18/11/2018 – 07:28
მთავარი მოდა

0 3089

თუკი გასული წლების მოდურ ტენდენციებს გადავხედავთ, ნამდვილად დავრწმუნდებით, რომ მოდა მართლაც ბრუნავს. მოდურ სამყაროში ყველაზე გავლენიანი გამოცემა VOGUE არ ღალატობს ტრადიციას და წელსაც გვთავაზობს ტრენდებს ყოველი სეზონისათვის. ამჯერად, ჟურნალმა მიმდინარე წლის გაზაფხული/ზაფხულის ძირითადი ტენდენციები შესთავაზა მკითხველს. ტანისამოსის დიზაინში დომინირებს მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ელემენტები, თუმცა, დიზაინერების მიერ, თანამედროვე კუთხით დანახული და დამუშავებული.

 

 

 

 

 

 

 

 

ევროპა მოდას რეგულაციებს უწესებს. საფრანგეთში კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც პოდიუმზე და სარეკლამო რგოლებში ზედმეტად გამხდარი მოდელების გამოჩენას აკრძალავს.სასჯელიკი 6 თვიანიპატიმრობითანსოლიდურიფულადიჯარიმითგანისაზღვრება. მსგავსიკანონიევროპისრამდენიმექვეყანაშიანორექსიისადამოზარდებშიზედმეტისიგამხდრისპროპაგანდისწინააღმდეგსაბრძოლველადუკვემიიღეს. როგორიაამფონზექართულიმოდადარამოთხოვნებსაყენებსმშობლიურისამოდელოსამყარო

ახალგაზრდულ შემოქმედებითი ფესტივალი “ფანARTი” რიგით მესამედ ჩატარდება. ფესტივალი ტრადიციულად მარტში ტარდება და ერთ კვირას გრძელდება, რის გამოც ამ პერიოდს ორგანიზატორებმა მარტისტების კვირეული უწოდეს.ტრადიცია წელსაც გრძელდება და ფესტივალი 24-დან 31 მარტამდე მწერალთა სახლში იქნება წარმოდგენილი.

საავტორო ან იმპროვიზირებული ნაწარმოები;
სარეკლამო Art;
ლიტერატურა;
ინტერიერის დიზაინი;
როკი/ალტერნატივა;
ჯაზი;
მოდა;
კინო/ანიმაცია;
ფოტოგრაფია;
მხატვრობა- ეს ის ათი კატეგორიაა რომლებიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სასურველი დარგი და წარმოაჩინოს თავისი ნიჭი.

თითოეულ დარგს ჰყავს თავისი კონსულტანტი, რომელიც გაგზავნილი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს ამოარჩევს ფესტივალში მონაწილეობისთვის.ყოველი დღე სხვადასხვა კატეგორიების მონაწილეებს დაეთმობათ:
24 მარტი – ფესტივალის გახსნა, საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა
25 მარტი – ლიტერატურა
26 მარტი – მხატვრობა/ფოტოგრაფია
27 მარტი – კინო/ანიმაცია/სარეკლამო ART
28 მარტი – როკი/ალტერნატივა
29 მარტი – ჯაზი
30 მარტი – მოდა/დიზაინი
31 მარტი – დაჯილდოვება. ფესტივალის საზეიმო დახურვა.

მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 15დან 29 წლამდე. მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად ონლაინ აპლიკაცია 17 მარტამდე უნდა შეავსონ https://www.facebook.com/cync.ge/app_137541772984354 .

ფანARTი პირველად 2013 წელს ჩატარდა და მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, ორგანიზებას კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უწევს. ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.

‘დიორმა’ სულ ახალი სარეკლამო ვიდეო შესთავაზა საზოგადოებას. ეს არის 1:41 წუთიანი ვიდეოკლიპი, რომელიც ამ ბრენდის სუნამოს – მის დიორს უწევს რეკლამას. ვიდეორგოლის რეჟისორია ანტონ კორბინი, ხოლო მთავარ როლს, სხვა სარეკლამო რგოლების მსგავსად, კვლავ ნატალი პორტმანი ასრულებს. ვიდეოს მუსიკალურად აფორმებს ჯენის ჯოპლინის Piece of my heart.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმ და მისმა რეპერმა მეუღლემ ქენი უესტმა “Balmain”-ის სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. კამპანია რეკლამას უწევს ამ დიზაინერული ბრენდის მამაკაცის სამოსს, რომელიც 2015 წლის გაზაფსული-ზაფხულის კოლექციას წარმოადგენს. პროექტს ხელმძღვანელობდა “Balmain”-ის კრეატიული დირექტორი -მარიო სორენტი.

Balmain-SS15-menswear-campaign-2-News-Glamour-22Dec14_Balmain_b_1080x720

Balmain-SS15-menswear-campaign-3-News-Glamour-22Dec14_Balmain_b_1080x720

 

Balmain-SS15-menswear-campaign-1-News-Glamour-22Dec14_Balmain_b_1080x720

 

 

Chanel-ის სარეკლამო კამპანიები ყოველთვის გამოირჩევა გემოვნებითა და ხარისხით. ამჯერად, სწორედ Chanel-ის წამყვანმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფელდმა შემოგვთავაზა სარეჟისორო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით, რომლის სახელწოდებაც არის “გარდასახვა” ( “Reincarnation” ).

ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ტოპ მოდელი კარა დელევინი და მომღერალი ფარელ უილიამსი.

chanel-salzburg

cara-and-pharrell-full-chanel-film-reincarnation-nav

Chanel-Pharrell-Reincarnation-3-520x304

Pharrell-Williams-and-Cara-Delevingne-_glamour_20oct14_PA_b_960x1440

 

 

 

0 1985

Victoria’s Secret-ის ჩვენების ხსენებისას, ალბათ, ნაკლებად ვფიქრობთ სამოსზე და პირველი რაც გვახსენდება, ეს არის ულამაზესი სანახაობა და, რა თქმა უნდა, ვიქტორიას ანგელოზები – ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ბეჰატი პრისლოუ და სხვა. წლევანდელ ჩვენებაზე, სხვების მსგავსად, წარმოდგენილი იყო თეთრეულის ულამაზესი კოლექცია. შოუზე ერთ-ერთ მთავარ სტუმრად მოწვეული იყო ტეილორ სვიფტი, რომელიც მუსიკალურად აფორმებდა სანახაობას.

გთავაზობთ ფოტოებს  Victoria’s Secret-ის 2014 წლის ჩვენებიდან.

 

mcx-vs-show-009-de

mcx-vs-show-011-de

mcx-vs-show-006-de

mcx-vs-show-007-de

mcx-vs-show-013-de

mcx-vs-show-017-de

mcx-vs-show-018-de

mcx-vs-show-020-de

mcx-vs-show-022-de

mcx-vs-show-023-de

mcx-vs-show-029-de

mcx-vs-show-001-de

mcx-vs-show-016-de

 

mcx-vs-show-030-de

mcx-vs-show-002-de

 

 

0 3114

ოთხჯიბიანი პიჯაკები და გრძელი შემოსაცმელები – ეს არის ტრენდი, რომელიც კოკო შანელმა შექმნა და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, შანელის სამოდელო სახლის სავიზიტო ბარათად იქცა. კოკო შანელის აზრით, ეს სამოსი გამოხატავდა ქალის თავისუფალ, დამოუკიდებელ და ლიდერობის მოყვარულ ბუნებას. სტილი ოფიციალურთან ერთად, საკმაოდ ელეგანტური და დახვეწილი იყო.

წელს, შანელის 2015 წლის კოლექციაში გასული საუკუნის 30-იანი წლების ტენდენციებია გათვალისწინებული და  თანამედროვე სტილს მორგებული. კოლექციამ მოდის კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, როგორც ყოველთვის.

მომავალი წლის საშემოდგომო კოლექციაში, ქალის სამოსთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მამაკაცის ტანსაცმელიც.

download (2) - Copy                    download (3)

download (4)                    download (5)

download (6)                  download (7)

download (9)                    download (10)

download (11)                    download (12)

download (13)                    download (14)

download (15)                    download (16)

download (17)                    download (18)

download (19)                    download (20)

download (21)                    download (22)

download (23)                   download (24)

download (25)                    download (26)

download                   download (27)

 

0 5072

დიზაინერმა ალფრედ ანჯელომ შექმნა საქორწინო კაბების კოლექცია, რომელსაც უწოდა “დისნეის საქორწინო კაბები”. კოლექციის ინსპირაციის წყარო დისნეის ცნობილი გმირები არიან .

cinderella

belle

rapunzel

tiana

snow-white

ariel

 

jasmine

sleeping-beauty