23/10/2018 – 18:29
მთავარი მეცნიერება

0 3811

გერმანიაში ქ. გისენის მატარებლების გაჩერებაზე, უნივერსიტეტმა ქართველი გოგონა დამახვედრა. ასე მითხრა, უნივერსიტეტში დამავალეს, ახალი ჩამოსული სტუდენტი დააბინავეო. გაოცებისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. პირველი რექცია, რაც გონებაში მოგდის – “ქართველები ყველგან არიან, მინდა კი კონტაქტი?!” თუმცა, მეორედაც გავოცდი, როცა ნატო ტეფნაძემ გერმანიაში ყოფნის მიზნებზე მიამბო. იცნობდეთ :

ნატო ტეფნაძე, ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მაგისტრია. ბაკალავრიატი დაამთავრა საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურა კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

როგორ მოხვდი გერმანიაში?

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ქართველი პროფესორებისგან მივიღე შემოთავაზება, მონაწიელობა მიმეღო გერმანიისა და საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო პროექტში. მივიჩნიე, რომ ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩემი პროფესიული განვითარებისათვის, რომელიც წინსვლაში დამეხმარებოდა. ასეთი წინადადებები, თუ შესაძლებლობები, არც თუ ისეთი ხშირია. მანამდე სხვა გერმანულ პროექტშიც ვიყავი ჩართული, რომელზეც უარის თქმა მომიწია და დავიწყე ახლად შემოთავაზებული პროექტის („ამიეს“) მიზნებისა და კვლევის ამოცანების გაცნობა. ასევე, იმ ვალდებულებებისა და მოთხოვნების გააანალიზება, რომლის შესრულებაც მომიწევდა.

saeksperimento nakveti sazovarzeმცენარეების აღწერა, ყაზბეგი

პროექტი, თავისი შინაარსით, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტ,ე ბედი მეცადა. პროექტის ხელმძღვანელთან გავაგზავნე ავტობიოგრაფია და დაახლოებით ერთ კვირაში თანხმობის წერილი მივიღე. მოგვიანებით,  ქალბატონმა ოტტემ (პროექტის ხელმძღვანელმა) შემომთავაზა, გერმანიის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტში ჩამებარებინა დოქტორანტურაზე და მზად იყო, ჩემი სადოქტორო თემისთვის ეხელმძღვანელა.

Annette Otte, Kazbegi

პირველად, გერმანიაში 2010 წელს ჩამოვედი კვლევის მეთოდების შესწავლის მიზნით. მონაცემთა ანალიზისთვის, ექსპერიმენტის ჩასატარებლად და ასევე სტატიების დასაწერად, რაც ძირითადი მოთხოვნაა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. დღემდე აქ მიწევს რეგულარულად ყოფნა.

რა პროექტზე მუშაობ? რამდენ ხანს გაგრძელდება ის და რა არის მიზანი?

ეს გახლავთ ინტერდისციპლინური  საერთაშორისო პროექტი(www.amies-net.org), რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მიწათსარგებლობის, ლანდშაფტების განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ, ყაზბეგსა და ბაკურიანში.

Village Kanobi, Kazbegi

პროექტის პირველი ნაწილი მიმდინარეობდა 2010 – 2013 წლებში და ამ ეტაპზე, კვლევების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმდინარეობს მისი მეორე ნაწილი, რომელიც 2016 წლამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ჩემს სადოქტორო თემას, ეს მიეკუთვნებოდა ქვე-პროექტს: ფიტომრავალფეროვნების ცვლილებები. კვლევის მიზანი იყო: საკვლევ რაიონებში ტყის და სუბ-ალპური სარტყლების ფიტომრავალფეროვნების შესწავლა-შეფასება, და აგრეთვე, იმ აბიოტური თუ ბიოტური ფაქტორების გამოვლენა და რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც გავლენას ახდენს მცენარეულ მრავალფეროვნებაზე. დამატებით გვსურს, ნიადაგის თესლის ბანკის შესწავლაც.

saeksperimento nakveti sazovarzesaeksperimento nakveti sazovarzeრატომაა ეს კვლევა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? ჩატარებულა, თუ არა ბოლო პერიოდში და რამდენად მასშტაბურია?

მცენარეული საფარის მრავალფეროვნება განაპირობებს მაღალმთიან რეგიონებში ციცაბო ფერდობების მდგრადობას და მათი ჩამორეცხვისგან დაცვას. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დასახლებული პუნქტების უსაფრთხოებას. ამ ფუნქციის გარდა, მთის ეკოსისტემების ეკოლოგიური მნიშვნელობა განუსაზღვრელად დიდია. მაღალ მთაში უხვად გვხვდება სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატები, რომლებიც ხანგრძლივი და ძლიერი ანთროპოგენული ზემოქმედებას განიცდის. ჩვენს ქვეყანაში, საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც საქონლის კვების მიზნით გადაჭარბებულად გამოიყენებოდა ეკოსისტემა  და დღესაც, ნაკლებად კონტროლდება თუნდაც ტყის ჭრა. მაგრამ საკვები სავარგულების ისეთი ექსპლუატაცია, როგორც საბჭოთა დროს ხდებოდა, დღეს ნაკლებად შეინიშნება. ეს ყველაფერი, კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცენარეულ საფარზე და საფრთხეს უქმნის მათ სახეობრივ მრავალფეროვნებას.

ბაკურიანი

ამას ემატება ისიც, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების „ცხელწერტილს“ მიეკუთვნება, სადაც მცენარეულობა მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ, მაგრამ ჯერ პირველ რიგში, საკვები-სავარგულების მრავალფეროვნება დამოკიდებულია, როგორც მიწათმოქმედებაზე, ასევე მენეჯმენტზე და ამიტომაა მნიშვნელოვანი, გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს მცენარეთა მრავალფეროვნებაზე. ამ მხრივ, ერთ-ერთი პირველია ჩვენი კვლევა საქართველოში, ამას ემატება ისიც , რომ აქცენტი გაკეთებულია სოფლებთან ახლომდებარე სათიბ-საძოვრებზე, სადაც უფრო მეტად იგრძნობა ანთროპოგენული ფაქტორების გავლენა. წინა კვლევები კი, ძირითადად აღწერილობითი ხასიათის იყო და ამასთან, ორიენტირებული სოფლებიდან მოშორებულ ადგილებზე (სიმაღლეებზე).

ახლა რა ეტაპზეა კვლევა?

ამ ეტაპზე ვიმყოფები სადოქტოროს დამათავრებელ საფეხურზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კვლევები თითქმის დასრულებულია. ასევე დავასრულე ნიადაგის თესლის ბანკის ექსპერიმენტიც. კვლევის ერთი ნაწილი, რომელიც ეხებოდა ყაზბეგის რაიონის მცენარეული მრავალფეროვნების შეფასებას, გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში – (http://www.ingentaconnect.com/content/schweiz/phyt/2014/00000044/F0020003/art00007). რაც შეეხება მეორე სტატიას, ბაკურიანის რაიონზე, ამჟამად შემოწმების პროცესშია და მალევე იგეგმება მისი ჟურნალში გაგზავნა გამოსაქვეყნებლად. შემდეგი ეტაპი იქნება ნიადაგის თესლის ბანკის მონაცემების ანალიზი და შედეგების გამოქვეყნება, ასევე, დისერტაციის მომზადება.

ქართული ნიადაგის ანალიზს გერანიაში რატომ ატარებ?

იმის გამო, რომ ნიადაგის თესლის ბანკის ექსპერიმენტი ორჯერ ჩავარდა საქართველოში (რაც გამოწვეული იყო საჭირო პირობების უქონლობისგამო), იძულებული გავხდით, მესამედ გვეცადა ექსპერიმენტის ჩატარება და ამჯერად გერმანიაში. ეს გულისხმობდა დაახლოებით 40 კგ ნიადაგის ნიმუშების გაგზავნას იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში (სადაც ჩატარდებოდა როგორც ნიადაგის თესლის ბანკის ანალიზი, ასევე ნიადაგის ქიმიური ანალიზი ).

soil sampling, Kazbegi

გერმანიაში მიწა გამოაგზავნე?

ეს არც ისეთი ადვილი პროცესი აღმოჩნდა. საჭირო იყო ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მოპოვება. 40 კგ ნიადაგით მე და ტაქსის მძღოლი ერთად ვეძებდით იმ შენობას, სადაც ეს სერტიფიკატი უნდა ამეღო. გზაც კი აგვებნა, თუმც,ა საბოლოოდ, მაინც ვიპოვეთ და სერტიფიკატი წავიღე, ამის შემდეგ, საქართველოს ფოსტით გავაგზავნე გერმანიაში. მემგონი,  ასეთი რაოდენობის მიწა ჯერ არავის გაუგზავნია საზღვარგარეთ. დაახლოებით ორ კვირაში ჩამოაღწია უნივერსიტეტში. საგულდაგულოდ ვამოწმებდი, როდის ჩამოვიდოდა და ჩემი ხელმძღვანელიც ყოველ დღე ელოდებოდა…

რა შედეგები და პერსპექტივები იკვეთება?

ზოგადად, პროექტზე მუშაობის პროცესი უაღრესად საინტერესო იყო და ამ ხნის განმავლობაში,  გამოიკვეთა მრავალი ისეთი საკითხი, რომელზეც ნამდვილად ღირდა მუშაობის გაგრძელება სხვა კუთხით და სწორედ ამ კვლევების პერსპექტივებიდან გამომდინარე დაფინანსდა პროექტის მეორე ნაწილი ფოლკსვაგენის ფონდის მიერ.

agmoonacenebi gisenis unis satburshi

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემ სადოქტროს, აღასანიშნავია, რომ შედეგები ძალიან საინტერესო და გარკვეულწილად მოულოდნელიც კია. მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისთვის გამოყენებული გვქონდა თანამედროვე მეთოდები და გაამართლა აბსოლუტურად ყველა მათგანმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ დავამტკიცოთ მიღებული შედეგების უტყუარობა და შემდეგ უკვე მოვახდინოთ მათი სწორი ინტერპრეტირება. ეს ყველაფერი გვეხმარება სწორად შევაფასოთ საკვლევი რაიონების მცენარეული მრავალფეროვნების ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლოდ ჩამოვაყალიბოთ რეკომენდაციები, რომლებიც დაგვეხმარება ამ რაიონებში ფიტომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაში. ეს მოკლედ რაც შეიძლებოდა რომ მეპასუხა, ვრცლად კი, დისერტაციის სახით დავწერ უახლოეს მომავალში.

10800026_10152423821361759_691078709_o

შენი სამომავლო გეგმები როგორია?

პირველ რიგში, დოქოტრანტურის დამთავრება მაქვს გეგმაში, რის შემდეგაც, შემეძლება ვიზრუნო სამეცნიერო ხარისხის ამაღლებაზე და ისეთი კვლევების წარმოებაზე, რომელიც საქართველოსთვის გამოსადეგი იქნება.

 

0 3119

ნასა განიხილავს შესაძლებლობას დააძინონ მარსის მიმართულებით პილოტირებული ეკიპაჟის მონაწილეები. შემოთავაზებულია ეკიპაჟის ღრმა ძილში შეყვანა, რომელიც 180 დღე გაგრძელდება,  რაც საშუალებას  იძლევა მარსზე ფრენის დანახარჯები 560 მილიან კილომეტრამდე შეამციროს.

დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ასტრონავტის სიცოცხლე შენარჩუნებული იქნება ანაბიოზის მდგომარეობაში, ინტრავენური კვების გზით. სხეულის გაციება მოხდება ხლადაგენის ჩასუნთქვის გზით, წერს Daily Mail.

ასეთი წინადადებით გამოვიდა მომხსენებელი მარკ შაფერი (ამერიკული კომპანია SpaceWorks Enterprises) საერთაშორისო ასტრონავტების კონგრესზე ტორონტოში.

habitat

 

შაფერის  თქმით,  შეზღუდული ფიზიკური აქტივობის მდგომარეობაში მყოფი ასტრონავტები საჭიროებენ  ნაკლებ ხარჯებს  90-180 დღიანი მარსის მისიის განსახორციელებლად.   ასტრონავტების კუნთოვანი სისტემის  ტონუსში  ყოფნას ელექტროსტიმულაცია შეუწყობს ხელს, რაც  გარანტიას იძლევა, რომ გამოღვიძების შემდეგ კუნთოვანი სისტემა  არ იქნება ზედმეტად დასუსტებული.

მოწყობილობა, რომელსაც ადამიანი ღრმა ძილში შეყავს, უკვე არსებობს.  მასზე მუშაობა  1980 წლიდან მიმდინარეობდა და 2003 წლიდან უკვე გამოიყენება მედიცინაში რთულ  ტრავმიანი პაციენტების სამკურნალოდ.  როგორც წესი ამ  მდგომარეობაში ადამიანს ერთ კვირაზე მეტს არ აჩერებენ, თუმცა მარსის მისიის დაწყებამდე იგეგმება ეს დრო ჯერ 90 და მერე 180 დღემდე გაზარდონ.

crew-size-for-a-mission-to-Mars

სისტემა  RhinoChill ცხვირში გამაგრილებელი სითხის შეყვანით, სხეულის ტემპერატურას საათში ერთი გრადუსით ამცირებს.  სხეული 32 გრადუსამდე ექვს საათში  გრილდება. ადამიანის გამოფხიზლება ამ სითხის მიწოდების შეწყვეტით ხდება.  მძინარე ასტრონავტების მოთავსება არცთუ ისე დიდ კაპსულებშია შესაძლებელი.SpaceWorks-ის შეფასებით პროექტი საშუალებას მოგვცემს 5ჯერ შემცირდეს კოსმოსური ხომალდის  ზომა და სამჯერ  შემცირდეს ტვირთის ოდენობა, რომელიც აუცილებელია მისია მარსის შესასრულებლად.

ალტერნატივად განიხილება ერთერთი ასტრონავტის ფხიზლად დატოვება პირველი 2-3 დღით და შემდგომ მისი ანაბიოზის მდგომარეობაში გადაყვანა ორი კვირით.

ამ კონცეპციის  განსახორციელებლად ნასას სპეციალისტებს კიდევ დამატებითი კვლევების ჩატარება მოუწევთ. იდეალური სცენარით ეკიპაჟი დაიძინებს დედამიწის ორბიტასთან ახლოს  და 180 დღის შემდეგ მარსის ორბიტაზე გაიღვიძებს.

 

ავტორი: სოფია კახნიაშვილი

ცოტა ხნის წინ Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც ნამდვილ ინტერნეტ სენსაციად იქცა. ეს ფაქტი გასაკვირი არცაა, რამდენადაც კადრში დაფიქსირებულია მთვარის ზედაპირზე არსებული უცნაური ფიგურა, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანს.  ეს  შემთხვევით აღმოაჩინა Google Map-ის  ერთ-ერთმა მომხმარებელმა. მან ვიდეო მაშინვე Youtub-ზე ატვირთა და  ძალიან მოკლე დროში ის 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. კომენტარებიდან კარგად ჩანს, რომ ამ ფაქტმა ხალხის გაოცება გამოიწვია. თითქმის სრული უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჩრდილი ძალიან ჰგავს ადამიანისას. რა თქმა უნდა, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც ამ ყველაფერს არასერიოზულად და იუმორით ეკიდებიან.

alienonmoon

ჯერ არა არის ცნობილი, რას ფიქრობენ ამაზე მეცნიერები. ფაქტი ერთია – ვიდეო ძალიან ბევრ ვებ-გვერდზე   გავრცელდა და ინტერნეტ მომხმარებელი შოკში ჩააგდო.

 

hqdefault

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარგარეტ ჩანის განცხადებით, ვირუსი “ებოლა” დასავლეთ აფრიკაში ძალიან სწრაფად ვრცელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელებამ შეიძლება გამიწვიოს კატასტროფიული შედეგები და შეიწიროს მრავალი ადამიანის სიცოცხლე.

მარგარეტ ჩანმა აღნიშნა, რომ ვირუსი, რომელმაც თებერვლიდან მოყოლებული ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში 729 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეისაძლებელია მისი შეჩერება. ვირუსით დაავადების შემთხვევის 90%  ლეტალურ შედეგებამდე მიდის. ვირუსი “ებოლა” ვრცელდება აღნიშნული ვირუსით დაავადებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტით, სისხლითა და ორგანოებით, ასევე დაბინძურებული გარემოთი. დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენით იზრდება მისგან განკურნების შანსები. პირველი სიმპტომები არის გრიპი, რომელიც სწრაფად გადადის  სისხლდენაში თვალებიდან და ასევე შარდში, რის შემდეგაც დგება შიდა სისხლდენა და როგორც წესი, ამას მოჰყვება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის მოშლა.

wpid-6b0813f8bf7a414db9c9746e1b2d163f-6b0813f8bf7a414db9c9746e1b2d163f-0

სამიტზე, რომელიც გვინეის დედაქალაქ კონაკრში ტარდებოდა, მონაწილეობდნენ ვირუსისგაგან დაზარალებული ქვეყნების ლიდერები – გვინეია, ლიბია და სიერა ლეონედან. ამ სამიტზე მიიღეს დაავადებასთან ბრძოლის ახალი პროგრამა,  რომლის ღირებულებაც  100 მილიონი დოლარია.

ეს შეხვედრა უნდა გახდეს ვირუსთან  ბრძოლის შემობრუნების მომენტი – განაცხადა “ჯმო”-ის (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) ხელმძღვანელმა.

ექიმმა ჩანმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ვირუსით ინფიცირებულია მრავალი ექიმი, ექთნები და ჯანმრთელობის დაცვის სხვა თანამშრომლებიც.

“დღემდე უკვე 60 ექიმი გარაიცვალა ამ ვირუსით და ასევე დაინფიცირდა სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტები. ყველაფერი ეს კი ხელს უშლის ჩვენს ბრძოლას ეპიდემიასთან “.

140801212511_ebola_deaths_624_russian_

დღესდღეობით არ არსებობს ეფექტური საშუალება დავძლიოთ ეს დაავადება,  რადგან არ არსებობს “ებოლას” ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ერთადერთი საშუალება ვირუსთან ბრძოლის გახლავთ ინფიცირებულის სრული იზოლაცია. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ვირუსის შედგენილობის  შესწავლა ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა. თუმცა აღნიშნავენ, რომ ვაქცინის შექმნა მოითხოვს მნიშვნელოვანი ინვესტისიების ჩადებას .

“დასავლეთ აფრიკაში არსებული სიტუაციია მოითხოვს სწრაფ და გადამწყვეთ ზომებს, როგორც ნაციონალურ ისე საერთაშორისო დონეზე. ბოლო რამდენიმე წლის  აფრიკული გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ ამ ეპიდემიას შეებრძოლები, შესაძლებელია მისი შეჩერაბაც.”- განაცხადა მარგარეტ ჩანმა.

 

0 2505

შესაძლოა იაპონურმა კომპანია ”ტოიოტამ” მომავალი წლიდან დაიწყოს კომერციული გაყიდვა წყალბადზე მომუშავე ავტომობილისა. თუმცა ამ მანქანას  ჯერ კიდევ რამდენიმე უსიამოვნო ნაკლი აქვს, რომლებიდანაც მთავარი ნაკლი მის ტრანსპორტირებასა და შენახვაში მდგომარეობს. თუმცა დიდი ბრიტანეთის ტექნიკურ-მეცნიერული აღჭურვილობის საბჭოს რჩევით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა ნაპოვნია. ეს გზა გახლავთ ამიაკი, უფრო უსაფრთხო  აირი.

ამიაკი წყალბადის ნიტრიდია, რომელიც წყალბადისგან და აზოტისგან შედგება.  ჩვეულებრივ ამონიაკის დაყოფა საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, თუმცა ბრიტანელმა მკვლევარებმა  მიაგნეს ხერხს, თუ როგორ შეიძლება ამ  ხარჯების შემცირება. ეს შესაძლებელია კატალიზატორად ნატრიუმის ამიდის გამოყენებით.

ამიაკის შენახვა შესაძლებელია პლასტმასის ბალონებში წნევის ქვეშ. მეცნიერების თქმით, ჩვეულებრივი საოჯახო მანქანების სამართავად ორი ლიტრი ამიაკი იქნება საკმარისი. ამ დროისთვის ბრიტანელები მუშაობენ  ამიაკის დანაწევრების მეთოდზე, რათა იგი უფრო უსაფრთხო გახდეს გარემოსთვის.

„იმის მიუხედავად რომ ჩვენი პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, ვფიქრობთ რომ  ამიაკის დანაწევრების  ბალონი ორლიტრიან ბოთლზე დიდი არ იქნება და შეძლებს საშუალო ზომის ოჯახური ავტომობილის უზრუნველყოფას საჭირო რაოდენობის წყალბადით.“  -აცხადებენ მწარმოებლები.

7 8322

ასტრონომებმა  აღმოაჩინეს პლანეტა “გლის 832″, რომელიც ისე  ჰგავს დედამიწას, როგორც არცეთი სხვა ჩვენთვის ცნობილი პლანეტა. მისი მასა 5,4 ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწის.

“გლის 832″ თავისი გალაქტიკის მზესთან  უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა, მაგრამ  ჩვენი გალაქტიკის მზესთან შედარებით წითელი პლანეტა ორჯერ უფრო ნაკლებს იწონის. ამიტომ “გლის 832″ იმდენივე მზის ენერგიას ღებულობს, რამდენსაც დედამიწა.

“გარეგნული და შინაგანი დაკვირვების ხელმისაწვდომობა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ეს პლანეტა წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ასლს ” – განაცხადა  კრის ტენმა, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პროფესორმა. სწორედ  ამ უნივერსიტეტში აღმოაჩინეს აღნიშნული პლანეტა. “თუ პლანეტის ატმოსფერო მსგავსია დედამიწის ატმოსფეროსი, მაშინ ეგ ნიშავს, რომ მასზე შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს.”

 

 

წყარო: www.kp.ru

0 1204

ასპირინის რეგულარული მოხმარება პანკრეასის სიმსივნით დაავადების რისკს ანახევრებს. კვლევების თანახმად, აღნიშნული დაავადება არის ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მეცნიერთა ერთი ნაწილის თქმით,  მის წინააღმდეგ ბრძოლა დაბალფასიანი წამლით არის შესაძლებელი.

“ადამიანები, რომლებიც ღებულობენ მცირე დოზას ყოველდღიურად, დაახლოებით 75- დან 325 მილიგრამამდე, 48%-ით ამცირებს პანკრეასის კიბოთი დაავადების საშიშროებას. ხოლო მისი რეგულარული მოხმარება ათი თვის განმავლობაში ამცირებს რისკს 60%-ით.” – აღნიშნული კვლევა გამოაქვეყნა “სიმსივნური დაავადების კვლევების ამერიკის ასოციაციამ”

იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰერვი რიჩმა განაცხადა: ” თავი მშვიდად შეიძლება იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც უკვე ხმარობდა ასპირინის მცირე დოზას, რადგან ხშირ შემთხევაში იგი ამცირებს პანკრეასის სიმსივნის რისკებს. იმ ადამიანებს, რომელთაც ექიმებმა ოჯახის სამედიცინო ისტორიის კვლევის თანახმად განუცხადეს, რომ  პანკრეასის სიმსივნით დაავადების დიდი რისკის ქვეშ არიან, მათთვის ასპირინი გამოყენება შეიძლება გახდეს სარგებლიანი, როგორც  გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, რომ შევამციროთ მისით დაავადების რისკი.”

 

 

წყარო: bloomberg.com