18/11/2018 – 07:29
მთავარი მედიცინა

0 1277

პრეს კონფერენციის მიზანია გააჟღეროს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) იეილის უნივერსიტეტის ბავშვთა ჰოსპიტალის (Yale-New Heaven Children’s Hospital) ორგანიზაცია Global Healing-ის და მედიპოლიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (Medipol Hospital) ბავშვთა ონკოლოგიის ექსპერტების მხრიდან ჩატარებული შეფასების ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები და ასევე განიხილოს შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად. 

პრემიერ მინისტრის ინიციატივით შექმნილმა საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, ამოქმედებიდან ერთი წლის მანძილზე 3.3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვისა და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში საზღვარგარეთ. 

ამასთანავე ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, სოლიდარობის ფონდმა აქტიური მუშაობა დაიწყო ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებისათვის, რომ ეტაპობრივად ყველა სასიცოცხლო მნიშნელობის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საქართველოშივე გახდეს შესაძლებელი, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისები. 

სწორედ ამ მიზნით, სოლიდარობის ფონდმა უმასპინძლა საერთაშორისო მისიას ჰარვარდის უნივერსიტეტთან აფილირებული დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის (Dana Farber Cancer Institute, Harvard University), იეილის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Yale-New Heaven Hospital), ორგანიზაცია Global Healing და თურქეთის მედიპოლის საუნივერსიტეტო კლინიკის (Medipol University Hospital) ექსპერტების მონაწილეობით. 

საერთაშორისო მისიამ შეაფასა ბავშვთა ონკოლოგიის სფეროში დღეს არსებული ყველა ძირითადი სერვისი და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ეტაპობრივად ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამების არსებითი გაუმჯობესება. 

მისიის ძირითადი რეკომენდაციები შემდეგი 5 მიმართულოებით შეიძლება შეჯამდეს: 

მიმართულება 1: ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის მმართველობისა და ინფრასტრუქტურის კონსოლიდაცია 

• დღეისათვის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს 5 ძირითადი კლინიკა მკურნალობს, სერვისი არის ფრაგმენტირებული (დანაწევრებული) და არ არის სათანადოდ სტანდარტიზებული, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის უწყვეტობისა და ხარისხისათვის.

• მისიის რეკომენდაციაა, რომ მომდევნო 2 თვის პერიოდში საქართველომ შექმნას ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ეროვნული საბჭო საერთაშორისო მრჩეველთა გუნდით, რომელიც გააერთიანებს დარგში მომუშავე ყველა ძირითად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას და უხელმძრვანელებს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებიის ზედამხედველობას.

• საქართველომ პრიორიტეტულ მიზნად უნდა დაისახოს მრავალ-პროფილური, არა-მომგებიანი ბავშვთა საავადმყოფოს შექმნა – ახალი ბაზა, რომელიც იმუშავებს, როგორც პედიატრიის დარგში წამყვანი ცენტრი და რომლის ნაწილიც სხვა დისციპლინებთან ერთად სამომავლოდ გახდება ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის დეპარტამენტიც. 

• თუმცა, პირველ ნაბიჯად, მისიის რეკომენდაციაა, რომ მომდევნო 12 თვის პერიოდში საქართველომ გააერთიანოს ბავშვთა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ყველა სერვისი (გარდა სხივური თერაპიისა) ერთი ორგანიზაციის/კლინიკის ქოლგის ქვეშ, რომელსაც ექნება ძლიერი სესაბამისი ინფრასტრუქტურა, ინტენსიური თერაპიისა, სისხლის ბანკის განყოფილებები და ეყოლება მრავალ-პროფილური გუნდი შესაბამისი გრძელვადიანი ხედვით. დღეს არაერთი კერძო თუ არამომგებიანი ჰოსპიტალი გამოთვქვამს მზაობას, რომ საკუთარ ბაზაზე განათავსოს ბავშვთა გაერთიანებული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი. საერთაშორისო მისიის რეკომენდაციაა, რომ არსებულ ბაზებს შორის უპირატესობა მიენიჭოს არამომგებიან ორგანიზაციას/კლინიკას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება როგორც ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის პროგრამის გაერთიანების, ასევე სად იქნება უმჯობესი მსგავსი დეპარტამენტის განთავსება ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

• დღეის არსებული აპარატურა სხივური თერაპიისათვის, როგორც კლინიკური მედიცინის კვლევით ცენტრში, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრში საკმარისია და დამატებითი ინვესტიციების აუცილებლობა არ იკვეთება. მომდევნო 12 თვის პერიოდში აშშ და თურქეთში მოღვაწე კოლეგები ორივე ცენტრს გაუწევენ დახმარებას პედიატრიის დარგში სხივური თერაპიის სპეციალისტების მოსამზადებლად, რომ ყველა ბავშვმა შემდგომ საქართველოშივე მიიღოს მაღალი ხარისხის რადიოთერაპია.

• მისიის განსაკუთრებული რეკომენდაციაა, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ბავშვებისათვის განთავსდეს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ერთიან ძლიერ ბაზაზე შემდგომი 2 წლის პერიოდში.

• თუმცა, რამოდენიმე კერძო კლინიკა გამოთქვამს ინტერესს და მზაობას, რომ მომდევნო 6 თვეში გაიხსნას უფროსი ასაკის პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი. საერთაშორისო ექსპერტები მზად არიან, რომ მხარი დაუჭირონ ჯანდაცვის სამინისტროსა და პროვაიდერ-კლინიკებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის მართებული დაგეგმარებისა და რეგულაციების შემუშავების პროცესში. აღნიშნული აუცილებელია, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრებმა ამუშავებამდე უპასუხონ ყველა ძირითად აუცილებელ კრიტერიუმს და რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტებისათვის შესაძლო ზიანი სერვისების ამოქმედების ადრეულ ეტაპზე. 

მიმართულება 2: სტანდარტებისა და რეგულაციების გაძლიერება 

• მომდევნო 6 თვის პერიოდში ეროვნულმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა ჰემატოლოგია-ონკოლოგიაში ყველა ეროვნული პროტოკოლისა და გაიდლაინის გადახედვა. დღეისათვის კლინიკა ლიაფმედში და იაშვილის საავადმყოფოში არსებული სტანდარტები უპირატესი ხარისხისაა და არსებულ ბაზაზე მოხდება სტანდარტების შემდგომმი განახლება აშშ და ევროპის წმაყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მხარდაჭერით. 
• განახლებული სტანდარტებში უნდა ინტეგრირდეს ძვირადღირებული მედიკამენტების ქიმიოთერაპიისა და გართულებების მართვის შემთხვევებისათვის, რომელიც დღეისათვის არ შედის სახელმწიფო პროგრამებში (მაგ.: Voriconazole, Idarubicin, Thioguanin) და რომელიც ფინანსდება ფონდების – დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ.

მიმართულება 3: სპეციალისტთა მომზადება – შესაძლებლობების გაძლიერება

• მომდევნო 2 თვის პერიოდში თითოეული კლინიკის ბაზაზე, რომელიც ბავშვთა ონკოლოგიის სერვისებს აწვდის, შეიქმნას ონ-ლაინ რეჟიმში მულტიპროფილური ონკოლოგიური საბჭოები, რომელიც პაციენთა შემთხვევების რეგულარული განხილვის პროცესში ჩართავს აშშ და ევროპის ქვეყნებში მოღვაწე კოლეგებს.
• მისიაში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები მზად არიან მიიღონ ქართველი კოლეგები როგორც მოკლე-ვადიანი (1-3 თვე), ასევე გრძელვადიანი (1 წლიანი სასწავლო პროგრამებით) სწავლებისათვის, განსაკუთრებით პედიატრი-ონკოლოგები, ბავშვთა ონკოლოგიაში მომუშავე ქირურგები და ექთნები, სხივური თერაპიის სპეციალისტები, პათანატომები და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრებისათვის მოსამზადებელი კადრები.
• მისიაში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციები ასევე მზად არიან წამყვანი სპეციალისტები ხანგრძლივი პერიოდებით ჩამოიყვანონ საქართველოში, რათა მოხდეს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება პედიატრიული ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებით
• პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები უნდა გადამზადნენ, რომ შეძლონ პედიატრიული ონკოლოგიის დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების დროული ამოცნობა.

მიმართულება 4: პაციენტთა მონაცემთა ბაზისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გაძლიერება 

• მომდევნო 3 თვის პერიოდში პედიატრიული ჰემატოლოგია-ონკოლოგიის რეესტრის შექმნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის ძირითად ინდიკატორებს.

მიმართულება 5: მშობლებთან/ოჯახებთან მუშაობა დაავადების ადრეული გამოვლენისა და მხარდაჭერისათვის

• მშობელთა ცნობიერების გაზრდა ონკოლოგიური დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების ადრეული ამოცნობისათვის
• პაციენტთა და ოჯახთა მხარდამეწერი ორგანიზაციების – ბერი ანდრის ფონდისა და მშობელთა სახლის – შესაძლებლობების გაძლიერება და მათი თანამშრომლობის გაძლიერება ბავშვთა ონკოლოგიურ სერვისებთან.

პრეს-კონფერენციისა და საერთაშორისო მისიის მონაწილეები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 
2. საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში
1. კარლოს როდრიგეზ გალინდო – პროფესორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის პედიატრიული განყოფილების სამედიცინო დირექტორი
2. გარი კუპფერი – პროფესორი, იეილის უნივერსიტეტისა ნიუ-ჰევენის საავადმყოფოს პედიატრიული ჰემატოლოგია/ონკოლოგიისა და პათოლოგიის ხელმძღვანელი (საერთაშორისო მისიის გუდის წევრი)
3. სემა ანაკი – პროფესორი, მედიპოლ მეგა ჰოსპიტალის პედიატრიული ჰემატოლოგია/ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 
4. ლიუკ იფლანდი – ორგანიზაცია Global Healing-ის პრეზიდენტი (საერთაშორისო მისიის გუდის წევრი)
5. ნეჯატ აკალანი – პროფესორი, მედიპოლ მეგა ჰოსპიტალის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

 

0 1086

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, დამდგარი წყლის გუბეები პოტენციურად ინფექციის გამრავლების საფრთხეს წარმოშობს, რისი თავიდან აცილების მიზნით სათანადო სამუშაოები დაიწყო. მისივე თქმით, დამუშავების პროცესში ადგილებზე ადამიანები არ უნდა იყვნენ. სწორედ ამან გამოიწვია დროებით სამუშაოების შეჩერება. ეს ზონებია: “მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორია, სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი.
“აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას თავისი ლოგიკა აქვს, რისკებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცული, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში იყო მაღალი ტემპერატურა და ამ არეალში არის დიდი რაოდენობით დამდგარი წყალი. გუბეები არის რისკი, რომ განვითარდეს რაიმე სახის ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცია. ოღონდ ეს დაკავშირებული არ არის ცხოველების ლეშის მიწისქვეშ სავარაუდო არსებობასთან. დღეს დამუშავდება მთლიანად რისკის ზონები. დამუშავების დროს აქ არ უნდა იყვნენ მომუშავე ადამიანები, ხოლო შემდგომ დღეებში არ უნდა იყვნენ ამისთვის მოუმზადებელი ადამიანები. ამან რამდენიმე ხნით სამუშაოები შეაფერხა, მაგრამ სამაგიეროდ, სამუშაოები მძიმე ტექნიკით გაგრძელდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ის ადგილები მოინახულა, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

აღნიშნე ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე (WHD) 17 მაისს და გაზარდე ცნობიერება ჰიპერტენზიის შესახებ. ხუთი წლის განმავლობაში 2013 – 2018, ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღის თემა იქნება – ,,იცოდე შენი რიცხვები’’ , რაც გულისხმობს მოსახლობაში ცნობიერების ამაღლებას მაღალი არტერიული წნევის შესახებ მსოფლიო მასშტაბით.

ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგისაგან: ნორმ კემპბელი – პრეზიდენტი, დანიელ ლექლენდი – არჩეული პრეზიდენტი, კიმბრი რედბერნი – მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სპეციალისტი, ჯილდა კაპუტო-ჰანსენი კორპორატიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოკავშირეო და მარკ ნიბილსკი – მთავარი აღმასულებელი დირექტორი.
2006 წლის 17 მაისიდან ყოველ წელს, ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგამ (WHL), მჭიდრო პარტნიორობით ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISH) და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, დააფუძნა ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე(WHD). ხუთი წლის განმავლობაში 2013 – 2018, ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღის თემა იქნება – ,,იცოდე შენი რიცხვები’’ , რაც გულისხმობს მოსახლობაში ცნობიერების ამაღლებას მაღალი არტერიული წნევის შესახებ მსოფლიო მასშტაბით.

ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულ იქნა გლობალური სტატისტიკის მიხედვით, რაც მიუთითებს, რომ მხოლოდ ჰიპერტენზიით დაავდებულთა 50% იყო ინფორმირებული ვისაც ნამდვილად ჰქონდა და მხოლოდ 75%-ზე მეტი ადამიანს ჰქონდა ინფორმაცია ჰიპერტენზიის არსებობაზე. ზოგიერთ მოსახლეობაში, ინფორმირებულობა არის ძალიან დაბალი, 10% -ზე ქვემოთ. ჰიპერტენზიის დიაგნოზის ცნობიერების ასამაღლებლად, არსებობს ორი კრიტიკული კომპონენტი, კერძოდ: 1) შეიქმნას მაღალი შესაძლებლობის მქონე სკრინინგული თანამეგობრობა არტერიული წნევის პროგრამებისთვის, მათთვის, ვინც რისკის ქვეშ არის და 2) ჰქონდეს ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ რუტინული შეფასებები არტერიული წნევისა ყველა კლინიკურ სიტუაციაში. ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა წევრ საზოგადოებებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ სტრატეგიების გლობალურად დანერგვაზე.

2014 წელს, საინაუგურაციო ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღის კამპანია წაახალისეს ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის წევრებმა და პარტნიორებმა ეკრანზე დემონსტრირებით და წარდგენით, არტერიული წნევის ჩვენებით 100 000-ზე მეტი ადამიანისათვის. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მიზანი არ იყო მხოლოდ მიღწეული, აქ იყო 300 000-ზე მეტი გაშუქებული 30-ზე მეტ ერში. (http://www.whleague.org/index.php/features/world-hypertension-day-report-draft). წახალისებული წარმატებითა და სწავლებებით 2014 წლისგან, მსოფლიო ჰიპერტენზიის ლიგის გამოწვევაა სკრინინგი ჩაუტაროს მილიონზე მეტ ადამიანს ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე – 2015 წელს ალიანსთან ერთად, ამაღლებული ცნობიერებისა არა-ინფექციური დაავადებებისა და ახალი გეგმების მზადებისა გრანდიოზული სკრინინგის გამოწვევისთვის 2016 წელს.

ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა წახალისებას უკეთებს ჰიპერტენზიის ეროვნულ ორგანიზაციებს და სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციებს, რომ დაეხმაროს არტერიული წნევის რეპორტების შესახებ რომელიც ჩაწერილი იქნება 17 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით 2015 წელს. თვითშევსებადი თარგი არტერიული წნევის სკრინინგის, ფოტოასახვა და სასწავლო გაკვეთილები ავტომატური წარდგინების ღილაკით მისაწვდომი იქნება ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის ვებ გვერდზე(www.whleague.org). დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელი იქნება მიიღოთ კიმბერლი რედბერნისგან, ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის – მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სპეციალისტისაგან (kimbree.redburn@gmail.com), და ჯილდა კაპუტო-ჰანსენისაგან , რომლიც ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღის კოორდინატორია (gilda@hansenglobalevents.com). ალტერნატიული, რეპორტინგის სარეზერვო მეთოდი აგრეთვე იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ნებას დართავს მიამაგრონ word-ფაილები და გააგზავნონ ფოსტის საშუალებით CEO@whleague.org. სადაც შესაძლებელია, მონაწილეებმა წარუდგინონ ინფორმაცია: 1) ჯგუფის სახელი/ადგილმდებარეობა/ეროვნება/ლოგო ან დროშა სკრინინგის შესრულებისას, 2) სკრინიგ გატარებული ადამიანების რიცხვი, 3) სკრინიგ ჩატარებული წილი ადამიანებისა , ვისაც აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა ან ვინც იღებდა ანტიჰიპერტენზიის მედიკამენტებს (ჭარბი ჰიპერტენზია), 4) ) სკრინიგ ჩატარებული წილი ადამიანებისა , ვისაც აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა ან ვინც იღებდა ანტიჰიპერტენზიის მედიკამენტებს ან ვისაც ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაუსვევ ჯანდაცვის პროფესიონალებმა 5) ნაწილი ადამიანებისა მომატებული ჰიპერტენზიით ვისაც არ ჰქონდა ინფორმაცია ჰიპერტენზიის ქონაზე, 6) ნაწილი ადამიანებისა მომატებული ჰიპერტენზიით რომლებიც მკურნალობნენ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით, და 7) ნაწილი ადამიანებისა მომატებული ჰიპერტენზიით ვისი არტერიული წნევის მაჩვენებელი იყო 140 სისტოლურს ქვემოთ და 90 მმ დიასტოლურს ქვემოთ. საბოლოო ჯამში, მსოფლიო ჰიპერტენზიის ლიგა გასცემს ფორმალურ ანგარიშს ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე – 2015-ისათვის, ხაზს გაუსვამს შეტანილ წვლილს და ძირითად მაჩვენებლებს.

ჰიპერტენზიის საერთაშორისო ლიგამ შეიმუშავა რიგი რესურსები დაეხმაროს არტერიული წნევის სკრინინგზე დაფუძნებულ თემს. 2015 წელს, რესურსები მომზადდა ტესტირებისთვის კამერუნში, კონგოს რესპუბლიკაში, ნიგერიაში, ჰაიტიზე, ბრაზილიასა და კანადაში გაუმჯობესებული ვერსიებით 2016 წლის მოლოდინში. პარალელურად, რამოდენიმე რესურსი ითარგმნება (საწყის ეტაპზე ესპანურად, ფრანგულად და პორტუგალიურად). ჰიპერტენზიის საერთაშორისო ლიგის რესურსები ყველასათვის ხელმისავდომია და მისაღები მოსახლეობისათვის ჰიპერტენზიის საერთაშორისო ლიგის ვებ გვერდის მეშვეობით (http://www.whleague.org/index.php/j-stuff/blood-pressure-assessment-train-the-trainer) და მოიცავს ტრენერების მომზადების მოდულს ფაქტებზე დაფუძნებულს, დაარსებულს არტერიული წნევის სკრინინგის საიტზე, მხარდაჭერილს PowerPoint slide ფაილით , და მხარდაჭერილს YouTube ვიდეოთი. ჰიპერტენზიის საერთაშორისო ლიგამ ასევე შეიმუშავა საპროგრამო განაცხადი მტკიცედ წაახალისოს ავტომატურად გამოყენებადი არტერიული წნევის მოწყობილობები, ვიდრე ხელით საკითხავი მოწყობილობები თითქმის ყველა სკრინინგისა და კლინიკური მომსახურებებისა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰიპერტენზიის გასაკონტროლებლად და დახმარების აღმოსაჩენად გაერთიანებული ერების 2025 წლის მიზანს წარმოადგენს არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის 25%-ით შემცირება და საგრძნობლად გაუმჯობესება იმ ადამიანების მდგომარეობისა ვისაც ჰიპერტენზია დაუდგინდა. არტერიული წნევის გაზრდილი მაჩვენებლები მოიცავს მონაწილეობას ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღის 2015 წლის აქტივობისათვის და მუშაობს ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგასა და ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად რათა ხელი შეუწყოს მიზნის მიღწევას.
ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა ასევე აღიარებს, რომ არის რთული გამოწვევები ჰიპერტენზიის კონტროლისა და პრევენციისათვის გლობალურად. თუმცა, უმეტეს პარამეტრებში, ძალისხმევა ჰიპერტენზიის პრევენციისა და კონტროლისა არ არის ამომწურავი და არც შეთანხმებული. 2015 წელს, ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა გამოწვევას უგზავნის ყველა წევრ საზოგადოებას და პარტნიორებს ჰიპერტენზიის საერთაშოსრისო დღის აღსანიშნავად არტერიული წნევის გასაზომად, ყველა დაწესებულებასა და კლინიკაში და მიღებული შედეგების(რიცხვების) გაშუქებას. ჩვენ მოუთმენლად ველით 2015 წლის ჰიპერტენზიის საერთაშორის დღის რეზულტატებს გასაშუქებლად.

P.S. გასულ კვირას, ჰიპერტენზიით გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი B.B. King

გიორგი ნუსხელაძე

0 973

ამერიკული კომპანიის მიერ გადმოცემული ძვირადღირებული პრეპარატი ”სოფოსბუვირი”, პირველ ეტაპზე, 32-მა ინფიცირებულმა მიიღო.

უფასო წამლებით წლის განმავლობაში 5 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს, რომლებმაც ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი მონაცემები უნდა გაუგზავნონ. სპეციალური კომისია ინფიცირებულებს სამკურნალო პრეპარატებით დაავადების ფორმების მიხედვით ეტაპობრივად უზრუნველყოფს.

ბათუმის სამშობიარო სახლში, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა“ და ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი აქცია გაიმართება.
აქციის ფარგლებში 10 ყოფილ პატიმარ ქალს, ჩაუტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევა და გაეწევა უფასო კონსულტაცია. კონსულტაციის შედეგად, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ შეიძენს და გადასცემს ყოფილ პატიმარ ქალებს.
აქცია იმართება ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ’’ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების მხარდაჭერა’’ – ფარგლებში.
აღნიშნულ პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2013 წლის ნოემბრიდან ’’ევროკავშირის’’ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას – იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით.

0 2456

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის კრიტერიუმებს განმარტავს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეადს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს 21 აპრილს მოეწერება ხელი.
უწყების განმარტებით, პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით (სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით) და მიღებული აქვს დადებითი პასუხი, შეუძლია პროგრამის ფარგლებში ჩაიტაროს მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები.
პირველ ეტაპზე, ანტივირუსული მკურნალობის დაწყებისა და პაციენტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგ ჯგუფებს:
პაციენტებს ღვიძლის კომპენსირებული ციროზით (F4);
პაციენტებს ღვიძლის შორსწასული ფიბროზით (F3);
პაციენტებს ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით (ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები);
პაციენტებს ღვიძლის ტრანსპლანტაციით და HCV რეინფექციით;
პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით. მაგ, მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.;
პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით.
პაციენტი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოში (ან მის ფილიალებში ქვეყნის მასშტაბით), სადაც პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა NIV-100/ა (დედანი), მკურნალობაში ჩართვის წინ ჩატარებული კვლევების დოკუმენტები (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე დაწესებულებებში ჩატარებული კვლევების წარმოდგენა), პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი. ამასთან, პაციენტი ირჩევს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაც სურს მომსახურების მიღება.
ბ) დარეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაცია განიხილება კომისიურად და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გაიცემა თანხმობის წერილი;
გ) პაციენტმა თანხმობის წერილის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას მკურნალობის დასაწყებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხმობის წერილი ჩაითვლება გაუქმებულად.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია პაციენტის პირადობის მოწმობის ასლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა) წარდგენა.

ჩ ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს პროგრამის ფარგლებში უტარდებათ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი სხვა კვლევები შემდეგი პრინციპით:
ა)ექიმთან ვიზიტი;
ბ) სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა PCR მეთოდით;
პაციენტები, რომელთაც HCV რნმ აღმოაჩნდებათ (-) უარყოფითი, აღარ განიხილებიან მკურნალობის კანდიდატებად (ბენეფიციარებად) და მათ ღვიძლის ფიბროზის შესაფასებელი გამოკვლევები აღარ ჩაუტარდებათ.
გ) HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;
დ) იმ შემთხვევაში, თუ FIB-4 ქულა არის 1.45 – 3.25 მაჩვენებლებს შორის, პაციენტებს დამატებით უტარდებათ ღვიძლის ელასტოგრაფია;
ე) FIB-4 ტესტისა და ღვიძლის ელასტოგრაფიით გამოვლენილ ღვიძლის ფიბროზის F3, F3- F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:
ვ) HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა PCR მეთოდით;
ზ) HBსAგ, Anti-HBს, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
თ) პაციენტებს HCV ინფექციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ექსტრაჰეპატური გამოვლინებებით (მე-2 და მე-3 ტიპის შერეული კრიოგლობულინემია (მაგ. ვასკულიტი), პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი ან მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, დამაუძლურებელი სისუსტე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კანის გვიანი პორფირია, და სხვ.), ასევე, პაციენტებს აივ და/ან HBV კოინფექციით, უტარდებათ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული ყველა კვლევა.
ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, რეგისტრაციის თარიღი 22 აპრილს გამოცხადდება. მისივე თქმით, C ჰეპატიტით ინფიცირებული ყველა მოქალაქე პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება.

0 878

ციროზით დაავადებულ 15 წლის გოგონას ღვიძლი საკუთარმა მამიდაშვილმა მისცა. დონორის და რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის გადატანილი რთული ოპერაციის შესაბამისია, პაციენტებმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დღეს დატოვეს და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ქართველმა ექიმებმა, ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. 2014 წლის 14 დეკემბერს დონორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ღვიძლის ნაწილი საკუთარ დას, ტატიანა მეგრელიშვილს გადაუნერგა. 4 თვის განმავლობაში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის სამი ოპერაცია ჩატირდა და სამივე წარმატებით დასრულდა.

საქართველოში ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია და ყოველწლიურად ტრანსპლანტაცია 30-40 ადამიანს ესაჭიროება, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვა პაციენტების რიგითობის მიხედვით ხორციელდება და თვეში მინიმუმ ერთი ოპერაცია ჩატარდება.

აღნიშნული სამედიცინო სერვისი საქართველოში ახალი დანერგილია და ამ პროექტისთვის “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა.

0 919

თბილისში სასწრაფო დახმარების სამსახურში არსებულ ხარვეზებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენიაზე საუბარი იყო სასწრაფო დახმარების დაგვიანებით მისვლაზე, რაც მნისტრის თქმით არანაირად არ შეიძლება გამართლებული იყოს, ის იმედოვნებს, რომ ამ დაგვიანებებს სისტემური ხასიათი არ აქვს და ეპიზოდურია.

ასევე დავით სერგეენკომ გაიხსენა, რომ ანალოგიურო პრობლემა რაიონებშიც არსებობდა, თუმცა მაშინ ეს ტექნიკურ ხარვეზთან იყო დაკავშირებული,  რადგან მანქანების 80%-ზე მეტი არ მუშაობდა, ხოლო ტრანსპორტის ჩანაცვლების შემდგომ კი არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. რაც შეეხება თბილისს მინისტრის თქმით თბილისის სასწრაფოს შემთხვევაში პრობლემურია  საორგანიზაციო მენეჯმენტი  და არა ავტოპარკის გაუმართაობასთან დაკავშირებული საკითხები.

“ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით არსებული სიტუაცია შეგვესწავლა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა დაგვიანებების ზრდის ტენდენცია, შევაფასეთ, სად არის სუსტი წერტილი. ხვალ უნდა მქონოდა შეხვედრა როგორც “112”-ის, ისე მერიის ხელმძღვანელობასთან, თუმცა ბოლო ნიუანსები გვაქვს დასაზუსტებელი რის გამოც სავარაუდოდ შეხვედრა მომავალ კვირას შედგება, სადაც შეგვეძლება შევთავაზოთ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა. იქ არის საორგანიზაციო და არა ტექნიკური პრობლემა. მჯერა, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ, რადგან კრიტიკული წერტილები თუ სად არის გამოკვეთილი უვე ვნახეთ“, – განაცხადა, დავით სერგეენკომ.

ქალბატონმა ზოია როხვაძემ 2 თვის წინ იშემიური ინსულტის შედეგად დაკარგა მეტყველება და წაერთვა მარჯვენა ხელ-ფეხი. 3 დღეში დასჭრიდა თიაქარის ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, თუმცა ამის შემდგომ დაიწყო ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება.
განყოფილებიდან დედაჩემი ჩამოიყვანეს უდიდესი ნაწოლით, დღითი დღე ემატებოდა. საბოლოოოდ ნაწოლმა მთლიანად მოიცვა მარჯვენა საჯდომის დუნდული წავიდა სიღრმეში, დავიდა ძვლამდე და ეხლა დაიწყო ძვლის დაშლა. აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილები აქვს. რა საშუალებაც მქონდა ყველა ამომეწურა გამაყუჩებელსაც ვეღარ ვყიდულობ.  ექთანმა მოსვლა და შეხვევები შემიწყვიტა იმის გამო, რომ თანხა ვერ გადავუხადე;  ერთი შეხვევა 15ლარი ღირდა..ვართ სოციალურად დაუცველები კლინიკის ხარჯები მთლიანად პოლუსით დამიფინანსეს. დედას აქვს დიაბეტი ტიაქრის ჭრილობა არ უხორცდება აქვს დრენაჟი ჩადგმული.  ამ ყველაფერს დაერთო თან მალებს შორის ნერვის ჩატნევა რომელიც საოპერაციოა მაგრამ ვერ ვუკეტებთ გაუსაძლისი ტკივილი აქვს.” _ განაცხადა ავადმყოფის შვილმა, ვლადიმერ როხვაძემ. 

qali

საქართველოს ბანკში  ანგარიში  არის გახსნილი, სადაც შეგიძლიათ 1ლარითაც დაეხმაროთ ზოია როხვაძეს და შეიტანოთ მცირე წვლილი მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში.

რეკვიზიტები:

GE14BG0000000906309000 ; მიმღები- ვლადიმერ როხვაძე. საკონტაქტო ნომერი: 571 09 87 97.