ სხეულში კომფორტულად გრძნობს და არაფრის შეცვლას არ ისურვებდა.

10334243_523322424441090_7293538777673821699_n.resize_640x

 

5. დიანდრა ფორესტი – ალბინოსი აფრო -ამერიკელი მოდელი

მიუხედავად იმისა, რომ დიანდრა შავკანიან რასას მიეკუთვნება, მას ალბინიზმის სჭირს, რაც ძალიან იშვიათია მისი რასის წარმომადგენლებში. მწვანე თვალები, ღია კანი, ბუნებრივად ქერა თმა – სწორედ ეს ხდის დიანდრას გამირჩეულს და დასამახსოვრებელს.

images (1)

 

6. შანტელ ბრაუნ-იანგი – მოდელი ვიტილიგოს დაავადებით

შანტელი შავკანიანი მოდელია, რომელსაც კანის იშვიათი დაავადება – ვიტილიგო სჭირს. სწორედ იგივე დაავადება ჰქონდა მაიკლ ჯექსონსაც. შანტელს ვიტილიგო ხელს არ უშლის, იყოს წარმატებული სამოდელო სფეროში და განახორციელოს უამრავი საინტერესო პროექტი.

chantelle-brown-young-240

 

7. ჯილიან მერკადო – მოდელი ინვალიდის სავარძელში

ჯილიანი შესაძლია არ არის ტიპური მოდელი, თუმცა, მისმა ძლიერმა და მტკიცე ხასიათმა შეძლო ის, რომ მერკადოს დღეს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და უამრავ ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას. მან ადრეული ასაკიდან დაისახა მიზანი, რომელიც უტოპიურად ჟღერდა გარშემომყოფთათვის, თუმცა, ჯილიანმა ყველაფერს მიაღწია –  ჩააბარა ნიუ იორკის მოდის ტექნოლოგიათა ფაკულტეტზე, გაიარა სტაჟირება ისეთ ჟურნალში, როგორიცაა “ალური” და დღეს არის “დიზელის” ერთ-ერთი სახე. ჯილიან მერკარდო ასევე არის ჟურნალ WeTheUrban- ის მთავარი რედაქტორი.

Jillian+Mercado+Backstage+Diesel+Black+Gold+4yOxA0sJHiel

 

8. ანდრეა – ორსქესიანი/ ტრანსგენდერი მოდელი

ანდრეას სახელი თავდაპირვეალდ იყო ანდრე, მას ზრდიდნენ როგორც ბიჭს, თუმცა, იყო ჰერმაფროდიტი. მოგვიანებით, ანდრემ დაიწყო სამოდელო კარიერა და მალე ცნობილი გახდა, როგორც უნივერსალური მოდელი – ის გამოდიოდა როგორც მამაკაცი, და ასევე როგორც ქალი მოდელი. რამდენიმე წლის წინ, ანდრემ ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპერაცია და დღეს, ის არის სრულყოფილი ქალი –  სახელად ანდრეა.

Andrej-Pejic-3d-printed-jewelry-3

 

9. ვიქტორია მოდესტა – მოდელი ერთი ფეხით

ვიქტორია წარმოშობით ლატვიელია. ის არის მუსიკოსი და მოდელი. ვიქტორიას დაბადებიდან ჰონდა სამშობიარო ტრავმა და ამიტომ, მთელი ცხოვრება აწუხებდა ფეხის პრობლემა. მიუხედავად სამოდელო კარიერისა, 19 წლის ასაკში, მან გადაწყვიტა გაეკეთებინა ფეხის ამპუტაცია. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ვიქტორიას კარიერაზე ამ ფაქტს არ უმოქმედია, პირიქით – ის გახდა უფრო ინდივიდუალური და გამორჩეული, ეს კი უპირველესად, ძლიერი ხასათის შედეგია. “შესაძლოა გქონდეს ერთი ფეხი, მაგრამ მაინც ყველაზე მაგარი იყო!” – ამბობს ვიქტორია მოდესტა.

Viktoria+Modesta+New+York+Times

 

 

 

 

არ არის საჭირო იყო მდიდარი და გავლენიანი იმისათვის, რომ ცნობილი გახდე. ზოგჯერ, ადამიანი იმდენად ორიგინალურია, რომ სწორედ ეს ხდის მას საქვეყნოდ ცნობილს. ასე მოხდა 55 წლის უკრაინელი უსახლკაროს – სლავას შემთხვევაშიც.

მას უკრაინაში უკვე იცნობენ, როგორც ყველაზე მოდურ უსახლკარო ადამიანს, ახლახანს კი, სლავას შესახებ, უცხოურ ბლოგებზეც დაიწერა, რის საშუალებითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-7

სლავა პირველად უკრაინელმა ფოტოგრაფმა – იურკო დიაჩიშინმა შენიშნა. პროფესიონალი ფოტოგრაფისათვის, ორიგინალური და საინტერესო აღმოჩნდა ხანში შესული უსახლკაროს ჩასმის სტილი და დაიწყო მისი გადაღება. იურკომ შექმნა ერთი მთლიანი ფოტო კოლაჟი, რომელსაც “სლავას მოდა” უწოდა. ფოტო პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა სურათზე აღბეჭდილი ადამიანით.

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-3

“სლავა 55 წლისაა. ის უსახლკაროა, თუმცა, ძალიან ინდივიდუალური და ორიგინალური პიროვნებაა. ის ყველასაგან განსხვავდება – არასოდეს დადის დიდი ჩანთებით, რომელშიც ნივთებს აგროვებს, არც ნაგავში ეძებს საკვებს. ყველაზე უცნაური არის ის, რომ სლავა არასოდეს იცვამს ერთსა და იმავე ტანისამოსს ორჯერ, ის სულ სხვადასხვანაირად გამოიყურება.დამეთანხმებით, რომ ეს უსახლკარო ხალხისათვის ჩვეული არაა. სლავა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარეგნობას, ის ხშირად იცვლის ვარცხნილობას, იმიჯს. ყოველთვის გაპარსული და დავარცხნილია. დადის ქუჩებში და ხალხს ხურდას თხოვს, თუმცა, გამაღიზიანებელი არ არის. სლავა რეგულარულად სვამს ალკოჰოლს, ძირითადად ლუდს, მხოლოდ,  ის არ არის სასმელზე დამოკიდებული. სლავა ყველაზე მოდური უსახლკაროა მსოფლიოში!” – ამბობს ფოტოგრაფი იურკო დიაჩიშინი სლავაზე.

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-5

ფოტოები გადაღებულია 2 წლის განმავლობაში. ფოტოგრაფი თვეში რამდენჯერმე ხვდებოდა სლავას და ამასობაში ისინი დამეგობრდნენ – ” ფოტოებზე მუშაობის პროცესში სლავა ძალიან შემეჩვია.” – ამბობს იურკო.

იურკო დიაჩიშინმა სლავა ბოლოს 2013 წელს ნახა და მას შმდეგ, სამწუხაროდ, არც შეხვედრია და არც რაიმე სმენია მასზე.

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-1

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-2

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-6

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-8

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-9

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-10

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-11

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-12

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-13

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-14

 

homeless-slavik-street-fashion-photography-yurko-dyachyshyn-4

ცნობილმა და ერთ-ერთმა ყველაზე ძვირადღირებულმა მოდურმა ბრენდმა – Burberry-მ ახალი რეკლამა გადაიღო. “სიყვარულით ლონდნიდან” ( “From London with Love” ) – ასე ჰქვია ახალ ვიდეოს.

6782a32790b8920f527a2cb3997ee05f

ამ სარეკლამო კამპანიის მეშვეობით, ფართო საზოგადოების წინაშე  წარსდგა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი წყვილის –  დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი – რომეო.

გამორჩეულ გარეგნობასთან ერთად, 12 წლის რომეო ბექჰემს, როგორც ვიდეოდან ჩანს, ცეკვის საოცარი ნიჭიც აქვს. რაც შეეხება პატარა ბექჰემის სამსახიობო მონაცემებს, ყველამ ერთხმად დადებითად შეაფასა.

818825c4-405d-4158-9da8-0c5929136063

a3cadd0f-6806-4f42-9ec7-2f26a10a62be

 

 

0 2622

წინა წლის მსგავსად, ამ წელსაც სამხედრო თემაძე შექმნილი სამოსია აქტუალური. ჭაობისფერი და ყავისფერი  უხეში მატერია, სამხედრო პრინტები, ტყავისა და  მეტალის დეტალები, ბათინკები დიდი ძირით –  ეს არის მოდური ტრენდი, რომელსაც საკულტო ჟურნალმა “VOGUE”- მა “მებრრძოლთა კლუბის” სამოსი უწოდა. ასეთი სტილის ტანსაცმელი ლამაზთან ერთად, საკმაოდ კომფორტულიცაა.

00260h_426x639

00100h_426x639

00110h_426x639

00160h_426x639

00130h_426x639

00150h_426x639 (1)

00150h_426x639

008_426x639

00070h_426x639

00010h_426x639

00100h_426x639 (1)

00050h_426x639 (1)

00100h_426x639 (2)

00050h_426x639

00160h_426x639 (1)

00180h_426x639

00200h_426x639

00260h_426x639_1

00310h_426x639

00520h_426x639

0 4517

resizedimage (46)

ბრენდი ,,მარიგოლდი“ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, საქორწილო კაბების დიდი არჩევანის გარდა , თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეარჩიოთ ყოველდღიური,სადღესასწაულო, გათანამედროვებული ქართული კაბების სხვადასხვა მოდელი. კომფორტის, სიმარტივისა და სიმსუბუქის შეგრძნება , ასე აფასებენ ,,მარიგოლდის“ მომხმარებლები , იმ ბრენდის პროდუქციას, რომელიც საქართველოში იქმნება და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
,,მარიგოლდის“ დამფუძნებელმა,თამარ ნადირაძემ, გაგვაცნო ბრენდის ისტორია და სიახლეები.

-საიდან დაიწყო მარიგოლდის ისტორია?

-ამ სფეროში უკვე 15 წელია ვარ, თავიდან ერთ-ერთ კომპანიაში ვიყავი, მერე წამოვედი და გადავწყვიტე დამოუკიდებლად განმეხორციელებინა ჩემი იდეები. რაც შეეხება სახელს, როცა დავიწყე ამაზე ფიქრი, გადავწყვიტე ღვთისმშობელ მარიამთან ყოფილიყო დაკავშირებული. მისაღებ გამოცდებზე როცა ვაბარებდი, დილით ქაშუეთის ეკლესიაში ჩუმად ვიპარებოდი, რადგან მაშინ ეკლესიებში სიარული არ შეიძლებოდა, მრევლიც არ ჰყავდა ეკლესიას. მახსოვს მესამე ვიზიტის დროს მამაომ დამიძახა და წმინდა მარიამის ხატი მაჩუქა, ეს იყო პირველი ხატი, რომელიც ჩემს ოჯახში შემოვიდა, თან საქართველო ითვლება მარიამის წილხვედრ ქვეყანად, ამიტომ გადავწყვიტე მარიამთან დამეკავშირებინა ჩვენი კომპანიის სახელი. ,,მარიგოლდი“ მიიღო და შეიყვარა ხალხმა.

-რას აერთიანებს ,,მარიგოლდი“?

-ამ ეტაპზე აერთიანებს ყველაფერს, როგორც საქორწილო ასევე, პრეტაპორტე,ყოველდღიური,სადღესასწაულო, გათანამედროვებული ქართული კაბების მრავალფეროვანი არჩევანია.

VM3_1271vvv-600

– საქართველოში მამაკაცების ჩაცმულობაზე ნაკლებად ზრუნავენ ქართველი დიზაინერები, თქვენთან თუ იგეგმება ამ მხრივ სიახლეები?

– ჩვენ ვმუშაობთ მამაკაცის ხაზზე. ჟურნალისტებმა რომლებმაც შეიძინეს ჩვენი ახალუხები, თავისუფლად შეიძლება ჩაიცვან, როგორც კლასიკურ შარვალზე ასევე ჯინსებზე. ყაბალახებით გვინდა ჩავანაცვლოთ, კაშნეები. გათანამედროვებული სამოსით უნდა შევძლოთ შევინარჩუნოთ ქართული სტილი, თუ ჩვენს ისტორიასა და კულტურას არ გავუფრთხილდებით, ალბათ ძალიან გაგვიჭირდება.

-დღეს შეიძლება ითქვას , რომ საკმაოდ მაღალია კონკურენცია მოდის სფეროში, რა არის ის მთავარი ხაზი, რომლითაც ,,მარიგოლდი“ გამოირჩევა სხვა ბრენდებისგან?

– საკმაოდ რთული და დიდი გზა გამოვიარეთ, რომ ვყოფილიყავით ბრენდი, ჩვენი კაბები დღეს უკვე არის, შვეიცარიაში, ამერიკაში, გერმანიაში, მოსკოვში, ლენინგრადში, საბერძნეთში . ერთადერთი რაზეც გული მწყდება ეს არის არა ჯანსაღი კონკურენცია, როცა არის შენზე უკეთესი შენ ცდილობ შესაბამისი კონკურენცია გაუწიო, უფრო მეტს მუშაობ, მე ყოველთვის მივესალმები ამგვარ კონკურენციას, რადგან იცვლები უკეთესობისკენ, მაგრამ ბაზარზე ხდება უფრო ცუდი რამ, ვთქვათ შეიმუშავე რაღაც მოდელი, მიუხედავად იმისა რომ დაპატენტებული მაქვს მაინც ვერ გიცავს, ისე როგორც საჭიროა. იწვალებ, ღამეებს გაათენებ , შექმნი ახალ მოდელს და შესაძლოა ძალიან მარტივად მოიპარონ. როცა მოაქვთ 50000$ შეფასებული რომელიმე ცნობილი დიზაინერის საქორწილო კაბა და გეუბნებიან, რომ 500 ლარად შეუკერო ეს შეუძლებელია, თუმცა წავა სხვაგან და უხარისხო, იაფფასიანი ქსოვილისგან შეუკერავენ. მე მაქვს ამბიცია ყურადღება გავამახვილო ხარისხზე და ვთვლი რომ ,,მარიგოლდის“ მომხმარებელი არის გემოვნებიანი ადამიანი. მაღალი ხარისხის პროდუქციას, იაფასიანი ქსოვილით ვერ შექმნი, შესაბამისად ფასიც განსხვავებულია ჩვენთან, თუმცა ხელმისაწვდომია.

– რა წარმატებები ხვდა წილად ,,მარიგოლდს“ საერთაშორისო ასპარეზზე?

-ჩვენ მხოლოდ 6 წელია ბაზარზე ვართ, ძალიან ბევრი შრომის შედეგად, 2008 წლის ბოლოდან ავედით ბრენდის წოდებამდე. ვიყავით გაეროში მიწვეული, სადაც გავხდით საერთაშორისო პალატის წევრები, სადაც ღირებული რეკომენდაციის გარეშე ვერ გახდები პალატის წევრი, ასევე სტრასბურგში გვქონდა გათანამედროვებული ქართული სამოსის პრეზენტაცია, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

37811_521327394628869_1794732596_n

-როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს თქვენს წარმატებას ?

-ბევრი რამ საზღვრავს ჩვენს წარმატებას, პირველ რიგში ხარისხი, ძალიან გულით ვუდგებით ყველაფერს, პატარა დეტალსაც არ ვპატიობ საკუთარ თავს, მაგრამ ყველაზე დიდი რაც გამაჩნია, ეს არის საქმისადმი უდიდესი სიყვარული, ეს არის ჩემთვის ხელოვნება , დღემდე თითოეული კაბა არის ჩემი სულის ნაწილი და ხელოვნების ნიმუში.

-რა სიახლეებს გვთავაზობს ,,მარიგოლდი“ უახლოეს მომავალში?

– 4 ნოემბერს ვგეგმავთ დახურულ ფართომაშტაბიან ჩვენებას უცხოელებისთვის, სადაც წარმოდგენილი იქნება გათანამედროვებული ქართული ხალხური სამოსი და ასევე რამდენიმე საქორწილო ექსკლუზიური მოდელი. ელჩები, კონსულები და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან დახურულ ღონისძიებას. ჩემი ძალიან დიდი სურვილია დავაარსო ,,იმედის სახლი“ , რომელიც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენესა და დასაქმებას. ამ ოცნებას დარწმუნებული ვარ აუცილებლად განვახორციელებ, იმ გუნდთან ერთად, რომლებიც არიან ,,მარიგოლდის“ ოჯახის წევრები და არა თანამშრომლები.

10711395_765152730193030_1362271075_n

-,, შენი მედია გუნდი“ გისურვებთ წარმატებებს, აუცილებლად შევუწყობთ ხელს ქართული ბრენდის პოპულარიზაციასა და განავითარებას.

-დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და იმედს ვიტოვებ არცერთ თქვენს მკითხველს იმედს არ გავუცრუებთ.

ავტორი: მარიამ ქობულია

მოდის ლეგენდარული დიზაინერი, ოსკარ დე ლა რენტა  2014 წლის 21 ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით,  მოულოდნელი იყო. მართალია, დე ლა რენტას 2006 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, როგორც ექიმები ამბობდნენ, ის სრულიად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობდნენ დიზაინერის მძიმე ავადმყოფობაზე, თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

oscar-de-la-renta-03_v_15jun12_getty_b

      ოსკარ დე ლა რენტა და მსახიობი ოდრი ჰეპბერნი

“ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ოსკარი, როგორც კაცი, რომელმაც შეძლო ქალს თავი მშვენიერ არსებად ეგრძნო!” – ასე შეაფასა ცნობილი დიზაინერის გარდაცვალება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ – ლაურა ბუშმა.

images (1)

დე ლა რენტა  ჟაკლინ კენედის პირადი დიზაინერი იყო და ამ დროიდან, ტრადიციულად ის ზრუნავდა  ამერიკის ყველა პირველი ლედის ჩაცმულობაზე. მისი დიზაინი  ელეგანტურობით გამოირჩევა. არაერთ ცნობილ ვარსკვლავს ეცვა დე ლა რენტას  შექმნილი კაბა ოსკარის ცერემონიაზე, ოფიციალურ მიღებებსა თუ საკუთარ ქორწილში. სწორედ ოსკარ დე ლა რენტას მიერ იყო შექმნილი ჯორჯ კლუნის მეუღლის – ამალ ალამუდინის საქორწინო კაბა, რომელმაც კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

Oscar-de-la-Renta-9270239-1-4021392258915

“ცხოვრებაში მხოლოდ ორი უპირობო ჭეშმარიტება არსებობს  – ის, რომ დაიბადე  და ის, რომ შენ აუცილებლად მოკვდები. ჩვენ, ხანდახან, გვავიწყდება ეს და ვფიქრობთ, რომ სამუდამოდ ვიცხოვრებთ.მოსალოდნელი და გარდაუვალი სიკვდილის იდეას არასოდეს ვეგუებით. თუმცა , ეს სიცრუეა! სწორედ ამიტომ უნდა დავაფასოთ ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე!” –  ეს არის სიტყვები, რომელიც ოსკარ დე ლა რენტამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა.

9b9c00df4f0dab9cb865e8dc5c24640e

1 5634

საქართველოში სამოდელო ბიზნესი ნამდვილად არ ყვავის, თუმცა რაღაც ძვრები ნამდვილად შესამჩნევია. ქართველი მოდელები, ყველაზე პრესტიჟული სააგენტოებიდან, სახარბიელო ანაზღაურებას რომ არ იღებენ, არც ამას სჭირდება დიდი მტკიცება, მაგრამ მოდის სფეროს მიმართ, განსაკუთრებით კი სილამაზის კონკურსების მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს. დღეს ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოდ ,, იმიჯ ცენტრი“ ითვლება, სწორედ ეს სააგენტო ფლობს , რამდენიმე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ოფიციალურ ლიცენზიას, მათ შორის ,,მისს საქართველოს“ ორგანიზატორია.

1890337_690685507643391_538127282_oქართველი მისების მიმართ, კრიტიკული დამოკიდებულება საზოგადოებაში  მუდმივად არსებობდა თუ არ ჩავთვლით 2003 წელს, როდესაც ,,მის საქართველო“ ირინა ონაშვილი გახდა. დღესაც ,,მისს საქართველოსთან“ სწორედ ირინა ონაშვილი ასოცირდება.

15131360220977

2013 წლიდან, ქართული მოდის ასპარეზზე, გამოჩნდა ახალი ბრენდი „ირაკლეონი“ რომელიც არის, ორგანიზატორი მოდის ჩვენებებისა და სილამაზის კონკურსების.

ბრენდი ფლობს 25 საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის ექსკლუზიურ ლიცენზიას. მისი დამფუძნებელი არის, ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერი, რომელიც მოდის ისტორიას ამერიკაში სწავლობდა, ირაკლი საქართველოში სწორედ მოდის სფეროში დაბრუნდა, სადაც ის ახალი სიტყვის თქმას აპირებს.

10463998_1629120590645732_7589624508325287818_n

,,შენი მედია გუნდი“ დაუკავშირდა ,,ირაკლეონის“ დამფუძნებელს, დიზაინერს ირაკლი კახნიაშვილს, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ახალი ბრენდის შესახებ და ასევე გაგვაცნო სამომავლო გეგმები.

- მოგესალმები ირაკლი, დავინტერესდით შენი ახალი ბრენდით, პირველ რიგში გვაინტერესებს რას ემსახურება ,,ირაკლეონი“?

-გამარჯობა, მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენით.  ,,ირაკლეონი“ არის ბრენდი , რომელიც ემსახურება ქართულ სილამაზეს.

-ჩვენთვის ცნობილია, რომ  ათი წელი ამერიკაში ცხოვრობდით,რატომ დატოვეთ საქართველო და რას საქმიანობდით შეერთებულ შტატებში?

-საქართველო დავტოვე სწავლის მიზნით და ამერიკაში ვეცნობოდი მოდის ისტორიას.

-რატომ გადაწყვიტე საქართველოში სამოდელო ბიზნესში ჩაბმა და როგორ აპირებ კონკურენცია გაუწიო სხვა სამოდელო სააგენტოებსა და დიზაინერებს?

 -მოდის სფეროში აქტიურად ჩართვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიყვარს ხელოვნება, ამიტომ არც ვფიქრობ გავუწიო სხვა სააგენტოებს კონკურენცია, რადგან თუ გიყვარს ის რასაც აკეთებ, გამოგდის ისე როგორც უნდა იყოს, ამიტომ სხვებზე არასდროს ვამახვილებ ყურადღებას, საკუთარი თავისგან კი ვითხოვ მაქსიმუმს და მაღალი ხარისხი, თავისთავად ჩემი ყურადღების ცენტრში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

-რას გეგმავ უახლოეს მომავალში?

-უახლოეს მომავალში ვგეგმავ, საერთაშორისო  სილამაზის კონკურსის ჩატარებას, რომლის ფინალიც 1-ელ ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებული კი გაემგზავრება ,,მსოფლიო ტოპ მოდელის“ ტიტულის მოსაპოვებლად.

-როგორ წარმოგიდგენია საქართველოში მოდის სფეროს განვითარება?

-ისე როგორც ყველაფერი, მოდაც ვითარდება საქართველოში. ამ მხრივ პროგრესი საქართველოშიც იგრძნობა, მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, ბევრი მუშაობა და ლამაზი ადამიანების უფრო გააქტიურება.

-რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ,,ირაკლეონის“მოდელები და რა პერსპექტივები გააჩნიათ მათ მსოფლიო მოდის ასპარეზზე?

-მოდელების სტანდარტებს რაც შეეხება, პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ მონდომებულები რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდნენ, რაც გულისხმობს გარკვეული სტანდარტების დაცვას, ამიტომ ფსიქოლოგიური მზაობა აუცილებლად უნდა არსებობდეს. 1.72 სმ-ზე მაღალი გოგოები, მოდელობას მიმართავს, მასზე დაბალი კი ფოტო-მოდელობას, ასე რომ ,,ირაკლეონი“ ყველანაირ სილამაზეს ემსახურება.ჩვენს სააგენტოში მყოფ მოდელებს, გააჩნიათ დიდი პერსპექტივები, ჩვენი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე, ადგილი დაიმკვიდრონ და  სამოდელო სფეროში ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება.

10603337_1689912141233243_2624561552873664101_n10556322_1677141885843602_2668198505668248948_n

-რამდენად აკმაყოფილებენ ქართველი მოდელები საერთაშორისო სტანდარტებს?

 -რამდენად აკმაყოფილებენ არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი მოდელებით კმაყოფილი ვარ.

-რომელ საერთაშორისო სილამაზის კონკურსებთან თანამშრომლობ?

-ვთანამშრომლობ ბევრ საერთაშორისო კონკურსებთან, მათ შორის  მსოფლიოს სილამაზის ორგანიზაციისა და მსოფლიოს სილამაზის კონგრესის გენერალური დირექტორი ვარ.

- როგორც დიზაინერი, რა სიახლეებს სთავაზობ ქართველ მომხმარებელს და მუშაობ თუ არა ახალ კოლექციაზე?

-ახალი კოლექციის პრეზენტაცია იქნება ძალიან მალე და იმედი მაქვს მოეწონება ქართველ მომხმარებელს?

10500304_1629120120645779_4679691448216009510_n

10464037_1629120720645719_1885410013976973932_n

10406785_1629120553979069_6090507638692991004_n10479187_1629120260645765_1530151073649307704_n

 

 

 

-ვინ ან რა არის შენი შთაგონების წყარო?

-შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს დაწყებული ცხოველიდან, დამთავრებული ბუნებამდე,  გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.

-რა წარმატებები გხვდა წილად?

-დღეს, ვაკეთბ იმას რაც მიყვარს და მყავს გუნდი, რომელსაც სჯერა ჩემი.

 

-,,შენი მედია გუნდის“ სახელით მადლობა მინდა გადაგიხადო, წარმატებებს გისურვებთ.

-მადლობა თქვენ, რომ ხართ აქტიურები და ინტერესდებით ქართული მოდის განვითარებით.

 

 

ავტორი: მარიამ ქობულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოფიციალური შეუღლების შესახებ გახდა ცნობილი, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ანჯელინა ბრედ პიტთან ერთად არის საქორწინო კაბაში გამოწყობილი. ბევრი ადვილად შეამჩნევდა, რომ ეს არ იყო ფოტოები მათი რეალური ქორწილიდან, არამედ კადრები ფილმიდან „Mr. and Mrs. Smiths”.

angelina-jolie-brad-pitt-wedding-scene

უკანასკნელი კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ინტერნეტ გამოცემებსა თუ სხვადასხვა ჟურნალში, თუ რომელ დიზაინერზე შეაჩერა  ჯოლიმ არჩევანი.

ამ კითხვას პასუხი ჟურნალ „PEOPLE”-სა და „HELLO”-ს ახალმა ნომრებმა გასცა, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებში გამოვა. მათ გარეკანს ულამაზეს კაბაში გამოწყობილი ანჯელინა ამშვენებს. სწორედ ეს კაბა ეცვა მსახიობს საქორწილო ცერემონიაზე.

people-magazine-angelina-wedding-vogue-2sep14-pr_b_426x639

 

ანჯელინას საქორწილო ჩაცმულობა არც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან მოდის ჟურნალ „VOGUE”-ს დაუტოვებია ყურადღების მიღმა. ჟურნალის ინტერნეტ გვერდზე მთელი სტატია დაეთმო ამ საკითხს. როგორც ცნობილი გახდა, ანჯელინა ჯოლის უმშვენიერესი  კაბა დონატელა ვერსაჩეს მიერაა შექმნილი. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქორწილამდე კაბის დიზაინში გარკვეული შტრიხები შეიტანეს  თავად ანჯელინას თხოვნით – კაბის მოსასხამზე მისი შვილების ნახატებია დატანილი პრინტის სახით.

hello-magazine-angelina-wedding-vogue-2sep14-pr_b_426x639

ახალდაქორწინებული წყვილის თქმით, მათ ყოველთვის უნდოდათ, რომ შვილების სურვილით დაეგეგმათ საქორწილო ცერემონია და ასეც მოხდა.

“ეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რომელიც გვინდოდა, პირველ რიგში, ჩვენი შვილებისათვის გაგვეზიარებინა”- აღნიშნა ჯოლიმ HELLO-სათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

0 1228

კარმენ დელ ორეფაისი მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ტოპ-მოდელია. ის 40 წელია მოდის ინდუსტრიაშია და დღემდე მოთხოვნადია. კარმენი ამჟამად 83 წლისაა. მან მსოფლიოში სახელი გაითქვა , როგორც ყველაზე ასაკოვანმა მოდელმა, რომელიც კვლავ მოღვაწეობს.
1

კარმენი ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა Vogue-ს გარეკანზე , როცა ის 15 წლის იყო. სწორედ მაშინ გააფორმა თავისი პირველი კონტრაქტი და მიიღო პირველი ჰონორარი – 7.5 $ საათში.

2

3
კარმენმა 2011 წელს თავისი 80 წლის იუბილე აღნიშნა გამოფენით, რომელიც ლონდონში გაიმართა და წარმოდგენილი იყო Vogue-ის ყველა ის გარეკანი, რომელზეც თავისი ფოტოსურათია.

კარმენ დელ ორეფაისი შესულია გინესის მსოფლიო რეკორდსმენთა სიაში, როგორც მოდელი ყველაზე ხანგრძლივი კარიერით.

2 1833

ცხელ ზაფხულში ცივ ლუდს არამარტო ბიჭები, არამედ გოგონებიც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ბოთლის გახსნა კი უმეტესად ბიჭს ევალება. აქ არის 21 რჩევა, რომელსაც ოქროს ფასი აქვს. არ შერცხვები, არ დაგეწყება პანიკა, როცა ”ფართიზე” ხარ და გოგოს წინ აღმოაჩენ, რომ მისი ლუდის ბოთლს ვერ ხსნი. ამ დროს მაცდური ღიმილით შეგიძლია დასცინო გვერდით მყოფს, ასეთ უმწეო ნაცნობს და  აჩვენო საკუთარი „სუპერმენის“ ნიჭი.

ამ კლიპის მეშვეობით შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე თქვენთვის მისაღები ხრიკი და ახალი ტრიუკები.

ნუ დაიძაბებით, უბრალოდ გაერთეთ, შეხედეთ იუმორით და გაუზიარეთ მეგობრებსაც ;)