25/09/2017 – 10:08
მთავარი მეცნიერება

0 804

მეცნიერებმა უკვე იციან,  როგორი იქნება დედამიწაზე კაცობრიობა 1000 წლის შემდეგ. როგორც ისინი ამტკიცებენ,  კლიმატის ცვლილება,  ხელოვნური ინტელექტის განვითარება, სხვადასხვა გენური მუტაცია გამოიწვევს ადამიანის სხეულისა და გონების ცვლილებას.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ათასი წლის შემდეგ, გლობალური დათბობის ზეგავლენით, კაცობრიობა ტრანსფორმაციას განიცდის, მათი კანის ფერი  გამუქდება, სხეული კი ინტეგრირებული გახდება ხელოვნურ ინტელექტთან, იქნებიან უფრო მაღლები და თხელები.

გენეტიკური მუტაციის შედეგად,  თვალის ფერი, შესაძლოა, წითელი გახდეს და ზეადამიანურ ძალას ფლობდნენ.

მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ  ზოგადად, კაცობრიობა გახდება უფრო ჭკვიანი, უფრო ძლიერი და ლამაზი. იმასაც ვარაუდობენ, რომ  მომავალში ადამიანს შეეძლება ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ შვილს საჭირო ფიზიკური და გონებრივი თვისებები შესძინოს.

თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ, შესაძლოა,  ინფექციის საფრთხე გაჩნდეს, რომელიც  გაანადგურებს მთელ კაცობრიობას.

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ პლანეტა მარსის მთავარი საიდუმლო გახსნა – პლანეტაზე მდინარეებია აღმოჩენილი – სეზონურად მარილიანი წყლის ნაკადები ჩნდება . ამის შესახებ “ნასამ” სპეციალურად ამ თემისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ მარსზე ამ დროისთვის არსებობს მარილიანი წყლის სეზონური ნაკადები. წყლის ეს წარმონაქმნები წელიწადის თბილ დროს ჩნდება, სიცივეში კი ქრება. 
ამ დასკვნამდე პლანეტოლოგები მივიდნენ მას შემდეგ, რაც მაღალი ხარისხის ფოტოები “High Resolution Imaging Science Experiment”-ის სამეცნიერო ინსტრუმენტით შეისწავლეს.

0 677

გლობალური უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების ქართველი მკვლევარის თორნიკე შურღულაიას ნაშრომმა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაინტერესება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღნიშნული ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ნაშრომი, რომელიც საქართველოს მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ეხება, წარმატებით იყიდება ევროპის ქვეყნების, ამერიკის, ბრიტანეთის და იაპონიის წიგნის მაღაზიებში.

ისტორიის დოქტორის, პროფესორის, ამერიკანისტისა და გლობალური უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების მკვლევარის თორნიკე შურღულაიას 92-გვერდიანი სტრატეგიული მნიშვნელობის წიგნი სათაურით „US Foreign Policy Towards Georgia“, 2015 წლის 3 მარტს გერმანიაში Scholars’ Press-ის გამომცემლობამ დაბეჭდა.

ნაშრომი ამერიკაში 66 აშშ დოლარი, ბრიტანეთში 44 ფუნტი, ხოლო გერმანიასა და დანარჩენ ევროპაში 59 ევრო ღირს. როგორც გერმანიის სამეცნიერო ნაშრომების გამომცემლობის საბჭო განმარტავს, ნაშრომი შეფასდა, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის და ამიტომაც განისაზღვრა აღნიშნული ფასი.

ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ ”Nasa”-მ განახორციელა მარსისთვის განკუთვნილი სარაკეტო ძრავის ტესტირება. რაკეტაში დამონტაჟებული იქნება ოთხი RS-25”-ის ტიპის ძრავი. Nasa ასეთ ძრავებს რბოლისათვის ყველაზე სწრაფ ძრავად მიიჩნევს. ეს უკვე მეექვსე ტესტია. ასეთი ძრავის წინა ვერსიები ამერიკულ შატლებშია გამოყენებული, სადაც დამონტაჟებული იყო სამი ძრავი. ოთხი ”RS-25” ძრავის გამოყენებით რაკეტა განავითარებს 35 კლ/სთ. ძრავი განკუთვნილია რთული პირობებისათვის. ანუ მას აქვს თხევადი აზოტი,რომელიც ინახება -253 გრადუს ცელსიუსში, ხოლო მისი წვის დროს ტემპერატურა აღწევს 3300 გრადუს. ”RS-25” ტიპის ძრავით პირველი გაფრენა 2018 წელს იგეგმება, ხოლო პილოტირებული რაკეტა-გადამზიდის ”SLS”-ს გაშვება არანაკლებ ათი წლის შემდეგ იგეგმება. ამავდროულად ასტრონავტები სატრანსპორტო ხომალდ ”ორიონში” იქნებიან, რომელიც თავდაპირველად ხალხის მთვარეზე გამგზავრებას გულისხმობდა.

გთავაზობთ ”RS-25”-ის ძრავის ტესტური გაშვების სრულ ვიდეომასალას:

0 1819

2015 წლის 16 ივლის, 1.6 მლ/კ-მანძილიდან ”Earth Polychromatic Imaging Camer-ის” მეშვეობით, რომელიც დამონტაჟებულია ”Deep Space Climate Observatory-ზე” დაიწყო მთვარის უკანა ხედის გადაღება. პროცესი ჩრდილოეთ ამერიკიდან ავსტრალიამდე მიმდინარეობდა. ხანგრძლივობა შეადგენდა ხუთ საათს. მწვანე ფერები,რომელიც მთვარეს მარჯვნივ არის დაფიქსირებული ეს არის კამერის გადაღების ფუნქცია. კამერა იღებს ფოტოების სერიას 30 წამის ინტერვალით. ამასთან ერთად ის იყენებს ულტრაიისფერ და ინფრაწითელ ფილტრებს.ამის შემდეგ ყველა ფოტოს აერთიანებენ და ამ ხნის მანძილე მთვარე ტრიალსაც კი ასწრებს.
პირველად მთვარის უკანა ხედის დანახვა შეძლეს 1959 წელს. მაშინ საბჭოთა კავშირის სადგურმა”მთვარე-3”-მა გადაუფრინა მთვარეს და გადაიღო ის ხედი რომელიც დედამიწიდან არ ჩანს. ამის შემდეგ NASA-ს რამდენიმე მისიამ მთვარე დეტალურად სხვადასხვა რაკურსიდან გვიჩვენა. ფოტოაპარატ ”EPIC”-ის საშუალებით შესაძლებელია გადაიღო დედამიწის კლიმატური ცვლილება, აწარმოო ოზონის მონიტორინგი და სხვა. Nasa შემოდგომაზე ყველა მოპოვებული ფოტოს განთავსებას სპეციალურ საიტზე გეგმავს.

0 736

ნასამ აღმოაჩინა პლანატა, რომელიც ძალზე ჰგავს დედამიწას. მისი აღმოჩენა კოსმოსური ტელესკოპ „კეპლერის“ მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ახალ პლანეტას Kepler 452 უწოდეს. ის ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მზეს ჰგავს და დედამიწის მაგვარ ორბიტაზე მოძრაობს. ერთი წელი იქ დედამიწის 380 დღეს უდრის. Kepler 452-ის მასა დედამიწაზე ერთნახევარჯერ მეტია. ვარსკვლავისგან დაშორების მანძილი, ასევე მყარი ზედაპირი მასზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას იძლევა.
თუმცა ამ ყველაფრის ადგილზე გადამოწმება დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში შეუძლებელია, Kepler 452-ზე მოგზაურობას 550 მილიონი დედამიწის წელი დასჭირდებოდა.

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში, „ლეონარდო და ვინჩი“, გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიოში უდიდესი კონკურსის, ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში – Intel ISEF მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დილით გაემგზავრნენ. მათ გამოგონებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პიტსბურგში დაგეგმილ გამოფენაზე გაეცნობიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად ატარებს. კონკურსის მიზანია მეცნიერებითა და ინოვაციით დაინტერესებული, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება, სწავლის დონის ამაღლების, ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივების, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრის მფლობელები არიან:  თემურ ჩიჩუა, ალექსანდრე თოიძე და ნიკოლოზ მინაშვილი. პირველი ადგილი ვახტანგ დონაძემ და ირაკლი ჩხეიძემ, მეორე ადგილი ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ალავიძემ დაიკავა.

კონკურსის ჩატარებას და  ადმინისტრირებას სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს ხოლო, ამერიკის შეერთებულ შტატებში “ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულების გამგზავრება ინტელის ფონდმა დააფინანსა.

სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება სამომავლოდ ხელს უწყობს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებასა და განვითარებას.

19 მარტს მოსე ჯანაშვილს 160-ე იუბილეს აღსანიშნავად, „ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხელი“ და პროექტ „ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეები ტრადიციულად მთაწმინდის პანთეონში მივიდნენ მოსე ჯანაშვილის საფლავზე, მის ღვაწლზე ისაუბრეს და სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაუხადეს.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ისტორიკოსმა თემურ ტარტარაშვილმა ისაუბრა ჰერეთის ისტორიის შესახებ. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ჰერეთის პრობლემების განხილვაში.
ტელეკომპანი „ერთსულოვნების“ ჟურნალისტმა სერგო კერესელიძემ მონაწილეები საეკლესიო ჟურნალებით დაასაჩუქრა.

10312410_805872776168260_4065459103559287146_n

12882_805872509501620_5148480189109267953_n

ნინი მაჭავარიანი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

უფროსი მედდის შრომის ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება და 850 ლარს შეადგენს, ხოლო უმცროსი მედდის ხელფასი 125 ლარით, 750 ლარამდე გაიზრდება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრის სამედიცინო ბრიგადებისთვის ეს ხელფასების ზრდის მეორე ეტაპია. „მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენს სისტემაში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს“, – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მთავრობამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროს და უმცროს ექიმებს, ასევე მძღოლებს შრომის ანაზღაურება 2014 წლის სექტემბერში გაუზარდა. უფროსი ექიმის ხელფასი განისაზღვრა 1300 ლარამდე, უმცროსი ექიმის 1000-1100 ლარით, ხოლო მძღოლების 800-1000 ლარით, რაც დამოკიდებულია მორიგეობის საათების რაოდენობაზე. ნარმანიას თქმით, სწორედ მაშინ გაიცა დაპირება მედდებისათვის ხელფასების გაზრდის შესახებ.

50 წლის ჩინელ კაცს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში  ბრიტანეთში ცხოვრობდა,  ექიმებმა ტვინში იშვიათი სახეობის სოლიტერი აღმოუჩინეს. მას 6 წლის წინ თავის არეში დაეწყო ტკივილი, ამას მოჰყვა მეხსიერების დაქვეითება. როგორც მან ექიმებს აუხსნა, გამუდმებით ეხვეოდა თავბრუ და სცემდა უცნაური სუნი. ამის შემდეგ,  მიმართა მედიკოსებს, რათა  საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაეტარებინა. თავდაპირველად ექიმები ეჭვობნენ სიფილისზე, თუმცა, ლაბორატორიული ანალიზებით ეს არ დადასტურდა.  არც რაიმე სხვა სახის ვირუსი და სისტემური დაავადება აღმოჩნდა ორგანიზმში.

როდესაც პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის ტომოგრაფია, ეკრანზე გამოჩნდა უჯრედული  დაზიანებები ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო სიმსივნე. ამის შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა ბიოფსია, თუმცა, სიმსივნის ნიშნები ორგანიზმში არ აღმოჩნდა.

ოთხწლიანი კვლევების შედეგად, მეცნიერებმა და ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტის ტვინში უიშვიათესი სახეობის პარაზიტი ბუდობდა. მათ ოპერაციის შედეგად  ამოიყვანეს სოლიტერი ტვინიდან, თუმცა, განაგრძეს ექსპერიმენტების ჩატარება და კვლევა ამ საკითხის გარშემო, რამდენადაც, აქამდე მსგავსი შემთხვევა სამედიცინო პრაქტიკაში არ არსებობდა. როგორც დადგინდა, ეს იყო  მწერი, რომელიც ბინადრობს აზიურ ქვეყნებში, ძირითადად ტაილანდსა და იაპონიაში. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ეს სახეობა არ ეკარება ადამიანს. 1953 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო სამედიცინო სფეროში უამრავი სახეობის პარაზიტი იქნა აღმოჩენილი, თუმცა, დიდ ბრიტანეთში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ არის ეს აღმოჩენა  განსაკუთრებით გამორჩეული და უცნაური.

აღმოჩენილი პარაზიტი თავისი არსებობის ციკლს იწყებს წყალში, სადაც ის ეძებს ე.წ მასპინძელ ორგანიზმს. ასეთი ორგანიზმები, ძირიტადად, წყლის გველები ან თევზები არიან. ამის შემდეგ, პარაზიტი ბინადრობს სხვადასვა ცხოველის კანზე, სწორედ აქედან გამომდინარე, ექიმებისათვის გაუგებარი იყო, საიდან მოხვდა ის ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით კი – ტვინში.

შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი სოლიტერი ათჯერ დიდია სხვა ნებისმიერ პარაზიტზე, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ადამიანის ორგანიზმში თუ კანზე.

მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ზოგიერთი პარაზიტის გენი განიცდის მუტაციას, რის შედეგადაც იზრდება მათი მასპინძელი ორგანიზმების სახეობათა რაოდენობა. ამის საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ გენეტიკური მუტაციის შედეგად შეძლო პარაზიტმა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა და ამ გარემოში სიცოცხლე.