25/04/2018 – 20:34
მთავარი მთავარი

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და ადიგენის რაიონის სოფელ სმადას მცხოვრებმა, 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.”- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 135

მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგში კაცი ჩავარდა. „თბილისის მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურის ცნობით, დაშავებული სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის გამო „თბილისის მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ვერ ემსახურება მეტრო „ახმეტელის თეატრიდან“ „გურამიშვილამდე“. „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ მეტროსადგური მუშაობს.

0 497

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ვაჟა გ. თბილისში, გლდანის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ვაჟა გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის, 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი, არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფი და 27 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

0 510

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზით მყოფ მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელა კუევას ბარონი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი, ეროვნული უშიშროების ორპალატიანი კომისიის პრეზიდენტი ისმაელ ერნანდეს დერასი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი ხერარდო ფლორეს რამირესი; მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტა ელენა ბარსენა კოკი.

შალვა ხუციშვილმა მექსიკელ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

0 489

28 ივნისს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს სოლიდარობის ფონდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქი ხალხისა და ამ უსაზღვრო ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების წინაშე.

”უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ საქართველოში თურქეთის საელჩოს, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას (GURTİAD) და მის წევრ ორგანიზაციებს, საქართველოში მოღვაწე თურქულ ბიზნეს კომპანიებსა და თურქეთში მოღვაწე სამედიცინო ცენტრებში ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი თურქი კოლეგებისა და მეგობრების გვერდით ვდგავართ. Pray for Istanbul!”

0 558

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მლეთაში 15 წლის გოგონა გადაარჩინეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გახდა ცნობილი, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ 15 წლის მოზარდს, რომელიც ლომისას სალოცავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, კატასტროფის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონა მლეთიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს და სტაციონარში მოათავსეს“, – განაცხადეს სამინისტროში.

0 652

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის ლიკვიდაცა და შემდეგ ამის ქართული მხარისთვის გადმობრალება.

„არის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მოხდეს მისი ლიკვიდაცია და ამან გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცა“, – განაცხადა მღებრიშვილმა. ამის გამო ის აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურის მოთხოვნას კანჯი-ოღლის დაკავების შესახებ დადებითად აფასებს.

0 499

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა. როგორც უწყებიდან გახდა ცნობილი, განცხადება ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.სუს-ში ჟურნალისტებს 14:00 საათზე ელოდებიან.

0 553

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

0 479

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მანუჩარ ა. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 91 აბი, 7 აბი „მეტადონი“ და 0,0359 გრ ჰეროინი ამოიღეს.ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მანუჩარ ა-ს ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).