18/11/2018 – 08:51
მთავარი მედიცინა

30 დეკემბერს, იოგას პოპულარიზაციის მიზნით, სტუდია “არია იოგამ” წინასაახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს ნეპალურ ინსტრუმენტებზე შესრულებული ცოცხალი მუსიკის მოსმენა და ინდური ცეკვების ხილვა შეეძლოთ.

მუსიკა

 

თავისი მომხმარებლის წასახალისებლად “არია იოგამ” ფოტო-კონკურსი ჩაატარა. მათ იოგის რომელიმე პოზაში გადაღებული ფოტო  სოციალურ ქსელში უნდა გაეგზავნათ.  საღამოზე,”ლაიქების” მიხედვით გამოვლენილი, 3 გამარჯვებული დაჯილდოვდა.

დაჯილდოება

“არია იოგა” 2014 წლის მაისში გაიხსნა. იგი იოგის მოყვარულებს მრავალფეროვან და სპეციალურად, სხეულის ლოკალური ზონებისათვის განკუთვნილ გაკვეთილებს სთავაზობს. გამოცდილი ინდოელი ინსტრუქტორების მიერ, ვარჯიშები დიფერენცირებულია სირთულის მიხედვით: დამწყები, საშუალო და რთული.

“ჩვენი ინსტრუქტორები ინდოელები არიან, მათ თავიანთი სპეციალობა ჰიმალაის მთებში აქვთ ნასწავლი. მათი კვალიფიციურობა ჩვენს დიდ წარმატებას განაპირობებს . “არია იგოას” ცენტრს ძალიან მოქნილი გრაფიკი აქვს. ყოველდღე ვმუშაობთ დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 9 საათამდე, შესაბამისად ყველა ადამიანის შეუძლია მოირგოს ჩვენი განრიგი. ტარდება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური გაკვეთილები. ჩვენი ვარჯიშები აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ენდოკრინულ სისტემას და ა.შ. შესაბამისად იოგის ვარჯიშები სასარგებლოა, როგორც ჯანმრთელობისთვის ასევე მათთვის ვისაც წონის კორექცია სურს.”- ამბობს “არია იოგას” დამფუძნებელი და დირექტორი, ნინო შენგელია.

“არია იოგას” ცენტრში დავდივარ მისი გახსნის დღიდან. აქ ძალიან კარგი, კვალიფიცირებული პედაგოგები არიან. მე იოგას ბავშვობიდან ვვარჯიშობ და აქაური სტანდარტები ძალიან მიახლოებულია იოგის მაღალ სტადარტებთან. პირადად მე ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით ვარ იოგით დაკავებული და ვფიქრობ ამისთვის ეს ცენტრი სწორად მაქვს შერჩეული. _ ნატო ჩხეიძე, “არია იოგას” მომხმარებელი.

იოგი

“არია იოგა” თბილისში, ჭავჭავაძის 29 ნომერში მდებარეობს და ახალ 2015 წელთან ერთად,  იოგით დაინტერესებულ ახალ  მომხმარებლებს ელის.

 

 

ავტორი: მარიამ გიგანი

50 წლის ჩინელ კაცს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში  ბრიტანეთში ცხოვრობდა,  ექიმებმა ტვინში იშვიათი სახეობის სოლიტერი აღმოუჩინეს. მას 6 წლის წინ თავის არეში დაეწყო ტკივილი, ამას მოჰყვა მეხსიერების დაქვეითება. როგორც მან ექიმებს აუხსნა, გამუდმებით ეხვეოდა თავბრუ და სცემდა უცნაური სუნი. ამის შემდეგ,  მიმართა მედიკოსებს, რათა  საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაეტარებინა. თავდაპირველად ექიმები ეჭვობნენ სიფილისზე, თუმცა, ლაბორატორიული ანალიზებით ეს არ დადასტურდა.  არც რაიმე სხვა სახის ვირუსი და სისტემური დაავადება აღმოჩნდა ორგანიზმში.

როდესაც პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის ტომოგრაფია, ეკრანზე გამოჩნდა უჯრედული  დაზიანებები ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო სიმსივნე. ამის შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა ბიოფსია, თუმცა, სიმსივნის ნიშნები ორგანიზმში არ აღმოჩნდა.

ოთხწლიანი კვლევების შედეგად, მეცნიერებმა და ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტის ტვინში უიშვიათესი სახეობის პარაზიტი ბუდობდა. მათ ოპერაციის შედეგად  ამოიყვანეს სოლიტერი ტვინიდან, თუმცა, განაგრძეს ექსპერიმენტების ჩატარება და კვლევა ამ საკითხის გარშემო, რამდენადაც, აქამდე მსგავსი შემთხვევა სამედიცინო პრაქტიკაში არ არსებობდა. როგორც დადგინდა, ეს იყო  მწერი, რომელიც ბინადრობს აზიურ ქვეყნებში, ძირითადად ტაილანდსა და იაპონიაში. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ეს სახეობა არ ეკარება ადამიანს. 1953 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო სამედიცინო სფეროში უამრავი სახეობის პარაზიტი იქნა აღმოჩენილი, თუმცა, დიდ ბრიტანეთში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ არის ეს აღმოჩენა  განსაკუთრებით გამორჩეული და უცნაური.

აღმოჩენილი პარაზიტი თავისი არსებობის ციკლს იწყებს წყალში, სადაც ის ეძებს ე.წ მასპინძელ ორგანიზმს. ასეთი ორგანიზმები, ძირიტადად, წყლის გველები ან თევზები არიან. ამის შემდეგ, პარაზიტი ბინადრობს სხვადასვა ცხოველის კანზე, სწორედ აქედან გამომდინარე, ექიმებისათვის გაუგებარი იყო, საიდან მოხვდა ის ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით კი – ტვინში.

შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი სოლიტერი ათჯერ დიდია სხვა ნებისმიერ პარაზიტზე, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ადამიანის ორგანიზმში თუ კანზე.

მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ზოგიერთი პარაზიტის გენი განიცდის მუტაციას, რის შედეგადაც იზრდება მათი მასპინძელი ორგანიზმების სახეობათა რაოდენობა. ამის საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ გენეტიკური მუტაციის შედეგად შეძლო პარაზიტმა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა და ამ გარემოში სიცოცხლე.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ეკოლოგიურად სუფთა საკვებთან დაკავშირებით. თანამედროვე ეპოქის ადამიანს უწევს, ფეხი აუწყოს ცხოვრების სწრაფ რიტმს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა სწრაფ კვებაზეა გადასული, რაც ჯანმრთელობისათვის მავნებელია.

მედიკოსების თქმით, ადამიანის ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს საკვების ტიპი. თუ  ჩვენ ყოვედღიურად ჯანმრთელ პროდუქტებს მივიღებთ, შევძლებთ დიაბეტის, სიმსუქნის, გულისა და სისხლძარღვოვანი და სხვა უამრავი დაავადების რისკის შემცირებას.

გთავაზობთ საკვები პროდიქტების ჩამონათვალს, რომელიც მეცნიერებისა და ექიმების აზრით, სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

 

თევზი

fish-memory-salmon-400x400

თევზი ორგანიზმისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რამდენადაც შეიცავს ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების დაბალანსებულ პროცენტულ რაოდენობას. ის მდიდარია A, D და K ვიტამინით. თევზი არ წარმოადგენს ე.წ წითელ ხორცს და მასში ძალიან დაბალია ქოლესტერინის შემცველობა. თევზი განსაკუთრებით სარგებლოა მხედველობისა და მახსოვრობისათვის.

 

მწვანე შეფერილობის ბოსტნეული

green-leaves-memory-400x400

მწვანე შეფერილობის ბოსტნეულში მრავლადაა ვიტამინი E. ასეთი სახის საკვები ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ტვინის ფუნქციონირებას, ასევე, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და მავნე ნივთიერებებისაგან. სასარგებლოა წონის დასაბალანსებლად და, რაც მთავარია, ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.

 

ავოკადო

avocado-alzheimer-400x400

ავოკადოს ადამიანის საკვები რაციონის გარკვეული სახეობის ჩანაცვლებაც კი შეუძლია, რამდენადაც, იგი შეიცავს  კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და რკინის ვიტამინებს. ავოკადო დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მეხსიერებაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, აქვს ანტისტრესული მოქმედება. გარდა საარგებლო თვისებებისა, ის განსაკუთრებულ გემოს სძენს სალათს და სუპებს.

 

მზესუმზირის თესლი

sunflower-seeds-memory-400x400

მზესუმზირა ვიტიმან E-ს ნამდვილი წყაროა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინის უჯრედებისათვის და მახსოვრობის გასაუმჯობესებლად.

 

მიწის თხილი და არაქისის კარაქი

peanut-butter-memory-400x400

ეს საკვები პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა გულისათვის.ასევე, ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და საგრძნობლად აუმჯობესებს მახსოვრობის უნარს. მიწის თხილი სასარგებლოა განწყობისათვის. ის შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს. მიუხედავად ამ სასარგებლო თვისებებისა, მიწის თხილი არის ძალიან ცხიმიანი საკვები, ამიტომ, მისი მიღება არ შიძლება გადაჭარბებული რაოდენობით.

 

წითელი ღვინო

georgian wine

მეცნიერული ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ის ადამიანები, ვინც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველდღიურად ზომიერი რაოდენობით წითელ ღვინოს იღებენ ( 1 ჭიქა ), დიდხანს ცოცხლობენ. წითელი ღვინო აუმჯობებსებს სისხლის მიმოქცევას, ტვინის უჯრედების აქტივობას უწყობს ხელს, ბლოკავს დნმ – ის მუტაციას და ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკს. ის აძლიერებს იმუნიტეტს.

 

კენკრა

berry-good-memory-400x400

კენკრა სასარგებლოა ჰემოგლობინისათვის, ასევე, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს. ის შეიცავს C ვიტამინს დიდი ოდენობით. კენკრა ხელს უშლის მეხსიერების დაქვეითებას.

 

ავტორი:  ნინო იმერლიშვილი

 

 

 

0 1048

დღეს მსოფლიოს 160 ქვეყანა დიაბეტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, საქართველოში მუდმივი მედიკამენტოზური დახმარების საჭიროების მქონე დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა 105 110-ს აღწევს.
დიაბეტით დაავადებულ პირთა დახმარების მიზნით, ქ.ბათუმის მერია ახორციელებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლის ფარგლებში, ყოველთვიურად ხდება მედიკამენტების მიწოდება 0-დან 100 000 ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირებისა და ასაკით პენსიონერთათვის.
2015 წლისათვის კი დაგეგმილია მედიკამენტების პროგრამის გაფართოება და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის პროგრამის ამუშავება, რომლის ფარგლებში ზემოაღნიშნულ პირებს გაეწევათ ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა და ექიმ-ანგიოლოგის კონსულტაცია, საჭიროების მიხედვით.

 

ავტორი : მარიამ კეკელიძე

კანადის განცხადებით, ორშაბათიდან იგი  ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის 800 დოზას ჟენევაში,  “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში” (WHO) გაგზავნის. მიიღება გადაწყვეტილება, თუ რომელ ქვეყნებში მოხდეს მისი დისტრიბუცია.

ლიბერია, გინეა და სიერა ლეონე ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” უკანასკნელი მონაცემებით, მარტიდან მოყოლებული ვირუსმა 4 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მხოლოდ ლიბერიაში ებოლას ვირუსით 2200 ადამიანია დაღუპული

მხოლოდ ლიბერიაში ებოლას ვირუსით 2200 ადამიანია დაღუპული

მომაკვდინებელმა ვირუსმა დრამატულად შეცვალა აღნიშნულ ქვეყნებში ხალხის ცხოვრება და რეგიონში 3 700-მდე ბავშვი ობლად დატოვა.

დასავლეთ აფრიკაში ათასობით ადამიანი იზოლირებულია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება

დასავლეთ აფრიკაში ათასობით ადამიანი იზოლირებულია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება

აფრიკული ქვეყნების სიიდან კოტ დიუარში ვირუსის გაჩენის  შესაძლებლობის ყველაზე მაღალი რისკია. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” აგზავნის ექსპერტებს, რათა შეაფასონ ქვეყნის მზადყოფნა ებოლას ვირუსისთვის.

სიერა ლეონეში კი ბრიტანული ძალები განთავსდნენ. მათ შეიყვანეს 750-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რათა დაეხმარონ სამკურნალო ცენტრებისა და ებოლას სასწავლო აკადემიის შექმნაში. ყოველივე ეს ვირუსის გლობალური გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება.

0 3148

ფიქრობთ რომ სარბენად დრო არ გაქვთ? კიდევ ერთხელ დაფიქრდით , რადგან დღეში მხოლოდ ხუთ წუთ სირბილს შეუძლია გაახანგძლიოს თქვენი სიცოცხლე და იმაზე მეტი   სარგებელი მოუტანოს თქვენს ორგანიზმს, ვიდრე ხანგრძლივმა სირბილმა.

ნებისმიერს შეუძლია 5 თავისუფალი წუთის გამოძებნა დღის განმავლობაში. მართალია სინამდვილეში ამ პროცედურას ცოტა უფრო მეტი დრო დაჭირდება, რადგან გასათვალისწინებელია სპორტული სამოსის ჩაცმისთვის საჭირო დრო. რამდენადაც დროის არქონა ერთერთი ყველაზე დიდი წინაღობაა ფიზიკური აქტიობისა, ახალი კვლევა შეძლებს დაკავებული ადამიანების მოტივირებას, გამონახონ დრო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

აიოვას უნივერსიტეტის  მეცნიერებმა გამოიკვლიეს  55 137 ზრდასრული ადამიანის  მონაცემები, რომლებსაც 15 წელი აკვირდებოდნენ.  კვლევაში მონაწილეობდნენ 18-100 წლის ადამიანები. კვლევის პერიოდში 3 413 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1 217 გულ-სისხლძარღვთა დაავადებით.

მეცნიერებმა გაითვალისწინეს ბევრი სხვა ფაქტორიც, რომლებსაც შეეძლოთ ზეგავლენა მოეხდინათ კლვევის შედეგებზე, მაგ: საცდელი პიროვნებების საერთო ფიზიკური მდგომარეობა, სქესი, წონა, მავნე ჩვევები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია.

როგორც გაირკვა, სირბილის მოყვარულებში  30%-ით  ნაკლებია შანსი  უეცარი სიკვდილისა და 45%-ით ნაკლები გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილისა.  თუმცა სირბილი ასეთი შედეგების ძირითად მიზეზად არ განიხილებოდა, ყველა შემთხვევაში იგი დაკავშირებული იყო სიცოცხლის ხანგრძლიობის სამი წლით გაზრდასთან.

სულაც არ არის აუცილებელი ხანგრძლივი სირბილი. მკვლევარების თქმით, გულსისხლძარღვთა დაავადებების  თვალსაზრისით 5-10 წუთიან სირბილიც  ისევე  ეფექტურია  ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის , როგორც ხანგრძლივი სირბილი.

მათ, ვისაც სირბილი არ მოსწონთ, მეცნიერები სთავაზობენ აირჩიონ ლახტი ან ველოსიპედი. ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკური აქტიობა არ უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები.

 

ავტორი: სოფია კახნიაშვილი

 

0 1446

22:00
სისხლში ორჯერ იმატებს ლეიკოციტები ანუ იმუნიტეტის სიტემა ატარებს შემოწმებას. ტანის ტემპერატურა იკლებს. ორგანიზმის ბიოლოგიური საათი გატყობინებთ,რომ დროა დაიძინოთ.

23:00
ტანი უფრო მოდუნებულია,მაგრამ ყველა უჯრედში მიდის აღდგენითი პროცესები.

00:00
იმატებს სიზმრები.ხოლო ტვინი აქტიურად მუშაობს ანუ ლოგიკურად ალაგებს დღის განმავლობაში მიღებულ იფორმაციას.
13485-620x413

1:00
ძილი ძალიან მგრძნობიარეა. შეიძლება კბილის ტკივილმა ან ადრე დაზიანებულმა ფეხმა დილამდე ვერ დაგაძინოთ.

2:00
ყველა ორგანო ისვენებს,მარტო თირკმელი მუშაობს მთელი ძალით. ასუფთავებს ორგანიზმს დღის განმავლობაში დაგროვილი შლაკებისგან.

3:00
სრული ფიზიოლოგიური ვარდნა: არტერიული წნევა დაბალია,პულსი და სუნთქვა გახშირებული.
21973-620x496

4:00
ტვინი ნაკლები სისხლით იკვებება,ამიტომ არაა მზად გაღვიძებისთვის. სამაგიეროდ სმენა უფრო მძაფრია-გაღვიძება შეიძლება პატარა ხმაურმაც გამოიწვიოს.

5:00
თირკმელი ისვენებს. კუნთებს სძინავთ, თუმცა ორგანიზმი მზად არის გაღვიძებისთვის.
31595-620x413

6:00
იზრდება არტერიული წნევა და გულის ცემა სწრაფდება.

7:00
იმინური სისტემის საათი. დროა გავიღვიძოთ მივიღოთ გამაგრილებელი შხაპი. ასევე ამ დროს წამალს უფრო კარგი ეფექტი აქვს ორგანიზმისთვის.

0 1414

26 წლის ემა ქრესუელი, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაიბადა. მან 6 წელი იბრძოლა იმისათვის, რომ მისი დაბადების მოწმობა შეეცვალათ.

ემამ ჯერ კიდევ არ იცის ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. მის ახალ დაბადების მოწმობაში კი, ის ადგილები, სადაც მამის სახელი, გვარი და ადგილსამყოფელი უნდა ეწეროს, ცარიელია. ემამ გვარიც შეიცვალა.

Emma-Cresswell01_2980462b

 

1 წლის წინ, მის დაბადების მოწმობაში, მამის ადგილას,  დედის ყოფილი პარტნიორის სახელი და გვარი ეწერა. ემაც და მისი 2 ტყუპი ძმაც, ამ კაცის გვარს, ფეინტს ატარებდნენ.

ემააააა

ემა და მისი ძმები 1988 წლის აპრილში გაჩდნენ.  მათი დედა, სუზან ქრესველი და ჯეფრი ფეინტი, ბავშვების ბუნებრივი გზით გაჩენას ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომაც წყვილმა ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა. 8 თვიანი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, სუზანი დაორსულდა. მას ემა, დენიელი და ბენი შეეძინა. 1 თვეში, მათ დაბადების მოწმობაში, მშობლების გრაფაში სუზანი და ჯეფრი ჩაწერეს. თუმცა ეს წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.

13 წლის ასაკამდე ემას, ჯეფრი ფეინტთან მცირე კონტაქტი ჰქონდა. იგი დედასთან იზრდებოდა. თუმცა, მას სჯეროდა, რომ ჯეფრი მისი ბიოლოგიური მამა იყო. სწორედ ამიტომაც, თინეიჯერობის პერიოდში იგი ხშირად ნახულობდა მამას და მასთან საცხოვრებლადაც გადავიდა. ემასთვის ყველაფერი უცნობი იყო მანამ, სანამ ერთხელაც, ჯეფრიმ შემთხვევით არ ახსენა, რომ ის და მისი ძმები, სინამდვილეში ხელოვნური განაყოფიერებით არიან გაჩენილი.

ძმებმა ეს ამბავი, შედარებით ნორმალურად მიიღეს. ემას კი თავისი ნამდვილი მამის პოვნა სურდა. მიაჩნდა, რომ ის, რაც მის დაბადების მოწმობაში ეწერა, სიცრუე იყო და უნდა შეეცვალა. 1991 წლამდე ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვებისთვის, მათი ბიოლოგიური მამის შესახებ ინფორმაციის პოვნა, თითქმის შეუძლებელია. 2005 წლის შემდეგ ჩასახული ადამიანებისთვის კი, მამის ვინაობის გაგება ნებადართულია, მას მერე რაც 18 წელი შეუსრულდებათ.

ემა ეროვნული დე ენ ემ-ის ბაზას შეუერთდა და ამ გზით იგი შეძლებს გაიგოს რაიმე მისი მამის, ან მისი ნახევარ-და-ძმების შესახებ, თუკი ისინი გამოჩნდებიან.

“ძალიან დავინტრიგდი იმ ფაქტით, რომ შეიძლება დები ან ძმები კიდე მყავს. ვინც არ უნდა იყოს ჩემი დონორი, ალბათ საინტერესო პიროვნებაა,”- ამბობს ემა.

ბიოლოგიური მამის პოვნის პარალელურად, ემამ გადაწყვიტა დისტანცია დაეჭირა იმ კაცისგან, ვინც წლების მანძილზე მამად მიაჩნდა. იგი დედის გვარზე გადავიდა და ჯეფრი ფეინტთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა.

“საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ვინ ვარ მე? მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი მეგონა ჩემი თავი, ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ არ მცოდნია. ამიტომ შევიცვალე სახელი, რომ უკეთესად გამოვხატო ჩემი პიროვნება.”

მაგრამ კიდევ ერთი რამ რჩებოდა გადაუჭრელი, მის დაბადების მოწმობაში, კვლავ ჯეფრი ფეინტი ეწერა. ემას ძმებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ გოგონასთვის ეს უცნაური იყო.

 

“რამდენჯერაც მოწმობას დავხედავდი, ვფიქრობდი: ეს ტყუილია, ეს მე არ ვარ. მინდოდა ისეთი რამ, რაც ჩემს პიროვნებას გამოხატავდა”.

6 წლიანი ბრძოლის შემდეგ, მან დაარწმუნა სასამართლო, რომ შეექმნათ დაბადების მოწმობის ახალი ფორმა, სადაც არ იქნებოდა მითითებული მამის ვინაობა.

ემა ქრესველი ახლა პირველი ბრიტანელია, რომლის დაბადების მოწმობაშიც მამის გრაფა ცარიელია.

deda

 

პროფესორ ქროუშოუსა და ფისტთან ერთდ, ემა ქრესველი ახლა შობადობის რეგისტრაციის კამპანიის წევრია. ისინი ებრძვიან იმ ფაქტს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს არ შეუძლიათ გაიგონ სიმართლე, თუკი ამას მათი გამზრდელი მშობლები არ ეტყვიან.

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩენილ ბავშვებს, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია 18 წლის ასაკში, მაინც ვერ მოახერხებენ ამას, თუკი ჯერ მშობლებისგან არ მოისმინეს სიმართლე.

“ჩემს დაბადების მოწმობაში, სიმართლე რომ ყოფილიყო ასახული, მაშინ არ მომიწევდა ამ ყველაფრის გაგება სრულიად შემთხვევით, კამათის დროს. არც არასდროს იქნებოდა შეკითხვა- “როდის უნდა ვუთხრათ?” უფრო ადრე მეტყოდნენ სიმართლეს.”

ემას თქმით, ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვების უმრალვესობამ, არაფერი იცის მათ ნამდვილ წარმომავლობაზე. როგორც წესი ამას შემთხვევით იგებენ ვინმე მესამე პირისგან, ან მათი მშობლების გარდაცვალების შემდეგ.

“დაბადების მოწმობა ამ ეტაპზე არაფრის მომცემია,”-ამბობს პროფესორი ქროუშოუ, “მე ვიცნობ ხალხს, რომელიც ფიქრობდა, რომ იყო გენეტიკური დაავადებების ქონის რისკის ქვეშ, რადგანაც თავიანთი მშობლები ის ადამიანები ეგონათ, ვინც დაბადების მოწმობაში ეწერა.”

მშობლები ხშირად ურთიერთობის გაფუჭების შიშით, თავს იკავებენ ბავშვისთვის ასეთი ინფორმაციის თქმისგან. თუმცა ემა ფიქრობს რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს მოხდეს.

“თუკი თავიდანვე ეცოდინებათ, ვფიქრობ ეს უფრო სტაბილურ ოჯახურ ურთიერთობას შეუწყობს ხელს.” -ამბობს ემა.

როდესაც წარსულში იყურება, ემა ფიქრობს, რომ ჯობდა ეს ინფორმაცია ბევრად ადრე სცოდნოდა.

“ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება მქონდეს ჩვეულებრივი ცხოვრება?”, თუმცა არის დადებითი მხარეებიც, რაც დედამისის გამოვლილ გზას ახლავს. “მე ზუსტად ვიცი, რომ არ ვყოფილვარ შემთხვევით ან შეცდომით გაჩენილი, მე ვარ ბავშვი, რომელიც დედაჩემს მართლა უნდოდა.”

0 3090

ინსულინის ინექციები დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილი კოშმარი იყო ნებისმიერი დიაბეტით დაავადებული ადამიანისათვის. არავის არ მოსწონს ნემსების კეთება, ამიტომ ათეული წლებია ექიმები  ცდილობდნენ ინსულინის ორგანიზმში შეყვანის ალტერნატიული გზის პოვნას.  როგორც ჩანს დიაბეტიკები უკვე მალე შეძლებენ დაივიწყონ შპრიცები და ნემსები.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ამერიკულმა მმართველობამ (FDA) დაასრულა ინჰალატორ Afrezza-ს დატესტვა. ინჰალატორის მწარმოებელი კომპანიაა MannKind Corporation.  ინჰალატორი დიაბეტით დაავადებულებს საშუალებას აძლევს შეისუნთქონ  ფხვნილის მსგავსი პრეპარატი, რომელიც ორგანიზმში ინსულინის რეგულირებას უწყობს ხელს.   პრეპარატი ეფექტს შესუნთქვიდან 12-15 წუთის შემდეგ იძლევა.  ზუსტად ამდენი დროა საჭირო  პრეპარატის გასახსნელად სასუნთქ სისტემაში და შემდეგ სისხლში მოსახვედრად.

dd

უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე FDA კომისიამ უარი უთხრა ინჰალატორის გამომგონებლებს და სთხოვა მათ დაემუშავებინად მოწყობილობა. მეორე ვერსია მნიშვნელოვნად გადამუშავებულია და შეესაბამება FDA უსაფრთხოების ნორმებს.

2006 წელს ფარმაცეფტულმა გიგანტმა  Pfizer-მა გამოუშვა ბაზარზე მსგავსი პროდუქტი სახელწოდებით Exubera, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ინჰალატორი მოხსნილ იქნა წარმოებიდან და გაქრა აფთიაქებიდანაც. როგორც აღმოჩნდა ინჰალატორი  წამლის იმდენად ზუსტ დოზირებას საჭიროებდა, რომ ოდნავი შეცდომაც კი ფატალური შედეგით შეიძლება დამთავრებულიყო.  ასე რომ  სადაზღვევო  კომპანიებმა აიძულეს Pfizer-ი 2,8 მილიონი დოლარი გადაეხადათ კომპენსაციის სახით.

jj

ახალი ინჰალატორის შემთხვევაშიც არსებობს ორგანიზმის დაზიანების რისკი. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დაავადებულია ასთმით და ფილტვების ქრონიკული , აბსტრუქციული  დაავადებით, მათთვის არ არის რეკომენდირებული ინჰალატორის გამოყენება. პრეპარატი Afrezza  ასეთ პაციენტებში  გამოიწვევს ბრონქიალურ სპაზმებს.

ამჟამად მწარმოებლები ატარებენ კვლევებს იმის გამოსავლენად, თუ რა ზემოქმედება აქვს  პრეპარატს ბავშვებზე. ასევე მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, თუ როგორი ზემოქმედება აქვს Afrezza -ს ორგანიზმზე  ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. მკვლევარებს ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ სერიოზული პრობლემა ან უკუჩვენება, ასე რომ შესაძლებელია მალე,  ამერიკის  აფთიაქებში ინჰალატორი გაყიდვაში გამოვიდეს.

 

ავტორი: სოფია კახნიაშვილი

0 7117

    ჰემოდიალეზი, ხელოვნური თირკმელი, დაავადება, რომელიც  სიკვდილზე უარესია და ხშირ შემთხვევაში, პაციენტების უმრავლესობა, სწორედ სიკვდილს ამჯობინებს. ასე აფასებენ ამერიკელი ექსპერტები -“თირკმლების უკმარისობას”.  ნონა ჯიშკარიანს უკვე 9 წელია, რაც ეს დაავადება აქვს, მაგრამ,მას წუთითაც კი არ უფიქრია ცუდზე, ვინაიდან იგი მებრძოლი ხასიათისაა. იგი, ზუგდიდის, მეოთხე საჯარო სკოლაში 15 წელი, პედაგოგად მუშაობდა, მაგრამ ამ დაავადებამ მისი ცხორება მთლიანად შეცვალა და ყოველდღიურ ცხოვრებას მოწყვიტა. იგი, კვირაში სამი დღე ექიმების გარემოცვაშია, სადაც ის, სპეციალური დიალიზატორების  საშუალებით ჰემოდიალეზს იტარებს და სისხლის ფილტრაცია მიმდონარეობს,რაც მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი , უალტერნატივო, გზაა. ნონა ჯიშკარიანს ,ორივე თირკმლები უფუნქციო აქვს, მისი ეს ორგანო, ვერ ამუშავებს, დღის განმავლობაში მიღებულ საკვებასა და სითხეებს, ამიტომ , ექიმების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, დანიშნული აქვს, დიეტა. ვერ მიირთმევს,  სასურველ  საკვებს. მას ეს დაავადება, 9 წლის წინ, გაციების ნიადაგზე დაემართა, რამაც ორგანიზმში, აზოტის, იგივე კრეატინის ნორმის აწევა და ორივე თირკმელის “გათიშვა “-გამოიწვია. მას, სისტემატიურად უწევს, დღის განმავლობაში, დიდი რაოდენობით წამლის მიღება.  ავადმყოფობის გამო, არ შეუძლია, დიდხანს სიარული, მგზავრობა,  საქმის კეთება, რადგან მისი ჯანმრთელობისთვის ყოველივე ეს, საზიანოა.  ყოვლად მიუღებელი და საფრთხის შემცველია მისთვის, დიალეზის გაცდენა, რადგან მას ბოლო სტადიის თირკმლების მწვავე უკმარისობა აქვს. ნონა ჯიშკარიანი- ” ამ დაავადებამ, პირდაპირი მნიშვნელობით, დაღი დამასვა, რადგან შეიძლება ითქვას, უფუნქციო ადამიანი ვარ, არ შემიძლია საოჯახო საქმეების კეთება, სიმძიმის ხელში აღება, მაგრამ თავს ძალას ვატან და ვცდილობ ცოტა რამ მაინც გავაკეთო, ძალიან მალე ვიღლები, დღის განმავლობაში,სულ ვისვენებ, ეს ჩემთვის ჯოჯოხეთია. ჩემს სიცოცხლეს აზრი მხოლოდ იმტომ აქვს, რომ  ჩემ შვილებს,დისშვილებს,  დედას, დას, ვნახულობ, მაკითხავენ ხშირად,მათით ვცოცხლობ და ვსულდგმულობ”.

ჰემოდიალეზი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საერთაშორისო ფონდის უფასო პროგრამაა, რომელიც აბოსლუტურად ყველას, ვინც ამ დაავადებით არის ავად , ეკუთვნის უფასოდ, თუმცა პირველი პერიოდი ყოველთვის გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ასე მოხდა,  ნონას შემთხვევაშიც,  მას 5 დიალეზის გაკეთება საკუთარი სახსრებით მოუწია, რადგან, პროგრამაში მოხვედრას, 10 დღე დასჭირდა. ეს იმ დროს როცა,  ერთი დიალეზის გაკეთება 120 ლარი ღირს. ამასობაში კი, ადამიანის ჯანმრთელობა, არ ითმენს. ამ შემთხვევაში ნონა ჯიშკარიანმა შეძლო თანხის გადახდა და დიალეზზე ჩართვა, მაგრამ რა უნდა ქნან, იმათ ვისაც ერთი დიალეზის , საკუთარი სახსრებით გაკეთების საშულებაც კი არ აქვთ? ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პროგრამაში მოხვედრის ვადების შემცირებაზე მუშაობენ, რათა პაციენტს არ მოუწიოს საკუთარი სახსრებით დიალეზის გაკეთება.

    სტატისტიკურად,მსოფლიოს მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული “თირკმლის უკმარისობით”. კერძოდ ,ამერიკაში, 300 ათასი ადამიანი ებრძვის ამ დაავადებას, ყოველ თვე კი 100-მდე ადამიანი იღუპება, ამ დაავადებით. თირკმლების უკმარისობის, პირველი ნიშანი, ორგანიზმში აზოტის დონის აწევა და ლეიკოციტების დიდი რაოდენობით დაგროვებაა. ექიმები გვირჩევენ,რომ  ყოველთვის ვაკონტროლოთ ორგანიზმში, ამ ნივთიერების ნორმა, თუ ის 100-ნიშნულს გადასცდება, მაშინ მკურნალობის დაწყება გვმართებს. ეს დაავადება, ადამიანში, თავს გაციების ნიადაგზე და უხარისხო პროდუქტების მოხმარებით იჩენს. ძირითადად, ამ დაავადების მატარებელი ხალხის ასაკი 50 წლიდან იწყება, თუმცა არის შემთხვევები სადაც ამ დაავადებამ თავი ბავშვებში, 5 წლის ასაკიდან იჩინა. ყოველივე ეს  21-ე საუკუნეში, განპირობებულია, ძირითადად, დაბინძურებული ჰაერით.

ავტორი: ბაჩო გოგრიჭიანი